საბჭოეთის სახელმწიფო დოქტრინას სამეცნიერო ათეიზმი წარმოადგენდა. რელიგიის მიმდევრობა სხვადასხვა დროში ან აკრძალული იყო, ან სახელმწიფოებრივ შეზღუდვას განიცდიდა, მაგალითად, აკრძალული იყო საჯარო საეკლესიო გალობა.
1920 წლისთვის რუსეთის მოსახლეობის 90% მიეკუთვნებოდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 1940 წლისთვის ეს რიცხვი 30%-ზე დაბლა დაეშვა. ურიცხვმა მორწმუნემ რეპრესირება განიცადა ან ციმბირში იქნა გადასახლებული. ბევრი მათგანი აწამეს ან დახვრიტეს.
ლენინის მეთაურობით საბჭოთა მთავრობამ გამოსცა დეკრეტები და კანონები (1918 წლის იანვარ-თებერვლის ”დეკრეტი სინდისის თავისუფლებაზე, საეკლესიო და რელიგიურ გაერთიანებაზე”, აგრეთვე 27 ივნისის იუსტიციის სახალხო კომისრის პეტრე სტუჩკას მიერ გამოცემული ”ლიკვიდირების კანონი”, რომლებიც ქაღალდზე რელიგიური თავისუფლების გარანტიას იძლეოდნენ, მაგრამ ეკლესიას მის საკუთრებას ართმევდნენ).
სინამდვილეში ეკლესია ძველი წესწყობილების წარმომადგენლად, ხოლო მისი მიმდევრები - კონტრრევოლუციონერებად იქნენ აღიარებული (”რევოლუციის ზურგში ხანჯლის ჩამცემნი”). ამ დეკრეტებს მოჰყვა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა მასობრივი დახვრეტები. სტალინის მმართველობისას ათასობით ეკლესიის მსახურნი ე.წ. ”გულაგში” გადაიგზავნენ (ციმბირის ტერიტორიაზე მოქმედი საბჭოური ტიპის სამუშაო-საკონცენტრაციო ბანაკები). ასევე შუააზიის რესპუბლიკებში, რომლებშიც მეტწილად მუსლიმები ცხოვრობდნენ, მეჩეთების უმრავლესობა დაიხურა და რელიგიური პრაქტიკა აიკრძალა.
გარდა ამისა, ციმბირში, ძირითადად ტბა ბაიკალის სამხრეთ მხარეს, მრავალრიცხოვნად ცხოვრობდნენ ბუდისტები და სხვასხვა ადგილობრივი ტრადიციული რწმენის ხალხები, რომელთა რელიგიური პრაქტიკაც ძლიერ შეზღუდვას განიცდიდა.
1939 წელს მკაცრი სახელმწიფო ანტირელიგიური დამოკიდებულება შესუსტდა. მღვდელთა გარკვეული ნაწილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ხელახლა გაიხსნა რამდენიმე უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი და ეკლესია-მონასტერი.
ნიკიტა ხრუშჩოვის დროში ანტირელიიგიური ბრძოლა განახლდა. ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ იგი ”საბჭოთა კავშირის უკანასკნელ მღვდელს ტელევიზიაში გამოიყვანდა”.
მიხეილ გორბაჩოვმა 80-იან წლებში ხელისუფლების მხრიდან რელიგიის შეუწყნარებლობა ძლიერ დაასუსტა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის მოკავშირე რესპუბლიკებში რელიგიური პრაქტიცირების რეალური თავისუფლების ხანა დადგა.
http://ka.wikipedia.org/wiki/სსრკ
*****
მიწას დღემდე არ მიუღია.
ოქტომბრის რევოლუციის დიდი ბელადი - ვლადიმერ ლენინი.
ჩვენს ისტორიას არასდროს დაავიწყდება ლენინისა და ჩიჩერონის ხელმოწერილი დეკრეტები, რითაც მოხდა გრიგორიანული კალენდრის შემოღება.
1918 წლიდან დაიწყო საეკლესიო იერარქიების განადგურება.
პირველი მსხვერპლი იყო კიევ-პეჩორის ლავრის ეპისკოპოსი ვლადიმირი (ბოგოიავლენსკი).
მისი უშუალო მითითება-ხელმღვანელობით მოხდა კრემლიდან ალექსანდრე სვირელის უხრწნელი ნაწილების ამოღება, რასაც, შემდეგ, წმიდათა საფლავების შეურაცხყოფა მოჰყვა.
დაიწყო ეკლესია მონასტრების ნგრევა - მარტო მოსკოვში 1500 ეკლესია დაანგრიეს.
როგორი იყო პროლეტარიატის დიდი ბელადის ცხოვრების ბოლო? - ჭკუიდან გადავიდა. მისი შეშლილობის ამბავს ხალხს დიდხანს უმალავდნენ.
წითელი იმპერიის პირველი ბელადი კრემლის მავზოლეუმშია დასვენებული.
იგი დღემდე არ მიუღია მიწას, რადგან თავად არ მიიღო შეგონება: "მიწა ხარ და მიწად იქეც".
***********************
დიდი ბელადი.
ერთი ადამიანის სიცოცხლე ტრაგედიაა, მილიონების - სტატისტიკა იოსებ სტალინი
ავსტრიის ჩრდილო-დასავლეთი. საზღვარი ბავარიის ალპებთან. ბრაუნაუ გოთურ სტილში აგებული ჩვეულებრივი, პატარა ქალაქია. ლამაზი შენობებით, სუფთა ქუჩებით და თავაზიანი ხალხით. ქალაქის ცენტრში ეკლესია და სამრეკლოა. აქ აცხობენ ცნობილ ავსტრიულ ვაშლის ნამცხვარს, რომლის არომატიც ძველი ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე იგრძნობა. აქ ცხოვრება დუნედ, ნელი ტემპით და ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე მიედინება. ამ ქალაქში 1889 წელს ადოლფ ჰიტლერი დაიბადა. ბრაუნაუში ვერ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ამ ფაქტით იამაყებდა. ყოველ შემთხვევაში, ამას ხმამაღლა არავინ ამბობს. ჩვენთან საუბარში ქალაქის ბურგომისტრი ჰიტლერისადმი მოქალაქეების დამოკიდებულებას ასე აყალიბებს: "ძალიან ვწუხვართ, როდესაც ქალაქს მხოლოდ იმიტომ იხსენებენ, რომ აქ ჰიტლერი დაიბადა. ჩვენთვის ეს თავის მოწონების საგანი სულაც არ არის. თუმცა, ტურისტებს, ბრაუნაუში ჩამოსვლისთანავე იმ სასტუმროს ნახვა სურთ, სადაც ფიურერი დაიბადა. ყოფილ სასტუმროში უნარშეზღუდული ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს, მაგრამ ტურისტები ამას ყურადღებას თითქმის არ აქცევენ. მათთვის მთავარი ის არის, რომ სასტუმროს მეორე სართულზე შიკლგლუბერების ოჯახი ცხოვრობდა. ადრე ნაციზმის თაყვანისმცემლები ბრაუნაუში მასიურად დადიოდნენ. განსაკუთრებით ხალხმრავლობა აპრილში იყო - ჰიტლერის დაბადების დღეს. მაგრამ რაც დრო გადის, ასეთი ფანატიკოსების რიცხვი სულ უფრო მცირდება."
