ღმერთი

ღმერთი

вторник, 5 ноября 2013 г.

ადამიანის გული ხან უახლოვდება ღმერთს, ხანაც შორდება

და ამის გამოა ხან მშვიდობა და სიხარულია მასთან, ხანაც შფოთი, შიში, სივიწროვე, ხან სიცოცხლე და ხანაც კვდომა სულიერი. ღმერთთან მიახლოება უმეტესად განსაცდელებით ხდება, როცა ღვთის გარდა არავის ძალუძს ჩვენი შველა, ვისაც ასეთ დროს მთელი გულით მივმართავთ და ასე ვუახლოვდებით; ხოლო განშორება და დაცილება მისგან მიწიერი კმაყოფილება - ფუფუნებისას ხდება, რაც ჩვენში ძველი, მშვინვიერი ადამის აღზევებას იწვევს და მაშინაა, რომ კაცს სწყურია სიმდიდრე, დიდება, სახლები და თუკი აღწევს ამ ყველაფერს, კარგავს რწმენას, ივიწყებს ღმერთს, მსაჯულსა და განმკითხველს, სულის უკვდავებას, საკუთარ მოვალეობას - უყვარდეს მთელი გულით ღმერთი და მოყვასი, ვითარცა თავი თვისი.



წმ. იოანე კრონშტადტელი






Комментариев нет:

Отправить комментарий