ღმერთი

ღმერთი

среда, 17 апреля 2013 г.

ქართული იდეა.

 შესავალი

“ახლა გაცილებით უფრო გვიანაა, ვიდრე ჩვენ გვგონია” მღვდელმონაზონი - სერაფიმ როუზი

ბოლო დროის დიდი ამერიკელი მართლმადიდებელი მამის ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ დგება კაცობრიობის ისტორიის მიმწუხრი; თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს: პოლიტიკურს, სოციალურ-ეკონომიკურს, კულტურულს, ზნეობრივს და ა.შ., დავინახავთ, რომ ყველგან გამალებით მიმდინარეობს ანტიქრისტეს სტანდარტების დანერგვის პროცესი. ამგვარი ღმრთისმბრძოლობა შედეგია იმ კოსმოპოლიტური იდეოლოგიისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა და ინერგებოდა დასავლელ “ინტელექტუალთა” მიერ. იგი ინათლებოდა პროგრესულ ცივილიზაციად, ევროპულ კულტურად, რომელთან ზიარებასაც ასე მიელტვის დოგმატური ჭეშმარიტების უარმყოფელი და ლიბერალური ღირებულებების გამფეტიშებელი მსოფლიო “პროგრესული ელიტა”, ჩვენში - მათი მიმბაძველი ე.წ. “ინტელიგენცია”. მაგრამ, თუ დასავლურ აზროვნებას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იგი დემონიზმის სულით უკვე დიდი ხანია სუნთქავს, რაც დაუფარავად ჯერ კიდევ ჰაინრიხ ჰაინემ გამოთქვა: “ზოგიერთი სულიერი მწერი, თუკი მას გაჭყლეტ, მყრალ სუნს დააყენებს. ასეთია ქრისტიანობაც; ეს სულიერი ბაღლინჯო გასრესილ იქნა 1800 წლის წინათ (გულისხმობს მაცხოვრის ჯვარცმას – ავტ.) და დღესაც ჰაერს უწამლავს საწყალ ებრაელებს”.

თანამედროვე დასავლეთი, თავისი საიდუმლო საზოგადოებებითა და ეზოთერიზმით, მატარებელია “გოეთეს სულისკვეთებისა”, რომელზეც მთელი თაობები აღიზარდნენ და კვლავაც იზრდებიან. ევროპული აზროვნების “გიგანტი”, გოეთე, კი საჯაროდ აცხადებდა: - “მხოლოდ ოთხი რამ მეზიზღება შხამიან გველზე მეტად: თამბაქოს კვამლი, ბაღლინჯოები, ნივრის სუნი და ჯვარი!”
ევროპა სუნთქავს საფრანგეთის რევოლუციის იდეებით, რომელმაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველზე შიშველი მეძავი წამოსვა და თაყვანი სცა მას, შემდეგ კი ქრისტიანობა აკრძალა და დააწესა ლუციფერიანული “გონების კულტი”, რაც განდობილთათვის ეშმაკის თაყვანისმცემლობას ნიშნავდა.
დღეს დასავლეთი უკვე ფორმალურადაც აღარ ინარჩუნებს ქრისტეს სახელს. ევროკონსტიტუციაში საერთოდ არაფერია ნათქვამი ქრისტიანობისა და ღმერთის შესახებ. იგივე ხდება ამერიკაში - თეთრი სახლის მიერ საშობაოდ დაგზავნილი მისალოცი ბარათებიდან საერთოდ ამოღებულია სიტყვები “შობა” და “ქრისტე”. დასავლეთში ყველაზე პოპულარული დღესასწაულის, შობის, ადგილს (მან იქ კარგა ხანია დაკარგა სულიერი დატვირთვა და დიდ შოუდ იქცა), ნელ-ნელა ე.წ. “ჰელოუინი” იკავებს, რომელიც სანახაობრივად წარმართულ რიტუალს წააგავს, თავისი არსით კი “ეშმაკის მარშს” - სატანურ რიტუალს - წარმოადგენს, სადაც ეშმაკების მსგავსი ნიღბების გარდა, დასავლეთში ცნობილი პიროვნებების ნიღბებსაც აქვს გასავალი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა საგრძნობი ნაწილი სატანის სამსახურში დგას.
დღეს საქართველოში დემონიზმის ჭიით გამოხრული ამგვარი სულიერებისა და მისთვის დამახასიათებელი ფასეულობების დამკვიდრებას ცდილობენ უცხო ქვეყნებში
ტრეინინგგავლილი, ლიბერალებად წოდებული მოღვაწენი, რომელთა შესახებ იმერეთის ეპისკოპოსი, წმ. გაბრიელ ქიქოძე ამბობს: - “ზოგიერთი საცოდავნი და საბრალონი ჩვენი ყმაწვილნი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობენ, რაც არის იქ პატიოსანი და ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა ნეხვსა შინა და აქაც იმას მოგვიტანენ, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლებად იყოს”.
საქართველოს მიერ არჩეული სულიერი გზისთვის ისტორიულად ყოველთვის მიუღებელი იყო “დასავლურად” სახელდებული ცხოვრების წესი და ტრადიციები. დღეს დასავლური ღირებულებების აქტიურ მქადაგებლებად გვევლინებიან ერთი “რეჟისორის” მიერ გახელისუფლებული თუ გაოპოზიციონერებული “ლიბერალები” .სწორედ ამ კადრების მცდელობით დაიწყო “ვარდების რევოლუციის” შემდეგ “ლიბერალური რევოლუცია”. ეს ე.წ. “ლიბერალები” ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში მოახდინონ ყოველგვარი გარყვნილებისა და უზნეობის ლეგიტიმაცია და ეს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საბურველში გაახვიონ. ისინი ხალხს შთააგონებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპას უნდა “მიემსგავსოს”, მასთან იქნეს ინტეგრირებული, რათა მატერიალური და პოლიტიკური სიკეთენი მივიღოთ, მაგრამ შეგნებულად მალავენ, რომ სანაცვლოდ მამა-პაპათა რწმენაზე, თვითმყოფადობაზე, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე მოგვიწევს უარის თქმა. ეს უარი კი ქართველთა ზნეობრივ დაცემასა და სულიერ დაღუპვას ნიშნავს. ნიშანდობლივია, რომ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც დღეს უპირობო “ევროპეიზმს” ქადაგებს, გამორჩეულია ურწმუნო, კოსმოპოლიტური ცნობიერებით, რომლისთვისაც უღმრთობა და უზნეობა - “ცივილურობას”, “თავისუფლებასა” და “პროგრესს” ნიშნავს.
ლიბერალური რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ანტიმართლმადიდებლური და ანტიეკლესიური კამპანია იყო, რომელიც, ღვთის შეწევნით, მათთვის არასახარბიელოდ წარიმართა. ამ კამპანიის მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობის 86% (ბოლო გამოკითხვით - 90%) კვლავ ეკლესიას უცხადებს ნდობას. გაოპოზიციონერებული “ლიბერალები” კი, რომლებიც დასავლეთში დღევანდელი რეჟიმის ალტერნატივად მოიაზრებიან, უფრო ანტიეკლესიური და ცრუეროვნული ცნობიერებით გამოირჩევიან. მათი ხელისუფლებაში მოსვლა არსებულზე მეტად საშიშია. ამიტომ ქართველობა წინაპართა სულების, ზეციური ივერიის წინაშეა ვალდებული, საბედისწერო შეცდომა აღარ გაიმეოროს და არსებულზე უფრო უღმერთო და ცრუეროვნული ხელისუფლება არ მოიყვანოს სათავეში.
საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა თანდათან აცნობიერებს ლიბერალთა დამღუპველი პოლიტიკის მოსალოდნელ შედეგებს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს - როგორც ტრადიციულ და ქრისტიანულ სახელმწიფოს. ამიტომაც გადაწყვიტა ამ ე.წ. ლიბერალური მოძრაობის ერთმა საპარლამენტო ნაწილმა “ოპოზიციონერობით” შეინიღბოს. მაგრამ “არ არის დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს” (მათე, 10,26) და ასეც მოხდა. ამ ლიბერალთა ერთ-ერთი თავკაცის უღმერთობა და მკრეხელური ფილმების მიმართ ეკლესიის პოზიციასთან საჯარო დაპირისპირება “რუსთავი 2”-ის საშუალებით მრავალმა იხილა. თუ გსურს ადამიანები გახრწნა და ერი გადააგვარო, ჭეშმარიტების და ნამდვილი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები და მათი მიმდევარნი საზოგადოებას პროგრესის მოწინააღმდეგე ფანატიკოსებად უნდა დაუსახო, მედროვენი და გამყიდველები კი - გმირებად. ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული ზემოხსენებულ ლიბერალთა ყოველი გზავნილი. ეს შეუთავსებელი და მიუღებელია ქართველთა ისტორიული მეხსიერებისათვის.
“ინტერნაციონალური” და “ინტერკონფესიური” სახელმწიფოს შექმნის იდეოლოგია საზოგადოების ყველა ფენისთვის არის გათვლილი. ჩვენთვის, თითოეული ქართველისათვის, ამ პროცესების ცოდნა აუცილებელია, რადგან სერიოზული არჩევანის წინაშე ვდგებით - ხელაღებით ჩავებათ მასში, თუ მაქსიმალურად შევეცადოთ, შევინარჩუნოთ საკუთარი სახე, თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თავისი სახელმწიფოებრივი დიდების წლებში საქართველოს გააჩნდა ავთენტური, არაორიენტირებული იდეოლოგია და პოლიტიკა. ისტორიიდან დასტურდება, რომ ნებისმიერი მიმართულებით იდეოლოგიის ორიენტირება იწვევდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვასა და ქვეყნის დანაწევრებას. თუნდაც ახლო ისტორიიდან გავიხსენოთ, რომ ერთი ასეთი დანაწევრება საქართველოს ჩრდილოურმა ორიენტაციამ შეიწირა: დაიკარგა საინგილო, ლორე-ტაშირი, სოჭის მხარე, შემდგომ საზღვარმა მნიშვნელოვნად გადმოიწია ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაც; უახლესი დანაწევრება კი დაკავშირებულია მკვეთრ დასავლურ ორიენტაციასთან - ჯერჯერობით დაკარგულია აფხაზეთი და სამაჩაბლო, არის საშიშროება საქართველოდან ჯავახეთის ჩამოცილებისა.
იმისათვის, რომ არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის შემდგომი რღვევა და საბოლოო განადგურება, აუცილებელია, გონივრულად განვიხილოთ დღეს მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესები, შევიმეცნოთ მისი ნამდვილი არსი და მიზნები.

