ღმერთი

ღმერთი

понедельник, 4 ноября 2013 г.

აი მე, გლახაკი სერაფიმე, სახარებას ყოველდღიურად ვკითხულობ.

ორშაბათს მათეს სახარებას ვკითხულობ თავიდან ბოლომდე, სამშაბათს - მარკოზის სახარებას, ოთხშაბათს - ლუკასას, ხუთშაბათს იოანესას, ბოლო დღეებში კი ვანაწილებ სამოციქულოს და საქმეთა საკითხავებს. დღეს არ ვაცდენ, რომ სახარება და სამოციქულო არ წავიკითხო. ამით არა მარტო ჩემი სული, არამედ სხეულიც ნეტარებს ღმერთთან საუბრით და ცხოველმყოფელი ხდება იმით, რომ ჩემს მეხსიერებაში შემოვინახავ მის ცხოვრებასა და წამებას. დღე და ღამე ვადიდებ, ვაქებ და მადლობას ვუძღვნი ჩემს მხსნელს იმ მოწყალების გამო, რომელიც მთელ ადამიანთა მოდგმას და მათთან ერთად მეც მომანიჭა.



წმ. სერაფიმე საროველი






Комментариев нет:

Отправить комментарий