ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 сентября 2013 г.

წმიდაო მამაო ჩვენო ლექსად.ივანე ამილახვარი.

საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ივანე ამილახვრის ლექსად თქმული ”მამაო ჩვენო”. მას თან ახლავს მინაწერი:

,,შეკრება ლექსთა. მოგიძღვნი უბრალოს ლექსთა, ნათქვამთა მცირესა ჩემთა! მის უგანათლებულესობას, სრულიად საქართველოს მეფის რძალს ელენა ოთაროვნას, სარდარ ამილახვრის ასულს’’

ლექსის ადრესატი - ელენე ამილახვარი იყო გიორგი მეთორმეტის ვაჟის, ცნობილი მეცნიერის - თეიმურაზ ბატონიშვილის მეუღლე.





წმიდაო მამაო ჩვენო ლექსად



მამაო ჩვენო, რომელ ხარ ცისა და ქვეყნის მფლობელი,

წმიდა ჰყვენ სახელი შენი, გიპყრიეს ქმნილნი ყოველი,

მოვედინ სუფევას შენსა მოელის ესე სოფელი;

იყავ ნება შენ ქმნილებზედ შეწევნას შენგან მოველი,

რომლით ჴელ აპყრით ვადიდოთ აწ და მარადის მყოფელი!



ვითარცა შინა ცათასა ეგრეც ზედ ქვეყნ-მჭერ ყოვლითა,

პური ჩვენი არსებისა მოგვეც ჩვენ საზრდოდ სოფლითა

და მოგვიტევე თანადებს გვიხსენ წარწყმედით მოსვლითა,

ვითარცა ჩვენცა მიუტევთ თანადებთ ჩვენზედ ცთომითა

და ნუ შეგვიყვან განსაცდელს, გვიხსენ ბოროტად ყოფითა!



ჰე, ღმერთო! ღმერთო! დამიხსენ ყოვლის ბოროტის საქმითა,

შენ დამიფარე ძლევა მეც განზდევნად ცოდვათ ტანითა,

მომმადლე გიცნო ვითარ გწადს, რომელს ისურვებ კაცითა;

მე ხომ მონა ვარ, უძღები, მსგავს შენა მხოლოდ სახითა,

აღავსე გონება ჩემი, სიწმიდის ჰსჯულით გავსითა!!!

1844 წ.


http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=46&id=1815

Комментариев нет:

Отправить комментарий