კეთილი საქმეები განზრახვით ფასდება.
ზრახვის გაჩენა კი არ არის ცოდვა, არამედ - გონების მეგობრული საუბარი მასთან.
იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ.
ჩააქრე ნაპერწკალი, ვიდრე ცეცხლი აგზნებულა და მოკალი მტერი, ვიდრე პატარაა.
უფრო უსაფრთხოა, თუ სახლში მტერს არ შემოუშვებ, ვიდრე - შემოუშვა და შეებრძოლო მას.
რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის ფრენას, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, ხელი შეუძალო მას, ამა თუ იმ ადგილას ბუდის გაკეთებაში.
თავდაპირველად გვევლინება ე.წ. მანქანება. ამ სახელით იწოდება ყოველგვარი უბრალო ზრახვა ან წარმოდგენა რაიმე საგნისა. შეიძლება ეს იყოს აზრი, რომელიც თავში მოუვა კაცს. იგი თავისთავაად უცოდველია და არ იმსახურებს არც მოწონებას დ არც გაკიცხვას, ვიდრე ჩვენში რაიმე ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას არ გამოიწვევს.
თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, უპირველეს ყოვლისა, უსპობს მას საარსებო სყაროს: შიმშილით შეწუხებული მოქალაქეები მას ემორჩილებიან. იგივე ემართება ხორციელ სურვილებსაც: თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, ზრახვები მის სულს ვეღარ შეაწუხებენ.
ზრახვა ცოდვილი ქმედების სიტკბოებას წარმოადგენს, შენ კი იფიქრე ღვთის მცნებებზე, რომლებიც ასეთ საქციელს გიკრძალავს, - იმ სამწუხარო შედეგებზე, სადამდეც მიჰყავს ცოდვით ხანმოკლე ტკბობას, - და ზრახვაც განგეშორება.
რატომაა, რომ ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებულად უცქერს?
- და განა ყველა თვალი ერთნაირად მკაფიოდ ხედავს?! იმისათვის, რომ ყოველივე მკაფიოდ და სუფთად დაინახო, ძალიან ჯანმრთელი სულიერი თვალი უნდა გქონდეს. თუ სულიერი თვალი ჯანმრთელია, ადამიანი შინაგან სისუფთავეს ფლობს
ბუნებაზე დამკვირვებელთა აზრით, მტრედები განეშორებიან უწმინდურ ადგილს, ფუტკრებიც ვერ ჩერდებიან კვამლთან; ასევე ღვთის მადლი განეშორება იმ გულს, რომელშიც უწმინდური ზრახვებია და ასე ვთქვათ, ცუდი აზრები ბოლავს.
როდესაც არაწმიდა აზრები აშფოთებენ შენს გონებას, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, არამედ გაიხსენე ღვთის წყალობანი. ვისაც ხომალდი აბარია, მას გემის პატრონი არასოდეს უსაყვედურებს: "რატომ მიეცი ტალღებს საშუალება, რომ ჩემი გემისთვის შემოეტიათ?" არამედ ასე იტყვის: "რატომ არ იზრუნე ხომალდზე და არ ეწინააღმდეგებოდი ტალღებს?".
როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმინდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო "ბოროტი", მემარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხავს და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის ეშმაკი და ტანჯავს მას.
ზრახვები სხვადასხვანაირია: ერთნი წმინდა ნათლისღებით ინერგებიან ქრისტიანის არსებაში და ღვთიური მადლიდან მომდინარეობენ, ხოლო ზოგიერთი გვეძლევა დაცემული სულის მერ. „დაცემული არსების ზრახვებსა და შეგრძნებებში სიკეთე და ბოროტება აღრეულია, ხოლო დემონურში კი ბოროტება ხშირად სიკეთის ნიღბით მოქმედებს, თუმცა ზოგჯერ აშკარა სიავესაც ავლენს“ (წმიდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი).
ზრახვებით მოწევნული განსაცდელის ჟამს მტკიცედ და ოხვრით ილოცე: - "უფალო შემიწყალე!", - "უფალო, ნუ დამტოვებ", "ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69, 1). და ამის მსგავსად და ზრახვები ვერ დაგჯაბნიან.
ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია" (იგავნი 15, 26); და თუ მარტოდენ აზრები, როდესაც ისინი მზაკვრულია, სულს უფლისაგან განაშორებენ ("არასწორი სიბრძნე ღმერთს განაშორებს" (სიბრძნ 1, 3), მაშ, რამდენად შორდება ღვთაებრივ სიყვარულს და მისი განუსაზღვრელი მადლისათვის საძაგელი ხდება ის ცოდვილი სული, რომელიც საქმით აღასრულებს ამ "მცირე" ცოდვებს?
სადაც იყო გულისზრახვის წარმოსახვები, იქ შედგა თანხმობა, რადგან "უსახო აღძრულობა", ესაა უმიზეზო კვეთება (ე.ი. არა უშუალოდ საკუთარი თავის მიზეზით გამოწვეული ცოდვისმიერი აღძრულობა. რაც შეეხება "თანხმობას", იგი გულისხმობს ადამიანის ცოდვისმიერი მიდრეკილებების, მისი ვნებადი წარმოსახვების თანხვდომას უკეთური ძალის განზრახვასთან, მის მზაკვრულ მაცთუნებლობასთან), ხოლო არის ადამიანი, რომელიც გაურბის აღნიშნულ წარმოსახვებს, "ვით მუგუზალი ცეცხლს" (შდრ. ზაქ. 3.2), და არის ადამიანი, რომელიც მანამდე არ განირიდებს მათ, სანამ ალები არ აგიზგიზდება.
sibrdzne.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий