თუ კეთილი აზრები გაქვს, კარგად, მსუბუქად ხარ, გულზე სიმშვიდე, სიხარულია? ესაა ნიშანი, რომ კეთილი, წმინდა სულია შენთან, მაგრამ როცა არაკეთილი აზრები, არასწორი გულის მოძრაობები ჩნდება, როცა ცუდად, მძიმედ ხარ, შფოთავ, მზაკვარი, ბოროტი სულია შენთან. გულშევიწროებულები და შფოთვა აღვსებულები კი, ჩვეულებრივ, ვერ ვახერხებთ, გულიდან მივმართოთ უფალს: ბოროტს ჰყავს სული შეკრული, არ აძლევს ნებას, გაიწიოს ღვთისკენ, მზაკვარია სული ეჭვისა, უნდობლობისა, ვნებისა, ტანჯვისა და შფოთისა. კეთილი სული კი, ვამბობ, დაუეჭვებელ სარწმუნოებას, სათნოებას, სულის თავისუფლებას, სიხალვათეს სულისას, მშვიდობისა და სიხარულის სულია. ამ ნიშნების მიხედვით გაარჩიე, როდის ხარ კეთილთან, როდის ბოროტთან და რაც შეიძლება ხშირად მიაახლე მადლიერი გული ყოვლადწმინდა სულს, განმანათლებელს, მაცოცხლებელს შენსას. გაექეცი ეჭვს, ურწმუნოებას ვნებებს, რომელთა მეშვეობითაც გულში სულიერი გველი, ეშმაკი, ჩვენი სულების მკვლელი მიძვრება.
წმ. იოანე კრონშტადტელი
წმ. იოანე კრონშტადტელი
Комментариев нет:
Отправить комментарий