ღმერთი

ღმერთი

суббота, 26 октября 2013 г.

როდესაც ადამიანი ღმერთთან არ არის, ყოველთვის

ეშმაკის სათამაშოა. ეშმაკი ერთობა მისით: ხან სულს უწმინდური აზრებით აუვსებს, ხან გულში უჯერო სურვილებს ჩაუთესავს, ხან მის ენას ბილწსიტყვაობით ააგიზგიზებს, ხან მიდრიკავს ცილისწამებისკენ, ჭორაობისკენ, ქურდობისკენ, სიძვისკენ და ნებისმიერი სხვა უჯერო საქმისკენ...

რატომაა დღეს მსოფლიოში ბოროტება ასე გამრავლებული? იმიტომ, რომ ადამიანებმა ჩამოიხსნეს ყველაზე საიმედო იარაღი, ყოვლისმძლეველი იარაღი, რომელიც ყველა ბრძოლაში ამარცხებს ყოველგვარ ბოროტებას, ყოველგვარ ცოდვას, ყოველგვარ დემონს. ეს იარაღი ლოცვაა. ლოცვა და მარხვა.

ამ ქვეყანაზე ჩვენ ბრძოლაში ვართ: საუკუნო ცხოვრებისათვის ვიბრძვით წმიდა სათნოებებით, განსაკუთრებით ლოცვითა და მოთმინებით. ამიტომაც ჩვენი მთავარი ამოცანაა – აღვიჭურვოთ განუწყვეტელი ლოცვით. ეს მიიღწევა თავის უწყვეტი იძულებით მუდმივი ლოცვისადმი, მთელი სულიერი ძალის იძულებით. და ასე, ვიდრე ლოცვა არ იქნება ჩვენი სულის ყოველწამიერი სუნთქვა.



ღირსი არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი († 1979 წ.)




Комментариев нет:

Отправить комментарий