წითელი ვეშაპი, რუსეთის იმპერია, ნელ-ნელა ბატონდებოდა იმერეთის მიწაზე, ღვთის რისხვად მოვლენილი შავი ჭირი კი მალე სამეფოს მოსახლეობას გაანახევრებს. მაგრამ ყველა ჭირზე უარესი მაინც რუსების მიერ, მირონცხებული მეფის, სოლომონ მეორის მოტყუებით დაჭერა იყო. მეფემ ერთგული ხალხის დახმარებით ტყვეობას თავი დააღწია და თურქეთში გაიქცა. სწორედ იმ პერიოდში შორაპნის მაზრაში, სოფელ მარელისში ცხოვრობდა მღვდელი ბესარიონ ქიოტიშვილი.
თურქეთში გაქცეული სოლომონი II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსების ჯარის განდევნას აპირებდა. იდგა 1812 წელი. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა - ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე. თუმცა ყველა ასე როდი იყო განწყობილი. ზოგმა წერილიც კი მისწერა მეფეს, აღარ გვსურს იმერეთის ტახტზე შენი ხილვაო. არც მამა ბესარიონმა მოისურვა ამ საქმეში გარევა და რუსეთის წინააღმდეგ ფიცის დადება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა სოლომონის ამალის წევრი გახლდათ და თავად მეფის მოძღვრადაც კი იწოდებოდა.
"მამულის ურჩობაში" ჩავარდნილ მოძღვარს ერთ ღამეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. "ბესარიონ, რაკი შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენს დღეში ვეღარ გაიგონოო", - უთქვამს მისთვის უფლის დედას (საგულისხმოა ისიც, რომ ღვთისმშობელმა ამით აკურთხა ქართველთა ბრძოლა თავისუფლებისათვის, თუნდაც ის ომი წაგებული ყოფილიყო).
გავიდა ერთი კვირა და მამა ბესარიონს ცოლი გარდაეცვალა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ პირველი შვილი მოუკვდა, მეორე კვირას - მეორეც. ამ უბედურების შემდეგღა მოეგო გონს და ყოვლადწმინდა ქალწულის ნებას მიენდო.
იერუსალიმში ჩასული იერუსალიმის პატრიარქს დიდი პატივით მიუღია და ნება მიუცია, მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში ქართულად აღევლინა წირვა-ლოცვა. ოთხი წელი იმსახურა მამა ბესარიონმა უფლის საფლავთან, მაგრამ უამრავ პილიგრიმთან შეხვედრა, ამა სოფლის აურზაური აშფოთებდა მყუდროების მოსურნე მის სულს. ამიტომაც ათონზე წასვლა და ივერონში დასახლება განიზრახა. ბერის სამოსელი კი, როგორც ჩანს, იერუსალიმშივე ჩაუცვამს.
ათონზე ჩასული ივერონში არ მიუღიათ. ბერძნებს უთქვამთ, რა ვიცით, ვინ ხარ; ჩვენთან ქართველები აღარ არიან, ერთი ბერიც რომ იყოს შენი მიწა-წყლისა, მიგიღებდითო. რაღა ექნა, პანტელეიმონის მონასტერს მიაშურა. ერთი ცოდვილი ბერი ვარო, - ასე წარდგომია იღუმენს, - რასაც მიბრძანებთ, აღვასრულებო. მონასტერში იმხანად ახალ ეკლესიას აშენებდნენ. მისცეს მამა ბესარიონს კურტანი და ისიც მონასტრის სხვა ძმებთან ერთად შეუდგა სამშენებლო მასალის ზიდვას. ამ ყოფაში გავიდა ოთხი წელი. ერთ დღეს მონასტერს იერუსალიმიდან ერთი არაბი სწვევია. აივნიდან მამა ბესარიონისთვის მოუკრავს თვალი, უცნია და იღუმენისთვის საყვედური უთქვამს: "ღმრთისა აღარ გეშინია, მღვდლისთვის კურტანი რომ აგიკიდებია?! ჩემი თვალით მინახავს, უფლის საფლავთან რომ წირავდაო". განცვიფრებულა იღუმენი საბა, სენაკში ხლებია ბესარიონს, ვინაობა გამოუკითხავს და ისევ მღვდლის ხარისხზე დაუყენებია, მღვდლობის დაფარვისთვის კი კანონი დაუდვია: ორმოცი დღის განმავლობაში უნდა ედევნებინა თვალყური მონასტრის ჩაუქრობელი კანდელებისთვის.
მონასტრის ბერები დიდი პატივით ეპყრობოდნენ მამა ბესარიონს. ეს მძიმე ტვირთად დააწვა "ცოდვილსა და გლახაკს" და როცა შეიტყო, დიონისეს მონასტერში მკაცრი ტიპიკონი აქვთო, იქ გადასახლდა. მალე ამავე მონასტერში მისულა მისი ძველი მეგობარი, ისიც წმინდა სოლომონ მეფის მოძღვარი, მღვდელი იესე ყანჩაიშვილი. 1821 წელს, დიდმარხვისას, ორივემ დიდი სქემა შეიმოსა. მამა იესეს ილარიონი უწოდეს, ხოლო მღვდელმონაზონ ბესარიონს - ბენედიქტე.
1821 წელს ბერძნები ოსმალეთის იმპერიას აუჯანყდნენ. რამდენიმე ათასმა ბერძენმა ბერმა აისხა საჭურველი სამშობლოს თავისუფლებისთვის. მათ დასასჯელად ხონთქარმა ჯარი გაგზავნა. 1822 წელს თურქების რაზმი ივერონში ჩადგა. მამა ბენედიქტე იმხანად დიონისეს ლავრის მახლობლად, სენაკში ცხოვრობდა. შეეჭრნენ თურქები და კინაღამ მოკლეს. "რა გინდათ ჩემგან, არც ბერძენი ვარ და არც ბულგარელიო", - უთქვამს ბერს. მისი ქართველობა რომ შეუტყვიათ, ფაშასთან წაუყვანიათ. ფაშა წარმოშობით გურიიდან ყოფილა, გვარად ჭყონია, მღვდლის შვილი. ბავშვობაში გაეტაცათ და თურქეთში გაეყიდათ. "ვინ ხარ, კაცო?" - ქართულად უკითხავს ბერისთვის. მამა ბენედიქტემ დიდი სიხარულისგან თურმე მოხვევა და ამბორისყოფა დააპირა, მაგრამ ფაშამ შეაჩერა: ნუ შემეხები, მუსლიმანი ვარო, - მერე მონასტერში შეიყვანა და ბერძენ ბერებს განუცხადა, რაკი ამ მონასტერში ქართველი ბერები აღარ ყოფილან, ამიერიდან ამას დაემორჩილეთო, - თან ისიც უკითხავს, რატომ აღარ იყვნენ ქართველები ივერონში. ბერძნებს თავი უმართლებიათ: ბოლო დროს, რაც სახმელეთო გზა აღარ არის, ათონზე ქართველთა შემოსვლა შეწყდაო. მაგრამ ფაშას რას დააჯერებდნენ... ბერძნები მამა ბენედიქტეს ევედრებოდნენ თურმე, გვიშველე, ღვთის გულისათვის, ფაშა ხომ ქართველია, სთხოვე, ნუ აგვაოხრებს, გადაარჩინე ქართველთა მონასტერიო. აქ რომ მოვედი, აკი ვერ შემიცანით ქართველად, - მიუგია მამა ბენედიქტეს, - მაგრამ მაინც მისულა ფაშასთან და უთხოვია, ჯარს მონასტერში არაფერი წაეხდინა. ფაშას უთქვამს, ხონთქარმა ივერონის განადგურება მიბრძანა, ვინაიდან სწორედ აქ გაიმართა ჩვენს მოღალატეთა სათავო კრება, მაგრამ რაკი ქართველთა სამეფო მონასტერია, არ ავაოხრებ. შენ გებარებოდეს მისი კლიტეო. ფაშა დიონისეს მონასტერში გადასულა, ივერონი კი მამა ბენედიქტეს განმგებლობაში დაუტოვებია. საკუთრად მისთვისვე ჩაუბარებია კარის ღვთისმშობლის ეკლესიაც.
ბერძნები თურქების შიშით ღვთისმსახურებას ვერ ბედავდნენ, ამიტომ ღირსი მამა ლოცვებს ბერძნულად აღავლენდა, ხოლო ლიტურგიას და ყოველ წესს ქართულად აღასრულებდა.
აუცხადდა მამა ბენედიქტეს ღვთისმშობლის ნათქვამი - ქართული სიტყვაც აღარავისგან ესმოდა.
ერთხელ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, მამა ბენედიქტემ ტაძარში შავით მოსილი უმშვენიერესი ქალი (ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი) იხილა, რომელიც მონასტერს გვიდა. გაოცებული მღვდლის შეკითხვაზე, მონასტერში რას აკეთებო, ქალმა უპასუხა: „მოვიდა დრო, რომ გავწმინდო, რამდენი წელია არავის გამოუგვია. არ გასულა დიდი ხანი, რომ სულთნის ბრძანებით თურქმა ჯარისკაცებმა დატოვეს ათონის მთა. გაქცეული ბერძნებიც უკან დაბრუნდნენ და მამა ბენედიქტე ნელ-ნელა შეავიწროეს: ჯერ დიდი ტაძარი იგდეს ხელთ, მერე კი კარის ღვთისმშობლის ეკლესიიდანაც მოინდომეს მისი განდევნა, მაგრამ ეს არც ისე იოლი გამოდგა - ათონზე დიდ პატივს მიაგებდნენ მამა ბენედიქტეს.
1834 წელს ბერთან მორჩილად წმინდა გაბრიელ ქიქოძის ძმა ვასილი მისულა. გახარებია ღირს მამას. "რამდენი ხანია, მოწაფის აყვანა და განმარტოებით ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ვერ მომეხერხებინა - ქართველი ვერსად მეპოვაო", - უთქვამს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის შემოწირულობა ბერძნებისთვის გადაუცია. ილიას სკიტი აურჩევია.
ცოტა ხანში სულიერმა მამამ ვასილი ბერად აღკვეცა და ბესარიონი უწოდა. მალე მამა ბენედიქტეს დაემოწაფნენ ოდიშელი გიორგი რატიანი, ბერობაში - გრიგოლი, დავით დადიანის მოურავის, ბასილ რატიანის შვილი, გელათის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ სერაპიონის ძმა ქაიხოსრო ახვლედიანი, ბერობაში - ქრისტეფორე... შემდგომში მათ შეემატათ საქართველოდან ჩასული რამდენიმე წარჩინებული ბერი.
როცა წმინდა ილარიონი ურიცხვმა ეშმაკმა გვემა და ცოცხალ-მკვდარი ბერებმა ახალ სკიტში გადაიყვანეს, პირველ ყოვლისა, სწორედ მამა ბენედიქტეს უხმეს. ღირსმა მამამ წმინდანს განმარტოება აუკრძალა, თანაც უბრძანა, კარაქი, ყველი და თევზი ეჭამა და ამით დათრგუნა მისი ნება. შემდგომში მამა ილარიონი ივერონის მახლობლად დასახლდა და ხშირად სტუმრობდა მამა ბენედიქტეს, მაგრამ სკიტში დარჩენაზე უარს ამბობდა - ქართველები ვართ და უქმმეტყველებაში ჩავცვივდებითო, თუმცა მანძილის სიშორე ვერაფერს აკლებდა მათ სულიერ ერთობას.
და აი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ დადებული "სასჯელის" ვადაც გაილია... 1862 წლის 9 მარტს მისი სული ხორცის ბორკილებისგან გათავისუფლდა და ზეციურ საქართველოში გადასახლდა. ორი წლის შემდეგ მამა ბენედიქტეს მამა ილარიონიც შეუერთდა.
მათი ღმრთივგანსვენების შემდეგ ობლად დარჩენილ ქართველ ბერებს მრავალი განსაცდელი დაატყდათ თავს, მაგრამ მათ მამა ბესარიონ ქიქოძის სიზმარი ანუგეშებდათ: ბერს გარდაცვლილი მამა ბენედიქტე გამოსცხადებია და უთქვამს, ილარიონ ქართველი ცოცხალია და ათანასე ათონელთან ერთად იმყოფებაო.
ჩვენც, ბოლო ჟამის ქართველებმა, თავი ვინუგეშოთ ამ გამოცხადებით და გავფრთხილდეთ, რათა არასოდეს ჩავცვივდეთ "მამულის ურჩობაში", და არასოდეს განვუდგეთ ღმრთისმშობლის წილხვედრ ერს.
მამა ბენედიქტეს ერთ წიგნზე წაუწერია: "ანდერძად მოგვიხსენებდეთ ჩვენ წარსულთა თქვენ მომავალნი, რათა თქვენცა მოგიხსენოსთ უფალმან სასუფეველსა თვისსა აწ და საუკუნოდ!"
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში იოანე ქართველმა დააარსა. მალე ეს წმინდა სავანე ქართველთა უდიდეს სამეცნიერო-კულტურულ ცენტრად გადაიქცა, რომლის მთავარი საქმიანობა ბერძნულ-ქართული საურთიერთო თარგმანები და ორიგინალური ნაწარმოებების შექმნა და გადაწერა იყო, ამას მოწმობს ივერონის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა. მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გამო რამდენიმე საუკუნეა მონასტერი ბერძენთა ხელში გადავიდა. ბოლო დროს ათონზე ქართველ მონაზონთა გამოჩენა იმედს გვაძლევს, რომ ოდესღაც ივერონი ივერიელებს დაუბრუნდება.
კახაბერ კენკიშვილი
19-03-2012
kvirispalitra.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий