ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 13 октября 2013 г.

სვეტიცხოვლობა.გილოცავთ სვეტიცხოვლობას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. ამ დღეს, ასევე, წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV), წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებაც აღინიშნება.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხვალ 10:00 საათზე აღავლენს.

ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ გაფანტული ებრაელთა ერთი ნაწილი, როგორც ამას “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, ქართლში მოვიდა და მცხეთელ მამასახლისს სთხოვა, მათთვის საფასურით საცხოვრებელი მიეცა. მცხეთელმა მამასახლისმა ებრაელებს სამოსახლო გამოუყო.

გავიდა დრო. ბეთლემში იესო ქრისტე დაიბადა. როდესაც მისი დაბადებიდან 30 წელი გავიდა, ერთ დღეს მცხეთაში იერუსალიმელი ებრაელებისა და მღვდელმთავარ ანას მიერ გამოგზავნილი მოციქულები მოვიდნენ და თანამემამულეებს აცნობეს, რომ ის, ვისთვისაც მოგვები ჩავიდნენ ბეთლემში, გაიზარდა და საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლე ებრაული თემიდან რჯულის მეცნიერებს (ებრაულ სარწმუნოებაში, იუდაიზმში განსწავლული პირები) მოუწოდებდნენ, იერუსალიმში იესოს ჯვარცმას დასწრებოდნენ. მართლაც, მცხეთიდან იერუსალიმში ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი გაემართნენ. ელიოზ მცხეთელს გამგზავრების წინ დედა შეევედრა, ნუ გახდებოდა იესოს ჯვარცმის თანაზიარი, ვინაიდან იგი უდანაშაულო იყო; რომ წინასწარმეტყველები და ბრძენი ხალხი ოდითგან სწორედ მასზე საუბრობდა.


ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი გაემართნენ იერუსალიმისაკენ, სადაც დაესწრნენ უფლის ჯვარცმას. და როდესაც მაცხოვრის ჯვარზე მისამსჭვალად სამსჭვალს, ანუ ლურსმანს ჩაქუჩი დაჰკრეს, დაკვრის ხმა ელიოზის დედას მცხეთაში ჩაესმა. ქალმა შეჰკივლა და სული განუტევა. ჯვარცმის შემდგომ მცხეთელ ებრაელებს წილად ერგოთ უფლის კვართი. წამოიღო კვართი ელიოზმა. მცხეთასთან მას და, სიდონია მიეგება, გამოართვა სიწმინდე, ჩაიხუტა გულში და სული განუტევა.

სიდონიას მაცხოვრის კვართი ისე ძლიერად ჰქონდა მკერდში ჩაკრული, რომ შეუძლებელი გახდა სიწმინდის გამოცლა. ელიოზმა საკუთარი და კვართთან ერთად დამარხა.

გავიდა ხანი. კვართის დაფლვის ადგილი სარწმუნოდ არავინ იცოდა. კვართისა და ელიოზის დის საფლავის შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ მის მახლობლად ლიბანიდან ჩამოტანილი და მცხეთაში დარგული ნაძვი იდგა და ხარობდა. კვართმა და იმ ქვეყნის ქრისტიანობაზე მოქცევის სურვილმა, სადაც იგი იყო დაფლული, წმ. ნინო IVს-ში იერუსალიმიდან მცხეთაში მოიყვანა.

ქართველთა გაქრისტიანება წმ. ნინომ მცხეთაში კერპების – არმაზის, გაცისა და გაიმის შემუსვრით დაიწყო. კერპების შემუსვრის შემდეგ კლდის ქიმთან ხის ქვეშ ექვსი დღე ილოცა, მეცხრე დღეს ჩამოვიდა ქალაქში და მიადგა სამეფო ბაღს. იქ მებაღე და მისი ცოლი მოაქცია და ცხრა თვე მათთან იცხოვრა. ამის შემდეგ ქალაქის გარეთ იპოვა მაყვლოვანი (მაყვლის ბუჩქი), სადაც დღეს სამთავროს დედათა მონასტერია და მონაზვნური წესით ცხოვრება დაიწყო. ხშირად მიდიოდა მცხეთაში, ურიათა უბანში. უნდოდა გაეგო, სად იყო დაფლული მაცხოვრის კვართი. წმ. ნინომ რამდენჯერმე ნახა ერთი და იგივე სიზმარი: ციდან მოფრენილი შავი ფრინველები ჩაფრინდებოდნენ მდინარეში, განბანილები და გათეთრებულები შეფრინდებოდნენ სამოთხეში, მაღლარ ვაზს (მაღალ ხეზე ასული ვაზი) მოკენკავდნენ, `მოსძოვდნენ ყვავილთა~ და სიყვარულით, ჟივილ-ხივილით გარს ეხვეოდნენ წმ. ნინოს.

