ღმერთი

ღმერთი

вторник, 15 октября 2013 г.

ადამიანებს სხვადასხვა ხასიათი, გემოვნება და მოთხოვნილება აქვთ:

ის, რაც ერთისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მეორესთვის - ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით. მაგრამ არის რაღაცა, რაც მატერიის საზღვრებს სცილდება, რაც ყველა ადამიანს ესოდენ სურს, თუნდაც ამას აშკარად არ ამხელდეს და ეს მისი გულის საიდუმლო იყოს. ის, რაც ყოველ კაცს ასე სჭირდება - სიყვარულია. სიყვარულია სწორედ ის გრძნობა, იდუმალი და საოცარი, რომლის კალთაშიც სულის გათბობა ყოველ ჩვენთაგანს, მკვლელიც რომ იყოს, ასე სწყურია. ადამიანის ღვთისადმი სიყვარული - მისი უმაღლესი ფორმაა. ყველაზე სრულყოფილად და უშუალოდ ეს გრძნობა ბერმონაზვნობაში ვლინდება, სადაც ღვთისადმი სიყვარული მთელი მიწიერი ცხოვრების ქვაკუთხედია. ამ სიყვარულმა არ იცის არც გაყალბება, არც ღალატი, თუმცა ბევრს ითხოვს, მაგრამ სანაცვლოდაც უხვად იძლევა.


არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)




Комментариев нет:

Отправить комментарий