1. მასონობა და მსოფლიო ინტეგრაცია ქრისტიანული ესქატოლოგიის შუქზე.

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ინტეგრაციის არსი და მიზანი ბოლომდე გაცნობიერებული აქვს ოდენ ორ, ერთმანეთთან პოლარულად დაპირისპირებულ ძალას: ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას და იმ “მსოფლიო ელიტას”, ვისი წაქეზებითაც სიძულვილით გონებადაბინდულმა ბრბომ ორი ათასი წლის წინ იხუვლა: “ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე!” - იუდეა-მასონობას! დანარჩენი კაცობრიობა, მეტ-ნაკლებად, უმეცრებაში ჰგიებს. ამ ორი წყაროს განხილვით, ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და მასონური დოქტრინის შეჯერებით, შესაძლებელია მსოფლიოში მიმდინარე რელიგიური და პოლიტიკური პროცესების სრულად წარმოჩენა. ანტისემიტიზმში ჩვენი დადანაშაულების ყოველგვარი მცდელობის გამოსარიცხად, თავიდანვე გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თალმუდისტური და კაბალისტური იუდაიზმის, როგორც “მესიის” შესახებ ცრუ სწავლების, ანუ ანტიქრისტეს რელიგიის მხილებით და უარყოფით ჩვენ სრულებითაც არ ვემიჯნებით ეთნიკურ იუდეველს - ებრაელს, რომელსაც ქრისტემ მოყვასი უწოდა და მცნებად დაგვიდო, შევიყვაროთ იგი - “ვითარცა თავი თვისი”. მოსეს რჯულის მიმდევარ იუდეველებთან ჩვენ ძმობისა და სიყვარულის 26 საუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს.
მასონობა, რომელიც თავს “თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობას” უწოდებს, სოლომონ ბრძენის ეპოქაში იღებს სათავეს. პირველი მასონები სოლომონის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი, ოსტატი ადონირამი და მისი კირითხურონი იყვნენ. მასონური გადმოცემით, ქრისტეს შობამდე 929 წელს მოხდა სიონელ ბრძენთა შეკრება, რომელზეც შეიმუშავეს მათი მესიისთვის, სინამდვილეში, ანტიმესია-ანტიქრისტესთვის, მსოფლიოს განმზადების ინტელექტუალური გეგმა. მის განხორციელებაზე თაობები საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ. ეს არის მსოფლიო ინტეგრირებისა და მასზე გაბატონების გეგმა. ეს შეთქმულება მისტიკურად გველის სახით გამოიხატება, რომელიც აღნიშნულ წელს გამოცოცდა იერუსალიმიდან და მსოფლიოზე შემოხვევ-შემორკალვა დაიწყო; როდესაც გველის თავი საწინააღმდეგო მხრიდან კვლავ დაბრუნდება იერუსალიმში და კბილებს ჩასჭიდებს საკუთარ კუდს, შემორკალვა დასრულდება და ანტიქრისტე შემოვა მსოფლიოში. გველის მოძრაობა გულისხმობს მასონების გავლენის ქვეშ მსოფლიოს მოქცევას და ბრძოლას ქრისტიანობასთან, რისი თვალსაჩინო მაგალითებია საფრანგეთისა და
რუსეთის რევოლუციები. ზოგადად, დემოკრატიისა და რესპუბლიკის იდეები მასონურმა ლოჟებმა ქრისტიანული მონარქიების დასამხობად წამოსწიეს, ვინაიდან ქრისტიანული მონარქია, წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, არის “ერთგვარი შემაკავებელი მასონური საქმისა”. მსოფლიო პოლიტიკის უახლესი მაგალითები ნათელს ჰფენენ, თუ როგორია “ახალი წესრიგის” დამყარების ანტიქრისტესეული გზები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ინსპირირებული და პროვოცირებული კონფლიქტების მართვის მეთოდები. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი ენტონ სატტონი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში - “როგორ ახდენს მასონური ორდენი ომებისა და რევოლუციების ორგანიზებას” - წერს: “მართვადი კონფლიქტების გარეშე ახალი მსოფლიო წესრიგი არ დამყარდება; ცალკეული პირების შემთხვევითი ქმედებანი საზოგადოებაში სასურველ სინთეზს ვერ გამოიწვევს. ეს სინთეზი დაპროგრამებულია, იგი უნდა შეიქმნას; და მას ქმნიან მართვადი, გამოწვლილვით გათვლილ-გაანგარიშებული კონფლიქტის მეშევეობით. აი, რატომ ეხმარებოდნენ საერთაშორისო ბანკირები უოლტ-სტრიტიდან ერთდროულად გერმანელ ნაცისტებსა და საბჭოთა კავშირს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას - აშშ-ის უბოროტეს მტრებს”.
ვინც მცირედ მაინც იცნობს მასონობის ისტორიას, ეჭვიც არ შეეპარება, რომ ბოლშევიზმიც, კომუნიზმიც, ფაშიზმიც, სისხლიანი თუ უსისხლო (ფერადი) რევოლუციებიცა და ჩვენი დროის ყველა უბედურება ინსპირირებული იყო და არის სწორედ მასონობის წარმმართველი ძალის მიერ. მსოფლიოში აღიარებული ყველა სერიოზული მკვლევარი, (მათ შორის, ალ. სოლჟენიცინი) ეთანხმება იმ აზრს, რომ რუსეთში მოხდა მხოლოდ ერთი რევოლუცია - თებერვლის, როცა მეფე აიძულეს, გადამდგარიყო და მთელი ძალაუფლება მასონებმა ჩაიგდეს ხელში (დროებითი მთავრობის ყველა წევრი, ქართველი მინისტრების - ჩხეიძე და წერეთელის ჩათვლით, მასონური ორგანიზაციების წევრები იყვნენ); და ერთ დღეს ამ მასონებმა სრულიად უბრძოლველად გადააბარეს ძალაუფლება ბოლშევიკებს. 1917 წლის ოქტომბერში (ახალი სტილით 7-8 ნოემბერს) არათუ რევოლუცია, გადატრიალებაც არ მომხდარა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; მოხდა ხელისუფლების დათქმული გადაბარება (რაც თანამედროვე “ფერად” რევოლუციებშიც გვხვდება).
მასონობას განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანობა სძულს, ვინაიდან იგი ქრისტიანულ აღმსარებლობათა შორის ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა, რომელშიც შეუცვლელადაა დაცული სახარებისეული სწავლება, ხოლო ყველა დანარჩენი “ქრისტიანობა” შემდგომ საუკუნეებში ჭეშმარიტებიდან გარდახდომილ კაცთა (რომის პაპების, თავს “უცდომელად” რომ მიიჩნევენ, მარტინ ლუთერების და სხვათა) მიერ შეცვლილი და გამოგონილი ცრუ და მწვალებლური სწავლებებია. ქრისტეს მტრები გრძნობენ ჭეშმარიტი ეკლესიის ძალას, ხედავენ მის მადლმოსილებას და განსაკუთრებული გააფთრებით უტევენ წმინდა მართლმადიდებლობას.

რამდენიმე წლის წინ ისრაელში გამოიცა ცნობილი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ჰერმან ბრანოვერის, წიგნი – “დაბრუნება”, რომელშიც წერია: “ისრაელის სახელოვანი შვილები: ტროცკი, სვერდლოვი, როზა ლუქსემბურგი, მარტოვი, ვოლოდარსკი, ლიტვინოვი... ისრაელის ისტორიაში შევიდნენ. შეიძლება რომელიმემ ჩემს ძმათაგან მკითხოს: კი მაგრამ, რა გააკეთეს მათ ისრაელისათვის? მე ვუპასუხებ პირდაპირ: ისინი უშუალოდ, ანდა არაპირდაპირი გზით, ცდილობდნენ ჩვენი უმთავრესი მტრების - მართლმადიდებელი გოების ფიზიკურ მოსპობას. აი, რაში მდგომარეობდა მათი საქმე; ამით დაიმსახურეს მათ მარადიული დიდება!”
აღსანიშნავია, რომ ლევ ტროცკის (ლეიბა ბრონშტეინი) ზეობის დროს მისი უშუალო ბრძანებით ქ. ვორონეჟში დაიდგა იუდა ისკარიოტელის ძეგლი. მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ასევე ლოს-ანჟელესის მთავარეპისკოპოსი ანტონი: “სარწმუნოების მტრებმა, როდესაც მოკლეს წმინდა მეფე მარტვილი ნიკოლოზ II, ეკატერინბურგში იპატიევის სახლის სარდაფის კედელზე დატოვეს კაბალისტური წარწერა: -”აქ მოიკლა მართლმადიდებელი მეფე მართლმადიდებლური სახელმწიფოს დასარღვევად”“. მეფისა და მისი ოჯახის მოკვდინების გადაწყვეტილება ლენინმა და რევოლუციის სხვა ბელადებმა ერთობლივად მიიღეს, მაგრამ ჯალათებმა უშუალოდ სვერდლოვის ბრძანება შეასრულეს. ამიტომაც დაერქვა ეკატერინბურგს - სვერდლოვსკი.

მასონების განსაკუთრებულ სიძულვილს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებელი ერების მიმართ თანამედროვე იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებიც თვალნათლივ ადასტურებს. XX საუკუნის შუა ხანებში სერბეთში მიმდინარე პროცესების გამო (მსგავსი იმისა, რაც დღეს საქართველოში ვითარდება), საჭირო გახდა შექმნილიყო “სახალხო მართლმადიდებლური ქრისტიანული თემი”, რომელიც 200 000 ადამიანს აერთიანებდა. თემს მეთაურობდა სერბი ერის ჭეშმარიტი მამა და მწყემსი - წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი), რამაც უდიდესი წვლილი შეიტანა სერბეთში სარწმუნოებისა და ზნეობრიობის შენარჩუნების საქმეში. მეუფე ნიკოლოზი წერდა: “სექტანტებმა თავიანთი აგენტებიBბალკანეთში გამოგზავნეს, რათა თავიანთი წყეული ფულებითა და უფასო წიგნებით იყიდონ ჩვენი სულები. ჩვენ თურქებს არ მივეყიდეთ და, ნუთუ, ამერიკელ მედუქნეებს მივეყიდებით? სალაფავისთვის რწმენის გაყიდვა ჩვენს წეს-ჩვეულებებში არ არის”.
საუკუნის მიწურულს კი მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიღებულმა “საყოველთაო მთავრობის” ემბრიონმა - “გაერომ”- ურჩი ერების ყველას დასანახად დასჯა დაიწყო. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ბომბავდა “მსოფლიო მმართველი ელიტა” შუაგულ ევროპაში, დღისით, მზისით, არა მარტო მართლმადიდებელ სერბთა საბრძოლო პოზიციებს, არამედ მშვიდობიან, უმწეო მოსახლეობასაც. ისიც კარგად გვახსოვს, ბელგრადი ყველაზე ინტენსიურად მართლმადიდებლური კალენდრით აღდგომასა და შობას რომ იბომბებოდა. CNN და BBC საქვეყნოდ და ურცხვად გადმოსცემდნენ, როგორ იტვირთებოდა “NATO”-ს თვითმფრინავებში ბომბები წარწერით: “გისურვებთ ბედნიერ აღდგომას” - (Happy Easter). დღეს კი ისლამურ ერაყთან მებრძოლი “ქრისტიანული” დასავლეთი, ბოსნიელ მუსლიმთა სასარგებლოდ, ხელს უწყობს ეკლესია-მონასტრების გადაწვას და მართლმადიდებელი მოსახლეობის ეთნიკურ გენოციდს კოსოვოში. სავსებით ნათელია, რომ ყოფილ იუგოსლავიაში საქმე გვაქვს არა ეთნიკურ, არამედ რელიგიურ ნიადაგზე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ინსპირირებულ შეიარაღებულ კონფლიქტთან, რადგან დაპირისპირებული მხარეები – სერბები, ბოსნიელები და ხორვატები - ერთი ეთნოსის წარმომადგენლები (სერბები) არიან.
მომავალში საქართველოსაც იუგოსლავიის ბედი ელის, თუკი ჩვენი ეკლესიის მაღალი რეიტინგით შეშფოთებულმა დასავლეთმა “რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დამცველი”, სულგაყიდული ქართველები აამოქმედა, საქართველოში არასდროს არსებული რელიგიური დაპირისპირების ინსპირირება მოახდინა (მსგავსად ეთნოკონფლიქტებისა), შემდეგ კი ეთნო-რელიგიურ კონფლიქტში გახვეულ ქვეყანას მრავალსუბიექტიანი ფედერალური მოწყობა მოახვია თავს. საქართველოში რელიგიური სიტუაციის მკვეთრად დაძაბვისთვის იღწვიან “თავისუფლების ინსტიტუტი” და მისი სატელიტი ორგანიზაციები და პიროვნებები. ამასვე ემსახურებოდა გაზეთ “24-საათში” ამავე გაზეთის გაურკვეველი რჯულისა და ჯიშის მქონე ომბუდსმენის მიერ ევროპაში პროვოკაციულად გამოქვეყნებული მუჰამედის შეურაცხმყოფელი კარიკატურების გადმობეჭდვა;
ამის მაგალითია საქართველოში სექტანტობის აღორძინებისთვის “თავისუფლების ინსტიტუტის”, ომბუდსმენისა და მისი აპარატის თუ სხვა ორგანიზაცია-მოხელეთა მოღვაწეობა; ამის მცდელობაა ევროკომისიის მიერ “თურქი მესხების” ჩამოსახლების კატეგორიული მოთხოვნა, რამაც მკვეთრად უნდა შეცვალოს რელიგიური ბალანსი მართლმადიდებლობის საზიანოდ. უნდა აღინიშნოს, რომ “თურქი მესხების” მსგავსი მოვლენები გლობალური ხასიათის იყო და შეეხო დანიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, პოლონეთს, თვით აშშ-ს (მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელები განაპირა რეგიონებიდან ცენტრისკენ გადაასახლეს), ყოფილ სსრკ-ში - სომხეთსა და აზერბაიჯანს (ეს უკანასკნელნი საქართველოს შემდეგ შევიდნენ ევროკომისიაში). გასახლებულთა უკან ჩამოსახლების ვალდებულება ოფიციალურად მხოლოდ ნებაყოფლობითობას ემყარებოდა და არც ერთმა ზემოთ დასახელებულმა ქვეყანამ თავს არ იდო ეს ვალდებულება. ჩვენ კი თავი მოვიწონეთ ევროკომისიის წინაშე და ვიტვირთეთ ჩამოსახლება უზომოდ გაზრდილი და ეთნიკურად შეცვლილი მასისა, რომელსაც გასახლებულ ე.წ. “თურქ მესხებთან” ბევრი არაფერი აქვს საერთო. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველი ხალხისათვის მიუღებელი და საბედისწერო ეს გადაწყვეტილება თავისი ხელმოწერებით დაამშვენეს: ლ. ღოღობერიძემ, ი. სარიშვილმა, ვ. ხუხუნაიშვილმა, კ. ჩიტაიამ და მ. სააკაშვილმა.
მსოფლიოში განვითარებული რელიგიური კონფლიქტების ინსპირატორი, უმრავლეს შემთხვევაში, იუდეა-მასონობაა. მაგალითად, ისლამურ სამყაროში პროვოცირებული ანტიდასავლური განწყობილება, ეჭვგარეშეა, ძალზედ ხელსაყრელ ფონს ქმნის ზოგიერთი ომის მოწინააღმდეგე ევროპული სახელმწიფოს ერაყში მიმდინარე და ირანში მოსალოდნელ კონფლიქტში ჩასათრევად. მუჰამედის შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამოქვეყნება და მომავალშიც მოსალოდნელი მსგავსი ქმედებები მსოფლიო კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებების მხრიდან არის დ იქნება მცდელობა ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროებს შორის დაპირისპირების ინსპირირებისა. ეს, რა თქმა უნდა, გათვლილია ქართველისათვის, კარგა ხანია, ცნობილია, რომ დღეს დასავლეთი ქრისტიანობისგან უფრო შორს დგას, ვიდრე თვით ისლამური ფუნდამენტალიზმი (მაგ: ქრისტეზე მკრეხელური ფილმის გაშვების გამო შეურაცხყოფილი ბრიტანელი მუსლიმები ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციებზე, განსხვავებით ადგილობრივი “ქრისტიანებისაგან”, აღშფოთებით აღნიშნავდნენ, რომ ყურანში ქრისტე წინასწარმეტყველად არის ნახსენები და, ამდენად, ეს მკრეხელური ფილმი ჩვენი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიგვაჩნიაო).
რაც შეეხება მსოფლიო გლობალიზაციას - ეს მასონობის უპირველესი ამოცანაა, ვინაიდან მისი საბოლოო მიზანია ყველა ადამიანის, განურჩევლად რელიგიისა და ეროვნებისა, ერთ მსოფლიო კავშირში გაერთიანება. იგი ცდილობს, თანამედროვე სახელმწიფოებში ადამიანთა ცხოვრების ყველა სფერო მოიცვას: რელიგია, ოჯახი, სკოლა, განათლება, მეცნიერება, მწერლობა, კულტურა, პოლიტიკა, პრესა, ტელევიზია - ყოველივე ამას მასონობა თავისებურად წარმართავს და გარდაქმნის.
“ამერიკის შეერთებული შტატების” შექმნისა და ევროპის გაერთიანების შემდეგ, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს “მსოფლიოს შეერთებული შტატების” შექმნისათვის. ამ მიზნის განხორციელებას წინ ეღობებიან პიროვნული ღმერთის აღმსარებელი რელიგიები და ეროვნული სახელმწიფოები. ისინი მასონური გენერალური გეგმის მიხედვით უნდა განადგურდნენ: უნდა წაიშალოს რელიგიური და ეროვნული განსხვავებანი, ყოველივე ძველი და ტრადიციული შეიცვალოს და მის ადგილას აშენდეს “ახალი მეუფება”.
1917 წელს მოკავშირე და ნეიტრალური ქვეყნების მასონობამ პარიზში მოიწვია კრება, რომლის უმთავრესი ამოცანა თავმჯდომარის, ძმა კარნოს, სიტყვებით იყო: “ევროპის შეერთებული შტატების მომზადება; შექმნა ზეეროვნული ხელისუფლებისა, რომლის დანიშნულება იქნება ერებს შორის კონფლიქტების მოგვარება - ამ სამშვიდობო და საყოველთაო კეთილდღეობის პროპაგანდის აგენტობას მასონობა აიღებს თავის თავზე”.
“შერეული მასონობის” კონვენტმა ჯერ კიდევ 1927 წელს განაცხადა: “აუცილებელია, ყველგან და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში სიტყვით, კალმითა და საქმით მსოფლიოს შთავბეროთ სამშვიდობო სულისკვეთება, რაც ხელსაყრელ ატმოსფეროს შექმნის ევროპის შეერთებული შტატების შექმნისათვის, რომელიც, თავის მხრივ, პირველი გადადგმული ნაბიჯი იქნება მსოფლიოს შეერთებული შტატებისაკენ.”
მსოფლიო გლობალიზაციას გვიხატავენ, როგორც ბუნებრივ, კანონზომიერ, ეკონომიკური და პოლიტიკური აუცილებლობით გამოწვეულ პროცესს, მაგრამ ეს მასონური თვალთმაქცობაა, რადგან იგი არის არა ბუნებრივი და კანონზომიერი პროცესი, არამედ იძულებით თავსმოხვეული იდეა, რაც აშშ–ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმაც (უფროსმა) ღიად დაადასტურა “გაერო”-ში წარმოთქმული სიტყვის დროს: “სიონიზმი პოლიტიკა კი არა, იდეაა, რომელსაც მოჰყვა ევროპის ხალხებისათვის საერთო სახლის შექმნა, ისრაელის შექმნა” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 25-09-1991წ.)
პოლიტიკური ინტეგრაციის პარალელურად მიმდინარეობს რელიგიური ინტეგრაცია, რაც მდგომარეობს “ეკუმენისტურ” და “პან-ეკუმენისტურ” მოძრაობაში. იუდეა-მასონების “მესია-ანტიქრისტე” მსოფლიოს პოლიტიკური და რელიგიური ბელადი უნდა იყოს. ამისათვის კი საჭიროა რელიგიური ინტეგრაცია. მასონობის ტაქტიკის თანახმად, ანტიქრისტიანული მიზნები იერარქიული კიბის მხოლოდ უმაღლეს ხარისხებში მყოფთათვის იხსნება. დამწყებ მასონებს თავიდან ეუბნებიან: “მასონობა არც ეკლესიაა და არც რელიგია, და იმისათვის, რომ იყოს იგი ნამდვილად რჯულშემწყნარებელი, მან თავი უნდა აარიდოს ქრისტეს სახელის ხსენებას” (ჟუნალი Square Compasse” new Orlenns). შემდგომ მიუთითებენ: “მასონობა ნებისმიერ ეკლესიაზე უფართოესია, რამეთუ იგი ყველა რელიგიას თავს უყრის ერთ, საყოველთაო რელიგიაში” (ეკუმენიზმში-ავტ.) (Albert Finslow Ryerson, Freemasonry and Church. “American Ryler Heystone”). ამ ბრძოლას მასონები აწარმოებენ ან “რელიგიური ბაბილონის” - ეკუმენიზმის, ანდა აშკარა სატანიზმის ქადაგებით.
პირველი სისტემის გამტარებელი ინგლისური მასონობაა, რომელიც აშკარა ეკუმენიზმს ქადაგებს: “ჩვენს დროში, - ნათქვამია ანდერსონის “ახალი კონსტიტუციის წიგნში” - ადამიანი თავისუფლად ირჩევს სარწმუნოებას და მხოლოდ ერთი რელიგიაა ნამდვილად ყველასათვის სავალდებულო. ეს ის საყოველთაო, ყველა ადამიანის გამაერთიანებელი, რელიგიაა, რომელიც მდგომარეობს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაში, ვიყოთ ღირსეული და სინდისიერი ადამიანები, განურჩევლად იმისა, თუ რა აღმსარებლობა და რელიგიური დოგმატები განგვასხვავებს სხვა ადამიანებისაგან”.
მეორე სისტემის მომხრეებად ფრანგული მასონობის წარმომადგენლები გვევლინებიან, რომელნიც ღიად უცხადებენ ომს ქრისტეს, ეკლესიას, და სატანას სცემენ თაყვანს:
“რელიგიური ერა სამუდამოდ დასრულდა; სახარება უმეტესწილად ლეშია”, - წერს იტალიური მიმოხილვა “Rivista della Maconeria Italiana”;
”ჩვენი მიზანი მდგომარეობს არა ინდივიდუალიზმის აღდგენაში, არამედ იმაში, რომ ქრისტიანობა პირისაგან მიწისა აღიგავოს!” – ამბობს თეოსოფიური საზოგადოების დამაარსებელი, ელენე ბლავატსკაია - Pall-Mall Gazette;
“არ კმარა სამღვდელოების ზეგავლენის დაძლევა და ეკლესიის ავტორიტეტის ხელყოფა. აუცილებელია თავად სარწმუნოების დარღვევა!” – აზუსტებს საერთაშორისო მასონური კონგრესი. ჩონგრესს Congress Macon International de Paris, 1900, p.1020;
სხვა, ფრიად გავლენიანი მასონი, ოსვალდ ვირტი, თავის ფილოსოფიურ მოხსენებაში “განათლება და სპირიტუალიზმი” (დაიბეჭდა ჟურნალ “Alliance Spiritua-liste”) ამბობს, რომ: “მასონობის კავშირი ამბოხებულ ანგელოზთა მთავარ ლუციფერთან სავსებით მისაღებია”. ვირტის აზრით, ლუციფერი ღმერთს აუჯანყდა და ანგელოზთა ნაწილი თან წარიტაცა, შედეგად “საღმრთო ადმინისტრაციის აღმაშფოთებელი უსამართლობებისა; თავისი არსით ნათლის ანგელოზი თავისუფლების სულს წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით მასონობისათვის ლუციფერიანელობა სავსებით მისაღებია”.
ჩვენს დროში სატანისტები უფრო ღიადაც გამოდიან და რეკლამას უწევენ თავიანთ საქმიანობას, რაზეც სან-ფრანცისკოში გახსნილი ე.წ. “სატანის ეკლესიაც” მეტყველებს. იგი, სხვათა შორის, ოფიციალურად სცნო აშშ–ის ხელისუფლებამ, როგორც ერთ-ერთი ლეგალური “დენომინაცია”. სატანის ეკლესია არცთუ დიდი ხნის წინ შევიდა აშშ-ის “ნაციონალურ ეკლესიათა საბჭოში”, ხოლო მისი მეშვეობით, ეკუმენისტური მოძრაობის გულში – “ეკლესიათამსოფლიო საბჭოში”, ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ყველა “ქრისტიანულ” კონფესიას. აი, სადამდე მივიდნენ ეკუმენისტი “ქრისტიანები”! ეს გახლავთ ღვთისმბრძოლობის ყველაზე მკრეხელური გამოვლინება და ცინიზმი! აი, რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ეკუმენისტურ ყრილობებში მონაწილეობისას კომფორტსა და სამივლინებო თანხებს დახარბებული “მართლმადიდებელი” სასულიერო პირების (მათ შორის, ზოგიერთი იერარქის) მიერ ეკუმენიზმის ცრუ-განმარტება და მასში გაერთიანების სურვილი არის ყველა მწვალებლობაზე დიდი დაცემა და უღრმესი ბოროტსჯულიერება. ამ ტიპის “ქრისტიანებზე” მსოფლიო დიდი მოძღვარი და მღვდელმთავარი, წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: “მე ვამჯობინებდი, საქმე მქონოდა ათასობით ეშმაკეულთან, ვიდრე, თუნდაც, ერთ ვერცხლისმოყვარესთან, რამეთუ არც ერთ ეშმაკეულს არ ეყოფა კადნიერება იმისათვის, რაც იუდამ ჩაიდინა”.

იუდას აჩრდილი კი დღეს საქართველოშიც დადის!

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეკუმენიზმის უარმყოფელ საქართველოს ეკლესიაზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ღვთის წყალობით, უშედეგოდ ჩაიარა, მაგრამ იუდას სულიერი მემკვიდრეების ხელშეწყობით დღესაც მიმდინარეობს ზეწოლა ჩვენი ეკლესიის (ახლა
უკვე დამკვირვებლის სტატუსით მაინც) ეკუმენისტურ მოძრაობასთან შეერთების მიზნით. ნუ იყოფინ!
როგორც აღვნიშნეთ, ეკუმენისტურ მოძრაობაში, იუდას ცოდვით დაცემულ “მართლმადიდებლებსა” და ყველა ჯურის მწვალებლებთან ერთად, გაცნობიერებული სატანიზმის ადეპტებიც მონაწილეობენ. მაგრამ, როგორც ინგლისურ, ისე ფრანგულ მასონობას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ნაცვლად დარღვეული ჭეშმარიტი რელიგიისა, დაამკვიდრონ ახალი, ყველა ადამიანის “გამაერთიანებელი”, ადოგმატური რელიგია.
პარიზში გამოდის ჟურნალი - “le tample”, რომელიც წარმოადგენს შოტლანდიური რიტუალის მასონთა ოფიციალურ ორგანოს. ამ ჟურნალის ჯერ კიდევ 1946 წლის მე-3 ნომერში დაბეჭდილი სტატია სათაურით – “ეკლესიათა გაერთიანება” - მასონებისავე პირით გადმოგვცემს: “ჩვენ გვეკითხებიან, რატომ ვერევით რელიგიური ხასიათის კამათებში; რატომ შეიძლება წარმოადგენდეს მასონობისათვის ინტერესს ეკლესიათა გაერთიანების, ეკუმენური კონგრესებისა და ა.შ. საკითხები? ჩვენს ატელიეთა წიაღში შეისწავლება ყოველგვარი დოქტრინა, რათა არანაირმა აპრიორიზმმა არ შეაღწიოს ჩვენს დასკვნებში...
თუნდაც გვეცადა დავიწყება იმისა, რომ მასონობა რელიგიური წარმოშობისაა, მაინც თავად ფაქტი რელიგიების არსებობისა გამოიწვევდა ჩვენს გამუდმებულ მცდელობას, რათა შეგვეკრა ერთობით ყველა მოკვდავი, იმ ერთობით, რომელზეც ყველა ვოცნებობთ.”
აი, აღიარება, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვიმხელს, თუ ვინ არის ეკუმენისტური მოძრაობის სული და გული. აი, რატომ ხორციელდება დასავლეთიდან გრანტების მომლოდინე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების მიერ (თავისუფლების ინსტიტუტი, კავკასიური სახლი, ომბუდსმენის აპარატი) და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (ე.წ. საზოგადოებრივი - I არხი; რუსთავი 2; გაზ. “24 საათი”) სასტიკი ზეწოლა და ცილისმწამებლური კამპანია ივერიის წმ. ეკლესიაზე - მის წიაღში მყოფ ეკუმენიზმის უარმყოფელ სასულიერო პირებსა და მრევლზე.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ თამამად შეიძლება მტკიცება, რომ ეკუმენიზმი არის მშენებლობა ეშმაკის ტაძრისა, რომელშიც იმღვდელმთავრებს ანტიქრისტე, ხოლო მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაცია არის მშენებლობა მთელ დედამიწაზე განფენილი სატანური სახელმწიფოსი, რომლის მონარქიც, ასევე, ანტიქრისტე იქნება!

2. ქართული იდეა - ანუ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით.

დღეს უკვე მწვავედ დადგა საკითხი მართლმადიდებლური პოლუსის ფორმირებისა, ჭეშმარიტად მართლმადიდებლური მოძრაობის შექმნისა, რომელიც ბუნებრივად ჩაუდგება სათავეში ყველა ეროვნულ პოლიტიკურ ძალას. ორასწლოვანი მონობით, ბოლშევიკური და, ბოლოს, “ლიბერალური რევოლუციებითა” თუ ექსპერიმენტებით დაღლილ-დაქანცული და მოტყუებული ქართველობა ნელ-ნელა იწყებს გამოღვიძებას და ხვდება, რომ საკუთარ ფესვებთან დაბრუნების გარეშე საქართველოს აღორძინება შეუძლებელია. ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორია იცის, უთუოდ შეამჩნევს, რომ საქართველო და ქართველი ერი იმით არის გამორჩეული, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი ზნე-ჩვეულებანი, ცნობიერება და ადათ-წესები ქრისტიანობას შეეთვისა, შეენივთა და, ისტორიულად, ქართველობა მართლმადიდებლობასთან გაიგივდა. ამ ნიშან-თვისების წყალობაა, რომ განვვლეთ მოწამებრივი გზა - უფლის ჯვარი უღალატოდ ვზიდეთ,
სარწმუნოება დავიცავით, მასთან ერთად კი ერი და ქვეყანაც გადავარჩინეთ. იშვიათია ერი, რომელსაც ამდენი მოწამე ჰყავდეს, და არ არის ერი, რომლის ასიათასმა შვილმა ერთ დღეს დაიდგა მოწამებრივი გვირგვინი - თავი დადო და არ უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ შეურაცხყო წმინდა ხატები. ასე გაბრწყინებულა არაერთხელ საქართველო, და ყველამ, ვინც ივერიის გაბრწყინებაზე საუბრობს, უნდა იცოდეს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გაბრწყინების გზა მართლმადიდებლობისა და ქრისტეს ერთგულებისათვის თავგანწირვის გზაა. სწორედ ესაა ქართველი ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული, მრავალგზის გამოცდილი და ქარტეხილებში განმტკიცებული ეროვნული ცნობიერების ხერხემალი, რომელზეც იგებოდა და უნდა აიგოს ქართული სახელმწიფოებრიობა.
მამულიშვილობა, პატრიოტიზმი, უპირველესად იმას გულისხმობს, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს სახელოვან წინაპრებს, მათ ღვაწლსა და ამაგს, მათ ცნობიერებასა და აღმსარებლობას, ხოლო უპირველესად – მათ მოწამეობრიობას, რათა ჩვენც ვიყვნეთ მათი ღირსეული მემკვიდრენი, მათი შთამომავალნი და მათი საქმის გამგრძელებელნი. ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს ისტორიულ მემკვიდრეობითობას, არა მხოლოდ ტერიტორიულ-მატერიალურს, არამედ სულიერს, ზნეობრივს, კულტურულს. აღიარებს ისტორიულად ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას, ნდობას უცხადებს ამ მსოფლმხედველობის ისტორიულ მესაჭეს და მქადაგებელს – საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. პატივს სცემს ამ ეკლესიის დოგმატურად შეუმცდარ კურსს, მიიჩნევს ეკლესიას ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლად. ეს ისტორიული მადლიერება და სამართლიანობა ერისა ეკლესიისადმი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ასახული და აყვანილი იყო სახელმწიფოებრივ რანგში და მის გარანტად მირონცხებული მეფე გვევლინებოდა. სწორედ ამ გზით იშვა “ძლევაი საკვირველი” და ამ გზით მავალმა საქართველომ სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად, სოციალურად, და, რაც მთავარია, ზნეობრივად, უმაღლეს საფეხურს მიაღწია.
რაც შეეხება მადლიერებასა და სამართლიანობას ჩვენს დროში, იგი, ნაწილობრივ, იურიდიულ-სამართლებრივი თვალსაზრისით აისახა (იმედია, მომავალში მაინც ამოქმედდება) სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც აღიარებულია ეკლესიის განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, და აქედან გამომდინარე, აღიარებულია მისი, როგორც ერის სულიერი წინამძღოლის, უფლებებიც. ამიტომ, ის, ვინც უგულებელყოფს და ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების ამოქმედებას, ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მემკვიდრე, არა მხოლოდ სულიერი, არამედ უკვე სამართლებრივი თვალსაზრისითაც.
მართლმადიდებლობა - როგორც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საფუძველი! - ასე გვესახება ქართული იდეა. პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით, ეს იქნება არა ორიენტირებული, არამედ დაბალანსებული, თვითმყოფადი ქვეყნის თვითმყოფადი პოლიტიკა. ისტორიულად სწორედ ასეთი გამოცდილებაა საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული და გასაზიარებელი: ავთენტური და არა - მკვეთრად გამოხატული დასავლური, აღმოსავლური თუ ჩრდილოური ორიენტაციები; არა - მკვეთრი გადახრა რომელიმე მიმართულებით, არამედ - ბუნებრივად განსაზღვრული გეოპოლიტიკური და გეოკულტურული ხიდის როლის შესრულება; არა - ადაპტირება, არამედ - თვითმყოფადობა; შემეცნება და არა - გადმოღება; მართლმადიდებლურ-ეროვნულ პრიზმაში გარდასახვა და არა კომპილირება. სწორედ ასეთი პოლიტიკა ქმნის საუკეთესო პირობებს ჩვენი ეროვნულობისა და სარწმუნოების სიწმინდის დაცვისათვის, რაც უნდა წარმოადგენდეს ჩვენს უპირველეს და უმაღლეს დანიშნულებას.
ეს იდეა საქართველოს გარე სამყაროსაგან იზოლაციაში არ მოაქცევს, არ შექმნის ესკიმოსთა მსგავს ეთნოგრაფიულ რეზერვაციას. პირიქით, ამ იდეას შემტევი ხასიათი უნდა ჰქონდეს. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და, ცხადია, ქართველი ხალხი, მართლაც, საგანგებო, განსაკუთრებული მისიის მატარებელია. გეოპოლიტიკურად ეს მისია დამაკავშირებელი ხიდის არსებობის ობიექტური აუცილებლობიდან მომდინარეობს და მისი განხორციელება საქართველოს ხელეწიფება. სულიერ-ზნეობრივ თვალსაზრისით კი, ეს მისია იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მართლმადიდებლობის უბიწოდ დაცვასა და გავრცელებაში მდგომარეობს. ამაზე მეტყველებს ქართველ მეფეთა წოდება, “მესიის მახვილი”, და ქრისტესთვის წამებული ჩვენი ერის მთელი ისტორია.
“ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი” - წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე).

ჯვრისმტვირთველობაზე მეტყველებს დღეს ჩვენი ეკლესიის მიერ “ეკუმენისტური მოძრაობიდან” გამოსვლით (დინების საწინააღმდეგო მიმართულებით) გადადგმული გაბედული ნაბიჯები, რითაც სხვა მართლმადიდებელ ერებს მართლაღმსარებლობისა და შეუპოვრობის მაგალითი მიეცათ. ამიტომ შეჰყურებს დღეს ივერიის წმინდა ეკლესიას და მის მეთაურს იმედის თვალით ყოველი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მთელ მსოფლიოში.
“საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და გაბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმასრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!” - ილია II (საქ. კათოლიკოს-პატრიარქი).
ამ მისიამ ერთ გაუწყვეტელ ჯაჭვად უნდა შეკრას მთელი ერი და მოგვცეს უნარი მომავლის შენებისა, ჩაგვაღრმაოს ქართულ სულიერ თვითშეგნებაში და, ამავდროულად, განსაზღვროს ჩვენი ღირსეული ადგილი თანამედროვე მსოფლიოში. მხოლოდ ქრისტეში ერთობით არის შესაძლებელი ამის მიღწევა, მხოლოდ ამის შემდეგ მოგვმადლებს ღმერთი ღირსეულ ხელისუფალს, რომელიც, ბუნებრივია, ჯერ არ ჩანს, რადგან ერის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ავაზაკი ბარაბას გზით სვლა ამჯობინა ქრისტეს გზას.
ასეთი ხელისუფალი, შესაძლოა, ნებისმიერ არსებულთაგანაც გამოირჩეს, რა თქმა უნდა, თუ იგი განიწმინდება ახალი, უფრო სწორედ, მივიწყებული, საქართველოსთვის ისტორიულად აპრობირებული იდეით - “განახლდეს, ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი” (ფსალ. 102,5), როგორც ამას ფსალმუნთმგალობელი ბრძანებს.
ის, რომ მართლმადიდებლობამ, როგორც განმსაზღვრელმა და მთავარმა შინაარსმა ქართული სულიერებისა, ცნობიერებისა და კულტურისა, რუსეთის იმპერიიდან თავის დაღწევის დღიდან ვიდრე დღემდე, ვერ შეიძინა პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძვლის სტატუსი, მძიმე და საშიშ ცოდვად აწევს ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს საქართველოში. სამაგიეროდ, ბაძავენ პატრიოტული გამოვლინებისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების აშკარა უარმყოფელებს: “დემოკრატებს”, “რესპუბლიკელებს”- ხან მარჯვნივ გადაიხრებიან, ხან მარცხნივ, და ავიწყდებათ, რომ: “არცა მარჯულ, არცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდეთ” (2სჯ. 5.32,17.11). ასე იმიტომ
ხდება, რომ არ ეფუძნებიან და არ უფრთხილდებიან იმას, რაც უფლისგან გვაქვს მონიჭებული - მართლმადიდებლობას!
როდესაც ქართულ იდეაზე, ქრისტეს გზით სვლაზეა საუბარი, აქ აუცილებელია, მართლმადიდებლობა განვასხვაოთ “ფუნდამენტალიზმისაგან”.
მართლმადიდებლობის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საფუძვლად მიჩნევა ჩვენი ისტორიული უფლებაა და მემკვიდრეობის პრინციპს ეფუძნება. იდეოლოგია, დამყარებული უაღრესად მშვიდობიან, ჰუმანურ და ზნეობრივ საფუძველზე ოფიციალურად მისაღები უნდა იყოს, როგორც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ასეთ ქვეყანაში ადგილი არ ექნება პიროვნების ზნეობრიობაზე დაფუძნებული უფლებების, რელიგიური გრძნობებისა და ეთნიკური ღირსებების ხელყოფას. მსოფლიო დგას ისტორიის გარდამტეხი მომენტის, ცივილიზაციების კონფლიქტის საშიშროების წინაშე. იმ ცივილიზაციებისა, რომელთაც განსხვავებულად ესმით ადამიანი და მისი დანიშნულება. ადამიანი, როგორც ღმრთის ხატი, განსაკუთრებულად ფასეული და ღირებულია. მისი ამ ღირებულების ხელყოფა არ შეიძლება. მას პატივს უნდა სცემდეს სახელმწიფო, საზოგადოება და ყოველი ჩვენგანი. მარადიულ ზნეობრივ კანონს ადამიანის სულში მყარი საფუძველი აქვს, რომელიც არ არის დამოკიდებული კულტურაზე, ეროვნულობაზე, ცხოვრებისეულ გარემოებებზე. ადამიანის ბუნებაში ეს საფუძველი ჩადებულია შემოქმედის მიერ და ვლინდება სინდისში. მაგრამ სინდისის ხმა შეიძლება დაახშოს ცოდვამ. სწორედ ამიტომა კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხელშესაწყობად მოწოდებული რელიგიური ტრადიცია, რომლის პირველწყაროსაც ღმერთი წარმოადგენს. ადამიანის უფლებებს საფუძვლად ადამიანის ღირებულება, ფასეულობა უდევს და ისინი მიმართული უნდა იყოს მისი ღირსების რეალიზაციისკენ. ამიტომ ადამიანის უფლებათა შინაარსი არ შეიძლება, არ იყოს ზნეობასთან დაკავშირებული. ამ უფლებათა ზნეობრიობისაგან მოწყვეტა მათ პროფანაციას წარმოადგენს, ვინაიდან არ არსებობს უზნეო ღირსება.
ჩვენ ვაღიარებთ სიცოცხლის უფლებას სიკვდილის “უფლების” წილ, აღმშენებლობის უფლებას – ნგრევის “უფლების” საწინააღმდეგოდ, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, იმ ზომით, რა ზომითაც ისინი ხელს უწყობენ პიროვნების სიკეთისკენ აღმასვლას, იცავენ მას, როგორც შიდა, ისე გარე ბოროტებისგან, რაც იძლევა ადამიანის დადებითი თვითრეალიზაციის საშუალებას. ამ თვალსაზრისით ჩვენ პატივს ვცემთ არა მხოლოდ სამოქალაქო, პოლიტიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ, ასევე, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. უფლებები და თავისუფლებები ადამიანის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ადამიანი, იღწვის რა თავისი ინტერესების განხორციელებისათვის, უნდა უფარდებდეს მათ მოყვასის, ადგილობრივი თემის, საზოგადოებისა და მთელი კაცობრიობის პოზიტიურ ინტერესებს.
არსებობს ფასეულობები, რომლებსაც ადამიანის უფლებებზე დაბლა ვერ დავაყენებთ. ასეთი ფასეულობებია: რწმენა, ზნეობა, სიწმინდეები, სამშობლო. როდესაც ეს ფასეულობები და ადამიანის უფლებათა განხორციელება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, საზოგადოება, სახელმწიფო და კანონი მათ ჰარმონიულ თანაფარდობას უნდა უზრუნველყოფდეს. არ შეიძლება, დავუშვათ სიტუაციები, რომლის დროსაც ადამიანის უფლებათა განხორციელება თრგუნავს რწმენასა და ზნეობრივ ტრადიციებს, რასაც მივყავართ რელიგიური და ეროვნული გრძნობების, სათაყვანებელი სიწმინდეების შეურაცხყოფამდე, საფრთხეს უქმნის სამშობლოს არსებობას. საშიშად მიგვაჩნია ისეთი “უფლებების” “გამოგონება”, რომლებიც აკანონებენ ისეთ ქცევებს,
რომელიც დაგმობილია ადგილობრივი ტრადიციული ზნეობითა და ყველა ისტორიული რელიგიით.
ჩვენ უარვყოფთ ადამიანის უფლებების სფეროში ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას, ასევე - მცდელობებს, გამოიყენონ ეს უფლებები პოლიტიკური, იდეოლოგიური, სამხედრო და ეკონომიკური ინტერესების, ასევე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის თავს მოსახვევად.
ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა კეთილი განზრახვის მქონე ძალასთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ამ თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროებად უნდა იქცეს: ეროვნებებისა და ეთნიკური ჯგუფების რელიგიური, კულტურული და ენობრივ უფლებათა დაცვა; აღმსარებლობის უფლებისა და აღმსარებელთა მიერ თავიანთი ცხოვრების წესის ქონის უფლების უზრუნველყოფა; ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულის მიმართ შეუწყნარებლობა; ხელისუფალთა და დამქირავებელთა მხრიდან განუკითხაობისაგან პიროვნების დაცვა; სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებზე ზრუნვა; ბავშვთა უფლებების დაცვა; თავისუფლებააღკვეთილ ადამიანებზე ზრუნვა; დესტრუქციული სექტების მსხვერპლთა დაცვა;
საქართველოში მართლმადიდებლობის აღორძინება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ არაეკლესიური ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა თავს “მეორეხარისხოვან” მოქალაქედ იგრძნობს, ანდა მარხვის დღეებში მკაცრად აიკრძალება ხორცისა და რძის ნაწარმის გაყიდვა, ან მოხდება მსგავსი სხვა რამ - არამც და არამც! პირიქით, ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ, ჩვენივე უგუნურებით, ძალაუფლებას ღვთისმბრძოლ “ლიბერალებს” ჩავუგდებთ ხელში. ეს იქნება სატანური სიბნელე და ტერორი, რომლის დანერგვასაც “თავისუფლების”, “დემოკრატიისა” და “ადამიანის უფლებათა დაცვის” საბაბით შეეცდებიან. ეკუმენიზმს “ტოლერანტობად” შერაცხავენ, უზნეობასა და გარყვნილებას კი - “თავისუფლებად” და, ვაი, მას, ვინც საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას გაბედავს. იმ წუთში მიაკერებენ ფუნდამენტალისტის, ფანატიკოსის ან კრიმინალის იარლიყს და, თუ დროზე “გონს არ მოეგო”, ფიზიკურადაც გაუსწორდებიან.
ქართული იდეის გამარჯვება კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი ყოფა გამსჭვალული და გამდიდრებული იქნება საუკუნოვანი მართლმადიდებლური ტრადიციებით, რომ თითოეულ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ეცოდინება საკუთარი ერის ისტორია და კულტურა, ისევე, როგორც მსოფლიოს ისტორია და კულტურა, და უკეთესადაც, ვიდრე მათმა მშობლებმა და ორასწლოვანი რუსული რეჟიმის ქვეშ მცხოვრებმა წინაპრებმა იცოდნენ. ჩვენი ისტორიის მანძილზე არაერთხელ დამდგარა ძნელბედობის ჟამი და, მაშინაც კი, როცა საქართველო ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამთავროებად იყო დაყოფილი, ერის სულიერი მთლიანობისა და ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გარანტად მხოლოდ ეკლესია რჩებოდა. დღესაც ცდილობს იგი შემოიკრიბოს, დაუბრუნოს ჭეშმარიტი მსოფლმხედველობა და უწინამძღვროს საუკუნოვანი მონობით გზააბნეულ შვილებს:
“წინასწარმეტყველი ამბობს: “უფალმან ძალი ერსა თვისსა მისცეს” - სულ ამას მივტირით მთელი ისტორიის მანძილზე, ძალა ჰქონდეს საქართველოს, რომ შინაურ თუ გარეულ მტერს გაუძლოსო. იმისათვის, რომ ძალი ღვთისა მივიღოთ, ერი უფლისა უნდა ვიყოთ; რადგან უფალი თავის ერს აძლევს ძალას. ჩვენმა ერმა უნდა იგრძნოს, რომ სხვა მშველელი, გარდა უფლისა, არ არსებობს და რომ ძალის მომცემიც მხოლოდ იგია” - ილია II (საქ. კათოლიკოს-პატრიარქი).
ნებისმიერი ჭეშმარიტი მართლმადიდებლისათვის გადარჩენის აუცილებელი პირობაა ნათლობა (სახარების სწავლებით მის გარეშე ცხონება გამორიცხულია), მაგრამ ნათლობის შედეგად ადამიანი ხდება ოდენ ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის, წევრი და მხოლოდ სულიერი სრულყოფილებისაკენ სწრაფვიდან გამომდინარე და წმინდა საიდუმლოებებში (აღსარება, ზიარება და სხვ.) მონაწილეობით უერთდება ეკლესიას, როგორც ორგანიზმს - სხეულს ქრისტესას. ქართველმა კაცმა მხოლოდ გარეგნული, ხშირად დამახინჯებული ფორმით კი არ უნდა შეასრულოს ეკლესიური წესები (მაგ: ხარებას და ბარბარობას – თევზისა და ლობიანის ხმევით; გიორგობას - ცხვრის დაკვლით და ა.შ.) და ამით დაიმშვიდოს სინდისი, არამედ უნდა გაეკლესიურდეს! - “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთიც არ იქნება მამა” (წმ. კვიპრიანე კართაგენელი). ეს გახლავთ ერთადერთი გზა ჩვენი ერის სულიერი, ზნეობრივი და, ბოლოს, ფიზიკური გადარჩენისა და, რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით მალე გამოვალთ შექმნილი მდგომარეობიდან.
”რაც მეტია მცნობელი ჭეშმარიტებისა, მით უფრო ძლიერადაა იგი დაცული, მით უფრო უსაფრთხოდაა - არა თავისთავად, არამედ ადამიანთა შორის. და პირიქით, რაც ნაკლებია ჭეშმარიტების მცნობელი, მით უფრო ნაკლებია ზღუდეები სიცრუის წინააღმდეგ, მით უფრო საშიშია ჭეშმარიტების მდგომარეობა. ჭეშმარიტების უცოდინარს გაეპარება იგი, რადგან ვერაფრით შეძლებს მის გამოცნობასა და მხილებას. ერთი კაცისგან სიცრუე სხვა უცოდინართან გადავა, მეორისგან – მესამესთან და ა. შ. სიცრუე დამკვიდრდება ხალხში და შეავიწროვებს ჭეშმარიტებას. განა მართალი იქნება იგი, ვინც გაატარა სიცრუე?! - არანაირად. ეს იგივეა, მეომარს დაუდევრობის გამო საიდუმლო ნიშანი გამოეპაროს და მტერი ბანაკში შეუშვას. გამოდის, რომ ყოველი ჭეშმარიტების უცოდინარი მისი გამცემია და, ამასთანავე, გამცემია იგი მორწმუნეთა საზოგადოებისა, ანუ წმინდა ეკლესიისა. მკაცრი ნათქვამია? დიახ, მაგრამ ეს სიმართლეა” - წმ. თეოფანე დაყუდებული.
მკითხველის გარკვეულ ნაწილს ეს სიტყვები, შესაძლოა, მართლაც მკაცრად მოეჩვენოს, რადგან, სამწუხაროდ, ერის ადამიანებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ეკლესიურ საკითხებში ჩარევის უფლება და მის სიწმინდეზე ზრუნვა მხოლოდ სასულიერო პირების ვალდებულებაა. სინამდვილეში კი ამ საკითხზე სახარების სწავლების წმ. მამებისეული განმარტება საპირისპიროზე მიგვითითებს:
“უფლის მცნებაა - არ დავდუმდეთ, როდესაც სარწმუნოებაა საფრთხეში. თქვი - ამბობს უფალი - ნუ გაჩუმდები. “დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე” (ლუკ. 19,40). ამგვარად, როდესაც საქმე სარწმუნოებას ეხება, არ გვაქვს უფლება, ვთქვათ: “ვინ ვარ მე? - მღვდელი არ ვარ, არც მთავარი, არც მეომარი და არც მიწათმფლობელი. მე არ მეხება სარწმუნოებაზე საუბარი და ზრუნვა”. ვაი, რომ ქვანი ღაღადებენ, შენ კი სდუმხარ და არაფერს ზრუნავ?!” - წმ. თეოდორე სტუდიელი.
ამა სოფლის დინება კაცობრიობას მორევისაკენ მიაქანებს, რომლის ფსკერზეც ჯოჯოხეთია, მაგრამ ქვეყნად არიან ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სათავისაკენ მიილტვიან. ისინი, ვითარცა ზესკნელის შვილები, ქვესკნელისაკენ მიზიდული უმრავლესობის სიძულვილს იმკიან და წარსაწყმედელის ძეთაგან ყოველგვარ დაბრკოლებასა და ხიფათს აწყდებიან. ასეთები გახლავან მართლმორწმუნე, ეკლესიის წიაღში მყოფი ის ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ცდილობენ ,მსოფლიო უცდომელი ეკლესიის კანონებით და წმ. მამათა სწავლებით იწინამძღვრონ.
მიუხედავად იმ უკომპრომისო ბრძოლისა, რომელსაც ეშმაკი საუკუნითგან აწარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ, რაგინდ მასშტაბურიც უნდა ყოფილიყო წარმატებები “ამა სოფლის ბატონისა”, ეკლესია თავის ჭეშმარიტ შვილებში ყოველთვის რჩებოდა უძლეველი და ასეთივე შეაბიჯებს მარადისობაში. საუკუნეების განმავლობაში ღვთის მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს ცხებული მეფობისა და უძველესი ტრადიციების შერყევა, მაგრამ დღემდე ვერ შეძლეს ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის მოსპობა, რადგან იგი უძლეველია ჯოჯოხეთის ბჭეთაგან - მის ძალას ხომ თვით ყოვლადძლიერი ღმერთი წარმოადგენს. ამდენად, დღეს მსოფლიო ანტიქრისტიანული ძალა ქართველი ლიბერალების პირით გვიცხადებს ჩვენ, აქამდე შემორჩენილ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომ ახალი მსოფლიო წესრიგისათვის უმთავრესი დაბრკოლება და ყოვლად მიუღებელი რამ სწორედ ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და, თუკი ახალ მსოფლიოში გვსურს კეთილდღეობით ცხოვრება, ზოგიერთი ჩვენი სულგაყიდული თანამემამულის მსგავსად, ჩვენც უნდა უარვყოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა! ესაა ოდინდელი ეშმაკისმიერი მოთხოვნა – უარყავი ღმერთი და ყოველივე სიკეთეს მიიღებ ამქვეყნადო! შორს ჩვენგან! ნუ იყოფინ!
“ჰოი ძმანო, ამ ბოროტსა და გამრუდებულ მოდგმაში ვიყოთ, როგორც მნათობნი, მწვალებლობის წყვდიადში მანათობელნი, რამეთუ ქრისტემ გამოგვირჩია ჩვენ თავისი დღესასწაულისათვის მართლმადიდებლობის სადიდებლად, რათა, როგორც ძველები ჩვენთვის, ასევე ჩვენც მომავალ თაობათათვის აღმოვჩნდეთ სიმტკიცედ და მაგალითის მიმცემად და ქრისტეს მოსვლის დღეს ვდღესასწაულობდეთ” - წმ. თეოდორე სტუდიელი. ამინ!

3. დასასრული.

კაცობრიობის ისტორიაში მრავალი მაგალითია, როდესაც უსჯულოების გამრავლებით გამოწვეული ღვთის სამართლიანი რისხვა დედამიწაზე მცხოვრებ მართლაღმსარებელ ადამიანთა შეწყალების გამო შეჩერებულა, ან დროში გადაწეულა. ასევე მოხდება მომავალშიც: თუ თანამედროვე ქრისტიანები შეძლებისდაგვარად დაიცავენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, იცხოვრებენ სახარებისეული მცნებებით და ექნებათ სინანული ჩადენილ ცოდვათა გამო, ანტიქრისტეს მოსვლის ვადა, მსგავსად ნინევიის სასჯელისა, დროში გადაიწევს. მსოფლიოს ანტიქრისტეში გლობალიზების პროცესების შეფერხება-განვითარება დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. სოდომ–გომორში ათი მართალიც რომ ეპოვა ღმერთს, ამ ქალაქებს არ გადაწვავდა; ხუთი მართალი რომ აღმოჩენილიყო, კონსტანტინეპოლი სტამბულად არ იქცეოდა, როგორც ეს შემდგომში გამოცხადებით ეუწყა მაჰმუდ II-ს.
უფრო მალე მზე ჩაქრება და დედამიწაც მატერიალურ სტიქიებთან ერთად დაიწვება საღმრთო ნათელში, ვიდრე ღვთის მოწინააღმდეგე შეურაცხადი ადამიანები, ბაბილონის გოდოლის მაშენებელთა ამაო მცდელობის მსგავსად, უფლის მიერ დამკვიდრებულ ძველ წესრიგს მოსპობენ და ახალს დაამყარებენ!ეს უნდა იცოდეს ყოველმა მორწმუნე ადამიანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანად თვლის. მათ კი, ვისაც არაფრის სწამთ და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის, სინამდვილეში, დემონოკრატიის დამკვიდრებაზე ოცნებობენ, ჩვენი ერის ჭეშმარიტი შვილის, აწ განსვენებული გიორგი გაბაშვილის სიტყვებით შევაგონებთ: “თავს ნუ იტყუებთ, გაახილეთ თვალი და მიხვდებით, ბოლოს და ბოლოს, თუ ვის ხელში ხართ ჩავარდნილები, ვინ გიმყარებთ ახალ მსოფლიო წესრიგს! გონს მოდით! მოუბრუნდით ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიას, შემოქმედ ღმერთს, მის ოდინდელ წესრიგს, დამკვიდრებულს ამ ქვეყნად არსებულ ღვთის ქალაქში, ჭეშმარიტ მორწმუნეთა კრებულში, ქრისტეს უძლეველ ეკლესიაში! ჯერ კიდევ არის ამის დრო! მერე გვიან იქნება! მერე მხოლოდ მწარე ტკივილი და გაბოროტებული კბილთა ღრჭენა იქნება ღმერთის უარმყოფელთა სამარადისო ხვედრი. ნუ იყოფინ თქვენ ზედა!”
დასასრულ, ვისაც სურს, რომ იყოს ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრე, მათი მრწამსისა და ცნობიერების მატარებელი, მათი ადათ-წესებისა და ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, თავს უფლებას ვაძლევთ, მოვუწოდოთ, რომ გავერთიანდეთ სამშობლოს გადასარჩენად და დავდოთ აღთქმა ღვთისა და ერის წინაშე, აღთქმა, რომელიც რუის-ურბნისის კრებამ გვიანდერძა, ვითარცა უძვირფასესი მემკვიდრეობა, ვითარცა საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის ქვაკუთხედი, ვითარცა ფიცი და, იმავდროულად, ლოცვა: “არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო)ეკლესიაო, არცა გაგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობავ!” - ამინ!

2006 წ..

Комментариев нет:

Отправить комментарий