ღმერთი

ღმერთი

вторник, 5 ноября 2013 г.

საკუთარ თავში ადვილი დასანახია ბრძოლა რწმენასა და

ურწმუნოებას შორის, კეთილი და ბოროტი ძალა. ასევე ადვილი გასარჩევია ერში სული ეკლესიური და სული ამასოფლისა. იქ სულისკვეთების მიხედვით, ადვილი გასარჩევი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მხარე - სინათლისა და წყვდიადისა, სიკეთისა და ბოროტებისა, ეკლესიური, რელიგიური მხარე და საერო, ურწმუნო სულისკვეთება. იცით კია, რატომაა ასე? ორი, ურთიერთსაწინააღმდეგო ძალა ეჭიდება ერთმანეთს: ღვთიური და ბოროტი ძალა. თავისი მორჩილ შვილებს ღმერთი უძღვით, ეშმაკი ურჩთა მოძღვარია - "სულისა რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა" (ეფ.2,2.) მეც, არც თუ იშვიათად, შემინიშნავს ორი ძალის ჭიდილი, ლოცვისას ხანდახან უმოწყალოდ უტევს გულს, რომ დამძიმებული ვეღარ შეძლოს ღვთის წინაშე დაგება და ლოცვა.



წმ. იოანე კრონშტადტელი





Комментариев нет:

Отправить комментарий