ავტორი: ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იონა
გთავაზობთ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იონას სტატიას, სადაც ის საუბრობს მეტად გავრცელებული მოვლენის შესახებ. კერძოდ სტატია ეხება მონასტრული წესის ერში პრიმიტიულად გადმოტანის მცდელობას, რასაც არც თუ იშვიათად შეიძლება შეხვდეს ადამიანი მორწმუნე საზოგადოებაში და რაც წარმოადგენს კლასიკურ ნიმუშს, თუ როგორი არ უნდა იყოს „სულიერება“.
სტატია დაიწერა მაშინ როდესაც მეუფე იონა გახლდათ მღვდელმონაზონი წმ იოანე მაქსიმოვიჩის სახელობის მონასტერში.
ექსკლუზიურად ბლოგისთვის თარგმნა ღვთისმეტყველების მაგისტრმა თამარ გოგუაძემ
წყარო იხილეთ ამ ბმულზე
მღვდელმა საკურთხევლიდან გამოიხედა, აინტერესებდა გუნდის რეგენტი მზად იყო თუ არა ლიტურგის წინ ჟამნობის დასაწყებად. დააპირა თუ არა ეთქვა: ‘კურთხეულ არს ღმერთი’ უეცრად, მისი მრევლის ახლადმოქცეული წევრი ბილი დიდის ამბით შემობრძანდა ტაძარში. ცხადი იყო, რომ ბოლო სამონასტრო მომლოცველობიდან ახალი დაბრუნებული იყო. ბილი ანუ იგივე ვასილი, როგორც თვითონ დაჟინებით მოითხოვდა მისთვის დაეძახათ, ევანგელიზმიდან მოქცეული ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო: სასიამოვნო შესახედაობის, უცოლო, კოლეჯის შემდეგ სამსახური ერთი წლის დაწყებული ქონდა. ერთხელ მან მართლმადიდებლობა აღმოაჩინა წიგნების მაღაზიაში და დიდი მოშურნეობით შეუდგა სარწმუნეობას. მირონცხება მიიღო ჩვეულებრივი ექვსთვიანი კათაკმევლობის შემდეგ, რომლის დროსაც ყველა წიგნი წაიკითხა მართმადიდებელ სარწმუნოებასთან დაკავშირებით, რაც კი ოდესმე დაბეჭდილა.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბილმა დაიწყო მონასტრების მონახულება. სწორედ აქედან დაიწყო მისი ცვლილებაც. ის თვალშისაცემად ღვთისმოსავი გახდა და სარწმუნოებაში ჩაეფლო, თუმცა ამავე დროს … უცნაურიც გახდა. მაგალითად, კვირა დღეს ეკლესიაში ჩვეულებრივ კი აღარ მოდიოდა როგორც ყველა სხვა, არამედ სკვნილები დაფრინავდნენ მისი მაჯებიდან როდესაც ის მცირე მეტანიებს აკეთებდა მთავარი შესასვლელის კართან. შემდეგ მიდიოდა ხატებთან მთელი მრევლის დასანახად და დიდ მეტანიებს ასრულებდა ყველა ცალკეული ხატის წინ. ეს ისეთი სანახაობა იყო, რომ ჟამნობას ვერავინ ვეღარ უსმენდა ამის შემყურე.
სანამ წირვა დაიწყებოდა, ბილი მოვიდა საკურთხევლის კართან და გამოაცხადა: “აღსარება უნდა ეთქვა თორემ წმიდა მოძღვრების წინაშე პრობლემები შემექმნებაო”. მღვდელმა მოთმინება გამოჩინა ახალგაზრდა ზილოტის მიმართ და წავიდა მისი აღსარების მოსასმენად.
ბილმა როგორც ყოველთვის, ისე დაიწყო: “მე ყველა ცოდვილზე უარესი ვარ”, შემდეგ ჩაიკითხა თავისი სია, რომელიც ამ დილას მხოლოდ ოთხი გვერდისაგან შედგებოდა და განაგრძო: მხოლოდ ორასი მეტანიის გაკეთება შევძელი კოველდღიური სამასის ნაცვლად, მხოლოდ 4 დაუჯდომელი წავიკითხე და ვფიქრობ რომ არ ვარ ზიარების ღირსი, გარდა ამისა, ერთი ფინჯანი ყავაც დავლიე ამ დილას, მაგრამ რადგან ყველა ასე იქცევა, შეიძლება რომ მაინც ვეზიარო”?
