ღმერთი

ღმერთი

среда, 23 августа 2017 г.

საქართველოს სამეურნეო მდგომარეობა ჩვ.წ აღ-მდე პირველი საუკუნის დამდეგს

საქართველოს სხვადასხვა კუთხე ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა თავისი მეურნეობით. დიდი იყო განსხვავება მთასა და ბარს შორის. ხალხი და მისი კულტურა ბარში უფრო სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე მთაში. ბარში მისვლა-მოსვლა უფრო ადვილი იყო კარგი გზების გამო და ბუნებაც უფრო ემორჩილებოდა ადამიანს. რაც უფრო მაღლა მდებარეობდა მთაში ადამიანთა საცხოვრისი, მით უფრო მკაცრი იყო ბუნება და მით უფრო ძნელი იყო ცალკე სოფლების დაკავშირება ერთმანეთთანაც და ბარის დაწინაურებულ თემებთანაც.

ბარში ხმელეთის გზებს გარდა მისვლა-მოსვლისათვის მდინარეებსაც იყენებდნენ. ნავებით დადიოდნენ რიონზე, ყვირილაზე შოროპნამდე, მტკვარზე, ალაზანზე. ბლომად და კარგად უშენებიათ ჩვენს წინაპრებს ხიდებიც, რომ მიმოსვლა არ შეფერხებულიყო. მარტო მდ. ფასიდზე შოროპანს ზემოთ, სადაც ნავები დადიოდა, 120 ხიდი ყოფილა აგებული. ხიდები იყო მტკვარზე, მაგალითად, მცხეთასთან, სადაც მტკვარი საკმაოდ განიერია, და სხვა მდინარეებზედაც. მთიულები კი ასე ადვილად ვერ მოძრაობდნენ. ვინც ძალიან მაღლა ცხოვრობდა მთაში როგორც სვანები, ისინი ზამთარში მთლად მოწყვეტილი იყვნენ გარეშე ქვეყანას; ზაფხულობითაც მათ უჭირდათ ხშირად ბარში ჩამოსვლა.

ამიტომ ვინც ყველაზე მაღლა ცხოვრობდა , ყველაზე ღარიბი იყო. სვანები და მათი მეზობლები თავს თურმე უფრო ნადირობითა და მესაქონელეობით ირჩენდნენ. უფრო დაბლა, მთის კალთებზე, მოსახლენი უკვე მიწასაც ხნავდნენ და პურს სთესავდნენ, მაგრამ უმთავრესად მესაქონლეობას მისდევდნენ და ჯოგებს აშენებდნენ.

სულ სხვა იყო ბარში. აქ მთავარი მნიშვნელობა მიწათმოქმედებას ჰქონდა. კოლხეთი განთქმული იყო თავისი ხილით, სელით, კანაფით, ცვილით(თაფლის სანთელი),ფისით, ხომალდების საშენებელი ხე-ტყით. ასევე იყო ქართლშიაც. მოჰყავდათ, ხორბალი, ქერი, ფეტვი და სხვა პურეული, ძველთაგანვე აშენებდნენ ვაზსა და აყენებდნენ ღვინოს. ბლომად ჰყავდათ შინაური პირიტყვი. იცოდნენ სხვადასხვანაირი ხელოსნობა და საუცხოო ოსტატებიც იყვნენ.

ვაჭრობაც განვითარებული ყოფილა. კავკასიონი ყველაზე მაღლა ადგილების მცხოვრებიც იძულებულები იყვნენ ბარში ჩასულიყვნენ, მაგ. მარილის საყიდლად. თვითონ ბარელები უფრო მეტს ვაჭრობდნენ. საშინაო ვაჭრობის გარდა, იმდროინდელ საქართველოს საგარეო ვაჭრობაც შორს ჰქონია გაბმული. ინდოეთიდან საქონელი მოჰქონდათ კასპიის ზღვამდე, შემდეგ კასპიის ზღვაზე გამოატარებდნენ და მტკვარზე ნავით ამოიტანდნენ ქართლში. აქედან , სადაც უკვე ნაოსნობა აღარ შეიძლებოდა , ხმელეთის გზით  გადაჰქონდათ ყვარლის ხეობაში, შორაპნამდე, შორაპნიდან კი ისევ ნავებით ჩაჰქონდათ შავ ზღავმდე  ქალაქ ფასიდში , საიდანაც საქონელი უკვე ზღვით იგზავნებოდა დასავლეთისაკენ.


სტრაბონი ამბობს იმდროინდელ საქართველოზე: ,,... ეს მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ძალიან ხშირი მოსახლეობა ჰყავდეს. და მართლაც იბერია მშვენივრადაა დასხლებული მეტწილად ქალაქებითა და დაბებით, ისე რომ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და არქიტექტურული ხელოვნები წესების თანახმად აშენებული ბინები და საბაზრო ადგილები და სხვა საზოგადოებრივი შენობები''.

ასეთი საზოგადოებრივი შენობების ნაშთები აღმოჩენილია ამაზში, - დიდი აბანოს, წყალსადენისა და , იქნებ აგრეთვე, ტაძრების ნაგებობები. სამთავროში კიდევ აღმოჩნდა საფლავის ლოდი წარწერით, რომელშიაც მოხსენიებულია,,მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი აქოლი"". ეს მცხეთის მთავარი არქიტექტრორი უნდა ყოფილიყო. აქვე ნაპოვნია დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა - კრამიტი, აგური.

იმდროინდელი უმთავრესი ქალაქები იყო: ფასიდი, დიოსკურია, პიტიუნტი და შორაპანი _ კოლხეთში, მცხეთა-არმაზი - ქართლში.


Комментариев нет:

Отправить комментарий