ღმერთი

ღმერთი

среда, 17 апреля 2013 г.

რელიგიური ცნობიერების გლობალიზაცია.

რელიგიური ცნობიერების ქრისტიანული გლობალიზაცია, რა თქმა უნდა, ბუნებრივი და დადებითი პროცესია. ცხოვრებაში ახალი აღთქმის ჭეშმარიტების განხორციელება უკუაგდებს დედამიწიდან ბოროტებას, უსამართლობას, ბარბაროსობას, წარმართობასა და სატანიზმის სხვაგვარ გამოვლინებებს. ბუნებრივია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კინფლიქტი ქრისტიანულ და ანტიქრისტიანულ გლობალიაციებს შორის რელიგიის სფეროში გაჩნდა.

ეს კონფლიქტი გამოიხატება რელიგიურ ცნობიერებაზე კონტროლის დამყარების მისწრაფებაში. ანტიქრისტიანული გლობალიზაციის დღის წესრიგში დგას საკითხი ყველა რელიგიის გლობალური კონტროლის შესახებ.

ყველა მსოფლიო რელიგიების კონტროლისა და მართვის მცდელობის ისტორია ღრმა საუკუნეებში გადადის. საიდუმლო იუდაურმა მთავრობამ (სინედრიონმა) გადადგა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, როდესაც ზემოქმედებას ახდენდა როგორც ეგვიპტისა და ბაბილონის მოგვებზე, ასევე ქრისტიანულ და მუსულმანურ იერარქებზე. ეს მცდელობა ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა.

მსგავსი ვითარება მე-18 საუკუნის ბოლოს შეიქმნა, როდესაც დასავლეთ ევროპაში მასონური ლოჟების მძლავრი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელიც ფარულად ზემოქმედებდა საზოგადოების სულიერ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ამ მექანიზმის ჩარჩოებში იგეგმება მსოფლიო რელიგიების კონტროლის პირველი ორგანიზებული მცდელობა.

1893 წ. ზენაცონალური ელიტის მოღვაწენი, მასონური ლოჟების წევრები ქმნიან მსოფლიო რელიგოების პარლამენტს, რომელმაც პირველად დააყენა ღიად გაერთიანებული რელიგიური ორგანიზაციის შექმნის საკითხი. მაგრამ მასონებმა ვერ შეძლეს ამ ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლის წინააღმდეგ კაცობრიობის ყველა ჯანსაღმა ძალამ გაილაშქრა.

1919 წ. მასონების ერთ-ერთმა ავტორიტეტმა ხელმძღვანელმა – სატანისტური მოძრაობის „new age” – ლიდერამ ელის ბეილიმ განაცხადა, რომ „მსოფლიო ეკლესია, ოკულტიზმის, მასონობისა და ქრისტიანობის კავშირი ამ საუკუნის ბოლოს განჩნდება“.

50-ან წლებში მათ რელიგიების მსოფლიო ალიანსის შექმნა მოახერხეს, რომელმაც რამდენიმე კონფერენცია გამართა. მაგრამ გავლენიანი რელიგიური ძლების წარმომადგენლების რიცხვი იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ ეს იდეა თავისთავად არ განვითარდა.

შემდეგი ნაბიჯი რელიგიების ანტიქრისტიანული გლობალიზაციისა იყო 1960 წელი. ეგრეთ წოდებული „ურთიერთგაგების ტაძრის“ ჩამოყალიბება. მისი ფუძემდებელი მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი მასონი ა.შ.შ. პრეზიდენტის დ. რუზველტის მეუღლე ელეონორა რუზველტი იყო. მათი მიზანი „ სხვადასხვა რელიგიების კონფესიების ურთიერთგაგების მიღწევა“ იყო.

ზენაციონალური ელიტისა და მასონური ლოჟების გააქტიურება გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაციების შექმნასთან დაკავშირებით სსრკ დანგრევის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

მსოფლიოს რელიგიების პარლამენტის შექმნის 100 წლის თავზე მასონი მოღვაწენი უკვე მესამედ აღადგენენ ამ მკვდრადდაბადებულ ორგანიზაციას. ამჯერად პარლამენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა მსოფლიო ელიტის მოღვაწე, მასონი შტერნბერგი. ეს მსოფლიო რელიგიების პარლამნტი 1993 წ. ჩიკაგოში შედგა. მისი დამახაისათებელ გახდა ის, რომ მას არ ესწრებოდნენ ყველაზე დიდი მსოფლიო რელიგიების ოფოცოალური წარმომადგენლები. სამაგიეროდ ამ ანსამბლეაზე სრული შემადგენლობით იყვნენ სატანისტები, სექტანტები, ოკულტური საზოგადოებები და ჯადიქრები.

ამავე წელს სან-ფრანცისკოში გერთიანებული რელიგიების ორგანიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. მისი მთავრი ხელმძღვანელი ამერიკელი ეპისკო-პალური ეკლესიის ეპისკოპოსო ვ.სვინგი და სსკპ ყოფილი გენერალური მდივანი მ. გორბაჩოვი იყვნენ.

1993-1997 წლიბში ვ.სვინგმა მოიარა მრავალი ქვეყანა ძირითადი მსოფლიო მხარდაჭერის მოპოვების მცდელობით. ეს მოგზაურობები სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. მსოფლიოს უმსხვილესი რელიგიების არც ერთმა იერარქმა გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაციაში მონაწილეობის ოფიციალური თანხმობა არ მისცა. რეალური კონტაქტი მან მხოლოდ სხვადსხვა სექტებთან, სატანისტურ მოძრაობებთან და ოკულტისტებთან მოახერხა.





ერთი წლის შემდეგ სან-ფრანცისკოში გ.რ.ო. შემდეგი კონფერენცია გაიმართა რომელშიც 55 სხვადსხვა რელიგიური აღმსარებლობის წევრები მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე მათ გ.რ.ო. ეტაპური შექმნის გეგმა შეიმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაციის პროექტის განხილვა გორბაჩოვის ფონდის ამერიკულ რეზინედციაში გაიმართა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს. სწორედ აქ 1997 წ. შედგა გორბაჩოვის ფონდის მსოფლიო ფორუმი, რომელზეც განაცხადეს, რომ მისი მთავარი მიზანი „ფუნდამენტალური პრიორიტეტების, ფასეულობების“ ხუთწლიანი განადგურების პროცესი იყო.

მაშასადამე, გ.რ.ო.-მ უნდა განახორციელოს ყველამსოფლიო რელიგიის გლობალური კონტროლი, ისინი უნდა აიძულონ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ზენაციონალურმა ელიტამ შეიმუშავა.

ზენაციონალური ელიტა გვთავაზობს ყველა რელიგიის გაერთიანებას ერთაზროვნების პრინციპზე, ხოლო ყველა, ვინც არ იზიარებს მას – იზოლირებული უნდა იქნას საზოგადოებისაგან.

ყველა ამგვარი მცდელობის მიუხედავად, მათი მიზნები დღემდე განუხორციელებელი რჩება. არც ერთი დიდი მსოფლიო რელიგია არ დათანხმდა ოფიციალურად ამ ორგანიზაციაში შესვალზე. მასში მონაწილე სასულიერო პირები მხოლოდ კერძო პირს წარმოადგენენ. ოფიციალურად ამორგანიზაციაში მხოლოდ სექტები, ჯადიქრები და სხვა სატანისტები არიან წარმოდგენილნი.

ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ-ჯერობით ანტიქრიატიანული გობალიზაცია რელიგიის სფეროში უშედეგო აღმოჩნდე. უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფენ, რომ ისეთი მსოფლიო რელიგიები, როგორიცაა ქრიასტიანობა (უპირვრლრსყოვლისა მართლმადიდებლობა) და მუსულმანობა*, გახდა მძლავრი ბასტიონი ახალი მსოფლიოს წესრიგის დამყარების გზაზე. ანტიქრისტიანული გლობალიზაცია, რომელმაც გარკვეულ შედეგებს მიაღწია ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში, რელიგიურ სფეროში აშკარად ნაკლებად შედეგინი აღმოჩნდა.







*მუსულმანობა დაბრკოლებაა გლობალიზაციისათვის არა იმოტომ, რომ იგი ჭეშმარიტებას წარმოადგენს, როგორც მართლამდიდებლობა, (ჭეშმარიტება მხოოდ მართლმადიდებლობაშია) არამედ თვით მუსულმანების მტკიცე და ფანატუკური ხასითაის გამო, რომ არ შეცვალონ თავისი ფუნდამენტალური რელიგია.(რედაქტორი)



ოლეგ პლატონოვი

თარგმნა კონსტანტინე ჯინჭარაძემ



http://agdgoma.ge/რელიგიური-ცნობიერების-გლ/

Комментариев нет:

Отправить комментарий