მღვდელს ეს ყველაფერი ადრეც ქონდა მოსმენილი. რა ეთქვა, გაოცებულმა კითხა: ” ამდენი ლოცვები წაგიკითხავს და კიდევ ყავაც უნდა დაგელიაო”? “მოძღვარმა მითხრა რომ ლოცვები უნდა წამეკითხა, მაგრამ მეძინებოდა და გამოსაფხიზლებლად ყავა დავლიე, მაგრამ მერე რა, ამ იურისდიქციაში ხომ ყველა საუზმობს წირვის დაწყებამდე? ამა და ამ ეპისკოპოსმა ერთხელ უღმერთო კათოლიკეებთან ერთად დალია ყავა წირვის დაწყებამდე, გარდა ამისა, მე ღამის 3 საათზე დავლიე და ახლა კი თითქმის 10 საათია.
მღვდელი დაფიქრდა: – “კი, მაგრამ ადრე წაგეკითხა ლოცვები რომ არ დაგძინებოდა”. “იცით რა, მე რომელი წიგნიც მაქვს, იმაში წერია, რომ ეს ლოცვები აუცილებლად შუაღამის მერე უნდა იქნას წაკითხული იმიტომ რომ სწორედ ამ დროს ხდება ბრძოლა დემონებთან. გარდა ამისა, მადონა იყო პირდაპირ ეთერში შაბათ საღამოს, მისმა ვიდეო კლიპებმა განსაცდელში ჩამაგდო და ამის გამო ამდენი მეტანიები ვაკეთე მთელი ღამე”.
მღვდელმა აღარ იცოდა საიდან დაეწყო. “მამაო”, ბილმა უთხრა, “ხომ არ მიგაჩნიათ, რომ დროა უფრო ტრადიციულები გავხდეთ და ეს პარაფინის სანთლები მოვაცილოთ ეკლესიიდან და ნამდვილი თაფლის სანთლები გამოვიყენოთ? უფრო მართლმადიდებლურია. მე ასევე ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ გუნდი შემოკლებულად კითხულობს ცისკრის გალობებს იმის ნაცვლად რომ იგალობონ, აი, გუშინაც ასე გააკეთეს. და თანაც არასწორ კალენდარზე. 3 საათი დამჭირდა იმისთვის რომ ცისკარი ჭეშმარიტ კალენდარზე გადამეკითხა განმეორებით. ძალიან ვწუხვარ რომ შეიძლება სხვა იურისდიქციის მონახვა მომიწიოს ამის გამო. გამოდის, რომ მარტო მე ვარ ამ მრევლში, ვისაც ესმის რა არის სწორი და მართებული? თანაც, ჩემი მოძღვარი დავპატიჟე აქ თქვენს გასაცნობად და ის აუცილებლად გისაყვედურებთ ამ ყველაფრის გამო. მან მითხრა რომ ყველაფერი სწორად თუ არ გავაკეთეთ, როგორც ისინი აკეთებენ მონასტერში, სულ ყველაფერი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება.
მღვდელი ნელნელა მოთმინებას კარგავდა, საათზე იხედებოდა, 10.20 იყო უკვე და უთხრა: “კარგი ვასილი, აქ ძალიან ბევრი საკითხია სასაუბრო, მაგრამ არა ახლა, როდესაც მთელი მრევლი გელოდება როდის დაასრულებ ჩემთან საუბარს. ბოლოს როდის იყავი აღსარებაზე?” “გუშინ, მონასტერში, მე მგონი როგორც იქნა ვიპოვნე სულიერი მოძღვარი რომელიც ღირსად მიმაჩნია რომ ჩემი სული მივანდო.”
“და ვინ არის?”
“ მამა …, მთის მონასტერში, შემდეგ კვირას ჩამოდის რომ თქვენთან ერთად ლიტურღია აღავლინოს.”
“ბილ”
“ვასილი”
“კარგი, მაშინ ვასილი, გეტყვი: ეგ ადამიანი, რამოდენიმე წლის წინ იქნა განკვეთილი, ამიტომ წირვას მასთან ერთად ვერ აღვასრულებ. და საერთოდ, ვინ გაკურთხა რომ მის სანახავად წახვედი, ან მორჩილება რომ აღუთქვი, ან აქ რომ მოიწვიე?”
“აჰა, ესე იგი თქვენც დევნით ხომ ამ მართალ ადამიანს? მე მთელი გულით მჯერა, რომ ის ჭეშმარიტი მართლმადიდებელია. გარდა ამისა, მან მე გუშინ მომნათლა, შეასწორა ის, რაც თქვენ არ გაგიკეთებიათ, როდესაც მე მირონი მცხეთ”. და საერთოდ, რა მინდა აქ, მასთან უნდა წავიდე, როგორც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ მაგალითთან და არა ამ მოდერნისტ და ეკუმენისტურ იურისდიქციაში. შეიძლება ჩემი სულიერი მოძღვარი განკვეთილია, მაგრამ ის ღვთის მორჩილია და არა იმ უღმერთო ეპისკოპოსების. ვიცი მე ეს, იმიტომ რომ გულით ვგრძნობ ამას.
“მაშინ”, მღვდელი გაღიზიანდა, რაღატომ გინდა აქ ზიარება?
რაა? ზიარების უფლებას მართმევთ? დაიძახა და აზლუქუნებული გავარდა გარეთ.
მონასტრული ცხოვრება მრევლის ცხოვრების პირისპირ
ეს ამბავი შესაძლოა უკიდურესად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის საკმაოდ ხშირად გვხვდება. ეს იმის მაგალითია თუ რა საშიშროებები ემუქრებათ ერის ადამიანებს მონასტრების არასწორი განზრახვით მოხილვისას, განსაკითრებით კი მათ, ვინც სულიერად მოუმწიფებელნი არიან.
ჩრდილოეთ ამერიკაში მონასტრების მატებამ ბოლო ოცდაათი და განსაკუთრებით კი ბოლო 5 წლის მანძილზე მორწმუნეებს უზარმაზარი საშუალება შესთავაზა რომ მოილოცონ მონასტრები და მონასტრული ცხოვრების ტრადიციას გაეცნონ. მონასტერი უპირველეს ყოვლისა არის ადგილი სადაც ლიტურგიული და სულიერი ცხოვრების პრაქტიკა მაქსიმალიზმამდე მიიყვანება. ეს მაქსიმალიზმი გამოიხატება სხვადასხვა რამეებში, მაგალითად, ხანგრძლივ, სრულ მსახურებებში, მკაცრ ასკეთურ დისციპლინაში და ძალიან კონსერვატულ დამოკიდებულებაში მეტყველების, ჩაცმის და მანერების კულტურაში და პირადი ცხოვრების წესში. ხშირად მონასტრულ მაქსიმალიზმს შეცდომით რეაქციულ ეთნიკურ მოვლენად აღიქვავენ.
მონასტრები მართლმადიდებლურ კულტურას განასახიერებენ მიუხედავდ იმისა თუ რომელი ეთნიკური სურნელი დაყვება მას. ეს არის ის უდროო, უნივერსალური კულტურა რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას წმიდა მამათა და დედათა პირადი მოწაფეობისა და მორჩილების სწავლებებით გადმოეცა. მონასტრული კულტურა არაფერია სხვა თუ არა, სახარების მორჩილება წმიდა მამათა მოწაფეობის საშუალებით, რომლებიც იმის ტრადიციას გადმოგვცემენ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სახარება მთელი სისრულით. მონასტერში სტუმრობა იმ კონკრეტულ თემთან სტუმრობას კი არ ნიშნავს იმ კონკრეტულ დროში, არამედ ეს ნიშნავს შესვლას ქრისტიანულ კულტურაში, რომელიც თაობითან თაობას გადმოეცა წმიდა მამების მიერ.
მონაზვნობის სინანულის გზა, რადიკალურად განსხვავდება ერში, ოჯახში, სამსახურში და მრევლში ცხოვრებისაგან. მრევლი ფრონტის ხაზს წარმოადგენს სადაც ეკლესია ამ სოფელს ხვდება, სადაც კულტურა განიწმიდება და გარდაიქმნება სახარების მიერ. ადამიანები დაკავებულნი არიან ყოველდღიური ცხოვრებით და თავისთავად ვერ ახერხებენ რომ ისე აქტიურად იცხოვრონ ლიტურგიული ცხოვრებით, როგორც მონასტერში, მრევლის ცხოვრება იშვიათად და შესაძლოა სრულებითაც ვერ იყოს მაქსიმალისტური თავისი ეთოსით. თუმცა, ერში ცხოვრება სრულებით არ არის კომპრიმისი ან ქრისტიანული ცხოვრების მეორეხარისხოვანი გზა. იყო ქრისტიანი ერში ნიშნავს, რომ სახარება ერში ანუ ამა სოფელში მოიტანო, იცხოვრო როგორც ქრისტეს აღმსარებელმა და ამავე დროს სრულად და აქტიურად მონაწილეობდე გარემომცველ ცხოვრებაში. ეს ძალიან მაღალი მოწოდებაა!
მონაზვნებს განსხვავებული მოწოდება აქვთ: იყვნენ ‘არა ამ სოფლისაგანი’ და თავიანთი ცხოვრება ააშენონ მხოლოდ სახარებაზე, ეკლესიის ტრადიციაზე, განსაკუთრებით ლიტურგიულ ციკლზე. ძალიან მნიშვნელოვანია იმის არდავიწყება, რომ არავითარი განსხვავება არ არის იმ ლოცვის მსახურებებში რომლებსაც მონასტერიც აღასრულებს და მრევლიც. არ არის განსხვავება მათ მარხვას, ლოცვასა და ღვთისმოსაობაში. ძირითადი განსხვავება ის არის, რომ მრევლის წევრები ერის საქმეებში მონაწილეობენ, ბერები და მონაზვნები კი, არა. სამონასტრო ცხოვრებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მრევლის ცხოვრებაში. ისინი ამარაგებენ მას ცოცხალი ტრადიციით, რომელსაც თავიანთი სიწმიდით, სახარების უკიდურესი გათავისებით ცხოვრობენ. მონაზვნობა განსწავლის მრევლის ცხოვრებას, შთააგონებს მორწმუნეებს რომ უფრო მეტი თავგანწირვით მიუძღვნან თავიანთი ცხოვრება ქრისტესა და სახარებას, და წარმოადგენენ სულიერი კურნებისა და ნუგეშის ადგილს.
თუმცა როგორც ბილის ანუ ვასილის ამბავი გვიამბობს არსებობს დიდი საცდურები რომლებმაც ადამიანები შეიძლება დააზიანონ მონასტრებში სტუმრობისას. ის განსაცდელები განსაკუთრებით სულიერი ამპარტავნებისა და ხიბლის გარშემო განლაგდებიან.
1. სულიერი ამპარტავნების მახე:
სულიერი ამპარტავნება ადვილი ხაფანგია მათთვის, ვისთვისაც სარწმუნოება ახალია, ვინც ახლახანს გაეცნო სამონასტრო ცხოვრებას და ვინც მიისწრაფის ჭეშმარიტ და შეურყვნელ მართლმადიდებელ სულიერ ცხოვრებას ეზიაროს. ეს განსაკუთრებული მახეა მათთვის ვინც მონასტრებს სტუმრობენ სულიერი რჩევების ძიებაში და არც კი იციან რას ნიშნავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცხოვრება ერში და მრევლში.
მორწმუნენი მიდიან მონასტრებში და როდესაც ხედავენ ღვთისმოსაობას იმ კონკრეტულ მონასტერში, შესაძლოა გაუცნობიერებლადაც უჩნდებათ სურვილი რომ მათ მიბაძონ. მომლოცველები მიდიან მონასტრებში და ხვდებიან სულიერ მოძღვრებს რომლებიც მათი აზრით უფრო ‘სულიერნი’ არიან ვიდრე მათი მრევლის მღვდელი – აქედან გამომდინარე ისინი მას განიკითხავენ როგორც მათი სულიერი მოთხოვნილებებისათვის შეუსაბამოს. დადიან აღსარებაზე, ამყარებენ სულიერ ურთიერთობას სულიერ მამასთან ან დედასთან და ფიქრობენ რომ მათი გზა ერთადერთია ცხონებისაკენ; იღებენ სულიერ დარიგებას, რომელიც შეიძლება თვითონ არასწორად განმარტონ კიდეც. ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ ცუდ რჩევას იღებენ და ამას სრულიად ბრმად იყენებენ როგორც ზოგადად სულიერი ცხოვრების საზომს. ზოგჯერ ისეთ სულიერ მოძღვართან მიდიან რომელიც ეკლესიის მიერ დასჯილია და ამ სასჯელს უგულვებელყოფს. ამის შემდეგ მომლოცველად ქცეული მოწაფე იქცევა შეცდომილი მოძღვრის გამმართლებლად, რამაც უკვე საკმაოდ ბევრი სქიზმა გამოიწვია.
ამ საშიში დაავადების სიმპტომებია; გადაჭარბებული ღვთისმოსაობა, ცრუ სიმდაბლე, ჭორაობა და ეკლესიის ცხოვრების ‘პრობლემების’ განხილვა, ადამიანების ღვთისმოსაობის განსჯა, დარწმუნებულობა იმაში, რომ მან თავად ზუსტად იცის როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და როგორ უნდა იქცეოდნენ ეკლესიაში და ყველაზე საშიში კი, ადამიანის გაკერპება ან მართლმადიდებლობის უმაღლეს კრიტერიუმად გამოცხადება. ესენი წარმოადგენენ სულიერი უმწიფარობის შემადგენელ ნაწილებს. ქრისტე და საკუთარ თავთან ნამდვილი ბრძოლა ამ დაავადებაში გამოტოვებულია.
2. გადაჭარბებული ღვთისმოსაობა
ქრისტესათვის და ეკლესიისადმი მოშურნეობა ძალიან დადებითი რამ არის. თუმცა ჭეშმარიტი მოშურნეობა სავსებით განსხვავდება იმ მოშურნეობისაგან რომელიც ვნებებისაგან მომდინარეობს. ხორციელ მოშურნეობას ყოველთვის დაყვება თვითკმაყოფილებისა და ეგოცენტრულობის ელემენტი, რითაც ადამიანი განიხილავს საკუთარ თავს როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებელს, ჭეშმარიტად ღვთისმოსავს და ყოვლისმჭვრეტელს. ჭეშმარიტი მოშურნეობა არ არის მიმართული არაფრისადმი გარდა ქრისტეში ერთობისა, ან საკუთარი დაცემულობისადმი. ჭეშმარიტი მოშურნეობა ფარისევლობას გამორიცხავს. ყალბი მოშურნეობა კი, სულიერი ამპარტავნების ხიბლი და სიამაყე, ყოველთვის ფარისევლურია.
ღვთისმოსაობა მნიშვნელოვანი გზაა რწმენის გამოცდილებისა და საიდუმლოების პერსონალიზაციისათვის. თავის დახრა, მეტანია, პირჯვრისწერა, კრძალვა და ტრადიციაში არსებული სხვა ფორმები გამოიყენება იმისათვის რომ ადამიანმა ღვთისადმი სიყვარული გამოხატოს. დაუშვებელია მათი გამოყენება იმისათვის რომ სხვებს ‘ვასწავლოთ’ და შევუსწოროთ მათი შეცდომები, ან იმისათვის რომ სხვების არაღვთისმოსაობა ვამხილოთ. მრავალ მონასტერში ღვთისმოსაობის გარეგნული გამოხატულებები: თავის დახრა, მეტანია, პირჯვრისწერა და ასე შემდეგ ძალიან ხაზგასმით ხორციელდება. ამაზე ასეთი აქცენტი მრევლში ხშირად არ კეთდება. ადამიანმა არასდროს არ უნდა მიიქციოს ყურადღება თავისი გარეგნული ღვთისმოსაობით. ეს მხოლოდ მის ეგოცენტრიზმს და სიამაყეს გამოკვებავს და სხვებსაც ხელს შეუშლის ლოცვაში.
მარხვის კანონიც ასევე ამ კატეგორიაში ხვდება. მონასტრებში ზოგადად მკაცრად მარხულობენ. მარხვის კანონში არ არსებობს არსებითი განსხვავება მონასტრებსა და ერისკაცთა მარხვას შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმა უნდა განიკიხოს მეორე იმისთვის რომ ის კარგად ან სულ არ მარხულობს. ეს მხოლოდ ფარისევლური კი არ არის, არამედ მთავარ აზრს უკარგავს მნიშვნელობას. მარხვა და სხვა წესები ეკლესიაში საშუალებაა და არა მიზანი. თუ ვმარხულობთ, შემდეგ კი, ამით ვამაყობთ და სხვას ვკიცხავთ, ამას აჯობებდა რომ სულ არ გვემარხულა (რომაელთა 14::3).
იგივე ითქმის ეკლესიის ლიტურგიულ ცხოვრებაზეც. მონასტრები თავიანთი კონსტიტუციით ასრულებენ ლიტურგიულ მსახურებებს ძველი წმ საბას ტიბიკონით. მსახურებები შეიძლება საათების განმავლობაში გაგრძელდეს და დღის ძირითადი ნაწილი დაეთმოს. თუმცა, განსხვავება მრევლის ტიბიკონსა და მონასტრის ლოცვის ტიბიკონში, სლავურ ტრადიციაში მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს. მსახურებები თავიდან შეიძლება უსაშველოდ დამღლელი და მეტისმეთად ხანგრძლივი მოგვეჩვენოს, მაგრამ დროთა განმავლობაში მონასტერში ადამიანი მას ეჩვევა და სხვა აღარაფერი უნდა. მრევლის ლოცვა კი, სამწყსოსადმი მზრუნველობის გამო შემოკლებული, ვინმეს შეიძლება არასრულყოფილად მოეჩვენოს.
აქ რამოდენიმე საცდური არსებობს. პირველი ის არის, რომ ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მონასტრები ასრულებენ წესებს ‘სწორად’ და მრევლი კი, ‘არასწორად’. მეორე საცდური არის ის რომ მრევლის მსახურებებში იმდენი მადლი არ არის რამდენიც მონასტერში, და რომ მრევლი მსახურებებს სერიოზულად არ აღიქვამს. ამას მოყვება მრევლის მღვდლის განკითხვა როგორც ნაკლებად ‘სულიერის’ და ზარმაცის, რადგან ის მსახურებებს ამოკლებს. იშვიათად გვახსენდება, რომ როდესაც მონასტერში პირველად დავესწარით მსახურებას პირველი ჩვენ ჩამოვჯექით პირველივე შესაძლებლობისას და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ საათზე ვიცქირებოდით, ვფიქრობდით როდის და თუ საერთოდ ოდესმე დამთავრდებოდა. მრევლი ლოცვას ამოკლებს მოძღვრის მხრიდან სამწყსოზე ზრუნვიდან გამომდინარე. ნუ განვიკითხავთ მღვდელსა და მრევლს როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ.
3. განკითხვა
უდიდესი ცოდვა არის განკითხვა და განსაკუთრებით კი, მღვდლის. როგორც წესი, მღვდელს ჩვენ შეუძლებლად მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ. ისეთს, რომელსაც ჩვენ ვერასდროს შევწვდებოდით. ყოველი ასეთი განკითხვა ფარისევლობაა. მრევლის მღვდლის ცხოვრება სრულებით განსხვავდება მონასტრის ან მღვდელმონაზვნის ცხოვრების, პასუხისმგებლობების, საზრუნავებისა და მოვალეობებისაგან. მრევლი მღვდლის ცხოვრების ძალიან მცირე ნაწილს ხედავს. ბერვს გონია, რომ ის მხოლოდ 2 საათს მუშაობს და მხოლოდ კვირა დღეს. თუმცა მწყემსის სამუშაო ფაქტიურად უწყვეტი სამსახურია. როგორ შეუძლია მრევლს მისი განკითხვა? და განსაკუთრებით კი, მისი ‘სულიერების’.
მღვდელმონაზონი შეიძლება უფრო ‘სულიერად’ გამოიყურებოდეს, რადგან ის ყოველდღე 6 და 7 საათს ტაძარში ატარებს და ცოტაოდენი პასუხისმგებლობები აქვს. აბა სცადეთ ამის გაკეთება მაშინ, როდესაც ოჯახი გაქვთ, ათობით ან ასობით მრევლის წევრი გყავთ მისაღები. ამ სოფელში ყოფნისა და ქრისტეს მსახურების ასკეტიზმი, მღვდელი იქნება ეს თუ ერისკაცი, ისევე დიდია როგორც ბერისა მონასტერში. მას არანაკლები ღრმა ‘სულიერება’ ჭირდება, თუმცა მისი დეტალები განსხვავდება გარემოებათა მიხედვით.
4. სულიერი მოძღვრობის ბოროტად გამოყენება.
ხშირად ადამიანები მოანასტერში მიდიან სულიერი დარიგების ძიებაში ან აღსარების სათქმელად. არსებობს ძალიან პატივსაცემი და ძველი ტრადიცია იმისა რომ ადამიანებს ყავთ მღვდელმონაზონი მონასტერში როგორც სულიერი მოძღვარი, და თავიანთ ცხოვრებას მათ მიანდობენ. ზოგჯერ მიდიან დიდ სულიერ მოძღვართან, როდესაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვთ მისაღები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი მორწმუნე მრევლის მოძღვართან უფრო ბუნებრივად ახერხებს ურთიერთობას და ამას მრევლის სამღვდელოებამ ხელი უნდა შეუწყოს.
თუ ეკლესია სულიერი საავადმყოფოა, მონასტერი შეიძლება ითქვას, რომ რეანიმაციულ განყოფილებას წარმოადგენენ მკურნალი სპეციალისტებით. სიმსივნიანი პაციენტი ოჯახის თერაპევტთან არ მიდის სამკურნალოდ, არც სურდოს შემთხვევაში შეაწუხებთ ნეიროქირურგს. დიდი სულიერი მოძღვრები სწორედ ის სპეციალისტები არიან რომელთაც მრავალწლოვანი ასკეტური განწმედის გამოცდილებით იციან თუ როგორ დაეხმარონ ადამიანებს, რომ თავი გაართვან იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ მათთან მოაქვთ. ბევრს სულიერი ნიჭი გააჩნია, ბევრსაც არა. მონასტერში მცხოვრებთა უმრავლესობა ნებისმიერი წარმოსახვის მოშველიებითაც შეუძლებელია მოძღვრად წარმოვიდგინოთ. ეს არ ართმევს მათ იმის უნარს, რომ მიიღონ აღსარება, ნუგეში სცენ და იზრუნონ ადამიანებზე როგორც სულიერმა მამებმა. მრევლის მოძღვარი იქნება ეს, მღვდელმონაზონი, მოძღვარი, სულიერი დედა თუ მამა, მათი რჩევისა და ნუგეშის წყარო საბოლოოდ ერთია: ღმერთი.
ჭეშმარიტი მოძღვარი ის არის, ვინც ადამიანს ყოველთვის ტოვებს თავისუფლების ღრმა განცდით, თუნდაც რომ მან მას ღვთის ნება განუცხადოს. ამ შემთხვევაში არასდროს არ არის არანაირი მანიპულაცია ან პირადი ნების თავზე მოხვევა. მოძღვარს მხოლოდ ადამიანის ცხონება სურს და ის არის მისთვის ღვთის სიყვარულისა და მიტევების გადამცემი ჭურჭელი. ძალიან დიდი საცდურია მოძღვრის გაკერპება და ზოგჯერ ქრისტეს მისით ჩანაცვლებაც კი. პიროვნების კულტს მოწაფეც და მოძღვარიც სულიერი განადგურებისაკენ მიყავს.
მორჩილება სულიერ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მას ყოველთვის უნდა გააჩნდეს გარკვეული საზღვრები. მან არ შეიძლება მოიცვას რაიმე ისეთი, რაც კანონით ან მორალით დაუშვებელია. ჭეშმარიტ სულიერ მორჩილებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: მიგვიყვანოს ღვთის მორჩილებასთან. ის ეკლესიის შიგნით მდებარეობს, ყოველთვის მიილტვის ზიარების უფრო მეტი სიღრმისაკენ ეკლესიურადაც და პიროვნულადაც.
ძალიან დიდ საცდურს წარმოადგენს, განსაკუთრებით ამერიკელებისათვის, იმის სურვილი რომ იპოვნონ ისეთი მოძღვარი, რომელიც მათი მორჩილების ღირსი იქნება. ეს სრული ამპარტავნება და ხიბლია. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი და მხოლოდ საუკეთესო სულიერი მოძღვარი, რათა ჩვენი სული მივანდოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთი ნიჭიერი ადამიანი თუ გაგვიგებს ჩვენ და რომ ჩვენ შეიძლება “მხოლოდ ისეთს დავუკავშირდეთ, ვინც ჩვენს უნიკალურ შესაძლებლობებს ამოიცნობს და განავითარებს”. ეს არის წინასწარ წარმოდგენილი ილუზია და სიამაყე, რომელიც ადამიანს საკუთარ თავს სულიერ მწვერვალზე წარმოადგენინებს. სინამდვილეში კი, თუ ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გაგვაჩნია, სწორედ ღრმა სულიერი ცხოვრების გამოცდილების მქონდე დიდ სულიერ მოძღვართან გაგვიჭირდებოდა ყველაზე მეტად ურთიერთობა, რადგან ის უმალვე დაინახავს ჩვენს სეზღუდულობას. ჩვენი ამპარტავნება ამას ვერ გაუძლებს და ჩვენ მის რჩევას ყურს არ დავუგდებთ – პარადოქსულად, სწორედ იმ შემთხვევაში, თუ ის ჩვენთვის საუკეთესო რჩევას მოგვცემს.
5. საეკლესიო ჭორები
ბოლო ცდუნება არის ჩაბმა ჭორაობაში ადამიანების, ადგილების, წესების და განსაკუთრებით კი ეკლესიაში არსებული ‘პრობლემების’ შესახებ. იქნება ეს წვრილმანი ქილიკი იმის შესახებ თუ ვინ რას აკეთებს, როგორ და ვისთან ერთად ატარებს ამა თუ იმ მსახურებას, თუ ეს იქნება უფრო დიდი პრობლემები, ისეთი, როგორიცაა ეკუმენიზმი, კალენდარი, ან ის თუ რას ასწავლიან ან არ ასწავლიან სემინარიაში. ამ ყველაფრმა როგორც წესი, ძალიან ცოტა ნაყოფი შეიძლება გამოიღოს და უფრო მეტი უსარგებლო და ამაო საუბარი. ღმერთმა გვითხრა რომ თითოეულ სიტყვაზე ვაგებთ პასუხს.
ასეთი ჭორაობა არა მხოლოდ განკითხვას შეიცავს და განსაკუთრებით იერარქთა და სამღვდელოების, ვინც ღვთის წინაშე თავად უნდა აგონ პასუხი, არამედ ის ჩვენს ყურადღებას არიდებს ერთ მთავარ საკითხს: ჩვენს საკუთარ ცხონებაზე ზრუნვას. ჩვენ ღვთის წინაშე მხოლოდ ჩვენს ცხონებაზე ვაგებთ პასუხს, არა იმაზე, რის შესახებაც ვერაფერს გავაკეთებთ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მონასტრები ხშირად ისეთ ადამიანებს იზიდავს, რომლებიც სულიერებისადმი სერიოზული დამოკიდებულების სახელით სწორედ ამ ხიბლში არიან ჩავარდნილნი, მაშინ როდესაც ეს ჭორაობა და ამბების მოყოლა ანადგურებს მათ სულებს.
ამგვარ საკითხებზე პირადი საუბრებიც კი თავისთავად ცუდია, ზოგიერთი კი, მთელ პუბლიკაციებს კითხულობს სკანდალურ ფურცლებზე, ინტერნეტი ასეთი ჭორების ალბათ ყველაზე უარესი მატარებელია. ეს სხვა არაფერია თუ არა საეკლესიო პორნოგრაფია. ამას ყველაფრის ფასად უნდა ვერიდოთ.
რატომ უნდა ვესტუმროთ მონასტრებს
მორწმუნე მართლმადიდებლები ხშირად უნდა მოილოცავდნენ მონასტრებს, ბაძავდნენ ასკეტიზმსა და ღვთისმოსაობას რომელსაც მონასტერში ხედავდნენ ისე როგორც შეუძლიათ. განსაცდელებსა და გამოცდებს ჩვენსავე სულიერი უმწიფარობიდან და უცოდინარობიდან უნდა ველოდოთ. უკეთ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს უძლურებებს და მაშინ შევძლებთ რომ ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებები: სიმდაბლე, რწმენა და სიყვარული შევითვისოთ.
სულ თან უნდა გვდევდეს წმიდა ეფრემის ლოცვა: “უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა, მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე; ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა. ჰე, უფალო და მეუფეო მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”

Комментариев нет:
Отправить комментарий