ღმერთი

ღმერთი

суббота, 10 августа 2013 г.

რუსეთის სინოდმა აფხაზებს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა .

რუსეთის საპატრიარქოს სინოდის საინფორმაციო განყოფილებამ კომენტარი გააკეთა წერილზე, რომლითაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის 13-მა წარმომადგენელმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართა. წერილის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი გაურკვეველია.

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს თითოეული ადამიანის თავისუფალ მრწამსს, ისევე როგორც აფხაზი ხალხის რელიგიურ ტრადიციებს. თუმცა, მისი აღმსარებლობითი ნორმები საშუალებას არ იძლევა, განვიხილოთ ორგანიზაციის და ეკლესიის შიდა პრობლემები მათთან ერთად, ვინც ეკლესიის მიღმა დგას და არ იზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს" - აცხადებს რუსეთის სინოდის საინფორმაციო განყოფილება.

კომენტარში ასევე ნათქვამია, რომ წერილის ავტორთა სტატუსი და კომპეტენცია სათანადო საფუძველს არ იძლევა საიმისოდ, რომ წარმოდგენილი საკითხი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან განიხილონ.
"ისღა დაგვრჩენია, გისურვოთ, რომ სამომავლოდ აფხაზეთის საეკლესიო საკითხების გადაჭრის გზები არ გახდეს პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი და წარიმართოს მორწმუნეთა შორის ურთიერთგაგების გზით" – ნათქვამია სინოდის საინფორმაციო განყოფილების განცხადებაში.


წყარო: www.patriarchia.ru


http://info9.ge/?l=G&m=108&f=1&id=16515%40547

Комментариев нет:

Отправить комментарий