იგივე პოზიციას გამოხატავენ ჩვენთან საუბარში მოქალაქეებიც - ჰიტლერი ბრაუნაუს სირცხვილია! მაგრამ ერთია ის სიტყვები, რომლებსაც ისინი ხმამაღლა იძახიან და მეორეა თუ რას ფიქრობენ სინამდვილეში. პრივატული საუბრისას, აშკარად იგრძნობა, რომ მათი დამოკიდებულება ჰიტლერის მიმართ ასეთი ცალსახა სულაც არ არის. რა თქმა უნდა, ისინი არ იზიარებენ ჰიტლერის რასობრივ თეორიას, მასობრივი მკვლელობების პოლიტიკას, ნაციზმის დანაშაულებრივ სისტემას. მაგრამ არის რაღაც, რაც ჰიტლერის მიმართ ქვეცნობიერ სიმპათიაში გამოიხატება. უფრო სწორედ, ეს არ არის სიმპათია, არც სიამაყე, - უბრალოდ, ჰიტლერის სახელი შესამჩნევ გავლენას ახდენს ბრაუნაუს მაცხოვრებელებზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ იმ პატარა ქალაქში, სადაც თავად ცხოვრობენ, დაიბადა ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ისტორია შეცვალა, ქალაქის გამორჩეულობის ილუზიას აყალიბებს. მე ბრაუნაუში ვცხოვრობ - ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უბრალო ქალაქიდან კი არ არის, არამედ იმ ქალაქში ცხოვრობს, სადაც თვით ჰიტლერი დაიბადა. ამით იგი თავის მნიშვნელობასა და გამორჩეულობას უსვამს ხაზს. ამ უწყინარი ამბიციის სათავეს კი ნებსით თუ უნებლიედ ჰიტლერი წარმოადგენს.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ხალხს უყვარს ბელადები, დიქტატორები და დესპოტი ტირანები. ადამიანთა უბრალო მასა, ხშირ შემთხვევაში მათ ერის წინამძღოლად, ქვეყნის გადამრჩენად, ზოგჯერ კი ახალ მესიადაც კი მიიჩნევს. მასას მოსწონს მკაცრი ხელი და ძალაზე დამყარებული წესრიგი. აღმერთებდნენ (და ახლაც აღმერთებენ) ჰიტლერს, მუსოლინის, ფრანკოს, ჰომეინის, მაო ძე დუნს, კიმ ირ სენს ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. დესპოტური მმართველობის მიუხედავად, ამ პიროვნებებს დღესაც ჰყავთ სამშობლოში თაყვანისმცმელთა მთელი არმია. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. იოსებ ჯუღაშვილი, რომელსაც მთელი მსოფლიო სტალინის სახელით იცნობს, ქართველებისთვის ერთგვარი ბრენდის ფუნქციას ასრულებს. უცხოელებთან გაცნობისას ძალიან ხშირად სტალინს საქართველოს იდენტიფიკაციისთვის ვიყენებთ:
- საიდან ხართ?
- საქართველოდან (ჯორჯია)
- ამერიკა?
- არა, არა... თბილისი.... კავკასია (უხერხული დუმილი)... სტალინი!
- ააჰჰ სტალინი... რუსეთი?
- არა არა, საქართველო... საქართველო რუსეთის კოლონია იყო, ახლა დამოუკიდებელი ქვეყანაა კავკასიაში...
- გასაგებია...
სინამდვილეში მისთვის არაფერიც არ არის გასაგები. ჩვეულებრივი, სტატისტიკური უცხოელისთვის, რომელიც ბუნდოვნად ერკვევა გეოგრაფიაში და ზერელედ იცის ისტორია (ასეთი კი უმრავლესობას წარმოადგენს), სტალინი წითელი იმპერიის ბელადი იყო, რომელიც რუსეთს მმართავდა. მისთვის გაუგებარია სტალინის ქართველობა. მისთვის სტალინი რუსია. შესაძლოა ქართველების უმრავლესობას, სტალინის პიროვნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ჩვენ სტალინი "გარუსებისთვის" მაინც არ გვემეტება. იგი ჩვენია! ქართველია და ხშირ შემთხვევაში ამით გაუცნობიერებლადაც კი ვამაყობთ. ამით საქართველო გარკვეულწილად ბრაუნაუს ემსგავსება, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი განსხვავებაა - ავსტრიაში ვერავის დააცდევინებ ხმამაღლა, რომ ჰიტლერით ამაყობს. გორში და ზოგადად დღევანდელ საქართველოში კი, სტალინის სადღეგრძელოს სუფრაზე ფეხზე წამომდგარი სვამენ.
რატომ უყვართ სტალინი ჯერ კიდევ საქართველოში? ამ კითხვაზე ერთ-ერთი ტრადიციული პასუხია: იმიტომ, რომ უახლოეს ისტორიაში ქართველებს მსოფლიო მასშტაბის ასეთი პიროვნება არ გვყავდა. ეს არც მინუსია და არც პლუსი. ეს რეალობაა. უკანასკნელი 200 წლის მანძილზე რუსეთის გავლენის შედეგად, საქართველო იმდენად დაშორდა მსოფლიო მოვლენებს, რომ იგი მივიწყებულ პერიფერიად გადაიქცა. ყველაფერ იმას რაც ჩვენთან ხდებოდა, მსოფლიო რუსეთის სახელით ეცნობოდა. რუსეთის ერთ-ერთი პროვინციისადმი მსოფლიო საზოგადოების ინტერესი კი, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ადგილობრივი აბორიგენების თვითმყოფადობის კუთხით შემოიფარგლებოდა.
ჩაკეტილი სამყაროს გამო, საქართველოში უცხოეთის და უცხოელების მიმართ ერთგვარი კომპლექსი ჩამოყალიბდა. ამ კომპლექსის გამო, ჩვენ საკუთარ ქვეყნას მესამე რიგის ქვეყნებს მივაკუთვნებდით, უცხოელს კრძალვით ვუყურებდით, მათ უპირატესობას უპირობოდ ვაღიარებდით. ვცდილობდით მათ წინაშე თავი გამოგვეჩინა და რაც მთავარია, ვუმტკიცებდით, რომ საქართველო ველური ქვეყანა კი არა უძველესი კულტურის მატარებელია. ეს მტკიცება კი ხშირად შემდეგნაირად ხდებოდა: ჩვენ აღმაშენებელი და თამარ მეფე გვყავდა; ჩვენ ქრისტიანობა მეხუთე საუკუნეში მივიღეთ; ჩვენი დამწერლობა უძველესია და მსოფლიოში არსებულ 14 უნიკალური დამწერლობის რიგში დგას; საქართველოში ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში დაიწერა ვეფხისტყაოსანი. მაგრამ ის რაც ჩვენთვის ძვირფასია და რითიც ვამაყობთ, რიგითი უცხოელისთვის ხშირ შემთხვევაში საერთოდ უცნობი და არაფრის მთქმელია. მსოფლიო არ იცნობს ქართულ კულტურას ისე ღრმად როგორც მაგალითად ინგლისურ, გერმანულ, ან თუნდაც დანიურ კულტურას. თავის მოწონების ბოლო არგუმენტად კი სტალინს ვიყენებდით და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა ჰქონდა მოგვწონდა თუ არა სტალინის პიროვნება - მთავარია, რომ ცნობადობას მივაღწიეთ.
მაგრამ, მხოლოდ ცნობადობის გამო არ უყვართ საქართველოში სტალინი. ქართველების სიამაყეზე სასიამოვნოდ მოქმედებს ის ფაქტიც, რომ ეთნიკურად ქართველმა უზარმაზარი იმპერიის შექმნა შეძლო და ამ იმპერიას წლების განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა. როდესაც რუსეთის იმპერიის სათავეში ქართველია და იგი მსოფლიო პოლიტიკის ბედს პირდაპირ განაგებს, ძალაუნებურად ჩნდება ილუზია, რომ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. (თუმცა, საქართველოს გამორჩეულობა, რომ მხოლოდ ილუზია იყო, ეს ფაქტი პოსტსტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირის ისტორიამაც დაადასტურა, როდესაც რუსეთში ანტიქართული განწყობები გაძლიერდა). ამ ფონზე ხალხი იმასაც ადვილად იჯერებს, რომ სტალინი დიდი მამულიშვილი იყო, რომელსაც საქართველოზე გული შესტკიოდა. ზოგიერთს მისი წმინდანად შერაცხვაც კი სურს. თუმცა თუ საქართველოს მიმართ სტალინის დამოკიდებულებას განვიხილავთ, აშკარად გამოჩნდება, რომ XX საუკუნეში მასზე უფრო დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია. დღევანდელი ქართული საზოგადოება სტალინის მიერ შექმნილი სისტემის პირდაპირი მსხვერპლია. სტალინის წყალობით მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართველების მენტალიტეტი, მსოფლმხედველობა და ღირებულებები.
*
იოსებ ჯუღაშვილი გორში 1878 წლის 21 დეკემბერს მეწაღის - ბესარიონ ჯუღაშვილის ოჯახში დაიბადა. მარქსისტულ იდეებს იგი სასულიერო სემინარიაში ეზიარა. მემარცხენეთა ზეგავლენით, სტალინი სულ მალე რევოლუციონერ-ტერორისტი გახდა. ანტისამთავრობო საქმიანობის გამო, ჯუღაშვილი რამდენჯერმე დააპატიმრეს. იყო გადასახლებებში. თავისი სიჯიუტითა და მიზანმიმართული მოქმედების წყალობით, იგი რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ჯუღაშვილი მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, ეკავა ეროვნებათა საკითხების სახალხო კომისრის თანამდებობა. პარტიაში ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის მიუხედავად, თანაპარტიელები მას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. პერიფერიიდან მოსულ ჯუღაშვილს, რომელიც ძლიერი ქართული აქცენტით ლაპარაკობდა, პარტიაში ზევიდან უყურებდნენ. სტალინს ეჩვენებოდა, რომ ზურგს უკან მის შესახებ ირონიით საუბრობდნენ.
პარტიაში ახლობლები თითქმის არ ჰყავდა. მხოლოდ ფელიქს ძერჟინსკისთან მეგობრობდა. პოლონელი ძერჟინსკი ჯუღაშვილის მსგავსად თავს ეულად გრძნობდა. დროთა განმავლობაში სტალინს გამძაფრებული ეჭვიანობის კომპლექსი ჩამოუყალიბდა. იგი არავის ენდობოდა, კრიტიკას პირად შეურაცხყოფად აღიქვამდა და ალტერნატიულ აზრს ვერ ითმენდა.
ჯუღაშვილი თავის ეროვნებაზე არასოდეს საუბრობდა. საქართველოს იგი მხოლოდ რუსეთის ერთ-ერთ რიგით რეგიონად განიხილავდა. სწორედ სტალინის მოთხოვნის შემდეგ დაიწყო საქართველოს გასაბჭოება. დამოუკიდებელი საქართველო, რომელსაც მენშევიკები აკონტროლებდნენ, მის პოლიტიკურ კარიერას ხელს უშლიდა.
საქართველოს გასაბჭოებას სტალინი პირადად ხელმძღვანელობდა. ჯუღაშვილის უშუალო მითითებით მოქმედებდა სერგო ორჯონიკიძე და ამიერკავკასიის მთელი რევკომი. 1921 წლის 24 იანვარს სტალინის ინიციატივით რუსეთის ბოლშევიკურმა პარტიამ საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. ამონაწერი ცეკას სხდომიდან: "წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართვე-ლოს ცნობილ რაიონებში," - სტალინი.
11 თებერვალს დაწყებული საქართველოს ოკუპაციის კამპანია, 35 დღეში დასრულდა. სტალინის წყალობით, საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადდა და ხანმოკლე დამოუკიდებლობის შემდეგ, კვლავ რუსეთის განახლებული იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
ამ ოკუპაციის შედეგად, საქართველომ საერთო ჯამში 21 ათასი კვადრატული კილომეტრი დაკარგა. მათ შორის: ართვინის ოლქი - 3 339 კვ.კმ. არტაანის ოლქი - 5 137 კვ.კმ. ოლთისის ოლქი - 3 051 კვ.კმ. ბორჩალოს მაზრის ნაწილი - 3 812 კვ.კმ. ზაქათალის ოლქი - 3 564 კვ.კმ. ამ ტერიტორიაზე ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობდა.
საგულისხმოა, რომ პირადად სტალინის რეკომენდაციით მოხდა თურქეთისთვის საქართველოს ძირძველი ტერიტორიის ართვინ-არდაგანის გადაცემა. 1921 წლის მარტში ბოლშევიკებმა ქემალისტურ თურქეთთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მოსკოვი მთლიანად აკმაყოფილებდა თურქეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს ართვინის, არდაგანისა და ყარსის ოლქებთან დაკავშირებით. ლენინის სახელზე გაგზავნილ დეპეშაში სტალინი ბოლშევიკების ბელადს ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციას აძლევდა: "ართვინ-არდაგანის თურქეთისთვის გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ უფრო შორს მათი შეშვება არ შეიძლება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ბათუმი, რადგან ბათუმში განლაგებულია ნავთობის შესანახად საჭირო უამრავი რეზერ-ვუარი. მათი საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ნავთობის დაგროვება (იგულისხმება ბაქოს ნავთობსაბა-დოებიდან მილსადენის საშუალებით მიღებული ნავთობი) და ამ ნავთობით შემდგომი ვაჭრობა," - სტალინი.
როგორც ამ დეპეშიდან ირკვევა, სტალინს აბსოლუტურად არ აღელვებდა საქართველოს ბედი. მისთვის საქართველო, მხოლოდ იმ თვალსაზრისით იყო საინტერესო, რამდენადაც გასაბჭოების ობიექტს წარმოადგენდა.
გასაბჭოების შემდეგ, სტალინი საქართველოში 1921 წლის ივლისში ჩამოვიდა. თბილისელი ბოლშევიკების მიერ მოწყობილ შეხვედრაზე, როგორც გამარჯვებული ისე მივიდა, მაგრამ მას ცივი დახვედრა მოუწყვეს. უკმაყოფილების მიზეზი სტალინის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული სტატუსი გახდა. როგორც ეროვნებათა სახალხო კომისარი, სტალინი საბჭოთა კავშირის მოდელის შემუშავებაში მონაწილეობდა. საქართველოს სტატუსი ჯუღაშვილმა რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულის სახით განსაზღვრა. ქართველი ბოლშევიკების გაღიზიანებაც სწორედ ამან გამოიწვია. ისინი საბჭოთა კავშირში საქართველოს შესვლას პირდაპირ ითხოვდნენ. ქართველი ბოლშევიკები ლენინს შეხვდნენ, სადაც თავისი პროტესტი გამოხატეს. სტალინის პროექტი ჩავარდა. მის ნაცვლად ახალი მოდელი შემუშავდა. სტალინმა საქართველოსთვის დამოუკიდებელი სტატუსი კვლავ ვერ გაიმეტა: საქართველო, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ამიერკავკასიის ფედერაციაში შევიდა და საბჭოთა კავშირში ამ გზით გაერთიანდა.
ფედერაციის იდეამ თბილისში კვლავ უკმაყოფილება გამოიწვია. ქართველი ბოლშევიკები ჯუღაშვილს ღიად დაუპირისპირდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. სტალინმა ქართული ოპოზიცია ნაციონალ-უკლონისტებად მონათლა. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველი ბოლშევიკების ნაწილმა კი, შიდაპარტიულ ბრძოლაში შემდეგ უკვე მხარი ტროცკის დაუჭირა.
წლების შემდეგ, როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში მოექცა, ბოლშევიკური პარტიის ქართველ წევრებს იგი სასტიკად გაუსწორდა. ყველა, ვინც ბელადს 1921 წელს საქართველოს სტატუსის თაობაზე ეურჩებოდა, სიცოცხლეს გამოასალმეს.
ლეგენდას იმის შესახებ, რომ სტალინის პერიოდში საქართველო პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდა საფუძველი არ გააჩნია. მისთვის სამშობლო საქართველო, ან რუსეთი კი არა, საბჭოთა კავშირი იყო.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სტალინი გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოს პოპულარიზაციასაც ეწეოდა. მაგალითად მან 1937 წელს მოსკოვში ქართული კულტურის დეკადა მოაწყო. 10 დღის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქში ქართულ ცეკვას უყურებდნენ და ქართულ სიმღერებს ისმენდნენ. ამ პერიოდში მოსკოვის პუბლიკამ ევგენი მიქელაძის დირიჟორობით "დაისი" და "აბესალომ და ეთერი" იხილა. სპექტაკლებს მართავდა რუსთაველის თეატრი სანდრო ახმეტელის ხელმძღვანელობითახ. უფრო ადრე, პირადად სტალინის დავალებით, მოსკოვში 1934 წელს გამართულ მწერალთა კავშირის ყრილობაზე, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მალაქია ტოროშელიძემ სპეციალური მოხსენება წაიკითხა, სადაც იგი საუბრობდა არა პროლეტარულ ლიტერატურაზე, არამედ ქართულ ლიტერატურაზე. ტოროშელიძის მოხსენება ქართული ლიტერატურის ისტორიას ეხებოდა, სადაც ვრცლად იყო განხილული კლასიკოსების ნაშრომები. 1937 წელს სტალინმა ცალკე ღონისძიებად დაგეგმა ილია ჭავჭავაძის 100 წლისა და "ვეფხისტყაოსნის" დაწერიდან 750 წლის იუბილეები. თუმცა, ბელადის მიერ ქართული კულტურის პოპულარიზაციას თავისი ახსნა ჰქონდა. სტალინი კოსმოპოლიტი იყო და საქართველო მას მხოლოდ კონკრეტული ამოცანის მისაღწევად სჭირდებოდა. ამ შემთხვევაში მიზანი ერთი იყო - იმპერიის მოსახლეობას უნდა სცოდნოდა, რომ მათი ბელადი ველურების ტომიდან კი არ იყო წარმოშობით, არამედ იმ ქვეყანიდან გახლდათ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები ჰქონდა.
საქართველოსადმი სტალინის დამოკიდებულებას ნათლად ასახავს ის რეპრესიები, რომელიც ხშირ შემთხვევაში უშუალოდ ბელადის დაკვეთით ხორციელდებოდა. 20-იან წლებში სიცოცხლეს გამოასალმეს ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილი: თავადაზნაურობის, ინტელიგენციის, სამღვდელოების, გლეხობისა და სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. მთლიანად განადგურდა რამდენიმე ქართული არისტოკრატიული საგვარეულო. უკვე 30-იანი წლების რეპრესიების დროს მოკლეს ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, პაოლო იაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, სანდრო ახმეტელი, ვახტანგ კოტეტიშვილი, პეტრე ოცხელი და ა.შ. - წაიშალა ქვეყნის გენოფონდი, რომელიც აყალიბებს და განსაზღვრავს ერის ცნობიერებას. ამ შემთხვევაში სტალინისთვის ეროვნებას და ქვეყანას მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონდა. იგი ანადგურებდა ყველა თავის მოწინააღმდეგეს და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენდა. უფრო მეტიც: ამ მხრივ, საქართველო სტალინის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო: მას სურდა ურჩი ქართველების დამორჩილება, რომლებმაც 20-იანი წლების მიწურულს შიდაპარტიული დაპირისპირების დროს, მხარი მის მოწინააღმდეგე ლევ ტროცკის დაუჭირეს და ბელადის ღია კრიტიკა გაბედეს.
30-იანი წლების რეპრესიების დროს დასახვრეტთა სიებს სტალინი პირადად ეცნობოდა. საქართველოს შინსახკომი მოსკოვში ხალხის მტრების ვრცელ ჩამონათვალს აგზავნიდა, რომელსაც ბელადი რეზოლუციას ადებდა. რეპრესიების პერიოდში მარტო საქართველოდან სტალინმა 3 ათასზე მეტი ადამიანის დახვრეტას პირადად მოაწერა ხელი.
საქართველოში, ციხეში დაახლოებით 63 ათასი ადამიანი მოხვდა. 20 ათასამდე დახვრიტეს. სტალინის მიერ ჩარეთული რეპრესიული მანქანის წყალობით საქართველომ საზარელი სტატისტიკა მიიღო. თუ 1923 წელს საქართველოში ქართველების ხვედრითი წილი 71,5 პროცენტს შეადგენდა. 1938 წლის დასასრულისთვის ეს მაჩვენებელი 61,4 პროცენტამდე დაეცა.
მაგრამ მიუხედავად ასეთი სისასტიკისა, მასას თავისი ბელადი მაინც უყვარს. ხალხს მიაჩნდა, რომ სტალინი სამართლიანი იყო და თუ ქვეყანაში უსამართლობა ხდებოდა, ამის შესახებ ბელადმა უბრალოდ არ იცოდა.
სტალინის მიერ დანერგილი სისტემის შედეგად მთლიანად ატროფირდა სამოქალაქო საზოგადოება. მის ნაცვლად ჩამოყალიბდა პარტიისადმი მორჩილი მასა, სადაც თითოეული ინდივიდის ძირითადი საფიქრალი, მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა იყო. საბჭოთა საქართველოში შიშით ცხოვრება ბუნებრივი მდგომარეობა გახდა. ბელადზე ყველას აღმატებულ ტონში უნდა ელაპარაკა. მისი ციტირება აუცილებელი იყო. მისი საქმეებით აღფრთოვანება ცხოვრების აუცილებელ ნორმად გადაიქცა. მეტწილად სწორედ სტალინის მიერ შექმნილმა სისტემამ გამოიწვია ის მანკიერებანი, რომლისგანაც ქართული საზოგადოება დღესაც ვერ გათავისუფლებულა.
*
რამდენიმე წლის წინ, მოხუც ქალბატონთან გასაუბრება მომიწია. საუბრის თემა სტალინური რეპრესიები იყო, რომელსაც იგი თავად შეესწრო. მისი ოჯახი საკმაოდ დაზარალდა 30-იან წლებში. ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს. იგი იმ პერიოდს იხსენებდა. იხსენებდა ღამის დაჭერებს, ჩხრეკას, მეზობლების დამოკიდებულებას, შიშს, სულიერ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. როდესაც საუბარი დავასრულეთ და დავემშვიდობე, მან კარებთან შემაჩერა და მკითხა: "შვილო, ამდენი რომ გელაპარაკე, ვინმე ხომ არ დამიჭერს?" სტალინის მიერ დანერგილი შიში ამ ქალბატონს დღემდე გამოჰყვა.
მთელი სისტემა, რასაც საბჭოეთი ერქვა სტალინის მიერ იყო აწყობილი. მთელი ქვეყანა ამ სისტემაში იყო ჩართული. ეს იყო სისტემა სადაც ანონიმური წერილები ცხოვრების ნორმა გახლდათ, ეს იყო გარემო, სადაც სახლში ჩუმად ჩურჩულებდნენ, ქუჩაში კი ლოზუნგებს ყვიროდნენ. ეს იყო ქვეყნა, სადაც ყველაფრის დეფიციტი იყო და სადაც უცხოელის მიერ ნაჩუქარი საოცნებო საღეჭი რეზინის გამო შპიონაჟის ბრალდებით შესაძლოა ციხეში მოხვედრილიყავი. ეს იყო სახელმწიფო, სადაც ღარიბები ლოცულობდნენ იმაზე, რომ მათი სიღარიბე მაინც ყოფილიყო გარანტირებული. და ეს ყველაფერი არ გადის უკვალოდ. სტალინის სისტემა ღრმად ილექება, გენეტიკურად ცვლის ადამიანის აზროვნებას და ალბათ არა ერთი თაობის ცვლა არის საჭირო, რათა საზოგადოება ამ სენისგან განიკურნოს.
საქართველოში კი დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც სტალინს ძეგლს უდგამენ, აღმერთებენ და პირად შეურაცხყოფად იღებენ დიდი ბელადის ნებისმიერ კრიტიკას. ბელადომანიის ის ნიშნები, რომელიც პოსტ-საბჭოთა საქართველოს აშკარად ახასიათებს, სწორედ სტალინიზმის ერთ-ერთი გადმონაშთია. ჩვენ ხსნას ხშირად ერთ ადამიანში ვეძებთ.
ვინ თქვა, რომ სტალინი მოკვდა? სტალინი კვლავ ცოცხალია. იგი ცოცხალია, რადგან ჩვენ ჩვენივე ისტორიის მსხვერპლი ვართ - იმ ისტორიის, რომლის გააზრებაც არ გვსურს.
და ყოველივე ამის შემდეგ, რატომ უყვარს ქართული საზოგადოების ნაწილს სტალინი და რატომ ამაყობს იგი მისი ქართველობით?
მიხეილ ბასილაძე
http://24saati.ge/index.php/category/news/2012-12-23/34668

Комментариев нет:
Отправить комментарий