ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა
თავი მეთოთხმეტე
1. გარდა ამისა, ისინი აჩქარებდნენ კიდეც ერთმანეთს საწამებლად წასვლას და არა მხოლოდ ტკივილს თრგუნავდნენ, არამედ ძმურ სიყვარულსაც.
2. ო, მეფეებზე უმეფურესო გონებავ, თავისუფლებაზე უთავისუფლესო!
3. ო, წმიდა და უთანხმოესო კავშირო შვიდი ძმისა რჯულის გულისათვის!
4. შვიდ ყრმათაგან არც ერთს არ გამოუჩენია სიმხდალე და არ შემდრკალა სიკვდილის წინაშე,
5. არამედ ყველანი, თითქოსდა უკვდავებისთვის მოასპარეზენი, წამებით სიკვდილს ესწრაფოდნენ.
6. როგორც ხელები და ფეხები მოძრაობენ სულის კარნახით, ასევე ეს წმიდა ყრმანიც, თითქოს ღვთისმოსავობის უკვდავი სულით ყოფილიყვნენ აღძრულნი, რომ მორჩილად მიიღეს სიკვდილი მისი გულისთვის.
7. ო, ყოვლადწმიდაო, შეხმატკბილებულო ძმათა შვიდეულო! როგორც სამყაროს შესაქმისეული შვიდი დღე უვლის ფერხულს ღვთისმოსავობის გარშემო,
8. ასევე მოფერხულე ყრმებმა შუაში მოიქციეს შვიდმაგი შიში სატანჯველისა და გააქარწყლეს იგი.
9. ახლაც კი გვზარავს, როცა ვისმენთ ამ ყრმათა ტანჯვა-წამების ამბავს: ისინი კი არა მარტო უყურებდნენ, არა მარტო იქვე ისმენდნენ მუქარის სიტყვებს, არამედ თავად განიცადეს სატანჯველი და დაითმინეს ცეცხლით მიყენებული ტკივილები.
10. სხვა რა არის ცეცხლზე უფრო მტკივნეული? მახვილი ხომ ცეცხლის ძალაზე ჩქარია და უფრო სწრაფად ანადგურებს სხეულს.
11. სასწაულად ნუ შერაცხავთ, რომ გონება მბრძანებლობდა ამ კაცებს მათ სატანჯველში; დედაკაცსაც კი დაათმენინა გონებამ მრავალფერი სიმწარე.
12. შვიდი ყრმის დედა ხომ იძულებული იყო ეყურებინა შვიდივე შვილის წამებისათვის.
13. ნახეთ, რაოდენ ძნელია შვილის სიყვარული, ყეელაფერს მსჭვალავს იგი ნაწლავებამდე.
14. პირუტყვებსაც კი აქვთ, ადამიანთა მსგავსად, თანაგრძნობის უნარი და მშობლიური სიყვარული თავიანთ ნაშიერთა მიმართ.
15. ფრინველებიც კი დღისით ბუდეებს რომ დაჰფრენენ თავზე, რომ დაიფარონ თავიანთი ნაშიერნი,
16. კლდეთა ნაპრალებში, ხეთა ფუღუროებზე და მწვერვალებზე ჩეკავენ ბარტყებს და იცავენ მათ მოსალოდნელი საფრთხასაგან.
17. და თუ მათი დაცვა არ ძალუძთ, დაფრინავენ ირგვლივ, სიყვარულით შეძრულნი და ჭყივილით აფრთხილებენ - ესღა შეუძლიათ თავიანთი შვილების გადასარჩენად.
18. რაღა უგუნური ცხოველები მოგვყავს შვილებისადმი სიყვარულის მაგალითად,
19. როცა ფუტკრებიც კი, ფიჭის კეთების ჟამი რომ დგება, იგერიებენ მომხდურს, მახვილის მსგავსად ნესტრით გესლავენ სკასთან მოსულს და ეწირებიან კიდეც მის დაცვას.
20. განა სულით აბრაამის მსგავსი დედა არ შეიძრებოდა თავისი ბავშვების თანალმობით?

Комментариев нет:
Отправить комментарий