როდესაც მირიან მეფე გაქრისტიანდა, მან სამეფო ბაღში ტაძრის აგება გადაწყვიტა. მართლაც, სამეფო ბაღში მოჭრეს ნაძვი, რომლიდანაც 7 სვეტი გამოთალეს. როდესაც ხის კედლები ამოიყვანეს, თავ-თავის ადგილზე მოათავსეს ექვსი ძელი. მეშვიდე, ყველაზე დიდი და საკვირველი, რომელიც ეკლესიის შუა საყრდენად, დედაბოძად იყო განკუთვნილი, ვერ აღმართეს, ვერ დაძრეს ადგილიდან. ეს ამბავი ყველას უკვირდა.

საღამოს მეფე მირიანი დაღონებული წავიდა სასახლეში. წმ. ნინო მოწაფეებთან ერთად სვეტთან დარჩა და ცრემლით ლოცულობდა. შუა ღამე რომ დადგა, ბოროტმა, ეშმაკმა მრავალი საშინელი ხილვა, ჩვენება მოუვლინა მლოცველებს. წმ. ნინომ ჯვარი გადასახა უკეთურ ჩვენებებს და ყველა მათგანი გაქრა. დაისადგურა სიმშვიდემ. წმიდანის მოწაფეები მადლობას უძღვნიდნენ ღმერთს. ინათა… დედებს მიეძინათ. მოწაფეთაგან მხოლოდ სიდონიას ეღვიძა, ხოლო წმ. ნინო ხელაპყრობილი განაგრძობდა ლოცვას. უეცრად მათ ნათლით მოსილი, ცეცხლში გახვეული ჭაბუკი გამოეცხადა და სამი სიტყვა თქვა. წმ. ნინო პირქვე დაემხო, ჭაბუკმა მოჰკიდა ხელი სვეტს და მაღლა აღმართა. ამის შემდგომ ნათლით მოსილი სვეტი ყველას თვალწინ ნელ-ნელა დაეშვა გადაჭრილ ნაძვზე.

ამ სასწაულით გამომჟღავნდა კვართის ადგილსამყოფელი.

დილით ინათა თუ არა, შეწუხებული მეფე მშენებლობის ადგილისკენ გაემართაAდა დაინახა, რომ მის ბაღს ცად აწვდილი ელვის მსგავსი ნათელი ადგა. სასწაულის ადგილზე მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი. ამ მირონმდინარე სვეტის მადლით მრავალი სასწაული და კურნება ხდებოდა და დღესაც ხდება. მირიან მეფემ მალევე დაასრულა სვეტიცხოვლის პირველი ტაძრის მშენებლობა, რომელიც ხის იყო. Vს-ში, დაახლოებით 500წ. ვახტანგ გორგასალმა ქვის დიდი ეკლესია ააგო, რომელიც XI ს.-ში საფუძვლიანად შეაკეთა მელქისედეკ კათოლიკოსმა. ასევე, შეკეთდა XVს.-ის I ნახევარში, ალექსანდრე I-ის მეფობის ხანაში, მას მერე, რაც ტაძარი თემურ-ლენგმა დაანგრია და XIXს-ში.

სვეტიცხოვლობა დიდი და ხალხისთვის უსაყვარლესი დღესასწაული იყო. თბილისიდან, ქართლიდან და კახეთიდან მოემართებოდნენ მლოცველები, რომელსაც ტაძრის გალავანი გაჭირვებით იტევდა. ხალხი წინა დღით მიდიოდა სვეტიცხოველში და ღამეს იქ ათევდა.

სვეტიცხოვლობას წირვა- ლოცვასთან ერთად ბაზრობა, ცეკვა – თამაში, ჭიდაობა და ლხინი იმართებოდა.”

http://www.ambioni.ge/sveticxovloba#more-18554




14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა აღინიშნება


ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 10:00-17:00 საათამდე მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებლის ქუჩა) საჯარო სკოლებისა და კულტურის სახლების გამოფენები და სხვადასხვა სანახაობები გაიმართება. გარდა ამისა, მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა ქართული ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი და ნარდი. პარალელურად, გაიმართება ხალხური რეწვის, კერამიკის, თექისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები. 5:30 საათზე კი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, “თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” და “შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს”. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.

ერთხელ წმიდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ “ზამთრის სასტიკებისა” და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი “სახედ მოხუცებული ბერი კაცისა“ ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ “შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო”, – უბრძანებია უფალს.

მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმიდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს.

http://www.ambioni.ge/14-oqtombers-sveticxovloba-arinisneba


Комментариев нет:

Отправить комментарий