ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 октября 2013 г.

მონაზვნობა.

ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური იყო. მაგრამ ყოფითი საზრუნავებით, გამუდმებული განსაცდელებითა და ცოდვაში ჩავარდნებით განა შეიძლება, იმედოვნებდე, მიაღწიო ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას, სათნოების ისეთ სიწმიდეს, რომელსაც გპირდება და უხვად წარმოგიდგენს მონაზვნის წყნარი, განმარტოვებული ცხოვრება - სოფლისა და მისი ამაოებისგან მოშორებით?



თუ გინდა ბერობა, შენ უკვე ბერი ხარ.


ბერსაც სჭირდება თანაგრძნობა და ნუგეში.


მონაზვნობა ანგელოზის ხარისხია, ცეცხლში უნდა გაიარო.


მონაზონი ის არის, ვინც ყველაფერს მოაკლებს საკუთარ თავს.


დედამიწაზე მარტოობას მონაზონი ზეციურ საზოგადოებამდე მიჰყავს.


თუ ერის კაცი ვნებას დაითმენს უფლის გულისათვის, ბერების ბარდაბარ იქნება.


ბერი ვერასოდეს ვერ იქნება გახარებული, ბერობაზე დიდი გმირობა არ არსებობს.


მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი, არამედ იგი - რომელიც მონაზვნურ საქმეს აღასრულებს.


მონაზონი ის არის, ვისაც ისე აქვს შინაგანი სამყარო მოწყობილი, რომ მხოლოდ ღმერთი და თვითონ არიან.


ბერთან სულიერი გაჭირვების და განსაცდელის ჟამს უნდა მიხვიდეთ, რომ რჩევა აიღოთ და ისწავლოთ სიბრძნე.


ბერმონაზვები მოწინააღმდეგე ძალებს ისე ებრძვიან, ვითარცა მტრებს, ხოლო უდაბნოში მცხოვრებნი კი, ვითარცა ლომებსა და ჯიქებს.


ადამიანი სახლში ჯდომით ქალაქში ვერ იმოგზაურებს. მონაზონი, სიზარმაცითა და ულოცველობით, ვერ გახდება ზეციური იერუსალიმის ღირსი.


ბერისთვის ქება არის დამანგრეველი, ბერს და მონაზონს პირში ქება ღუპავს, სწორედ ის არის მონაზვნების მტერი, ვინც მათ პირში აქებს და ადიდებს.


დანიელ წინასწარმეტყველმა საკუთარ თავზე თქვა: "გემრიელი პური არ მიჭამია" (10, 3). მონაზვნური ცხოვრება ხორციელ სურვილებზე განუწყვეტელ უარის თქმას მოითხოვს, რამეთუ მათთან ერთად მონაზვნური ცხოვრება შეუძლებელია.


ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისაგან მოუშორებლად, რომელიც, როგორც კი შვილი იტყვის: "ოფ", მაშინვე ამბობს: "ჭამე, თორემ ავად გახდები!"



მონოზონის ბუნებრივი გზაა – თავდაპირველად წინამძღვრისადმი დამორჩილება, სწავლების გავლა და მოღვაწეობა დიდი სიმდაბლით, რომელიც კეთილკრძალულებით უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან. ამგვარად ადის მონოზონი თანდათან გოლგოთაზე, ჯვარს ეცმევა, შემდეგ კი სულიერად აღდგება და ანგელოზებრივი სიხარულით ხარობს – მათ დარად აღავლენს ღმერთის ქება-დიდებას.


ბერს ყველაფერი - გონება, გრძნობა, წესები - სხვაგვარი აქვს, ვიდრე ერში მცხოვრებთ. მდუმარება ნეტარებაა; ლოცვა - სულიერი ჭვრეტა; ღვთის სიტყვა - საზრდო მისი სულისთვის; უტკბილესია საუბარი ღმერთთან; ტაძარი ერთადერთი თავშესაფარია; სავანის ზღუდე საზღვარია, რომლის იქითაც მისთვის აღარაფერი არსებობს; მისი სამყარო მარადიულობაა; იქ არის მისი საუნჯე, იქვეა მისი გულიც; მიწაზე მცხოვრებლებთან ერთადერთი კავშირი აქვს - თბილი ლოცვა მათზე. აი, რა არის მონაზვნური ცხოვრება.


მონოზონს [ბერძნულად ნიშნავს მარტოდ მყოფს – სიტყვიდან "მონო", მარტო ერთი] შეჰფერის ცალკე ყოფნა და ყველაზე მეტ სიმშვიდეს იგი ლოცვაში უნდა აღწევდეს, როცა მარტოა თავის სენაკში. ის ხომ სწორედ იმიტომ იწოდება მონოზონად, რომ მარტომ იცხოვროს ღმერთთან და მუდმივად მას ესაუბროს – ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ელაპარაკოს. რამდენადაც გაურბიხარ ადამიანებთან საუბრებს, იმდენად მეტ სარგებელს იღებ ლოცვიდან და სხვებსაც უფრო ეხმარები. საერო კამათები კი, რომც არ ჩაერიო და მხოლოდ ისმინო, სულიერ რადიოშეფერხებებს შეგიქმნიან, განუწყვეტელი ლოცვის ხელისშემშლელს, განსაკუთრებით – დასაწყისში.


მონაზვნებმა, რომელთაც აღთქმა დადეს ჯვრისა და სახარების წინაშე, დაიცვეს განა სიწმიდით ყველა თავისი სამონაზვნო აღთქმა? ახლა, მონასტერთა ნაკლებობის გამო ზოგიერთი შეგნებულად, ხოლო ზოგიც გაუცნობიერებლად ცდილობს სამონაზვნო აღთქმის ტვირთვის შემდეგაც იცხოვროს ამა სოფლად, ოჯახშიც კი. სამწუხაროდ, ჩვენი ცხონების მტრისგან წაქეზებულთა შორის არსებობს აზრი, რომ მონაზონი ერში – არ არის იგივე, რაც მონასტერში, რომ მისთვის აუცილებელი არ არის ყველა სამონაზვნო აღთქმის მკაცრად დაცვა. ასე ხომ მხოლოდ უგუნურს შეუძლია ლაპარაკი. სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა პირობებშიც არ უნა მოხვდეს იგი, თუ სამონაზვნო აღთქმა მიუღია და მათ არ იცავს, ფიცის გამტეხია.


sibrdzne.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий