ღმერთი

ღმერთი

среда, 23 августа 2017 г.

რომის დაპყრობითი ომები საქართველოში.

რომის დაპყრობითი ომები საქართველოში.

ძვ.წ მესამე საუკუნის დამლევიდან რომი ერევა მსოფლიო პოლიტიკაში, ხოლო მე-2 საუკუნის დასაწყისიდან იგი აზიაში იჭრება. მე-2 საუკუნის დამლევისათვის რომაელებს უკვე სამფლობელო ჰქონდათ მცირე აზიაში.რომის მიერ აქ დამყარებული წესები , დიდძალი გადასხადები, მოხელეების  ძალმომრეობა სულს ხდიდა რომის ქვეშევრდო-მებს. და წინააღმდეგობის ცეცხლს აღვივებდა მათში. ამ განწყობილებით ისარგებლა მითრიდატე პონტოელმა , რომელსაც არაფრად ეპიტნავებოდა  რომის ასეთი გაძლერება თავის მახლობლად, და ომი აუტეხა. ომი პონტოელებსა და რომს შორის ოც წელზე მეტ ხანს გაგრძელდა(ძვ. წ.88 - 65 წწ.) ამ ომში უპირატესობა მითრიდატეს მხარეზე იყო და მან დიდად შეავიწროვა რომალები, რომელნიც შინაური უთანხმოებითა და ბრძოლით იყვნენ დასუსტებულები. მაგრამ შემდეგ უკვე ომის ბედი რომის მხარეს გადავიდა. რომა-ლებმა რიგრიგობით დაამარცხეს მითრიდატე და მისი მოკავშირეები.

პონტოს მეფის მოკავშირეები უკანასკნელ ომში რომაელების წინააღმდეგ იყვნენ არმენიის, ალბანიისა და იბერიის მეფეები. არმენია ანუ სომხეთი ძვ.წ. აღ-ით პირველი საუკუნის პირველ ნახევარში ძლიერი სახელმწიფო იყო. ამ დროს იქ მეფობდა ტიგრან მეორე.

ძვ.წ. 66 წ . რომაელების ახალმა სარდალმა - პომპეუსმა სასტიკად დაამარცხა მითრიდატე პონტოელი. მითრიდატემ თავს გაქცევით უშველა, იგი ჯერ კოლხეთში გადიხვეწა, სადაც ის ზამთარი ქალაქ დიოსკურიაში გაატარა, ხოლო აქედან ჩრდილოეთისაკენ წავიდა ახალი ჯარის შესაგროვებლად.

პომპეუსი ამის შემდეგ მითრიდატეს მოკავშირეებს მისდგა. ჯერ სომხეთში შეიჭრა  და დაიმორჩლა ტიგრანი. შემდეგ რომაელებმა ალბანიისა და იბერიისაკენ გაილაშქრეს. ალბანელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ დამარცხდენენ და იძულებული გახდნენ ზავი ეთხოვათ რომაელებისათვის.

რომაელები საქართველოში.

ქართლში ამ დროს მეფე არტაგი იყო. არტაგმა საჭიროდ ჩათვალა წინდახედულება გამოეჩინა: ზავის შესახებ რომაელებთან მოლაპარაკება გამართა, ფარულად კი სამხედრო სამზადისს აწარმოებდა. რომაელებმა არტაგს ხერხი გაუგეს, დაასწრეს და ქართლში შემოიჭრნენ.

არმაზის ციხე რომაელებმა შედარებით ადვილად ჩაიგდეს ხელში, რადგანაც მოულოდნელად დაესხნენ თავს.არტაგი მტკვრის გაღმა გავიდა და ხიდი დასწვა. შემდეგ არტაგმა კიდევ უფრო შორს გაიწია. რომალები მას ფეხდაფეხ მისდევდნენ სასტიკი ბრძოლით.

ხალხი სამშობლოს ადვილად არ სთმობდა. ქართველი ჯარი თავგამეტებით განაგრძობდა ომს, თუმცა მეფე მტერთან მოლაპარკებას აწარმოებდა. ქართველი მეომრები, ვინც წინა ბრძოლებში გადარჩა, გარშემომდებარე ტყეებში გაიფანტნენ, მაღლა ხეებზე ავიდნენ და იქედან უშენდნენ რამდენიმე დღე რომაელებს ისრებს. რომაელები იძულებული გახდნენ ტყე გაეჩეხათ.ქართველი მებრძოლები დაიღუპნენ, მტერს კი არ დანებდნენ.

რომაელებთან ბრძოლაში ქართველებმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს: ცხრაათასი კაცი მარტო მოკლული იყო.
ბოლოს არტაგი შეურიგდა თავის მარცხს და პომპეუსთან ზავი დასდო. არტაგმა  რომაელებს მძევლად თავისი შვილები მისცა, პომპეუსს კი მდიდარი ძღვენი მიართვა: ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროსავე მაგიდა. ეს მოხდა 65 წ. ძვ.წ.

რომაელებმა კოლხეთში თავისი მმართველები დააყენეს. პომპეუსის ჯარში იყვნენ ისეთი ბერძნებიც, რომელნიც მწერლობას მისდევდნენ.ისინი წერდნენ პომპეუსის ლაშქრობის ისტორიას, თანაც იმ ქვეყნებსაც ასწერდნენ ხოლმე, სადაც პომპეუსი გაივლიდა. ამ მწერლებმა საქართველოც ასწერეს.

მათი აღწერილობა უფრო ძველი ბერძენი მწერლების ცნობებთან ერთად შეჰკრიბა და გამოაქვეყნა განთქმულმა ბერძენმა გეოგრაფმა სტრაბონმა, რომელიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდა.

პომპეუსის თანამგზავრთა ცნობებიდან ჩვენ ვიგებთ თუ როგორი იყო საქართველოს ვითარება ძვ.წ. პირველი საუკუნის დამდეგს.



საქართველო ელინისტურ და რომაულ ხანაში.



Комментариев нет:

Отправить комментарий