ადამიანს დაბადებიდან ორი ძალა დაჰყვება – კეთილი და ბოროტი.
მართლმადიდებლური სწავლებით, ბოროტ ძალას ადამიანის აზრების გამოცნობა არ შეუძლია, მაგრამ მის გონებაზე ზემოქმედების უნარი აქვს. ადამიანს კი აქვს თავისუფალი ნება და თავად უნდა გააკეთოს არჩევანი ბოროტების თუ სიკეთის სასარგებლოდ. ამ თემაზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.
– მამაო, რასთან არის დაკავშირებული ადამიანთა აზრების მდინარება?
– ჩვენი გონება არენას მოგვაგონებს, სადაც სხვადასხვა ძალთა ზემოქმედებას აქვს ადგილი. სამწუხაროდ, ხშირად სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, რომ ცნობიერებაში გაჩენილი აზრები, ფიქრები, მსჯელობისას გაკეთებული დასკვნები, შესაძლოა არაამქვეყნიური ძალების ზემოქმედების შედეგიც იყოს. წმინდა მამები, მათ შორის პეტრე დამასკელი, სამი სახის აზრს გამოყოფს: ღვთიურს, ბოროტისეულს და ადამიანურს. ამ უკანასკნელის განმაპირობებელია ის მრავალმხრივი სიტუაციები, რომლებშიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიხდება ყოფნა. გვხვდება აზრები, რომლებიც სულ სხვა ბუნებისაა და მათი წარმოშობა, გაჩენა ცნობიერებაში უკვე უკავშირდება არაამქვეყნიურ ძალთა ზემოქმედებას.
– არის მოსაზრება, რომ ბოროტ ძალას არ შეუძლია ადამიანის გონებაზე იმოქმედოს. ასე არაა?
– მართლმადიდებლური გაგებით, ბოროტ ძალას მას შემდეგ, რაც ის სამოთხიდან იქნა გამოდევნილი, შეუძლია იმოქმედოს ადამიანის გონებაზე და დაბადოს მასში სხვადასხვა აზრები, იდეები, წარმოდგენები. მართლმადიდებლური მოძღვრებით, ბოროტ ძალას ადამიანის აზრების წაკითხვის შესაძლებლობა არ აქვს, მან არ იცის ჩვენი ფიქრები, მათი გამოკლებით, რომლებიც მათივე ზემოქმედების შედეგად ჩნდება ცნობიერებაში, მაგრამ დემონები ბევრს ხვდებიან ჩვენს ქცევაზე, სახის გამომეტყველებაზე დაკვირვების შედეგად.
წმინდა ისიდორე პელუსიელი ამბობს: "ბოროტმა არ იცის, რას ვფიქრობთ, რადგან ეს მხოლოდ ღვთაებრივი ძალისათვის არის ცნობილი, მაგრამ სხეულებრივი მოძრაობებით იგი იჭერს ჩვენს ფიქრებს. შეამჩნევს, მაგალითად, რომ უმზერენ სხვის სილამაზეს და მაშინვე სარგებლობს ამით და აღაგზნებს ასეთ ადამიანს მრუშობის ვნებით. დაინახავს ხარბს, აქეზებს ძარცვა–გლეჯისაკენ, უკანონო მომხვეჭელობისკენ. ნაყროვანებით ძლეულს წარმოადგენინებს ამ ვნების განცდებს და აიძულებს, იმოქმედოს".
დემონური ძალა ჩუმად გითვალთვალებს, შენ კი მას ვერ ხედავ. ეს ძალა კი კარგად გიცნობს, საზღვრავს, სად როგორ მოიქცევი და თანაც ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობაზე დაკვირვების შედეგად უზარმაზარი ფსიქოლოგიური ცოდნა, გამოცდილება აქვს დაგროვილი, მშვენივრად იცნობს ადამიანის ბუნებას.
ადამიანები ხშირად ვერც კი გრძნობენ, დემონური ზემოქმედების ქვეშ თუ იმყოფებიან, არადა არცთუ იშვიათად სწორედ ეს ძალა საზღვრავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, განცდებს, ფიქრთა მსვლელობას. როცა მრისხანებაში ვვარდებით, ვუბრაზდებით, ვეჩხუბებით სხვას, უიმედოდ ვართ, გვეძალება სასოწარკვეთილი აზრები, ვთვლით, რომ ყველაფერი უაზრობაა, არავინ არის ჩვენი პატრონი, დამხმარე, განვიცდით შურს, გვწყინს სხვისი ბედნიერება, ვიძირებით პატივმოყვარულ ოცნებებში, დიდ ვინმედ წარმოვიდგენთ თავს, ამგვარ და კიდევ მრავალ სხვა განცდათა გაჩენა ბოროტისეული ძალის ზემოქმედებას უკავშირდება. ხატოვნად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ჩვენს ყურთან, ისე, რომ ვერ ვხედავთ, დემონია გაჩერებული და ჩაგვჩურჩულებს სხვადასხვა ბილწ, მკრეხელურ აზრებს, იწვევს უარყოფით ემოციებს, გრძნობებს, გვახელებს ამა თუ იმ ვნებით.
– რა არის ბოროტი ძალის მთავარი იარაღი ადამიანის გონებაზე ზემოქმედებისთვის?
– ადამიანის წინააღმდეგ ბოროტის ერთ–ერთი მძლავრი საშუალება სასოწარკვეთაში ჩაგდებაა, უიმედობის, მწუხარების განცდების გაჩენა. ასეთ დროს ხშირად ფიქრობენ, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, არავისთვის საჭირონი არ არიან, საერთოდ რისთვის მოევლინენ ამქვეყანას, ხომ არ აჯობებდა, თავად დაესვათ წერტილი ამ მძიმე, უაზრო ყოფისათვის და თვითონვე მოესწრაფათ სიცოცხლე. შემოდის ღმერთის სისასტიკეზე ფიქრებიც, რომ უფლისაგან მიტოვებული არიან და ის დიდად არ დაგიდევთ სხვის გაჭირვებას, ნაკლებად გვიმართავს ხელს. უიმედობის, სასოწარკვეთის გრძნობების გაჩენას მრავალი ცხოვრებისეული მიზეზი, პრობლემაც უწყობს ხელს: მატერიალური გაჭირვება, ავადმყოფობა, ახლობლების უყურადღებობა, დამცირება, უმუშევრობა, სხვისი ცუდი საქციელი... რამდენი რამ არის ცხოვრებაში საწყენი, სასოწარკვეთილებით აღბეჭდილი განცდების გამჩენი.
წიგნში "სიბრძნე ზირაქისა" ვკითხულობთ: "ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება – დღეგრძელობა მისი. დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი" (30,21–23).
– რა სახით მოქმედებს ბოროტი ძალა ადამიანის გონებაზე?
– ბოროტი კაცს სხვადასხვა ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებს, იქნება ეს მრუშობა, ქურდობა, ტყუილი თუ სხვა რამ. წმინდა მამები ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების რამდენიმე საფეხურს გამოყოფენ: პირველი – ეს მკრეხელური, ბილწი აზრის ან წარმოდგენის ჩვენს აზროვნებაში გაჩენის ეტაპია. ჩვენი გონება ამ მხრივ დაუცველია. მაგალითად, ლოცულობ, დგახარ ხატის წინ და უცებ ისეთი უმსგავსო, მკრეხელური, ღვთის თუ რომელიმე წმინდანის შეურაცხმყოფელი აზრი შეიძლება დაგებადოს, რომ არ შეიძლება არ შეშფოთდე, უხერხულად არ იგრძნო თავი. ან ნაცნობზე ისეთ რაღაცას გაიფიქრებ, თვითონ გაოცდები, როგორ ვკადრულობ ასეთ რამესო. წმინდა მამათა მიხედვით, პირველ ეტაპზე ცოდვილი ჩანაფიქრის გაჩენა გონებაში ადამიანს დანაშაულად არ ეთვლება. ჩვენ უძლურნი ვართ, ხელი შევუშალოთ ცნობიერებაში მათ შემოსვლას, ეს ყველასთან ასეა და მას ვერავინ ასცდება, მაგრამ ის, რომ არ აჰყვე მათ, არ მისცე გაქანების საშუალება და განაგდო გონებიდან, ამის გაკეთება შეგვიძლია.
მამა ბარსანოფი ოპტინელი ამბობს: "თუ ზამთარში ქარი კარს გააღებს და თოვლს შემოყრის, სახლის პატრონი ამაში დამნაშავე არ არის". ჩვენც ასევე უდანაშაულონი ვართ უკადრისი აზრების გაჩენისას. მაგრამ როგორც სახლის მეპატრონემ უნდა დაკეტოს კარი და დაალაგოს ოთახი, ასევე – ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ლოცვა, რომ უფალმა ბოროტი ძალისგან დაგვიცვას, რომელიც ამგვარ ფიქრებს გვიჩენს გონებაში". მამა ბარსანოფი ამ დროს იესოს ლოცვის დაწყებას ურჩევდა ხალხს.
ბოროტი ძალა ათასწლეულების განმავლობაში უყურებს ადამიანებს, მრავალმა თაობამ გაიარა მის ხელში და მან ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ცოდნა, გამოცდილება დააგროვა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ, მართლმადიდებლური გაგებით, თითოეულს დაბადებისთანავე დემონი მიემაგრება, რომელიც აფიქსირებს მის ცოდვებს, მანკიერ მხარეებს, სწავლობს სისუსტეებს. მუდმივად აწარმოებენ დაკვირვებას ბოროტი ძალის სხვა მსახურებიც. მთელი ცხოვრების განმავლობაში გიყურებენ გამომცდელად და აქედან უნდა დავასკვნათ, რა საშიშ, ვერაგ ძალასთან გვაქვს საქმე.
– როგორ შეიძლება დააღწიოს თავი მორწმუნემ ბოროტი ძალის ზემოქმედებას?
– ანტონი დიდმა ეშმაკის მიერ მიწაზე ადამიანთა დასაჭერად გაბმული ბადე იხილა და იმდენად მჭიდროდ ნაქსოვი იყო იგი, რომ შეძრწუნებულმა უფალს შეჰღაღადა: ვინ გადარჩებაო ამ განსაცდელს. მხოლოდ მორჩილი არ გაებმებაო მასში – მიიღო პასუხად. ეს დიდი სათნოება კი გულისხმობს იმას, რომ, მიუხედავად მრავალი ცხოვრებისეული გაჭირვებისა, არ აჰყვე მძიმე განცდებს, არ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში და მორჩილად, იმის შეგნებით, რომ ყველაფერი ღვთის დაშვებით, ჩვენდა სასიკეთოდ ხდება, შეინარჩუნო სულის სიმხნევე, იმედი ღვთისა.
– მფარველი ანგელოზი როდის იცავს და როდის განეშორება ადამიანს?
– მართლმადიდებლური გაგებით, მფარველ ანგელოზს ერთი თვისება ახასიათებს. იგი განეშორება იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთისათვის არასათანადოდ ცხოვრობენ, ბევრს სცოდავენ, აძლევენ საკუთარ ვნებებს გაქანების საშუალებას. როგორც გაიხდიან დასვრილ ტანსაცმელს და არ სიამოვნებთ მასთან შეხება, ასევე უფლის ზეციური მსახურნიც ერიდებიან მათ, ვინც არასწორად ცხოვრობს და თავისი ყოფით ბევრ სულიერ ჭუჭყს იკრებს. წმინდა სებასტიან ყარაგანდელი ამბობდა: "თითოეულს ნათლობის შემდეგ მფარველი ანგელოზი მიემაგრება. როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ კავშირს მასთან? იგი თავის მოქმედებას სინდისის, გულის მეშვეობით ახორციელებს. როცა ადამიანი სულის ხსნისათვის იღვწის, უსმენს საკუთარი სინდისის ხმას, ერიდება ყველა ცოდვას, მაშინ ის გრძნობს თავისი მფარველი ანგელოზის არსებობას, მაშინ ზეციური დამცველი არიგებს ყველაფერ კარგის გასაკეთებლად, შთააგონებს კეთილ აზრს, აფრთხილებს ბოროტების შესახებ. მას ჩვენ სიკვდილის დროს ვნახავთ".
უმთავრესი პირობა ჩვენს ცნობიერებაში ღვთაებრივი სამყაროდან მომდინარე აზრების, იდეების, წარმოდგენების მოსაცემად არის ის, რომ შევეცადოთ, რაც შეიძლება მოვერიდოთ ცოდვას, ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ. აზროვნებას მეტად წმენდს ლოცვა. ამ დროს ხშირად ჩნდება გონებაში ჩვენთვის საჭირო აზრები, მითითება ხდება დაშვებულ შეცდომებზე, ნაკლოვანებებზე, რომლებსაც გამოსწორება სჭირდება.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე
sana.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий