უფსკრულის პირას, სულიერი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამპარტავანს ეს ავიწყდება. იგი ჰგავს ავადმყოფს, რომელსაც თავი ჯანმრთელი გქონია. მისი ტრაგედია ისაა, რომ დემონის ძალაუფლების ქვეშ ექცევა და მისი ყურმოჭრილი მონა ხდება. წმინდანები მრავალგვარი ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული, მაგრამ იცოდნენ, რომ ნიჭი ღმრთისგანაა, საკუთარი თავი კი უღირსად მიაჩნდათ. ჩვენ ყველაფერი ჩვენი გვგონია. ამჟამად აშკარად აღარ ხდება სასწაულები, კურნებები. რატომ? - ჩვენი ცხოვნებისათვის. სასწაული რომ ხდებოდეს, ამას ჩვენს საკუთარ შესაძლებლობებს მივაწერდით და არა ღმერთს და ამით კიდევ უფრო ქედმაღალნი გავხდებოდით. უფალი გვპასუხობს ლოცვაზე და გამუდმებით ახდენს სასწაულებს, ოღონდ ფარულად, რამეთუ იცის, აშკარა სასწაული კიდევ უფრო გაგვაამპარტავნებს. ამინ.
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
Комментариев нет:
Отправить комментарий