ღმერთი

ღმერთი

понедельник, 4 ноября 2013 г.

ჭეშმარიტს გეუბნები, რომ შევაღწიე მტრის ყველა თავშესაფარში

და სასტიკი ორთაბრძოლის შემდეგ, გამოვედი მათგან უფლის მადლით. და ახლა, თუკი ვინმე უილაჯოა, შემიძლია, ღმრთის მადლით, განვათავისუფლო გულისსიტყვათა ავადმყოფობისა და ხიბლით დაავადებისაგან. საკმარისია მხოლოდ, რომ მიჯერებდეს. რადგან თუკი ხიბლით დაჭერილი სხვას მოუსმენს, ეშმაკისათვის არის საფრთხე, რომ იგი განთავისუფლდება ხიბლისაგან და მაცთური მას დაკარგავს, ამიტომ იგი მას ურჩევს, არწმუნებს, რომ სხვას არავის დაუჯეროს, სხვას არავის მოუსმინოს, არამედ მომავალში მიიღოს მხოლოდ საკუთარი გულისსიტყვები, ენდოს მხოლოდ საკუთარ განსჯას.
ამ ქედმაღლურ ბრძნობაში უდიდესი ეგოიზმი იმალება, ერეტიკოსთა და ყველა მოხიბლულის სატანისეული სიამაყე, რომელთაც შემობრუნება არ სურთ.
დაე ქრისტემ, რომელიც ჭეშმარიტი ნათელია, დაე განანათლოს და წარმართოს სვლანი მათნი, ვისაც მასთან მისვლა სურს.




იოსებ ათონელი(ისიხასტი)










Комментариев нет:

Отправить комментарий