ღმერთი

ღმერთი

понедельник, 14 августа 2017 г.

მორალი Moral

მორალი Moral

სოციალური ინსტიტუტი, ნორმების, სანქციების, შეფასებების, დანაწესების, ქცევის ნიმუშთა სისტემა, რომელიც ასრულებს სოციალური კონტროლისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირების ფუნქციებს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში, მთლიანად საზოგადოებაში. მ-ის ფუნქციაა ადამიანთა ქცევის ნორმატიზება, ქცევის რეგულირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველგვარ სფეროში. მასობრივი მოღვაწეობის სხვა ფორმებისგან განსხვავებით (სამართალი, საწარმოო-ადმინისტრაციული განაწესი, სახელმწიფო დეკრეტები, ხალხური ტრადიციები), მ-ს დასაბუთებისა და თავისი მოთხოვნების განხორციელების სხვაგვარი წესი აქვს. მასში აუცილებლობა, სოციალური ერთობის ინტერესები და მოთხოვნილებები გამოიხატება სტიქიურად ფორმირებული და საყოველთაოდ აღიარებული შეფასებებისა და დანაწესების სახით, რაც განმტკიცებულია ნიმუშის, ჩვევის, ადათის, საზოგადოებრივი აზრის ძალით. ამის გამო მორალურ მოთხოვნებს უპირობო აუცილებლობის ფორმა აქვს და ერთნაირად ეხება ყველას, თუმცა კი ბრძანება არავისგან მოდის, ამასთან, ეს მოთხოვნები შედარებით მყარი ხასიათისაა. არსებულ წესრიგზე დაფუძნებული წეს-ჩვეულებებისგან განსხვავებით, მ. იდეურადაა დაფუძნებული წარმოდგენაზე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა; მ. სამართლისგან განსხვავდბა იმით, რომ ყოველი ადამიანის მიერ ზნეობრივი მოთხოვნების შესრულება კონტროლდება ყველას მიერ, ამასთან, ამა თუ იმ ადამიანის ავტორიტეტი არ უკავშირდება ოფიციალურ უფლებამოსილებას; მ-ის მოთხონათა შესრულება სანქციონირდება მხოლოდ სულიერი ზემოქმედების ფორმებით (საზოგადოებრივი შეფასება, მოწონება ან გაკიცხვა), ამის გამო, სოციალური კონტროლის სხვა ფორმებთან შედარებით, იგი ცნობიერებისათვის უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს და შეიძლება გამოიხატოს ცნების ფორმითაც (რაციონალურად) და გრძნობითაც. მ-ს სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს: ნორმა, მოვალეობა, პასუხისმგებლობა, სინდისი. ცნობიერება ამას ასახავს შესაბამისი წარმოდგენებით (პრინციპები, საზოგადოებრივი და მ-ური იდეალები, კეთილი-ბოროტი, სამართლიანობა-უსამართლობა და სხვ.).

dictionary.css.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий