ღმერთი

ღმერთი

пятница, 26 апреля 2013 г.

თუმცა გვატყუებს ეშმაკი...

თუმცა გვატყუებს ეშმაკი, გვიმტკიცებს ძმათა მტრობასა,
სულს ეტყვის, “ხორცი გაცთუნებს, არას დაგიდევს ძმობასა”,
ფლიდობს და წარბსაც არ იხრის, ჯიქურ განაგრძობს თხრობასა,
ენის ჭარტალით იმარჯვებს და გვაკარგვინებს ნდობასა,
არ მოვტყუვდებით, მთიებო! სატევარს ფუჭად უმიზნებ!
აღმოსავლელს და დასავლელს ერთ-ურთზე ვერ გააგულისებ!
მოსინჯე ამერ-იმიერ იბერთ ძმობა და ლაღობა, _
მიხვდი რომ მტრობის ეკალმა ჩვენში არ გაინაყოფა!
არც ჩვენი ჩხუბი იქნება, არც ჩვენი ორად გაყოფა!
მოძველებული ხრიკებით ვერა ჰქმნა ჩვენი დაღუპვა!
ერთი ის მაინც მითხარი ქრისტე ღმერთს რაზედ ვერ იტან,
იმ ქრისტეს სახელს ვფიცავარ, ვერ გაგვისხლტები ხელიდან:
დაგაკლავთ საცა მოსულხარ, მუნვე გაგითხრით ხაროსა,
იმდენს გირტყამთ, რომ ტკივილმა არასდროს გაგიაროსა.
ახლა მისმინე მუდრეგო, სანამ ანდერძი აგიგე:
აღარ გაგივა პარპაში _ ყველა სიმუხთლე გაგიგე,
იქით მოგიგდებ სატყუარს, მახესაც იქით დაგიგებ!
დაგკლავ უძღები ძაღლივით, მოგხარშავ, გემოს გაგიგებ!


დასავლეთ მესხეთი , კაბადოკია.
ზვიად ლაზარაშვილი.

Комментариев нет:

Отправить комментарий