ღმერთი

ღმერთი

четверг, 6 февраля 2014 г.

ბაბილონი

ბაბილონის იშთარის კარიბჭის დეტალი.
   
ბაბილონი — ანტიკური იმპერიის, მესოპოტამიის დედაქალაქი, რომლის ნანგრევები დღესაც არის შემორჩენილი ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად, ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ერთადერთი, რაც დღეს ამ ქალაქს გვახსენებს, ეს არის ტიგრსა და ევფრატს შორის მესოპოტამიის ნოყიერ მიწაზე მდგარი ტალახის აგურებით ნაშენი შენობების ნანგრევები. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ბაბილონი, დაარსებული ძვ. წ-ით მე-3 ათასწლეულის დასაწყისში, თავიდან პატარა ქალაქი იყო, რომელიც აყვავდა პირველი დინასტიის აღზევების დროს. ძვ. წ-ით 2300 წელს ის ხდება წმინდა ქალაქი, ძვ. წ-ით 612 წელს კი სატახტო ქალაქი. ბაბილონის კიდული ბაღები შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. ქალაქის სახელი ბაბილონი არის ბერძნული ვარიანტი აქადური ბაბილუსი, რაც ნიშნავს „ღმერთების კარიბჭეს“.


ბაბილონის გოდოლი


პიტერ ბრეიგელ უფროსის ნახატი „ბაბილონის გოდოლი“

ბაბილონის გოდოლი — ძველი ებრაული მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამია) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა ბაბილონი (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას ბალალ — არევას). მითში თავისებურად აისახა ბაბილონის ზიქურათების (სატაძრო-რელიგიური დანიშნულების გიგანტური შენობები) მშენებლობა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაწილეობა. გადატანით — უწესრიგოდ მოფუსფუსე ბრბო, აურზაური, არეულობა.




ბაბილონეთი

ბაბილონეთი, ძველი სახელმწიფო შუამდინარეთის სამხრეთში (ახლანდელი ერაყის ტერიტორია). წარმოიშვა ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში, დამოუკიდებლობა საბოლოოდ დაკარგა ძვ. წ. 539 წელს. სახელი ეწოდა მთავარი ქ. ბაბილონის მიხედვით. ბაბილონეთის ისტორია ოთხ პერიოდად იყოფა:

ძველბაბილონური ხანა (ძვ. წ. 1895 - ძვ. წ. 1518);

კასიტური პერიოდი (ძვ. წ. 1518 - ძვ. წ. 1204);

პოლიტიკური დაქვეითების ხანა (ძვ. წ. 1204 - ძვ. წ. 626);

ახალბაბილონური სამეფო (ძვ. წ. 626 - ძვ. წ. 539).


  ახალბაბილონური სამეფო

სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობა ამ პერიოდში ძორითადად ისეთივე დარჩა, როგორც კასიტურ ხანაში. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე დამკვიდრდა ქალდეური ტომი, რომელიც ცდილობდა ბაბილონეთში გაბატონებას. ძვ. წ. 729 წელს ბაბილონეთი ასურეთმა დაიპყრო, ხოლი მისი აჯანყებების შემდეგ მთლიანად დაანგრია ქ. ბაბილონი (ძვ. წ. 689 და ძვ. წ. 648). მხოლოდ VII საუკუნის ბოლოს შეძლო ბაბილონეთმა ასურეთის ბატონობისაგან განთავისუფლება. ასურეთის მეფის ნაცვალი ბაბილონეთში, ქალდეელი ნაბუფალასარი, ქურუმობისა და სავაჭრო-მონაღმფლობელურ არისტოკრატიაზე დაყრდნობით, განუდგა ასურეთს და თავი ბაბილონეთის მეფედ გამოაცხადა. ასურეთის წინააღმდეგ იგი მიდიელებს შეუკავშირდა, ასურეთის დაცემის შემდეგ, კიაქსართან ერთად გაიყო ასურეთის ტერიტორია. ასე შეიქმნა ახალბაბილონური სამეფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ნაბოფალასარის მემკვიდრის ნაბუქოდონოსორ II-ია (ძვ. წ. 604 - ძვ. წ. 562) ზეობაში. საშინაო პოლიტიკაში იგი ქურუმობას ეყრდნობოდა. დაპყრობითს ომებს ძირითადად სირიისა და პალესტინის წინააღმდეგ აწარმოებდა. ძვ. წ. 586 წელს ნაბუქოდონოსორ II-მ დაანგრია იერუსალიმი და ბაბილონეთში გადაასახლა 70 ათ. ებრაელი (ე. წ. ბაბილონის ტყვეობა), ძვ. წ. 574 ცამეტწლიანი ალყის შემდეგ აიღო ტვიროსი. წარმატებით ილაშქრა ეგვიპტელების წინააღმდეგ და უზრუნველყო ბაბილონეთის უშიშროება (პალესტინის სამხრეთ საზღვარზე). ამ პერიოდში ბაბილონეთი მიდიასთან ერთად წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო. ახალბაბილონურ ეპოქაში ქალაქებმა შეიძინეს სავაჭრო- ხელოსნური ცენტრების მნიშვნელობა, მოიპოვეს მთელი რიგი პრივილეგიები და პოლიტიკური თვითმმართველობა, განსაკუთრებით აღორძინდა ბაბილონი, რომლის სწორ და განიერ ქუჩებს ამშვენებდა ლამაზად ნაგები სახლები და დიდი მოედნები. იგი მთლი წინა აზიის სავაჭრო ცენტრად გადაიქცა (არსანიშნავია "ეგიბის ძეთა სავაჭრო სახლი" ბაბილონში და "მურაშუს ძეთა სავაჭრო სახლი" ნიფურში). გაჩნდა მონათა ექსპლოატაციის ახალი თავისებური ფორმა - მონების ნაწილს ფართო სააღებმიცემო საქმიანობის უფლებაეძლეოდა. ნაბუქოდონოსორ II-ის სიკვდილის შემდეგ ტახტი მისი უნიათო მემკვიდრეების საცილო გახდა. ქურუმთა ძლიერი ფენის მხარდაჭერით ძვ. წ. 555 გამეფდა ნაბონიდი. ორი წელი მან მოანდომა მღელვარებათა ჩახშობას სირიასა და პალესტინაში, ხოლო როცა გადაწყვიტა სამეფო რეზიდენცია ქვეყნის ჩრდილოეთით, თავის მშობლიურ ქალაქ ხარანში გადაეტანა, უკმაყოფილო ქურუმობამ იგი ფაქტობრივად ჩამოაცილა ტახტს და ბაბილონეთში მისი ძე ბალთაზარი გაამეფა.

მალე არასახარბიელოდ შეიცვალა საგარეო ვითარებაც. თითქმის მთელი წინა აზია დაიპყრო გაძლიერებულმა აქემენიდთა სახელმწიფომ. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონს, კიროს II მიადგა. მას მიემხრნენ ბაბილონელი ვაჭრები, რომლებსაც კიროს II-ის დაპყრობთა შედეგად ხელიდან ეცლებოდა ნაბონიდის უკმაყოფილო ქურუმები. მოღალატეებმა ქალაქის კარი გაუღეს კიროსს, რომელმაც თითქმის უბრძოლველად აიღო იგი, შემდეგ მოკლა ბალთაზარი, დაატყვევა და კარმანიაში გაგზავნანაბონიდი. თუმცა სპარსეთის მეფეები ძვ. წ. 482-მდე თავს ნომინალურად ბაბილონეთის მეფეებად აცხადებდნენ, ფაქტობრივად ქვეყანამ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა.









Комментариев нет:

Отправить комментарий