რუსი ფრანკენშტეინი ილია ივანოვი.
ამ გიჟ მეცნიერს ებრძოდნენ როგორც
რუსი გლეხები ისე რუსეთის იმპერიის
კონსერვატული ქრისტიანი ელიტა
მაგრამ მან თავისი მაინც სანახევროდ
გაიტანა ბოლშევიკების დახმარებით.
ამ გიჟ მეცნიერს ებრძოდნენ როგორც
რუსი გლეხები ისე რუსეთის იმპერიის
კონსერვატული ქრისტიანი ელიტა
მაგრამ მან თავისი მაინც სანახევროდ
გაიტანა ბოლშევიკების დახმარებით.
ბოლშევიკების დახმარებითაც გაჩნდა "მოთამაშე ღმერთის", მეცნიერის ტიპი რომელიც გარდაქმნის როგორც ცოცხალი არსებების სხვა სახეობებს ისე საკუთარ ადამიანურ ბუნებას. ხოდა ამ ბოდიში ღმერთს უნდა ადამიანის და მაიმუნის, ადამიანის და ვირთხის თუ ღორის შეჯვარება... ძალიან ძლიერი, ამტანი, აბსოლუტურად უპრეტენზიო, მთლიანად მართული, უსიტყვოდ მორჩილ-დამჯერი მონა მაიმუნოადამიანის გამოყვანა.
საბჭოთა მეცნიერების გიგანტებს ნამეტანი ძალიან მოეწონათ მაიმუნის და ადამიანის შეჯვარების იდეა. მათი აზრით მაიმუნოადამიანის გამოყვანა იქნებოდა საბჭოთა მეცნიერების ზეიმი და მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტი.
მიხაილ ბოლოტოვსკის წერილის და სხვა წყაროთა მიხედვით.
1914 წელი, ბარონი ფალც-ფეინის ბრწყინვალე მამული ასკანია-ნოვა. ველ-მინდვრებზე ძოვენ ირემხარები და ზებროიდები, საკვირველი ჰიბრიდი ბიზონები, ხოხავენ ვირთხა-თაგვები, დაქრიან კურდღელ-ბოცვრები.
ესაა პეტერბურგელი პროფესორი - ბიოლოგი ილია ივანოვის ქმნილებები.
მსოფლიო სახელის მქონე ამ რუსმა ფრანკენშტეინმა წინ გაუსწრო სინჯარებში ბავშვების გამოყვანას, კლონირებას, უჯრედებიდან ორგანოების გამოზრდას და ბევრ სხვა რამეს.
მას უნდოდა ადამიანისთვის უკვდავების მიცემა. ის ეძებდა უკვდავებას.
ილია ივანოვიჩ ივანოვი დაიბად კურსკის ოლქის წყნარ პატარა ქალაქში შჩიგრი 1870 წლის 20 ივლისს.
მან 1896 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი. სწავლობდა საზღვარგარეთ, გაიარა ბაქტერიოლოგიის თეორიული და პრაქტიკული კურსები პარიზის პასტერის ინსტიტუტში.
პეტერბურგში დბრუნების შემდეგ ივანოვი გაიტაცა გამრავლების ფიზიოლოგიამ. ის თავიდან მუშაობდა ცნობილი ბიოქიმიკოსი ნენცკის ლაბორატორიაში ექსპერიმენტალური მედიცინის საიმპერატორო ინსტიტუტში. შემდეგ მან დიწყო ექსპერიმენტების ჩატარება ივან პეტროვიჩ პავლოვის და მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებულ ზოოლოგიურ ლაბორატორიაში. მისი ხელმძღვანელი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული ემბრიოლოგი კოვალევსკი.
ამის შედეგად ივნოვმა შექმნ ცხოველთა ხელოვნურად განაყოფიერების უნიკალური მეთოდი რომელიც ეხლაც აქტუალურია და გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში ისე ადამიანთა უნაყოფობის მკურნალობისას.
აკადემიური მეცნიერები უდიდესი ინტერესით უყურებდნენ ივანოვის კვლევებს, მაგრამ მისი მეთოდის გამოყენება მეცხოველეობაში წააწყდა პრაქტიკოსთა გააფთრებულ წინააღმდეგობას.
მაშინ ითვლებოდა რომ გამრავლების არაბუნებრივი პირობები გააჩენს სუსტ და სიცოცხლის უნარს მოკლებულ შთამომავლობას, მეტიც, გამოიწვევს გადაგვარებას. ამას გარდა ეს მეთოდები ეწინააღმდეგება ღვთაებრივ კანონებს.
თვითონ ივანოვი იხსენებდა რომ ხელოვნურ განაყოფიერებას ღმერთისთვის საზიზღარ რამედ თვლიდნენ გლეხები.
