ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 3 ноября 2013 г.

რატომ დაადგინა ღმერთმა დაუნდობელი მტრობა ადამიანსა და გველს შორის?

ვიაიდან ეშმაკი მტერი გახდა ადამიანთა მოდგმისა (მას შემდეგ, რაც მან ადამი აცდუნა), ღმერთმა დაადგინა ჩვენში მისდამი მტრობა. ამიტომ იმ მხეცს, რომელიც ემსახურება ეშმაკს, რისხვა დაატეხა თავს სიტყვებით: „მტერობა დავდვა შორის შენსა და შორის თესლისა მისისა“ (დაბ. 3.15). ასე ბრძანა, რადგან ჭეშმარიტად მავნებელია უკეთურთან შეწყობა და შეთანხმება, ვინაიდან სიყვარულის კანონი მსგავსებით შეერთებულთა შორის მოქმედებს, ამიტომ კარგად არის ნათქვამი: "განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი" (1 კორ. 15.33)... უკეთურთა მიმართ სიყვარულის ჩვეულება დიდ ბოროტებას დატოვებს სულში, თუმცა, შეიძლება იმ წუთას ვერ ვხვდებოდეთ ამას. ამიტომ გვიბრძანა დაუნდობელი მტრობა გველისადმი.



წმ. ბასილი დიდი.





Комментариев нет:

Отправить комментарий