ღმერთი

ღმერთი

вторник, 1 июля 2014 г.

«არ მაინტერესებს თქვენი კულტურა»

ახლახან აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაავალა აშშ-ის დიპლომატიურ სამსახურს, მსოფლიოში ხელი შეუწყონ გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებების დაცვას. შეხვედრას სექსუალური უმცირესობების ცნობილ უფლებადამცველებთან ერთად დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, დანიისა და ისლანდიის ელჩები ესწრებოდნენ. 

ჯო ბაიდენმა ილაპარაკა, რომ სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვა არის ცივილიზებული ქვეყნების დამახასიათებელი ნიშანი და ის ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებზე მაღლა უნდა იდგეს.


«არ მაინტერესებს თქვენი კულტურა», _ განუცხადა ბაიდენმა სტუმრებს და დასძინა, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც არ აძლიერებენ ლგბტ პირთა უფლებებს, არაადამიანურობის საფასური უნდა გადაიხადონ.


ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. საქართველოში «მუქარას» უწოდებენ ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ, თუკი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს საფრთხე შეექმნება, რუსეთი თავს დაიცავს. თუ მუქარაა ის, რომ რუსეთი თავს დაიცავს, მაშინ რა შეიძლება ეწოდოს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებას? რა იქნება «არაადამიანურობის საფასური»? ვის შეეხება იგი? დღეს რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გაემიჯნა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება იმას, რომ «არაადამიანურობის საფასურზე» ლაპარაკისას ბაიდენი სწორედ რუსეთს გულისხმობდა.


ცნობისათვის: ნატოს წევრ და აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირე თურქეთში მხოლოდ შარშან 70 ტრანსსექსუალი მოკლეს, მაგრამ ამერიკელებს ეს არც შეუმჩნევიათ. «არაადამიანურობა» არის ის, რომ რუსეთში გეიპროპაგანდა აიკრძალა!


სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ წინააღმდეგობრივი ან სულაც მიუღებელი განცხადებების გამო ბაიდენს არაერთხელ მოუწია ბოდიშის მოხდა. 2013 წლის 21 მაისს ჯო ბაიდენმა ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ამერიკელი ებრაელების დამსახურებებს ეძღვნებოდა, საჯაროდ განაცხადა, რომ ებრაელთა როლი განსაკუთრებულია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაში. რაც შეეხება კინოინდუსტრიასა და მასმედიას, ბაიდენმა თქვა: «ცვლილებათა 85%, რომლებიც განხორციელდა ჰოლივუდსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მათ ებრაელები ხელმძღვანელობენ». მან ხაზი გაუსვა ებრაელების გავლენას იმიგრაციული კანონმდებლობის მიღებასა ფემინიზმის მიღწევებში. ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა: «ჩვენ დიადი ქვეყანა დიდწილად იმ წვლილის გამო ვართ, რომელიც ებრაულმა მემკვიდრეობამ და ებრაულმა პრინციპებმა შემოიტანეს».


ბაიდენის ამ გამოსვლამ, ებრაელების მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ამერიკული პრესა წერდა, რომ მისი ეს გამოსვლა ჩინებული კოზირია ებრაელთა მოწინააღმდეგეებისთვის; ბაიდენმა, ფაქტობრივად, ირიბად დაადასტურა, რომ არსებობს «ებრაული შეთქმულება» (თჰე Nეწ Yორკ Mაგაზინე). ავტორიტეტული ებრაელები სულაც არ მოიხიბლნენ ვიცეპრეზიდენტის ამ გამოსვლით.


ერთ გამოსვლაში ბაიდენმა პრეზიდენტ ობამას მისამართით განაცხადა: «ჩვენ გამოგვიჩნდა პირველი თანამედროვე აფროამერიკელი, რომელიც კარგად ლაპარაკობს, ნათელი, სუფთა და სიმპათიური, პირდაპირ ზღაპრული პერსონაჟია». ბევრმა ამერიკელმა ეს კომენტარი შეურაცხყოფად და რასობრივად მიუღებლად მიიჩნია. ბაიდენს ობამას წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია. სხვა დროს მან განაცხადა, რომ ამერიკაში ვერ იპოვი ფუნთუშის გამყიდველს, ინდური აქცენტი რომ არ ჰქონდეს. 2011 წლის 14 აპრილს ჯო ბაიდენს ჩაეძინა პრეზიდენტ ობამას სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ეძღვნებოდა.


ბაიდენი ყოველთვის აშკარად გამოხატავდა ერთგულებას კათოლიკური რწმენისადმი და აცხადებდა, რომ «ყელში ჩათხრის კრიალოსანს ნებისმიერ რესპუბლიკელს, რომელიც მას მცირედმორწმუნეობას უსაყვედურებს». ასეთი მხურვალე კათოლიკე დღეს კიდევ უფრო მხურვალედ იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს და მათ ეროვნულ კულტურასა და სოციალურ ტრადიციებზე მაღლა აყენებს.


1987 წელს ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობას აპირებს. მაშინ იგი სენატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. საარჩევნო კამპანია საკმაოდ ენერგიულად დაიწყო, მაგრამ მალე ჟურნალისტებმა ტყუილში გამოიჭირეს: ბაიდენი ყოველთვის ამბობდა, რომ სკოლის, უნივერსიტეტისა და იურიდიული კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული იყო, მაგრამ ჟურნალისტებმა ეს მონაცემები შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ბაიდენს ძალიან დაბალი მოსწრება ჰქონდა. გარდა ამისა, კოლეჯში სწავლისას იგი პლაგიატში ამხილეს. მისი კონკურენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც შედარებული იყო ბაიდენის და დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მოქმედი ლიდერის, ნილ კინოკის გამოსვლები. გაირკვა, რომ ბაიდენი პირდაპირ იმეორებდა კინოკის ფრაზებს. ამ სკანდალების შემდეგ ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ იგი «წარსულის შეცდომების ჰიპერტროფირებულმა ჩრდილმა გაჭყლიტა».


ბაიდენის ბიოგრაფია ისეთივე წინააღმდეგობრივია, როგორც მისი განცხადებები. 1974 წელს ჟურნალ თIME-მაME ყველაზე ახალგაზრდა, 30 წლის სენატორი ჯო ბაიდენი შეიყვანა იმ 200 პიროვნების სიაში, «რომლებიც შექმნიან ისტორიას». იგი 35 წლის განმავლობაში წარმოადგენდა დელავერის შტატს აშშ-ის სენატში, თუმცა «ისტორიის შექმნაზე» ისტორია მოკრძალებულად დუმს. მისი წვლილი ამ საქმეში იმით შემოიფარგლა, რომ, პრეზიდენტობა როდესაც დააპირა, განაცხადა, რეიგანის ეპოქის ცვლილებებს გავაუქმებო.


ბავშვობაში ბაიდენს ენა ებმოდა, მაგრამ მოახერხა ამ ნაკლის დაძლევა და კარგ ორატორად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ახალგაზრდობაში ასთმის გამო ფეხბურთს დაანება თავი და ამავე მიზეზით არ წავიდა ვიეტნამის ომში. პოლიტიკოსი, რომელსაც სამხედრო ძალებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, აშშ-ის მიერ წამოწყებული ყველა ომის მხარდამჭერად იქცა.


ბაიდენი იყო პირველი, რომელმაც სლობოდან მილოშევიჩს სამხედრო დამნაშავე უწოდა. პრეზიდენტ კლინტონის მიერ იუგოსლავიის დაბომბვის გადაწყვეტილებას დიდწილად სწორედ ბაიდენის გავლენას უკავშირებენ. იმჟამად იგი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოღვაწეობდა. სწორედ ბაიდენი ლობირებდა ბოსნიელი მუსლიმანების შეიარაღებას, მოითხოვდა იუგოსლავიის ხელმძღვანელობის დანაშაულთა გამოძიებას და სერბეთის დაბომბვას. 2001-2003 წლებში იგი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა ავღანეთში სამხედრო ჩარევას. 2002 წელს მან მხარი დაუჭირა ერაყში ინტერვენციას.


საინტერესოა, რომ 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამასთან წყვილში (პრეზიდენტი-–ვიცეპრეზიდენტი) კენჭისყრისას ბაიდენმა ყოველი შემთხვევისთვის თადარიგი დაიჭირა და პარალელურად დელავერის შტატის სენატორად იყარა კენჭი. ისე მოხდა, რომ ობამამ არჩევნები მოიგო და იმავე დღეს სენატორად გასულმა ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტის სავაძელში გადაინაცვლა, ხოლო დელავერის გუბერნატორმა მის ადგილზე ორი წლის ვადით ბაიდენის თანაპარტიელი ტედ კაუფმანი დანიშნა. ასეთი ამერიკული დემოკრატია რომ იყოს, მაგალითად, რუსეთში, ანუ გამოკლებული სენატორის ადგილზე არჩევნების გარეშე გუბერნატორმა დანიშნოს ვინმე, ადვილი წარმოსადგენია, როგორი რისხვა დაატყდებოდა დემოკრატიის «დამცველებისგან»!


2012 წელს ობამა-ბაიდენის წყვილმა მეორედ გაიმარჯვა. ჯო ბაიდენი და სააკაშვილის ლობისტი ჯონ მაკკეინი, მიუხედავად იმისა, რომ ორ კონკურენტ პარტიას, შესაბამისად, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს წარმოადგენენ, ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ; 2004 წელს ბაიდენმა უარი თქვა პრეზიდენტად კენჭისყრაზე, ხოლო როცა მის კანდიდატურას ჯონ კერისთან ერთად ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავდნენ, მან დემოკრატების კანდიდატს მეწყვილედ სწორედ მაკკეინი შესთავაზა. 2008 წელს მაკკეინმა გულითადად მიულოცა ბაიდენს გამარჯვება და ვიცეპრეზიდენტის პოსტი. ისინი ყოველთვის სოლიდარულები იყვნენ ავღანეთის, ერაყისა და პაკისტანის საკითხებში.


ბაიდენი ცნობილია, როგორც ყველაზე ღარიბი ამერიკელი პოლიტიკოსი. მისი წლიური შემოსავალი მხოლოდ 400 ათასი დოლარია. სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა ბაიდენის დაბნეული გამომეტყველება აღნიშნეს, მით უფრო, რომ ეს 2008 წლის სამხედრო ავანტიურის შემდეგ ხდებოდა და სააკაშვილი აშშ-ის სენატისგან მილიარდი დოლარის დახმარებას ითხოვდა.


ბაიდენს ორად ორი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული: 2006 წელს იგი ლატვიაში «სამი ვარსკვლავის ორდენის» უმაღლესი ოფიცრის წოდებით დააჯილდოვეს, ხოლო 2009 წელს სააკაშვილმა გამარჯვების წმინდა გიორგის ორდენი უბოძა. ახლო მომავალში ამ ჯილდოებს, ალბათ, უკრაინის რომელიმე ორდენიც შეემატება. ჯო ბაიდენი კიევშიც ჩავიდა და ახალ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ქალბატონი ნულანდის მიერ დარიგებული ფუნთუშებით გამარჯვებულმა კიევის მაიდანმა სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით შეასრულა. მართალია, შეერთებულმა შტატებმა, როგორც ამბობენ, ამ ოპერაციისთვის 5 მილიარდი დოლარი გაიღო, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში პროცესი დამძიმდა _ პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებების მიუხედავად, ცეცხლი არ წყდება და ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. ამ ვითარებაში 30 ივნისიდან 6 ივლისამდე დაანონსდა ,»კიევ პრაიდი _ 2014», როგორც ანტირუსული(?!) გეიპარადი. მოგვიანებით კვირეული 5 ივლისს დაგეგმილი ერთდღიანი აღლუმით შეცვალეს. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (მოსკოვის საპატრიარქო) მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას იმის პროპაგანდა, რასაც ეკლესია _ ცოდვად, ხოლო საზოგადოება გარყვნილებად მიიჩნევს. თავის მხრივ, უკრაინის პატრიარქის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია. საკითხის პოლიტიზება თვითონ ლგბტ საზოგადოების უფლებადამცველებმა მოახერხეს: მათ განაცხადეს, რომ გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები მხარს უჭერენ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აღლუმი ანტირუსულ დატვირთვას ატარებს. ეს, ალბათ, პირველად ხდება ისტორიაში, როცა სექსუალური უმცირესობები პოლიტიკური მოტივით ატარებენ გეიპარადს.


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა, როგორც კი იანუკოვიჩის ჩაი დალია, მაშინვე განაცხადა: «მე თვითონ ჩავუდგები სათავეში პირველ სრულიად უკრაინის გეიპარადს!» უცნობია, ამავე აზრზეა თუ არა ახალარჩეული პრეზიდენტი პოროშენკო. ასეა თუ ისე, სექსუალურ უმცირესობათა საკითხი უკვე უკიდურესად პოლიტიზებულია და საკმარისია, მათ მიმართ აღტაცება არ გამოხატო (სულერთია, საქართველოში თუ უკრაინაში), რომ მაშინვე პრორუსულის მაღალ წოდებას მიიღებ! თუ ასე გაგრძელდა, მოლა ნასრედინისა არ იყოს, შეკითხვაზე _ ხარ თუ არა პრორუსული, ჰომოსექსუალიზმის მოძულენი მოკლედ უპასუხებენ: – იმიტომ!


ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა:


«ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა უჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა».



ისევ გავიხსენოთ, რას ამბობს ბაიდენი: «მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა! იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც არ აძლიერებენ ლგბტ პირთა უფლებებს, არაადამიანურობის საფასური უნდა გადაიხადონ!»


ვის სიტყვებს დაუჯერებს სრულიად საქართველო, ვფიქრობ, რთული გამოსაცნობი არ არის.


ნანა დევდარიანი

geworld.net


2015 წლიდან საქართველო ახალი თაობის, ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის!


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს.


შეგახსენებთ, რომ ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ქსელის აგებისა და ოპერირების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, ხოლო სამუშაოების საბოლოო დასრულება 2015 წლისთვის იგეგმება. თუმცა სანამ საქართველო ახალი თაობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, ორგანიზაცია საზოგადოებას 7 პუნქტს სთავაზობს, რომელიც აღნიშნავს თუ რა სარგებელი გააჩნია ახალი ტიპის მაუწყებლობას.


1. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გადაწყვეტილება საერთაშორისო ვალდებულებაა.

2006 წელს, საქართველო და ყველა მეზობელი ქვეყანა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან (IთU) დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმდა, რომ 2015 წლის 17 ივნისს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობა გამოირთვება და მთელი რეგიონი ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადავა.

ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი, რომელსაც დღეს ტელევიზორის საყურებლად ვიყენებთ, თავდაპირველად მონოფონური ხმის მქონე შავ-თეთრი გამოსახულების მისაღებად დაინერგა. ტელევიზიის განვითარებასთან ერთად, როცა მას ახალი ფერები, სტერეო ხმა და მრავალი არხი დაემატა, დადგა ამ სიგნალების ადაპტაციის საჭიროება, რათა მას მრავალფეროვანი ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა მისცემოდა. დღეისათვის სატელევიზიო მაუწყებლობამ ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ ანალოგური სიგნალით უკვე შეუძლებელია მრვალფუნქციური მომსახურებების სრული სპექტრის მოცვა. სწორედ ამიტომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა (IთU) მსოფლიოს ყველა ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სიხშირეების გაცილებით ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს, უკეთეს გამოსახულებასა და ხმის ხარისხს უზრუნველყოფს და ასევე, ფუნქციათა ბევრად უფრო მდიდარ არჩევანს შემოგვთავაზებს.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უკვე გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე, მათ შორის ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში; ზოგ ქვეყანაში კი, საქართველოს მსგავსად, ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. გადამცემი ინფრასტრუქტურის მდებარეობიდან და გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულ ქვეყანათა უმეტესობამ გასულ წლებში DVB-თ1 სტანდარტი (ციფრული ვიდეო მაუწყებლობა - მიწისზედა მაუწყებლობის პირველი თაობა) დანერგა და მხოლოდ ახლა გადადის DVB-თ2-ზე (ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის მეორე თაობა) - გაუმჯობესებულ და უფრო ეფექტურ სტანდარტზე. საქართველო კი ანალოგიდან პირდაპირ DVB-თ2 სტანდარტზე გადავა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კომპლექსური პროცესია და გავლენას იქონიებს ყველა იმ ოჯახზე, რომელიც სატელევიზიო სიგნალს ანტენის საშუალებით იღებს. ტრანზიციის პერიოდში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს, ტელეკომპანიებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა წარმატების აუცილებელი პირობაა. საჭიროა ფართომასშტაბიანი და ინტენსიური კამპანიის წარმოება, რათა საზოგადოებას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საკმარისი დროით ადრე ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მიწისზედა ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის - სატელევიზიო ანძებისა და ტელეკომპანიების აღჭურვილობის - განახლებასაც მოითხოვს.

2. გაციფრულებას ბევრი სარგებელი ახლავს თან:

- ციფრული მაუწყებლობა მეტი არხის გადაცემისა და მიღების საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლებს გაცილებით მეტი უფასო სატელევიზიო პროგრამის ხილვის საშუალება ექნებათ;

- სატელევიზიო არხებზე ხმისა და გამოსახულების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება;

- თქვენს ეკრანებზე აღარასოდეს გამოჩნდება ვიზუალური წუნი, ე.წ. „თოვლი". ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ დავიწყებას მიეცემა ის დრო, როდესაც წვიმიან ამინდში ტელევიზორის თავზე დაბრახუნებით სასწაულებრივად ბრუნდებოდა ხოლმე ეკრანზე გამოსახულება. ციფრული ტექნოლოგიის ეპოქაში, უბრალოდ, აღარ იარსებებს ცუდი გამოსახულების მიღების პრობლემა, რადგან ციფრული სამაუწყებლო დაშიფრვა იმის გარანტიას იძლევა, რომ ან მკაფიო გამოსახულებას მიიღებთ, ან მას საერთოდ ვერ მიიღებთ - შუალედური ვარიანტი არ არსებობს. ეს მოვლენა ციფრული ცლიფფ („ციცაბო კლდის") ეფექტის სახელითაა ცნობილი: სუსტი ციფრული სიგნალის სრულად დაშიფვრა ვერ ხდება, რის შედეგადაც სიგნალის გადაცემა წყდება და ეკრანზე სიცარიელე ჩნდება;

- ციფრული მაუწყებლობის პერიოდში ხელმისაწვდომი გახდება მაღალი გარჩევადობის (HD) არხები;

- გაჩნდება ახალი ტიპის სერვისები, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრონული პროგრამების კატალოგი. ეკრანზე გამოისახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გადის აღნიშნულ დროს და რა გადაცემები გავა მომდევნო დღეების განმავლობაში, რისი წყალობითაც შეგეძლებათ, დაგეგმოთ ტელევიზორის ყურება და მეტიც, გამოიყენოთ შეხსენების რეჟიმი;

- მხედველობისა და სმენის შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იქნება აუდიო აღწერილობა და სუბტიტრები;

- DVBთ2 სტანდარტი შესაძლებელს გახდის ტელეარხების ყურებას ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე სიგნალის მიმღები UშB მეხსიერების დისკის გამოყენებით და, ასევე, უზრუნველყოფს უკეთეს გამოსახულებას უამინდობის დროს ან პორტატული ტელევიზორების ყურებისას (მაგ., მანქანებში დამონტაჟებული ტელევიზორების).

- ციფრული მაუწყებლობა სიხშირეების ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ის სიხშირეები, რომლებიც ახლა მაუწყებლობისთვის გამოიყენება, გათავისუფლდება და მათი სხვა მიზნით გამოყენება გახდება შესაძლებელი. მარეგულირებელ კომისიას შეეძლება გამოაცხადოს აუქციონი 4G ფართოზოლიანი მობილური კავშირებისთვის, რაც, ერთის მხრივ, სახელმწიფოსთვის დამატებითი შემოსავალია, მეორეს მხრივ კი, ქვეყანაში მაღალსიჩქარიან მობილურ ინტერნეტს განავითარებს.

3. სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებთ? მაშინ ეს თქვენ გეხებათ.

სატელევიზიო სიგნალის მიღების რამდენიმე გზა არსებობს: კაბელით, ინტერნეტით, სატელიტური თეფშის ან ანტენის საშუალებით, რომელიც სიგნალს სატელევიზიო ანძიდან იღებს. მიწისზედა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხება, რომლებიც სატელევიზიო სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებენ. მომხმარებლებმა, პირველ რიგში, უნდა გაარკვიონ აკმაყოფილებს თუ არა მათი ტელევიზორი DVB-თ2 სტანდარტს. თუ პასუხი ნეგატიურია, ასეთ ოჯახებს სეტ-ტოპ ბოქსის (ეს მოწყობილობა ახდენს ციფრული სიგნალის დეკოდირებას/გარდაქმნას ანალოგურ სიგნალად, რის შედეგადაც ციფრული სიგნალი ანალოგურ ტელევიზორზეც გამოისახება), ან DVB-თ2 სტანდარტზე მომუშავე ახალი ტელევიზორის შეძენა მოუწევთ. თუმცა არის კიდევ ერთი გზა: შეგიძლიათ აირჩიონ სხვა პლატფორმები და საკაბელო ან სატელიტური ოპერატორების მომხმარებლები გახდეთ - სატელიტისა და საკაბელო კომპანიების კლიენტებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა პირდაპირ არ შეეხებათ.

2013 წლის მიწურულს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ოჯახების 44% სატელევიზიო სიგნალს სატელიტური თეფშით იღებს, 35% - ანტენით, 25% - საკაბელო ტელევიზიით და მხოლოდ 5% იღებს სატელევიზიო სიგნალს ინტერნეტით.

4. ახალი ტელევიზორის შეძენა საჭირო არ არის.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ციფრული სიგნალის მისაღებად ნებისმიერი ტელევიზორის გარდაქმნა შეიძლება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ არხების საყურებლად თქვენს ტელევიზორს სეტ-ტოპ ბოქსი დასჭირდება, თუ რა თქმა უნდა თქვენი ტელევიზორი ისედაც არ აღიქვამს DVB-თ2 სტანდარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ციფრული სიგნალის მისაღებად ეს მოწყობილობა აღარ დასჭირდება. სეტ-ტოპ ბოქსის შეძენისას შეამოწმეთ, არის თუ არა ის სერტიფიცირებული (ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე პასუხისმგებელი უწყება, სერტიფიცირებული პროდუქტებისა და საცალო გაყიდვის ობიექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოგვიანებით უფრო დეტალურ სპეციფიკაციებსა და რჩევებს გამოაქვეყნებს). თუმცა თუ მაინც მოისურვებთ ახალი ტელევიზორის შეძენას, დარწმუნდით, რომ ის შესაბამისობაშია DVB-თ2 სტანდარტთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიგნალს ანტენის საშუალებით იღებთ, თქვენი ტელევიზორი DVB-თ2 სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არც სეტ-ტოპ ბოქსს შეიძენთ, ანალოგური სიგნალის გამორთვის შემდეგ (2015 წლის 17 ივნისი) ტელევიზორის ყურებას უბრალოდ ვეღარ შეძლებთ. ამასთან, დარწმუნდით, რომ ოჯახში არსებული ყველა ტელევიზორი მიერთებულია სეტ-ტოპ ბოქსთან ან გააჩნია ინტეგრირებული გადამყვანი.

5. HD ტელევიზორი არ არის ციფრული ტელევიზია.

HD ტელევიზორის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად. HD ტელევიზორი ეკრანის რეზოლუციის ახალ სტანდარტზე მიუთითებს, რომელიც გამოსახულების მეტ სიმკვეთრეს უზრუნველყოფს. იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა თქვენს ტელევიზორს ციფრული მაუწყებლობის პირობებში მუშაობა, უნდა შეამოწმოთ აკმაყოფილებს თუ არა ის DVB-თ2 სტანდარტს.

ამჟამად მხოლოდ სატელიტურ და საკაბელო ტელევიზიებს შეუძლიათ HD პროგრამების გადაცემა.


6. სოციალურად დაუცველი ოჯახები - სუბსიდიებს, დანარჩენები კი შესაბამის ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ხელისუფლებამ ორი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს. პირველი მიმართულება ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიის წარმოებას გულისხმობს, რომლის დანიშნულებაც უნდა იყოს ხალხის ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, როგორ და რატომ ხდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

ხელისუფლების მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა იმის უზრუნველყოფაა, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს ციფრული სიგნალის მიღებისათვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული გზებით ხდება მოქალაქეების დახმარება, სოციალურად დაუცველი ჯგუფების სუბსიდირებით დაწყებული და მთელი მოსახლეობისათვის სეტ-ტოპ ბოქსების შესაძენად ვაუჩერების დარიგებით დამთავრებული.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტრატეგიის თანახმად, ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და რეიტინგში 70 000-ზე დაბალი ქულა აქვთ მინიჭებული (ამჟამად ასეთი ოჯახების რიცხვი 225 000-იდან 240 000-მდე მერყეობს) სპეციალური დახმარებით ისარგებლებენ და სეტ-ტოპ ბოქსებს უფასოდ მიიღებენ.

სსიპ ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მართვაზეა პასუხისმგებელი, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და სათანადო დახმარების გაწევისათვის შემდეგ ღონისძიებებს გაატარებს:

- ამოქმედდება საინფორმაციო ცხელი ხაზი 24/7, რომელიც სხვადასხვა ენაზე იფუნქციონირებს;

- შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი (წწწ.დიგიტალტვ.გე), რომელზეც განთავსდება შესაბამისი ტექსტური და ვიდეო მასალა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით;

- მოხდება მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება სერტიფიცირებული ტექნიკით მოვაჭრე საცალო ობიეტებთან დაკავშირებით;

- შეიქმნება სოციალური სარეკლამო რგოლები და ვიდეო მასალა, რომელიც მედიასაშუალებებით გავრცელდება;

- ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრეინინგები;

- საცალო მოვაჭრეთა და მომხმარებლებისათვის დაიბეჭდება საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც საცალო ვაჭრობის ობიექტებში გავრცელდება.


7. დათქმული ვადის დარღვევა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს საფრთხის ქვეშ დააყენებს.


თუ ქვეყანა დათქმულ ვადაში, ანუ 2015 წლის 17 ივნისისათვის, ვერ მოახერხებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები საფრთხის წინაშე დადგება. ამის მიზეზი ის იქნება, რომ შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგური სამაუწყებლო სიგნალებს ხელშეშლებისაგან იცავს, ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება. თუ ქვეყანა ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის გათიშვას, მაშინ საქართველოს სიხშირეთა ნაწილის გამოყენებას, დიდი ალბათობით, მისი მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ, რაც გამოიწვევს ხელშეშლებს და შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვა მოხდება. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდება მეზობლებთან ხელახალი ორმხრივი მოლაპარაკებები წამოიწყოს სიხშირეთა გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველო მეტად არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.


ავტორი: თეონა რამაზაშვილი
01 ივლისი, 2014

reportiori.ge

В документах WikiLeaks обсуждается вопрос об инопланетянах.

В отдельных документах правительства США, опубликованных Джулианом Асанжем, основателем WikiLeaks, упоминаются инопланетяне и НЛО.

1. Литовский политик считает, что НЛО управляются русскими

В сообщении американского посольства в Вильнюсе, Литва, в 2006 г. упоминается странный комментарий Альбинаса Янушки, советника премьер-министра Литвы.

Янушка, который позиционирует себя как патриота, борющегося против российского влияния, предупредил о существовании группы людей, которыми управляют с Востока, и группы НЛО, создающей влияние из космоса. Он также добавил, что «существует маленькая группа, которая пытается рационально анализировать ситуацию и объективно оценить, что произошло».

Аббревиатура НЛО (UFO) на английском означает не только неопознанные летательные объекты, но и неидентифицированные иностранные аппараты. Вполне возможно, что Янушка имел в виду последний смысл, а не инопланетян. В документе отмечено, что Янушка имеет большое влияние в Литве: «Сохраняющееся влияние Альбинаса Янушки в литовской политике нельзя недооценивать. Он хороший стратег и имеет связи в кругах политической элиты Литвы».

2. Таджикский мэр считает, что на других планетах есть жизнь

Мэр Душанбе Махмадсаид Убайдуллоев встречался с послом США Кеном Гроссом в 2010 г. Позднее Гросс описал эту встречу в документе, который был опубликован в Wikileaks.

Разговор главным образом касался открытия центра американской культуры в городе, предстоящих выборах, потерях, понесённых таджиками и американцами в Афганистане, и строительстве дамбы. Однако во время беседы также была затронута тема инопланетян.

Гросс писал: «Убайдуллоев считает, что на других планетах существует жизнь, но мы должны сосредоточиться на решении проблем на Земле». Гросс привёл цитату Убайдуллоева: «Мы знаем, что на других планетах существует жизнь, но сначала мы должны добиться мира здесь».

Разговор оказался тяжёлым для Гросса, который охарактеризовал его как «мучительные 90 минут». Гросс охарактеризовал Убайдуллоева «трудным, непредсказуемым и иногда враждебно настроенным». По мнению Гросса, во время беседы мэр лгал о свободных выборах, добровольных пожертвованиях на строительство дамбы и свободных СМИ.

3. Приверженцы инопланетной религии хотят клонировать человека

В ряде неназванных документов, источником одного из которых является американское посольство в Оттаве, а другого ― американское консульство в Монреале, высказываются опасения в связи с религией раэлитов в Канаде.

Раэлиты считают, что человечество было создано инопланетянами в ходе лабораторного эксперимента, говорится в документах. Они пытались убедить учеников-католиков в квебекских школах отказаться от своей веры. У раэлитов был план давать школьникам кресты, чтобы их сжигать.

В одном из документов приводится цитата из местных СМИ: «Ключевая цель раэлитов ― создавать жизнь в лаборатории, чтобы добиться бессмертия людей, и создать цивилизацию на другой планете. Кроме того, они хотят построить посольство в Израиле, чтобы встретить элохимов (развитую инопланетную расу), когда они вернутся на Землю в 2035 г. Группа подвергается критике за поддержку использования генетических исследований и евгеники в целях улучшения человеческой расы».

На момент написания документов раэлиты утверждали, что им уже удалось успешно клонировать человека.

Другие упоминания об инопланетянах и НЛО в документах WikiLeaks

Министр обороны Белоруссии Юрий Жадобин сказал, что министерство больше не расследует паранормальные явления, как это делалось в советские времена, из-за недостаточного финансирования. В другом неназванном документе говорилось, что член кабинета министров Японии Мичимура верит в то, что корабли инопланетян пролетали рядом с Землёй, и он недоволен тем, что правительство его страны официально отрицает все сообщения об НЛО. Ещё в одном сообщении французский автор Эрик Жульен утверждал, что его похитили инопланетяне. Он говорил, что «получил информацию на физическом уровне», согласно которой гигантский фрагмент кометы упадёт в Атлантический океан 25 мая 2006 г. и вызовет сильное цунами. Предсказание не сбылось.



Битва за воду: планету ожидает нехватка важнейшего ресурса.

По прогнозам экспертов, уже в ближайшие 10 лет острую нехватку воды испытают около 2 млрд человек по всему миру. Дефицит грозит более чем 40% населения планеты, включая наиболее проблемные регионы: Северную Африку, Ближний Восток и Юго-Восточную Азию. Но уже сейчас этот природный ресурс становится орудием войны.



რა გვინდა და რა არის ჩვენი ერის არჩევანი ქრისტე და ქრისტიანობა თუ...? (29.06.2014)



აბანოდ გადაკეთებულიი ეკლესიები,დახვრეტილი სამღვდელოება.

ახალმოწამენი, 21 -იანი წლები ,ეკლესიების ნგრევა , სასულერო პირების დახვრეტა


https://www.youtube.com/watch?v=uHxGlSSiNP0


ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – აი, ეს არის განკურნების გზა

სტუდია "გუთანის" მიერ გადაღებულ ფილმში მამა სერაპიონი (ჯიშკარიანი) გვესაუბრება ავადმყოფობის მიზეზებზე და მისი დაძლევის გზებზე:

ავადმყოფობა თუ შემემთხვა, ის ჩემი დათესილია, მიზეზი ჩემშია, ავადმყოფობის გამოვლინება არის წმენდის პროცესი. თუკი მივიღებ ამას სიხარულით, მადლიერებით, ლოცვით, მარხვით - შევეწევი ღმერთს ჩემს გაწმენდაში. ავადმყოფობა არის სასჯელი.

მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ბოროტმოქმედი სანამ თავისუფლად პარპაშებს, მას აქვს მთელი თეორიები, გამამართლებელი თავისი ბოროტებისა, მაგრამ როდესაც დაისჯება და ციხეში მოხვდება, მაშინ მას წესით უნდა დაეწყოს სინდისის ქენჯნა, გამოფხიზლება, თქვას ღვთისადმი: აქამდე ბრმა ვიყავი, ბოროტებას ჩავდიოდი და ვერ ვხედავდი, მადლობელი ვარ ღმერთო, რომ სასჯელი დამადე, უფრო მკაცრი სასჯელი მეკუთვნის, უფრო ხანგრძლივი სასჯელი მეკუთვნის, კარცერი მეკუთვნის, როცა ასე განეწყობა ადამიანი, უფრო ხანგრძლივი პატიმრობა კი არ მიეცემა, ღმერთი შეუნდობს და მალე გამოიყვანს ციხიდან. ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მე უსამართლოდ დავისაჯე, რატომ შემეყარა ეს ავადმყოფობა, არაფერი ცოდვა არ მაქვს, ასეთი პატიოსანი ვარ, სხვები კი ცოდვილები არიან და ჯანმრთელად არიან, მდიდრებიც არიან. მე ასეთი პატიოსანი რატომ ვისჯებიო - არასწორად ფიქრობს.

ანდა შეიძლება მე ციხეში მოვხვდე და განაჩენი იყოს არასწორად გამოტანილი. რა ვქნა ახლა მე? თუ ჩავთვალე, რომ უსამართლოდ ვისჯები, დიდი შეცდომა მოხდა, მე არ მომიკლავს და დამიჭირეს და ახლა უსამართლოდ ვიტანჯები, თუ ეს ასე მივიღე, ესე იგი ვარ უვიცი, ვარ არარელიგიური და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ცოდვაში ჩავვარდები, რადგან შეიძლება სამოქალაქო სამართალი შეცდეს, მაგრამ ღვთის სამართალი ხომ არ შეცდება? როგორ დამიჭერს მე ვინმე, რა ძალას შეუძლია ჩემი საპატიმროში გამოკეტვა, თუ მე სრულიად უდანაშაულო ვარ? მთელი ქვეყანა რომ გადაიბუგოს, მე მაინც ვერაფერი შემეხება, თუ შემეხო რაიმე, ეს დიადი საღვთო კანონის დარღვევა იქნება, ღმერთის კანონი კი ღმერთისგანვეა დაცული და იმას ვერავინ შეეხება. ამიტომ, მე რომ ავად გავხდი, ეს არის კეთილი, ნათელი, ბუნებრივი, განმაკურნებელი მოვლენა. სამადლობელი მმართებს ღმერთის მიმართ: ღმერთო რა საყვარელი ხარ, კიდევ უფრო მეტად დამტანჯე, რომ მალე განვიკურნო.

შენ ვალი გაქვს მილიონი დოლარი, შეგიძლია ეს მთელი ცხოვრება იხადო, მერე ვერ გადაიხადო ეს ვალი და შვილებსა და შვილიშვილებს დაუტოვო. ანდა შეგიძლია წელებზე ფეხი დაიდგა, ისე იშრომო და უსწრაფესად გადაიხადო ვალი. ავადმყოფობის მკვეთრი გამოვლინება, კიბო იქნება თუ სხვა მძიმე დაავადება, ეს არის ვალების უსწრაფესი გასტუმრება.

რაც უფრო მძიმეა ავადმყოფობა, ჭირი და ვარამი, მით უფრო უნდა გავიხაროთ და მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რადგანაც ახლოა გაწმენდა. ვაი მას, ვისაც ნელ-ნელა ღრღნის ავადმყოფობის ჭია, ვერ ხვდება ამას, თავი ჯანმრთელი ჰგონია და მერე ერთბაშად მოიცელება და ჯოჯოხეთში ჩავარდება გაუწმენდელი, გამოუფხიზლებელი.

არ არსებობს უკურნებელი ავადმყოფობა და სენი. რაც უფრო უკურნებელი ჰგონიათ ავადმყოფობა, მით უფრო იოლი განსაკურნებელია იგი. ეგ არის, რომ მშიშრები ვართ, ლაჩრები და უღმერთოები ვართ. ძალიან წამხდრები ვართ. სიმამაცეს, რწმენას რა დაუდგება წინ, ერთ წამში იკურნება, კიბო იქნება თუ რაც გინდა იყოს.

თუ დაუმალავ ადამიანს თავის ავადმყოფობას, შენც ლაჩარი ხარ, ისიც ლაჩრად გაგიზრდია, თუ გაიგო, ვაიმე კიბო მაქვსო, მაშინვე მოკვდება.

ლეგენდაა ასეთი: შავი ჭირი მიდიოდა გზაზე, ერთი ბერი იდგა და ლოცულობდა, საით მიდიხარ შენ შავო ჭიროვო - ჰკითხა ბერმა, დავალება მაქვსო, იმ ქალაქში ბევრი ცოდვები დატრიალდა და 5000 კაცი უნდა მოვკლაო. შავი ჭირით გაცილებით მეტი ადამიანი დაიხოცა - 20000-ზე მეტი, როცა ჭირი უკან გზაზე ბრუნდებოდა, ბერმა უთხრა, რატომ არ შეასრულე შენი ნათქვამიო, 5000-ზე მეტი რატომ დახოცეო? ჭირმა უპასუხა: მე ზუსტად 5000 მოვკალი, დანარჩენები თვითონ დაიხოცნენ შიშითო, ლაჩრები ყოფილანო, ერთმანეთს არ დაეხმარნენ, იცილებდნენ ერთმანეთს, გარეთ ყრიდნენო, არ ზრუნავდნენ ავადმყოფებზეო.
ავადმყოფობა გამოცდაა როგორც თავად ავადმყოფისთვის, ისე მის ირგვლივ მყოფთათვისაც. ვაიმე, არაფერი გადმომედოსო, თუ მოიძულებ და მოიშორებ, არ ჩაიხუტებ გულში, არ ილოცებ მისთვის, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.

მე მახსოვს სიჭაბუკეში კეთილშობილ და მზრუნველ ადამიანად მთვლიდნენ სხვები და მეც ასე ვთვლიდი საკუთარ თავს. ერთი მეგობარი მყავდა სოხუმელი ვაჟკაცი, ის მართლა ვაჟკაცი იყო. ერთხალ ვაგზალზე ვიყავით ერთად, ვიღაც კაცი უცებ წაიქცა და პირიდან დორბლი ქაფივით გადმოუვიდა. მინდა მივეშველო, მაგრამ ეს დორბლი მეზიზღება, ამას არ შევეხო-მეთქი, რაღაცნაირად გავჩერდი. ეცა ეს ჩემი მეგობარი, ჩაიხუტა გულში, აიყვანა, ხელებით მოუწმინდა, სკამზე დასვა, მოუარა. ასე გამჟღავნდა შენი სერაპიონი - მაშინ სხვა სახელი მერქვა. იმ ადამიანს კი (ჩემს მეგობარს ვგულისხმობ) არაფერი დაემართება - ის უკვე განღმრთობილია, მასში უფალია. საქმე გამოაჩენს ყველას

უმძიმესი ავადმყოფობები ადვილად იკურნება. ყველა ავადმყოფობას თავისი დემონი ჰყავს. ის შედის ორგანიზმში ჩვენი ცოდვების გამო, დემონი უნდა გამოიყვანო ორგანიზმიდან, ამისთვის კი ცოდვები უნდა შეწყვიტო, ღმერთს პატიება სთხოვო. ცოდვა ის კი არ არის, რომ ერთხელ რაღაც ჩაიდინე, ცოდვილიანი ჩვევები და ხასიათი გვაქვს ჩვენ, ამ ცოდვილი ბუნების შეცვლაა მთავარი, ისე ვერ განიკურნები. ადამიანმა შეიძლება ილოცოს, თავის თავზე აიღოს და განდევნოს ავადმყოფის ორგანიზმიდან დემონი, მაგრამ თუ ავადმყოფმა ის ხასიათი და ბუნება არ შეიცვალა, ის დემონები ისევ მოვლენ მასთან.
თუ ჩვენ უფალს ვეტყვით, რომ ოღონდ გამკურნე და ყველანაირად ვეცდები, რომ ამიერიდან შევიცვალო, შენვე დამეხმარე უფალო, შენვე გამომზარდე, მიხსენ, გამწმინდე და გამასპეტაკე, მაშინ უსწრაფესად დაიწყება განკურნება, ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – ამას ნიშნავს მარხვა - შენი ხასიათი უნდა მოკლა, შენი ბუნება, შენი ამპარტავნება, ქედმაღლობა, უკეთურება, თავნებობა, პატივმოყვარეობა და ასე შემდეგ – აი, ეს არის განკურნების გზა.




ვილოცოთ უფლის სადიდებლად.

ლოცვა მფარველი ანგელოზის მიმართ

წმინდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა. უპყარ ხელი დავრდომილსა და შეურაცხსა სულსა ჩემსა და მიძღოდე მე გზათა ცხოვრებისათა. ჰე, წმინდაო ანგელოზო ღვთისაო, მცველო და მფარველო უღირსისა სულისა ჩემისა და ხორცთაო, ყოველივე შემინდევ, რაოდენი გაჭირვე შენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და რაოდენი ვსცოდე ღამესა ამას, დამიფარე მე დღეინდელსა დღესაცა ამას და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდგომთათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმერთი და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.


ნათლობის დროს ღმერთი ყოველ ქრისტიანს მფარველ ანგელოზს მიუვლენს, რომელიც უხილავად გვიცავს ყოველგვარი ბოროტებისგან, ამიტომ ჩვენც ყოველდღე უნდა შევთხოვოთ, დაგვიცვას, გაგვაძლიეროს და განგვამტკიცოს.



ლოცვა მფარველი წმინდანისადმი


ევედრე ღმერთსა ჩემთვის, წმინდაო (წმინდანის სახელი), რამეთუ გულმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.


ყოველ ქრისტიანს ნათლობის დღიდან ანგელოზის გარდა მფარველად ის წმინდანიც ჰყავს, ვის სახელზეც ინათლება. ისიც ისევე ზრუნავს მასზე, როგორც მოყვარული მშობელი და იცავს ყოველგვარი განსაცდელისა და უბედურებისგან, რაც კი ამქვეყნად შეიძლება შეემთხვეს. ამიტომ მფარველ წმინდანსაც გულმოდგინედ უნდა ვევედროთ, რადგან ისიც ყოველთვის ლოცულობს ჩვენზე უფლის მიმართ.



ლოცვა ცოცხალთათვის


აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი, მასწავლებელი ჩემი (სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა.


ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ სხვებზეც, გვიყვარდეს და ვლოცულობდეთ მათთვის, რადგან ყველა ერთი ზეციური მამის შვილები ვართ. ეს ლოცვები არა მარტო მათთვისაა სასარგებლო, ვისთვისაც ვლოცულობთ, არამედ ჩვენთვისაც, რამდენადაც ეს მათ მიმართ სიყვარულის გამოვლენაა, უფალი კი გვასწავლის, რომ სიყვარულის გარეშე ღვთის შვილი ვერავინ გახდება.

ჩვენ უნდა ვილოცოთ სამშობლოსთვის, სულიერი მოძღვრისთვის, მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის, სულიერი და-ძმებისთვის, მეგობრებისთვის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, როგორც ცოცხალთათვის, ისე გარდაცვლილთათვის, რამეთუ ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია (ლუკ. 20:38).


ლოცვა გარდაცვლილთათვის


მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა შენთა (მათი სახელები) და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნო ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ მათ ყოველნივე შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება.


ამ ქვეყნიდან წასულებს ჩვენ გარდაცვლილებს ვუწოდებთ, რადგან სიკვდილის შემდეგ ადამიანი უკვალოდ კი არ ქრება, არამედ მისი სული სხეულს განეშორება და სხვა, ზეციურ სამყაროში გადაინაცვლებს. იქ სული საყოველთაო აღდგომამდე რჩება, რომელიც იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას აღსრულდება, როცა, როგორც უფალმა თქვა, გარდაცვლილთა სულები ისევ შეუერთდებიან საკუთარ სხეულებს და აღდგებიან. მაშინ ყველას დამსახურებისამებრ მიეზღვება: მართალნი ზეციურ სასუფეველს, მარადიულ ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ცოდვილნი კი - მარადიულ სასჯელს.



ლოცვა სწავლის დაწყების წინ

ყოვლად სახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩვენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულის-ხმის-ყოფისა და განმაძლიერებელი ძალთა სულთა ჩვენთათა, რათა ჩვენ, ყურადმღებელნი გარდმოცემულისა ჩვენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ, შემოქმედისა ჩვენისა, სადიდებლად, მშობელთა ჩვენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ.


ეს ლოცვა მიმართულია მამა ღმერთისადმი, რომელსაც შემოქმედს ვუწოდებთ. მას ვთხოვთ, მოგვივლინოს სულიწმიდა, რათა მან თავისი მადლით გააძლიეროს ჩვენი სულიერნი ძალნი - გონება, გული და ნება, რათა გულმოდგინედ ვსწავლობდეთ და ეკლესიისა და სამშობლოს ერთგულ შვილებად და მშობლების ნუგეშად აღვიზარდოთ.

ამ ლოცვის ნაცვლად სწავლის დაწყების წინ შეიძლება წავიკითხოთ ლოცვა სულიწმიდის მიმართ: ”მეუფეო ზეცათაო...”



ლოცვა სწავლის შემდგომ


გმადლობ შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩვენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩვენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩვენდა ცნობად კეთილისა, და მოგვეც ჩვენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას, ამინ.


ეს ლოცვაც მამა ღმერთისადმია მიმართული. ჯერ ვმადლობთ მას, რომ შეგვეწია სწავლის დროს, შემდეგ ვთხოვთ, რომ წყალობა მოანიჭოს ჩვენს უფროსებს, მშობლებს, მასწავლებლებს, რომლებიც ყოველივე სასარგებლოს გვასწავლიან და, ბოლოს, ვთხოვთ, რომ მოგვცეს ძალა და სურვილი იმისა, რომ წარმატებით გავაგრძელოთ სწავლა.

ამ ლოცვის ნაცვლად სწავლის შემდგომ შეიძლება წავიკითხოთ ღვთისმშობლის ლოცვა: ”ღირს არს...”


ლოცვა საზრდოს მიღების წინ


თვალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, უფალო, და შენ მოსცი მათ საზრდელი ყოველსა ჟამსა; აღაღებ შენ ხელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ შენისა, ამინ.


აქ გამოვხატავთ რწმენას, რომ ღმერთი საზრდოს ყოველთვის დროულად გამოგვიგზავნის, ისევე, როგორც ყოველ ცოცხალ არსებას აძლევს ყოველივე სიცოცხლისთვის აუცილებელს.

ამ ლოცვის ნაცვლად საზრდოს მიღების წინ შეიძლება წავიკითხოთ უფლის ლოცვა: ”მამაო ჩვენო...”


ლოცვა საზრდოს მიღების შემდეგ


გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან. ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ, ამინ.


ამ ლოცვაში ვმადლობთ ღმერთს, რომ მოგვცა ხორციელი საზრდო და ვთხოვთ, არც გარდაცვალების შემდეგ მოგვაკლოს მარადიული ნეტარება. ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც სხვადასხვა ამქვეყნიური სიკეთით ვსარგებლობთ.


ლოცვა ძილის შემდეგ


ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე მე უშჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისამებრ კაცთმოყვარე მექმენ მე და უფსკრულსა შინა სასოწარკვეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდების-მეტყველებად ძალსა შენსა. აწცა განმინათლენ თვალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა და გულისხმისყოფად გზათა შენთა და ქმნად ნებისა შენისა და გალობად სახელსა შენსა აღსარებითა გულისათა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ამ ლოცვაში ჩვენ ვმადლობთ ყოვლადწმიდა სამებას, რომ სულგრძელების გამო არ განგვირისხდა ჩვენი უსჯულოებისთვის და ვთხოვთ, გაგვაძლიეროს და შეგვეწიოს, რათა ვადიდებდეთ მის სახელს, გაგვინათოს გონება, რათა გულისხმავყოფდეთ მის სწავლებას და მის ნებას აღვასრულებდეთ.


ლოცვა ძილად მისვლისა


უფალო ღმერთო ჩვენო, რაიცა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და უშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოზი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩემთა და შენდა დიდებასა აღვავლენდეთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


აქ ღმერთს ვევედრებით, მოგვიტევოს მთელი დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები, მშვიდობის ძილი მოგვცეს და ბოროტისგან დასაცავად ჩვენი მფარველი ანგელოზი მოგვივლინოს.

***
ყველა ის ლოცვა, რომლებიც სამ ნაწილად დაყოფილ ამ წერილში განმარტებებითურთ გადმოგეცით, აუცილებელი მინიმუმია ყოველი ქრისტიანისთვის. მათ გარდა დილას, საღამოს და დღის განმავლობაშიც, სასურველია, წავიკითხოთ სხვა ლოცვებიც. ლოცვის წესის გასაცნობად და კურთხევის მისაღებად, უმჯობესი იქნება, თუ მოძღვარს მიმართავთ.


მოამზადა ნიკოლოზ ლანჩავამ

karibche.ambebi.ge

თეა წულუკიანი - თუ არაბიომეტრიული დოკუმენტები ბიომეტრიულით არ შეიცვლება, ევროკავშირი საზღვრებს ვერ გაგვიხსნის

თუ არაბიომეტრული დოკუმენტების ბიომეტრულით ჩანაცვლება ვერ მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირი საზღვრებს ვერ გაგვიხსნის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიზის ლიბერალიზაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. 

წულუკიანის ინფორმაციით, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი სექტემბერში დაიხურება.

"ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომელიც რეალურად სექტემბერში უნდა გადავდგათ, არის ის, რომ ევროკავშირის სტრუქტურებმა დაუმტკიცონ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის წარმატებით დახურვა. ამის შესახებ ბრიუსელში ზეპირად ითქვა, რომ საქართველოს მთავრობამ, იუსტიციის სამინისტრომ, სერვისების განვითარების სააგენტომ, პოლიციამ და ძალიან ბევრმა სხვა უწყებამ, იმუშავა იმისთვის, რომ ეს პირველი ფაზა ჩაითვალოს წარმატებულად. ძალიან ბევრი კანონი შეიცვალა, მათ შორის ახალი კანონები შემუშავდა, როგორიც არის უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მოქალაქეობის შესახებ.

მეორე ფაზა როგორც კი გაიხსნება, ჩვენ გვექნება მთელი რიგი კანონებისა გასაუმჯობესებელი, ჩვენ გვექნება აგრეთვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი იმისთვის, რომ უვიზოდ ვიაროთ ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ბიომეტრული დოკუმენტების საბოლოოდ დამკვიდრება საქართველოში და არაბიომეტრული დოკუმენტების ეტაპობრივად ჩანაცვლება ბიომეტრულით. თუ ეს ჩანაცვლება ვერ მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ საზღვარს ევროკავშირი ვერ გაგვიხსნის იმისთვის, რომ ქართველებმა თავიანთი პასპორტით იქნება თუ ID ბარათით, უპრობლემოდ უვიზოდ იარონ ევროპაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ორი მნიშვნელოვანი საქმე იქნება გასაკეთებელი, ეს არის კანონების გაუმჯობესება და შეცვლა და ბიომეტრიული დოკუმენტების დანერგვა.

რაც შეეხება იმას, ვიზის ლიბერალიზაცია ითვალისწინებს თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო უფლების მოპოვებას, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ვიზა და მუშაობის უფლება, ორი სხვადასხვა რამეა.

"სამუშაო უფლების მოპოვება, ყველა ქვეყანაში სპეციალური პროცედურების დაცვით ხდება, როდესაც თქვენ ჩაბრძანდებით ევროპაში უვიზოდ, თუ თქვენ იქ გამოგიჩნდათ დამსაქმებელი, მაგალითად, საფრანგეთში, დამსაქმებელისა და დასაქმებულის ერთობლივი განცხადების შემდეგ, შესაბამისი პრეფექტურა გაძლევთ მუშაობის უფლებას, ამიტომ ვიზა და მუშაობის უფლება - ორი სხვადასხვა რამეა. მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს, რომელიც უვიზოდ უშვებს თავის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში და აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ სადმე ევროპაში იმუშაოს, რა თქმა უნდა, ის უფრო ადვილად მოიპოვებს მუშაობის უფლებას, ვიდრე დღეს ჩვენი საბრალო მოქალაქეები, რომლებიც ზოგიერთი ჩუმად შედის ევროპაში, შემდეგ მისი კომპეტენციისთვის შეუსაბამო სამსახურში მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ არა მარტო უვიზოდ ვიაროთ ევროპაში, არამედ დიპლომების ცნობა მოხდეს, რაზეც ქალბატონი თამარ სანიკიძე აქტიურად მუშაობს და ჩვენი ქართველები, თუ ექნებათ სურვილი ევროკავშირში დასაქმდნენ, იმ კომპეტენციის შესაბამისად, რომელიც მათ აქვთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


30-06-2014


http://www.interpressnews.ge/ge/samartali/288136-thea-tsulukiani-thu-arabiometruli-dokumentebi-biometrulith-ar-sheicvleba-evrokavshiri-sazghvrebs-ver-gagvikhsnis.html


მონოფიზიტები. დიოფიზიტები.

მონოფიზიტები (ბერძნ. მონოს – ერთი, ფიზის – ბუნება), დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე – ადამიანური, რასაც არ აღიარებენ დიოფიზიტები (ორბუნებიანობა). ამ ღვთისმეტყველური თვალსაზრისის მამამთავარია კონსტანტინოპოლის არქიმანდრიტი ევტიქი. V ს. ბიზანტიაში ჩასახული მონოფიზიტობა, რაც ორთოდოქსიას უპირისპირდება, ქალკედონის საეკლესიო ყრილობაზე (451 წ.) დაგმეს,და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი - "ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ". მის მიმდევრებს დევნა დაუწყეს, როგორც ერეტიკოსებს. დავა დასრულდა სირიის, პალესტინის (იერუსალიმის), ანტიოქიის ქრისტიანთა ამბოხებით და განდგომით (457–468 წწ.).



დიოფიზიტობა (ბერძ. δυο-ორი, φύσις-ბუნება) — ქრისტოლოგიური კონცეფცია, რომლის თანახმადაც იესო ქრისტეში თანაბრად აღიარებულია ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, რომელიც შეერთებულია „შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად და განუყრელად“. როგორც დოქტრინა გაფორმდა ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს (აქედან დიოფიზიტობის მეორე სახელწოდება: ქალკედონელობა), სადაც ნიკეის პირველი საეკლესიო კრების (325) და კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრების (381) სიმბოლომ ახალი ქრისტოლოგიური განსაზღვრა მიიღო: ქრისტეში მოცემულია ერთმანეთისაგან განსხვავებული და თანაბარი ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური.

ქართული ეკლესია დვინის საეკლესიო კრებაზე ჩაება მსოფლიო ეკლსიაში მიმდინარე ქრისტოლოგიურ პოლემიკაში და მონოფიზიტებთან შემრიგებლური პოზიცია დაიკავა იმპერატორ ზენონის „ჰენოტიკონის“ საფუძველზე. VII საუკუნიდან ქართული ეკლესიის მრწამსი უკვე დიოფიზიტურია.




ქალკედონის დოგმატი.

„ამგვარად, ჩვენ ყველანი, ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი, ერთხმად ვასწავლით, ვაღიაროთ ერთი და იგივე ძე, ჩვენი უფალი იესო ქრისტე, სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი, იგივე სხეულითა და გონიერი სულით, მამის ერთარსი თავისი ღვთიურობით და იგივე, ჩვენი ერთარსი თავისი კაცებით, ყველაფერში ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა, ღმრთეებით მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ხოლო უკანასკნელ ჟამს ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის კაცობრივად შობილი ღვთისმშობელ ქალწულ მარიამისაგან.ვაღიარებთ ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, ცნობილს ორი ბუნებით, რომელიც აქვს შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად, განუცალკევებლად, - ისე, რომ შეერთებით ოდნავადაც არ დარღვეულა ორი ბუნების განსხვავება, არამედ მით უფრო შენარჩუნებულია თითოეული ბუნების თვისება, რომლებიც შეერთებულია ერთ პირსა და ერთ ჰიპოსტასში, - რომლებიც არ განიყოფა და არ განიკვეთება ორ პირად, არამედ ვაღიარებთ ერთსა და იმავე ძესა და მხოლოდშობილ ღვთის სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც (ასწავლიდნენ) ძველი წინასწარმეტყველები მის შესახებ და (როგორც) ეს ჩვენ გადმოგვცა მამათა სიმბოლომ.“




ქურთისტანი - Kurdistan.

ქურთისტანი (თარგმანში: ქურთების მიწა) — ეთნოგეოგრაფიული რეგიონი ევრაზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომლის ფარგლებში ქურთები მოსახლეობის აბსოლუტურ ან შედარებით უმრავლესობას წარმოადგენენ. ისტორიულად მდებარეობს ყოფილი ჰურიტების სამეფოების ტერიტორიაზე (ქურთები წარმოშობით ჰურიტებისგან არიან). ტერმინი პირველად აღნიშნულია XII საუკუნეში ამჟამინდელი ირანის ქურთისტანის ნაწილში (არდალანი). მისი საერთო ფართობი დაახლოებით შეადგენს 450 ათას კვ. კმ-ს. და ტერიტორიულად დაყოფილია თურქეთს, ირანს, ერაყსა და სირიას შორის.


Карты Халифата. Пятилетний план строительства Исламского Государства



July 1, 2014

В обширном заявлении о провозглашении Исламского Государства Абу Мухаммед аль-Аднани сказал и следующие слова: “Легальность любых эмиратов, групп, государств и организаций аннулируется с момента прибытия наших войск на контролируемые ими территории. Слушайте вашего Халифа и повинуйтесь ему. Поддерживайте ваше государство. Оно растет каждый день”.






Боевики объявили о создании "Исламского халифата" в Сирии и Ираке

Новая эра глобального джихада. Так некоторые эксперты расценили событие, которое произошло на Ближнем Востоке. Группировка "Исламское государство Ирака и Леванта" объявила о создании халифата на захваченных землях Ирака и Сирии. Под контролем боевиков - нефтяные месторождения и крупные города, где они чинят массовые расправы и показательные экзекуции.

Под торжественную музыку человек с автоматом "Калашникова" закрепляет на границе с Сирией чёрный флаг Исламского государства Ирака и Леванта. Пропагандистский ролик восхваляет успехи боевиков. Взят ещё один пограничный пункт. Вот военнопленные - пока ещё живы. В планах ни много, ни мало установление нового мирового порядка.

"Это не первая граница, которую мы сломаем, мы уничтожим и много других. Нет никаких наций, мы мусульмане - у нас одно государство. По воле Аллаха у нас будет только один имам, только один халиф", - заявляет боевик Абу Сафия.

С понедельника Исламское государство Ирака и Леванта - могущественную террористическую организацию, захватившую за минувшие месяцы десятки городов на севере Ирака, - велено называть халифатом. Присягнуть на верность которому призываются все мусульмане мира.

Голос за кадром провозглашает халифом Абу-Бакра Аль-Багдади, выходца из "Аль-Каиды", за информацию о нахождении которого Госдепертамент США ещё три года назад объявил награду в 10 миллионов долларов. Правда, платить реальные деньги на борьбу с экстремистами в союзном Ираке США не торопятся. Точечные авиаудары по штабам исламистов так и остаются обещаниями, в страну прибыли 300 военных экспертов. С точки зрения Багдада, такой помощи явно мало. Поэтому реальные надежды возлагают на Иран. В соседней Сирии только с его помощью правительственной армии удаётся сдерживать войска боевиков. Да и на фронте дипломатическом Тегеран отчаянно клеймит государства, которые, по мнению шиитов, стоят за экстремистами на Ближнем Востоке - это Катар и Саудовская Аравия. Признать очевидное приходится даже Европе.

Для простых жителей Ирака это, прежде всего, религиозная война. Сунниты убивают шиитов.

"Мы не признаём создания халифата во главе с Аль-Багдади. Поскольку это не исламское, а террористическое государство", - говорит житель Багдада Шакир Хуссейн.

Багдад готовится к возможной осаде. А из захваченных исламистами северных областей ежедневно бегут тысячи людей.

В отчаянном положении - иракские христиане. Из полутора миллионов войну начала двухтысячных пережили менее трети. Боевики-исламисты предупреждают заранее - не принявших ислам щадить не намерены.

А в американской прессе уже признают: христиане Ирака не верят в помощь США и Европы. Единственная надежда для многих из них - на Россию: "Поддержка Путиным правительства Асада в соседней Сирии - это замечательный пример курса России на защиту религиозных меньшинств. Такой покровитель, как Россия, никогда бы не позволила иракскому правительству попирать права граждан-христиан".

Кстати, Багдаду Москва помогает. В страну уже прибыла первая партия из 12 штурмовиков Су-25. Без них невозможна полномасштабная операция против войск халифата. Но одних самолётов, как оказалось, ещё недостаточно. Эксперты признают - профессиональных лётчиков в иракской армии почти не осталось.

Кирилл Парменов, "ТВ Центр".


militariorg.ucoz.ru