მრავალი წლის შემდეგ ივანოვის მოწაფე, გამოჩენილი ემბრიოლოგი ზავადოვსკი მწარედ დაწერს:
"მე ცხოვრებაში პირველად წავაწყდი მეცნიერების სფეროში პროგრესულ საქმესთან მკვეთრი ბრძოლის გამოვლინებას. ძველი, კონსერვატული შეხედულებების ადამიანები უკანონოდ, უხეშად და ლოღიკურად გაუმართლებლად მზად იყვნენ გაეშავებინათ კაცი მხოლოდ იმიტომ რომ მის მიერ მიღწეული შედეგები ეწინააღმდეგოდა ჩვეულებრივ წარმოდგენებს საგანთა ბუნებაზე.
ივანოვი კი დავითის მსგავსად ებრძოდა ცრურწმენების, თავდაჯერებულობის, კონსერვატიზმის და დადგენილი ტრადიციების გოლიათს".
მიუხედავად ამისა 1907 წელს ილია ივანოვიჩი გახდა პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი. ერთი წლის შემდეგ, პავლოვის დახმარებით, მან შექმნა პეტერბურგის ვეტერინარული სამმართველოს ლაბორატორიის ფიზიოლოგიური განყოფილება და სათავეში ჩაუდგა მას.
შემდეგ ის გადავიდა სახელგანთქმულ მამულში ასკანია-ნოვა, სადაც ხელმძღვანელობდა საცდელ-კვლევით სადგურს და აგრძელებდა თავის უნიკალურ ექსპერიმენტებს.
წარმოიდგინეთ რომ ივანოვის მიერ გამოგონებული ტექნოლოგიებით ერთი ბედაური ანაყოფიერებდა 500-მდე ფაშატს რაც ბუნებრივი გზით შეუძლებელია.
პროფესორთან ჩადიოდნენ და აღფრთოვანებულები რჩებოდნენ ინგლისელები, ფრანგები, გერმანელები, იაპონელები, ამერიკელები.
ივანოვს ჰქონდა ყველაფერი სახელი, ფული, საყვარელი სამუშაო, მაგრამ ის ოცნებობდა ბევრად მეტზე - ადამიანის და მაიმუნის შეჯვარებით არნახული ჰიბრიდის მიღებაზე.
ივანოვი ოცნებობდა დარვინის ევოლუციის კიბეზე ადამიანს და ადამიანისებრების შორის არსებული შუალედის დამკავებელი არაჩვეულებრივი არსების - ადმიანის დ მაიმუნის ჰიბრიდის შექმნაზე. ...
ეს იქცა მის იდეა-ფიქსად, მისი ცხოვრების ერთადერთ აზრად.
ეს აზრი მან პირველად გამოთქვა 1910 წელს ავსტრიულ გრაცში ჩატარებულ ზოოლოგთა მსოფლიო კონგრესზე.
მისი აზრით ცდები უნდა ჩატარებულიყო ორი მიმართულებით - მდედრი შიმპანზე უნდა გაენაყოფიერებინათ ადამიანის სპერმით და ქალი კი მამრი შიმპანზეს სპერმით.
კოლეგები ტაშს უკრავდნენ მის მიღწევებს ცხოველებთან მუშაობაში, მაგრამ არ იზიარებდნენ ამ უცნაურ აზრს. თუმცა მას მხარი დაუჭირეს პასტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა.
ივანოვმა კი გადაწყვიტა რომ კაცობრიობის ისტორიის გადამტრიალებელი ექსპერიმენტების დრო მოვიდა, მაგრამ ნაკრძალის მფლობელი ბარონი ფალც-ფეინი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის მზრუნველი ჰერცოგი ოლდენბურგელი კატეგორიულად ურყოფდნენ თავხედური ექსპერიმენტის დაფინანსების იდეას - ისინი ღრმად მორწმუნე ადამიანები იყვნენ.
მაგრამ იქუხა რევოლუციამ...
ილია ივანოვიჩი კარს უმტვრევს ბოლშევიკ ბოსებს.
მისი აზრით ახალი ხელისუფლება მას უნდა დაეხმაროს მას პირველ რიგში მშრომელთა მატერიალისტური და ათეისტური აღზრდის მიზნით.
ბოლშევიკების მიერ გაბედნიერებული მშრომელები დარწმუნდებიან რომ ადამიანი სულაც არაა ღმერთის ქმნილება.
ამავე დროს ადამიანის და მაიმუნის ჰიბრიდი იქნება ძალიან ძლიერი, ამტანი, აბსოლუტურად უპრეტენზიო, მთლიანად მართული.
ივანოვი შთაგონებული წერდა რომ მაიმუნოადამიანი გაიზრდება ადამიანზე უფრო სწრაფად და 3-4 წლის ასაკში ინება არაჩვეულებრივად ძლიერი, ბევრად უფრო იოლად აიტანს ტკივილს, შეჭამს ყველაფერს, ყველა გართობაზე მეტად მას ეყვარებ სქესობრივი სიამოვნებები.
ის იქნება სრულიად მართული და უსიტყვოდ მორჩილ-დამჯერი.
შესაძლებელი იქნება ამ მაიმუნოადამიანის გამოყენება უმძიმეს სამუშაოებზე და ბრძოლის ველზე... //ანუ ის იქნება უნაკლო მონა და მკვლელი//.
ამავე დროს შესაძლებელი იქნება მაიმუნოადამიანის ორგანოების გამოყენება ბოლშევიკური ელიტის გასაახლგაზრდავებლად.
მაშინ საბჭოთა კავშირში იყო გახალგაზრდავების და უკვდავების ძიების ბუმი.
პარადოქსი:
1920-1930-ანი წლები არის საბჭოთა მეცნიერების ოქროს ხანა. ხელისუფლებამ მოიშორა რელიგიური ცნობიერება და მიმართა ახალ მითებს.
ბოლშევიკებმა მიზნად დაისახეს ახალი სამყაროს, პრინციპულად ახალი და არნახული ადამიანის, პოტენციალურად უკვდავი ადამიანის შექმნა.
სულის უკვდავების იდეის უარყოფამ გააჩინა აზრი სხეულის უკვდავების შესახებ. ...
აქედანაა არნახული ინტერესი გაახალგზრდავების საკითხების უკვდავების საიდუმლოს ძიების მიმართ.
სიფილისით ტვინგაწყალებული ლენინის სიკვდილი შოკად იქცა ბოლშევიკებისთვის. მათი აზრით ყველა დროს და ყველა ხალხის გენიოსი გადაურჩა ნაადრევ დაბერებას.
ბოლშევიკების ელიტამ სერიოზულად დაიწყო ფიქრი გაახალგაზრდავების საკითხზე.
მაგრამ ამაში პირად ანგარებაზე მეტად იყო საკუთარი მითოლოგიისადმი მორჩილება.
1926 წელს სტალინმა მოითხოვა: "გახედნეთ ბუნება! მას აყვა გიორგი პიატაკოვი: "ბოლშევიკური კომუნისტური პარტია ხასიათდება შესაძლებლის უსაზღვრო გაფართოებით, შეუძლებლად მიჩნეულის შესაძლებლად გადაქცევით. ამაშია ბოლშევიზმის ნამდვილი სული!"
ყველა ფრონტზე იშლება გლობალური ბრძოლა სიკვდილთან და მასში ენერგიულად ერთვებიან ნიჭიერი საბჭოთა მეცნიერები.
ჩვეულებრივი ჩარჩოები და საზღვრები მომსპარია. მათ შეუძლიათ დემიურგებად გადაქცევა, მათ წინაა მთელი სამყარო.
ჯერ კიდევ ბოლშევიკებამდე იყო მოსკოველ სოკრატედ წოდებული ფანტაზიორი ნიკოლაი ფიოდოროვიჩ ფიოდოროვი //1829-1903//, რუსი რელიგიური მოაზროვნე და ფუტუროლოგი, ბიბლიოთეკათმცოდნეობის მოღვაწე, ნოვატორი პედაგოგი და რუსული კოსმიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი.
მას უსაზღვროდ სწამდა ადამიანის გონებისა და მეცნიერებისა, ის ოცნებობდა სიცოცხლის ყველა საიდუმლოს გახსნაზე, სიკვდილის დამარცხებაზე და ადამიანის მიერ ღვთაებრივი ძალაუფლების დაპყრობაზე.
მისი აზრით ადამიანის სახით თვითონ დედამიწამ გააცნობიერა თავისი ბედი და ეს მოქმედი ცნობიერება არის ხსნის საშუალება:
მექანიზმი ფუჭდებოდა და ადამიანის სახით გამოჩნდა მექანიკოსი რომელსაც შეუძლია ყველაფრის გასწორება:
"ნამდვილი სათნოება არის მხოლოდ ბუნების ბრმა ძალების მართვა".
ფიოდოროვი დარწმუნებული იყო იმაში რომ ადამიანის საქმიანობა არ უნდა შემოიფარგლოს დედამიწით. ის დარწმუნებული იყო იმაში რომ სიკვდილისგან გამოღვიძებული, აღმდგარი და გარდაქმნილი კაცობრიობა დასახლდება სხვა პლანეტებზე, აითვისებს სხვა სამყაროებს.
საერთო საქმედ წოდებული ფიოდოროვის სწავლება იგება როგორც რელიგიური მოძღვრება.
რუსული კოსმიზმის დამფუძნებელ ფიოდოროვს სჯეროდა რომ ერთიან ძმობად გაერთიანებული კაცობრიობა შესძლებდა სიცოცხლის და სიკვდილის, ნივთიერების გარდაქმნის საიდუმლოთა ამოხსნას.
ის მოუწოდებდა ბუნებრივი, მოკვდავი სამყაროს სხვა, არსებობის
არა-ბუნებრივ, ხელოვნურ, უკვდავ, ღვთაებრივ ტიპად გარდაქმნისკენ.
ფიოდოროვის რწმენით ადამიანის გონებას ძალუძს გარაცვლილთა გაცოცხლება.
ფიოდოროვი მანიქევლურად ჰყოფდა სამყაროს. ის სიკეთის ძალებს უპირისპირებდა ბოროტების ძალებს, ადამიანების ბუნებრივად გაჩენას ის უპირისპირებდა მათ ხელოვნურად შექმნას. ის ქალაქს უპირისპირებდა სოფელს, დასავლეთს - რუსეთს, არაძმობას - სობორნოსტ-საზიაროობას, კათოლიკობას და პროტესტანტობას - მართლმადიდებლობას, სწავლულებს - უსწავლელებს, მეტაფიზიკას - საერთო საქმეს, მეცნიერებას - ლიტურგიას, და ა.შ.
ის თვლის რომ რუსეთს უპირისპირდება დასავლეთი, ისლამის ახალიუდაური კულტურა რომელსაც მხარს უჭერს ნეოწარმართული დასავლეთის კულტურა.
რუსული წარმოდგენა ღმერთზე, მისი გაუცნობიერებლობა, მაგალითად, უფრო მაღალია დასავლურზე იმიტომ რომ ის ეყრდნობა გრძნობას და დასავლეთის ღმერთი, ფილოსოფიური ღმერთი, არაა მამა-ღმერთი, და ა.შ.
მიუხედავად ამისა ფიოდოროვი თვლიდა რომ ის ქმნის მართლმადიდებლობის ისეთ ვარიანტს რომელიც მოაწყობს ნასწავლებსაც და უსწავლელებსაც პირველ რიგში იმიტომ რომ ფიოდოროვი თამაშობს მეცნიერების მიღწევებით, ავსებს მათ "ხალხური სიბრძნით", მოძღვრებაში ტრადიციული ცრურწმენების და ძველი კულტების ნაშთების ჩართვით. ის თვლიდა რომ ყველაფერი ეს არის "მასების შემოქმედება".
ის თვლიდა რომ "ნასწავლებმა" დაშიფრეს და დაამახინჯეს სიცოცხლის და სიკვდილის, ამქვეყნად ბოროტების და სიკეთის ნათელი ხედვა.
ეს ნათელი ხედვა კი შეინარჩუნეს "უსწავლელებმა", ცოდნის არმქონე მაგრამ მოქმედების გრძნობის და მოთხოვნილების შემნარჩუნებელმა ხალხმა.
"ნასწავლთა" ინდივიდუალიზებული ფილოსოფოსობის საწინააღმდეგოდ "უსწავლელები" გრძნობენ, აზროვნებენ, აფასებენ კოლექტიურად, ეყრდნობიან გვაროვნულ განცდას, გარდაცვლილ მამათა კულტს.
ფიოდოროვის თაყვანისმცემელი და მიმდევარი ციოლკოვსკი გეგმავს კოსმიურ ექსპანსიას, რაკეტების მარსზე და მთვარეზე დასმას.
კაცობრიობის გამთლიანების შედეგად მთლიანად გარდაიქმნება დედამიწა. ადამიანები ისწავლიან ბუნების რეგულირებას, მზის ენერგიის გამოყენებას, გააუმჯობესებენ მცენარეულ და ცხოველურ ფორმებს და დაუფლებიან დროს და სივრცეს.
დედამიწაზე და მთელს სამყაროში სიცოცხლის მმართველი იქნება 3 სხვადასხვა ხარისხის ღმერთების" ერთიანი ტვინი, იქნებიან ცის ახალი ბინადრები და მათ ექნებათ უმაღლესი გონება.
ვერნადსკი ოცნებობდა ავტოტროფულ ადამიანზე რომელსაც არ დასჭირდება საჭმელი, რომელსაც არ ექნება სასქესო ორგანოები, რომელიც იცოცხლებს მზის სხივებით.
ბეხტერევი ახდენს გენიალურ აღმოჩენებს ადამიანის ფსიქიკის სფეროში.
რა თქმა უნდა უდიდესი აქტივობით ეძებენ გაახალგაზრდავების უშუალო მეთოდებს და უკვდავებას.
მეცნიერული პრესა აღფრთოვანებით წერს საფრანგეთში მცხოვრები ქირურგი სერგეი ვორონოვის ცდებზე. მან პირველმა გადაუნერგა ადამიანს მაიმუნის სასქესო ჯირკვლები. ვორონოვის გადაბერებული პაციენტები ამტკიცებდნენ რომ მათ დაუბრუნდათ ახალგაზრდობა და არნახული სექსუალური ძალა.
რუსეთში გამოიცემა და უდიდეს პოპულარობას იხვეჭს ვორონოვის წიგნები. მისი მეთოდით მუშაობს რამოდენიმე საბჭოთა მეცნიერი.
ვერა მუხინას ქმარი პროფესორი ზამკოვი ამუშავებს გრავიდანოთერაპიის მეთოდს. მისი პაციენტები არიან გამოჩენილი ბოლშევიკები ვასილი კუიბიშევი, კლარა ცეტკინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, კალინინი, გორკი, მარიეტა შაგინიანი.
ზამკოვი წერდა რომ გრავიდანი აღადგენს როგორც მამაკაცების ისე ქალების მიმქრალ სქესობრივ ფუნქციას.
ზამკოვი თავისი გრავიდანით კურნავდა როგორც იმპოტენტებს ისე ჭლექით, კიბოთი და გაულის მანკით ავადმყოფებს, ლოთებს და ნარკომანებს.
1933-37 წლებში ზამკოვის ინსტიტუტი აქტიურად მკურნალობდა შარდით ფეხმძიმე ქალებს და მის ხელში გაიარა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა. ესენი ძირითადად იყვნენ პარტიული ჩინოვნიკები, ლიტერატორები, მსახიობები.
გამოჯანმრთელება და გაახალგაზრდავება თითქოს ჩანდა შემთხვევათა 75-80 პროცენტში.
თანაც მკურნალობდნენ უბრალო პროლეტარებიც და არა მარტო პოლიტბიუროს წევრები. ეს პროლეტარები შემდეგ აღფრთოვანებულ წერილებს წერდნენ გაზეთებში.
წარმოების მოწინავეები წერდნენ რომ გრავიდანის მიღების შემდეგ ისინი მუშაობენ 14-14 საათის განმავლობაში და 300 პროცენტით ასრულებენ გეგმას.
პრეპარატის გავრცელებამ გმოიწვია განკურნებათა ვაკხანალია. ბრმები ხედავდნენ, კოჭლები ხტოდნენ, ბერიკაცები დასდევდნენ ქალიშვილებს.
ასე რომ პროფესორი ივანოვი იყო გრანდიოზული მითის მშენებლობის ეპოცენტრში, მითისა რომელმაც, უნდა ითქვას, დიდი ბიძგი მისცა თანამედროვე მეცნიერებას.
პარიზის პასტერის ინსტიტუტმა 1924 წელს ივანოვს მისცა მისი ექსპერიმენტების ფრანგულ გვიანაში არსებულ კინდიას სადგურში ჩატარების ნება. იქ არის ლაბორატორიებიც, არიან მაიმუნებიც.
1924 წელს 12 ივნისს ივანოვისთვის მიწერილ წერილში ინსტიტუტის დირექტორი, თვითონ პასტერის თანამებრძოლი ემილ რუ და მისი მოადგილე ალბერ კალმეტი ივანოვის ცდებს ახასიათებენ როგორც შესაძლებელ და სასურველ ცდებს. სხვა წერილში კალმეტი ლაპარაკობს ამ ცდების მსოფლიო მნიშვნელობაზე.
საჭიროა მხოლოდ ფული და ივანოვი წერილით მიმართავს ბოლშევიკური განათლების სახალხო კომისარ ა. ლუნაჩარსკის და საკვების სახალხო კომისარ ა. ციურუპას.
მეცნიერული საქმიანობის პირველივე ნაბიჯებიან მე ვცდილობდი ადმიანის და მაიმუნების შეჯვარებას. თავის დროზე მე ვაწარმოებებდი მოლაპარაკებებს სხელგანთქმულ ზოოპარკთა მფლობელებთან. მაგრამ მათ ხელი შეუშალა წმინდა სინოდის შიშმა.
ეხლა ამ ცდებისთვის საჭიროა მხოლოდ ფული".
ლუნაჩარსკიმ და ციურუპამ მიიღეს ივნოვი და ეს საუბარი ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მალე ივანოვის გეგმას მხარი დაუჭირა 1920-ან წლებში საბჭოთა მეცნიერების ერთ-ერთმა გამოჩენილმა ორგნიზატორმა და უზარმაზარი გვლენის მქონე ნიკოლაი პეტროვიჩ გორბუნოვმა,რომელიც ასევე ბრძანდებოდა სახალხო კომისართა საბჭოს საქმეთა მმართველი.
და აი - ბოლშევიკურ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული სხდომა. ესწრებიან მნათობი აკადემიკოსები პავლოვი, კარპინსკი, სტეკლოვი, ფერსმანი, შმიდტი.
ამ მნათობებმა მხარი დაუჭირეს ადამიანის და მაიმუნის შეჯვარების იდეას.
ბოლშევიკური გადატრიალებით და სამოქალაქო ომით აოხრებულ და გატანჯულ ქვეყანაში ბოლშევიკებმა მაიმუნის და ადამიანის შესაჯვარებლად გამოყვეს იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა - 10 ათასი დოლარი.
1926 წელს საბჭოთა გაზეთმა მკითხველებს შეატყობინეს რომ პროფესორი ივანოვი წავიდა აფრიკის ჯუნგლებში.
ნიკოლაი ვავილოვს და მოსკოვის უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ პროფესორ კოჟევნიკოვს ნამეტანი ძალიან მოეწონათ მიმუნის და ადმიანის შეჯვარების იდეა.
მათი აზრით მაიმუნოადამიანის გამოყვანა იქნებოდა საბჭოთა მეცნიერების ზეიმი და მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტი.
აკადემიკოსი ვერნადსკიც ამაში ხედავდა წმინდა მეცნიერებას და მეტ არაფერს.
ცხოველური ინსტინქტების სამყაროში:
1926 წლის 4 თებერვალს პროფესორი ივანოვი და მისი შვილი //შემდეგ საბჭოთა აკადემიკოსი// წავიდნენ პარიზში და იქიდან გემით ჩავიდნენ სამხრეთი გვინეის ქალაქ კონაკრიში სადაც იყო პასტერის სადგური.
იქ გალიებში მყოფ 30 შიმპანზეში სამწუხაროდ არ იყო არც ერთი სქესობრივად მწიფე. თანამშრომლებმა ჩასულებს აუხსნეს რომ ადგილობრივი მკვიდრები მაიმუნებზე ნადირობენ უკიდურესად ბარბაროსული ხერხებით.
მონადირეები შიმპანზეებს შეაგდებენ ხოლმე ხეებზე და შემდეგ ჩეხავენ ტყეს და გამაბრუებელი მცენარეებით ანთებენ კოცონს. მაიმუნები ჩადიან ქვევით სადაც მათ ხოცავენ კეტებით და აგლეჯინებენ ძაღლებს.
ივანოვმა ამაოდ სცადა მაიმუნების ყიდვა კერძო მფლობელებისგან. მაიმუნებს ფორმალურად იცავდა კანონი და საგანაგებო ნებართვის გარეშე არავის ჰქონდა მათზე ნადირობის ან მათი სახლში ყოლის უფლება.
აბორიგენებთან დ ფრანგული ადმინისტრაციის მოხელეებთან ურთიერთობისას პროფესორმა მოისმინა მრავალი ისტორია ადგილობრივ მკვიდრთა მაიმუნებთან სექსულური კონტაქტების შესახებ.
გაირკვა რომ ზანგები ბევრს ჰყვებიან ანტროპომორფული მამრი მაიმუნების მიერ ქალების მოტაცების და ამის შემდეგ არაჩვეულებრივი ბავშვების გაჩენის შესახებ. ეს მოთხრობები ანტროპოლოგებმა იციან შავი კონტინენტის კოლონიზაციის დროიდან. მაგრამ ივანოვს კატეგორიულ უარს ეუბნებოდნენ ასეთი ბავშვის ან მაიმუნთან კონტაქტის მქონე ქალის ჩვენებაზე.
ივანოვმა გაარკვია რომ ზანგები შიმპანზეს უყურებენ როგორც ადამიანთა დაბალ რასას. მაიმუნების მიერ გაუპატიურებული ქალები წაბილწულებად ითვლებოდნენ და ტომის უხმაურო თანხმობით ქრებოდნენ.
აფრიკაში იწყება წვიმების სეზონი, ნადირობა შეუძლებელია. ივანოვი და მისი შვილი ბრუნდებიან ევროპაში. 1926 წელს მიემგზავრებიან ინგლისში, ეწვევიან ოქსფორდს და კემბრიჯს, მონაწილეობას იღებენ ზოოლოგთა ბრიტანული ასოციაციის ყრილობაში.
ამ დროს მსოფლიოში ვრცელდება ხმები წითელი პროფესორის ეგზოტიკური ექსპედიციის შესახებ.
პასტერის ინსტიტუტი მღვდლებისგან, კუ-კუკს-კლანის წევრებისგან იღებს მუქარით სავსე წერილებს და ბოლოს და ბოლოს უარს ამბობს თანამშრომლობაზე.
სამხრეთ გვინეაში დაბრუნებული ივანოვი იწყებს თავისი მაიმუნსაშენის მშენებლობას. ადგილობრივი მონადირეების ჯგუფთან ერთად მიდის ჯუნგლებში მაიმუნების დასაჭერად. ადგილობრივებს პროფესორმა აუხსნა რომ ნადირობის ძველი და არაჰუმანური მეთოდები მიუღებელია და დაპირდა რომ ყოველ მოზრდილ შიმპანზეში გადაიხდიდა პრემიას. მაგრამ პირველივე მამრმა მოკლა ერთი მონადირე, ორი დაასახიჩრა, რის შემდეგაც ის წავიდა...
და აი იღბალი - ივანოვის ცდებით დაინტერესებულმა მდიდარმა ფრანგმა სპორტსმენმა მას აჩუქა ორი მდედრი შიმპანზე.
პროფესორი შეუდგა გაუგონარი ექსპერიმენტის ჩატარებას. დონორი, როგორც ჩანს, იყო მისი შვილი.
პირველი მდედრის შემთხვევაში ყველაფერი საკმაოდ წარმატებით მოხდა. ის დააძინეს ქლორეთილით, მას ელასტიური კათეტერით შეუშხაპუნეს ადამიანის სპერმა.
მეორე მდედრი შიმპანზე კი ძალიან აგრესიული აღმოჩნდა და პროფესორის დაჭრილმა შვილმა თავი ამოყო საავადმყოფოში.
შემდეგ გაირკვა რომ განაყოფიერება მაინც ვერ მოხდა...
მაშ საჭიროა პირიქით ექსპერიმენტის ჩატარება, ქალის განაყოფიერება მაიმუნის სპერმით. მაგრამ სად შეიძლება მოხალისეთა პოვნა?
გვინეაში გაუთხოვარი ქალი არის მშობლებთან ან უახლოეს ნათესავებთან. ქვრივი ხდება მისი გარდაცვლილი მეუღლის უახლოესი ნათესავის ცოლი.
რელიგიურობის და თვისტომთა შიშის გამო ის არასოდეს დათანხმდება ასეთ ცდაზე.
ივანოვმა სცადა გუბერნატორი პუარეს დაყოლიება საავადმყოფოში მყოფი ადგილობრივი ქალებისთვის მკურნალობის სახით მაიმუნის სპერმის შეყვანაზე. გუბერნატორმა კატეგორიულად თქვა რომ ასეთი რამე შესაძლებელია მხოლოდ ქალთა თანხმობით.
ივანოვმა დაასკვნა რომ რუსი ქალები უფრო იოლად დათანხმდებიან მაიმუნის სპერმის მიღებაზე....
1927 წლის მარტში პროფესორმა მოულოდნელად მიიღო ფული რუსეთიდან.
ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის ექსპერიმენტული ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტი მას სთხოვდა 10-15 შიმპანზეს შოვნას სოხუმის საშენისთვის.
ივანოვი შვილთან ერთად დაუყოვნებლივ წავიდა სპილოს ძვლის სანაპიროზე სადაც, როგორც მას შეატყობინეს, უკვე დაჭერილი იყო 11 ზრდასრული მაიმუნი.
მოგზაურობა ძალიან მძიმე იყო. იყო წვიმების სეზონი, საჭირო იყო ველური ტყის გავლა, ყოველ წუთს შეიძლებოდა მომაკვდინებელი ინფექციის მიღება. მაგრამ სულ მცირე დაგვიანებაც იმუქრებოდა კატასტროფით. თითო გემი დადის სამ კვირაში ერთხელ. ამიტომ საჭირო გახდა 800 კილომეტრის ფაქტიურად შეუსვენებლად გავლა. გულის ტკივილით გატანჯულმა ამ სუსტმა 56 წლის კაცმა დაჩივლების გარეშე გაიარა მთელი გზა.
ბოლშევიკებისთვის სასურველი მაიმუნოადამიანი.
1927 წლის აგვისტოში გაზეთი "კრასნაია გაზეტა" სტატიაში "მომავლი მიმუნსაშენი სოხუმში" მხნედ იტყობინებოდა:
"აქ ვარაუდობენ მაიმუნთა სხვადასხვა სახეობის მიერ ერთმანეთის განაყოფიერებას, პროფ. ივანოვის მეთოდით ჩატარდება მაიმუნის მიერ ქალის ხელოვნურად დაფეხმძიმების და მამაკაცის მიერ მიმუნის დაფეხმძიმების ცდებიც".
საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს სამეცნიერო განყოფილების მიერ 1929 წლის 14 აპრილს მოწვეულმა კომისიამ დაადგინა:
"1. პროფესორმა ივანოვმა სოხუმის მაიმუნსაშენში უნდა გააგრძელოს ცდები როგორც მაიმუნთა ცალკეულ სახეებს ისე მაიმუნსა და ადამიანს შორის.
2. ანტროპოიდის სპერმით ქალის ხელოვნურად განაყოფიერების ცდები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ქალი წერილობით იძლევა თანხმობას.
3. ცდები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მეტ ქალზე, ყოველ შემთხვევაში ხუთ ქალზე მაინც".
პროექტში მონაწილეობას იღებდა მრავალი სულ სხვადასხვა დაწესებულება. ივანოვს სწერდნენ და უფასოდ სთავაზობდნენ დახმარებას მოხალისე ქალები მთელი საბჭოთა კავშირიდან...
გაზეთში "საბჭოთა აფხაზეთი" //1930 წლის 18 მაისის ნომერი// გამოქვეყნდა შემდეგი განცხადება:
"იწვევენ ქალებს რომლებიც მზად არიან მაიმუნთან შეჯვარების ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად". ამასთან არის შენიშვნა: "იწვევენ იდეურად და არა მატერიალურად დაინტერესებულ ქალებს".
მოწოდება გაიგეს. ქალები სთხოვდნენ პროფესორს გამოეყენებინა ისინი ცდებში რომლებიც მოწმობენ ადამიანის ევოლუციური წარმოშობის შესახებ.
მაგრამ მოკვდა ერთადერთი სქესობრივად მწიფე ორანგუტანგი და საჭირო გახდა ცდების გადადება. ივანოვი ამას ალბათ უყურებდა როგორც დროებით შეფერხებას. შემდეგი წლისთვის დაგეგმილი იყო ახალი ადამიანისებრი მაიმუნების ყიდვა, მაგრამ 1930 წელს თვითონ ივანოვის ცხოვრებაში მოხდა საბედისწერო ცვლილებები.
საბჭოთა კავშირში დაიწყო ძველი სამეცნიერო კადრების წმენდა. მათ ადგილებს სთავაზობდნენ ახალგაზრდებს.
ივანოვი დაიჭირეს 1930 წლის დეკემბერში. სასწრაფოდ გაასაიდუმლოეს მეცნიერის მუშაობის პერიოდის თითქმის ყველა საბუთი. მაგრამ განაჩენი რბილი იყო. ივანოვი გადაასახლეს ალმა-ატაში და მას მისცეს პროფესორის თანამდებობა ვეტზოოტექნიკური ინსტიტუტის ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე.
62 წლის სწავლული 1932 წლის 20 მარტს მოკლა ტვინში სისხლის ჩაქცევამ.
გენიოსი თუ ბოროტმოქმედი?
ისე ჩანდა თითქოს ივანოვის გიჟური ექსპერიმენტების დრო დამთავრდა. მაგრამ ის წესიერად არც კი დაწყებულა.
1970-ან წლებში დასავლეთში აქტიურად ვითარდებოდა გენური ინჟინერია.
უკვე 1971 წელს ატლანტას იერკსის პრიმატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი ჯონ ბორნი წერს რომ ხელოვნური განაყოფიერების გზით ადამიანის და მაიმუნის სიცოცხლისუნარიანი ჰიბრიდის მიღება პრინციპულად შესაძლებელია.
ამაზე ლაპარაკობს იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ცხოველთა სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის სპეციალისტი ჩარლზ რემინგტონი:
"ეხლა უკვე გაჩნდა სხვადასხვა ცხოველის უჯრედთა შერწყმის საშუალებები. ადამიანებმა ისწავლეს საგანგებო ფერმენტების მეშვეობით უჯრედების გაშიშვლება, მათი გარსის მოხსნა და ასე მათი დემონტაჟი ან მათი ერთიმეორეში ჩასმა".
ორგანიზაცია Greenpeace-ს აქტივისტები მოითხოვდნენ აკრძალვას პატენტისა რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებს აძლევს ადამიანისა და ცხოველების შეჯვარების სფეროში მუშაობის უფლებას.
ეს მოთხოვნა უარყო მიუნხენში პატენტთა ევროპულმა ბიურომ.
მთავარი არგუმენტი ის იყო რომ ეს მუშაობა დაეხმარება მომაკვდინებელი სნეულებით ავადმყოფებს რომლებსაც სჭირდებათ ორგანოთა ტრანსპლანტაცია.
დღეს გენეტიკოსები იყენებენ უჯრედთა ჰიბრიდიზაციის მეთოდებს, ქმნიან ადამიანის და ცხოველის ჰიბრიდებს. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები და მიიღეს ადამიანის და თაგვის ქრომოსომათა ნაკრების მქონე უჯრედი. ადამიანის ზოგ უჯრედს ნერგავენ ცხვრის ჩანასახში. ცდილობენ ტრანსგენური ღორების შექმნას.
თუ კი ცხოველს გადავუნერგავთ ადამიანის 5-6 გენს ცხოველის ორგანოები შეიძლება გამოვიყენოთ ადმინისთვის გადასანერგად.
გაჩნდა სახეობათაშორისო ქიმერების შექმნის მეთოდიკა რაც მდგომრეობს ემბრიონალური განვითარების ადრეულ სტადიაზე ორი სხვადასხვა სახეობის ჩანასახოვანი უჯრედების შეერთებაში და შერევაში.
ამერიკელმა მკვლევარმა ვაისმანმა ეხლახანს გამოიყვანა თაგვი-ქიმერები რომელთა ტვინის უჯრედების დაახლოებით ერთი პროცენტი მომდინარეობს ადამიანის უჯრედებისგან.
ვაისმანმა თვითონ მიმართა უნივერსიტეტის კომისიას ბიოეთიკაში იმის გასაგებად თუ ადამიანის უჯრედების რამდენი პროცენტია ეთიკურად დასაშვები თაგვის ტვინში.
ბიოეთიკის სპეციალისტებმა ვერ იპოვეს ცხადი არგუმენტები. ისინი გმოვიდნენ წინააღმდეგ, მაგრამ შემოიფარგლნენ იმის თქმით რომ ცდები უცილებლად გამოიწვევენ ზნეობრივ დაბნეულობას....
21-ე საუკუნის მეცნიერება დგას კოლოსალური ეთიკური პრობლემების წინაშე. ბუნებრივია თუ არ სახეობათაშორისი საზღვრები მათ შორის ადამიანსა და ცხოველს შორის? მორალურია თუ არა ამ საზღვრების ჩვენს სასარგებლოდაც დარღვევა?
გენური ინჟინერია და უჯრედის ბიოლოგია ძალიან აქტიურად და სწრაფად ვითარდება.
საქმე მიდის სამყაროს დასასრულისკენ თუ ახალი სამყაროსკენ?
მორალის საკითხი მეცნიერებაში გადაწყვეტილი არაა.
გაჩნდა "მოთამაშე ღმერთის", მეცნიერის ტიპი რომელიც გარდაქმნის როგორც ცოცხალი არსებების სხვა სახეობებს ისე საკუთარ ადამიანურ ბუნებას.
მაშ ვინაა ილია ივანოვიჩ ივანოვი, ბოროტმოქმედი თუ გენიოსი...?
გიორგი მარჯანიშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий