თავისუფალი სექსის რაობა და მისი
ისტორია.
სატანური
„თავისუფლების“ მეხოტბენი ცდილობენ, ახალგაზრდობაში ე. წ. „თავისუფალი სექსის“
კულტის დანერგვას, ამ ადამიანების სურვილია უახლოეს მომავალში დედამიწაზე საბოლოოდ
დაამარცხონ და სამუდამოდ განდევნონ ქრისტიანული მორალი, ხოლო მის ნაცვლად დაარსონ
ისეთი „ახალი საზოგადოება“, რომლისთვისაც საყოველთაო „თავისუფალი სექსი“
ყველასათვის მიღებული ნორმა იქნება.
ვნახოთ, საიდან მოდის ეს იდეა
სინამდვილეში.
წმ. წერილის თანახმად, მრუშობის და სექსუალური
გაუკუღმართებების ყველა ფორმის (მამათმავლობა, ლესბიანობა და სხვა) მასიურად
გავრცელების გამო ღმერთმა გაანადგურა ნაყოფიერი მიწების მფლობელი ქალაქები –
სოდომი და გომორი (შესაქმე XIX თავი) ნორმალური ადამიანისათვის მიუღებელ ამ
ცოდვებს დღემდე ეწოდებათ სოდომური ცოდვები.
წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ჭეშმარიტმა
ღმერთმა იმ დროისათვის ერთადერთ თავის რჩეულ ერს – ებრაელებს მისცა ათი მცნება,
რომელთა შორის ერთ–ერთი გამოითქმებოდა: „არ იმრუშო“ (გამოსვლა 20: 14) მრუში
ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა (ლევიტელთა 20: 10; II რჯული 22: 22). სიკვდილით ისჯებოდა
ის ქალიშვილი, რომელსაც გათხოვებამდე ჰქონდა ქალწულება დაკარგული, რათა აღმოფხვრილიყო ბოროტება ღვთის რჩეულ
ერში (II რჯული 22: 20–21).
მრუშობის ერთ–ერთი უფრო მძიმე ფორმა:
ჰომოსექსუალიზმი, მამათმავლობა, ლესბიანობა და სხვ. ასევე იყო აკრძალული: „არ დაწვე
მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა“ (ლევიტელთა 18: 22). ამის
გამკეთებელი ასევე სიკვდილით ისჯებოდა: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც
ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ, მათზეა მათი სისხლი“
(ლევიტელთა 20: 13). უფალ იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ ძველი აღთქმისეული მკაცრი
კანონები, რომლებიც ებრაელი ერის გულქვაობის გამო იყო დაწესებული დამნაშავის
სიკვდილით დასჯას ან გაშოლტვას მოითხოვდნენ, შეიცვალნენ ახალი აღთქმის კანონებით,
რომლებიც მიმართულია მცოდველი ადამიანის გამოსწორებისათვის. ახალი აღთქმის წმ.
წერილში ასეთ გარყვნილ ადამიანებზე წერია: „მათმა ქალებმა მათი ბუნების წესი არაბუნებრივით
შეცვალეს; ასევე კაცებმაც დაუტევეს ქალებთან ბუნებრივი წესი, და გულისთქმით
გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამრი მამრთან იქმოდა სარცხვინელს, და თავადვე
იღებდნენ თავიანთი ცთომის საკადრის სასჯელს. და რაკი იუკადრისეს გონებით ღმერთის
წვდომა, ამიტომაც უჯერო საქმეთა საქმნელად მისცა ღმერთმა ისინი უკუღმართ ვნებას“
(რომაელთა 1: 18–28); ამიტომ „ვერც მეძავნი, ვერც კერპმსახურნი, ვერც მემრუშენი,
ვერც ჩუკენნი (ანუ ონანიზმის მოქმედნი), ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც
ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ
ღმრთის სასუფეველს“ (I კორინთელთა 6: 9–10).
მოაბის მეფე ბალაკმა წინასწარმეტყველ ბალაამს
სთხოვა იმ დროისათვის ღვთის რჩეული ერის–ებრაელების დაწყევლა, მაგრამ ბალაამმა ეს
ვერ შეძლო, რადგან არ იყო მათში არც ერთი ცოდვა (რიცხვნი 23: 21, 23), არამედ
უფლის შთაგონებით ისინი დალოცა (რიცხვნი 23: 7–24; 24: 5–9), მაგრამ როდესაც
ებრაელმა მამაკაცებმა დიწყეს მრუშობა მადიამელ ქალებთან („თავისუფალი სექსი“),
ღვთის ნებით 24 000 ებრაელი ამოწყდა (რიცხვნი 25: 1–3, 11).
მოსე წინასწარმეტყველის და იესო ნავეს ძის
გარდაცვალების შემდეგ ებრაელებმა დაივიწყეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაალებსა და
აშორეთებს (მსაჯულთა 2: 13).
აშორეთი (სხვადასხვა ქვეყნებში და რეგიონებში
იგივე აშერა, იშთარი, ასტარტა). ფინიკიელების, და სირიელების მთავარი ქალღმერთი,
მიწათმოქმედების და ნაყოფიერების, ვნებისა და სიყვარულის ეროტიკული ქალღმერთი იყო.
აშერას სახელით მისი კულტი გავრცელებული იყო სემიტურ ხალხებში, აქადელებსა და იემენელებში.
იგი დაკავშირებული იყო ნაყოფიერების და სექსუალურობის კულტთან. აშერას ქანდაკები
იდგმებოდნენ (მუხოვან) კორომებში, რომლებიც ითვლებოდნენ წმინდად და ორგიასტული
კულტის აღმასრულებელ ადგილებად. იშთარის სახელით მისი კულტი გავრცელებული იყო
აქადელებს შორის. იშთარი ითვლებოდა მეძავების, ჰეტერების და ჰომოსექსუალების
მფარველად. პოემაში გილგამეშის შესახებ იშთარი იყო ღმერთების, ადამიანების და
ცხოველების საყვარელი, რომლებსაც შემდგომში ღუპავდა. ურუქში იშთარის კულტი
დაკავშირებული იყო ორგიასტულ ზეიმებთან, სექსუალური თავისუფლების გამოვლენასთან,
ქურუმი ქალების მიერ საკუთარი ქალწულების მსხვერპლად შეწირვასთან. იშთარის
ბერძნული სახელწოდება იყო ასტარტა – ავხორცობის
და სიამოვნების დემონი. მისი კულტი გავრცელებული იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში.
ფინიკიელები მას ეთაყვანებოდნენ, როგორც ასტრალურ ღვთაებას, პლანეტა ვენერას
განსახიერებას. ასტარტის კულტს თან ახლდა ორგიები და „წმინდა“ პროსტიტუცია. მას
ემსახურებოდნენ ქურუმი ქალები (იეროდულები), რომლებიც სატაძრო პროსტიტუციას და
ორგიებს ეწეოდნენ, მასვე ემსახურებოდნენ საჭურისი (მამაკაცი) ქურუმები, რომლებიც
ქალის ტანისამოსს ატარებდნენ და ქალურად როკავდნენ. განსაკუთრებული დღესასწაულების
დღეებში ასტარტა თავისი ქურუმი ქალების და ყველა სხვა ქალისაგან აუცილებელ (რიტუალურ
ზ. გ.) მრუშობას მოითხოვდა. ხომალდის ქიმზე დამაგრებული ქანდაკის სახით ასტარტა
იყო ზღვით მოგზაურთა თანამგზავრი. წმ.
წერილი ასტარტას მოიხსენიებს, როგორც „სიდონურ საძაგლობას“ (IV მეფეთა 23: 13),
რადგან მის მსახურებას თან ახლდა ყველაზე საზიზღარი ორგიები და გარყვნილება.
ქანაანში შესვლამდე ებრაელები თაყვანს
სცემდნენ მოაბელთა და მიდიანელთა „ღმერთის“ ბაალ–პეორი (იგივე ბაალ–ფეღორი, ბელფეგორი,)
კერპს. ტერმინი პეორი ნიშნავს გაშიშვლებას, გამოაშკარავებას. ბაალ–პეორის კულტი
მდგომარეობდა ადამიანის სხეულის იმ ადგილების გაშიშვლებაში, რომლებიც ჩვეულებრივ,
დაფარულნი არიან, აგრეთვე აშკარა მრუშებაში.
თალმუდის თანახმად, ერთი უცხოელი დიდებული
ბაალ–პეორის ტაძარში მსხვერპლის შესაწირად შევიდა, მაგრამ როდესაც დაინახა, თუ რას
აკეთებდნენ ამ ტაძრის მსახურები, თავის მეომრებს მათი დახოცვა უბრძანა.
თავისი არსით კერპმსახურება დემონთა
მსახურებაა, რადგან წმ. წერილის თანახმად, „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ
არიან“ (ფსალმუნი 95: 5).
თანამედროვე პერიოდში კერპმსახურებამ სახელი შეიცვალა და აშკარა სატანიზმად
იქცა, ხოლო ზემოთმოხსენიებული წარმართული „ქალღმერთების“ კულტს დღეს „სტრიპტიზი“
ჰქვია, ხოლო მისი ტაძრების ფუნქციას დღეს სტრიპტიზ–ბარები და მეძავთა სახლები
ასრულებენ.
სატანისტური შეკრებების–„შაბაშების“
განუყოფელი ატრიბუტი არის სექსუალური ორგია, სატანისტების სექტაში ახალმისული
ადამიანი გადის სატანისტური „ნათლობის“ ცინიკურ რიტუალს. ნათლობა ხდება შერყვნილ
წყალში, ამ დროს „მოსანათლზე“ სრულდება სქესობრივი აქტი.
ყოველივე ზემოთთქმულიდან აშკარაა, რომ
„თავისუფალი სექსის“. ანუ სიძვა– მრუშობის ცოდვის პროპაგანდას სატანური ფესვები
გააჩნია, ხოლო ამ იდეის მქადაგებელთა სურვილი – დედამიწაზე ქრისტიანული მორალის
მოსპობა და სატანისტური აღვირახსნილობის გავრცელების იდეა სრულიად მიესადაგება
სატანისტების მიზანს:
1871 წლის 15 აგვისტოს „წმინდა პალადიუმის“
სატანური ორდენის ელიტის მიერ განხილული და დამტკიცებული იქნა დოკუმენტი, რომელიც
სხვა საკითხებთან ერთად განიხილავდა იდეას, რომ ლუციფერისაგან გამოგზავნილი
„წმინდა მეფის“ (ანტიქრისტეს) მოსვლის წინ
უნდა მომხდარიყო „ადონაიზმის“ (მართლმადიდებელი
ეკლესია და მისი მოძღვრება) ძირფესვიანი აღმოფხვრა და მთელ დედამიწაზე
სატანისტების „სიკეთის და სინათლის ღმერთის“ – ლუციფერის „წმინდა სწავლების“
გავრცელება და მსოფლიო ხალხების მომზადება ერთ მსოფლიო სახელმწიფოში
გასაერთიანებლად, სადაც გავრელებული
იქნებოდა მხოლოდ ერთი–ლუციფერის რელიგია.
ტამპლიერთა
მასონურ–სატანისტური ორდენის ერთ–ერთი განშტოების – როზენკნეიცერთა ორდენის ფარული
წევრის მარგარეტ ზანგერის მიერ შეიქმნა „ოჯახის დაგეგმარების საერთაშორისო
ასოციაცია“ (იგივე „შობადობის კონტროლის ლიგა“). თავის წიგნში „ცივილიზაციის
შემობრუნების წერტილი“ მარგარეტ ზანგერი
აღნიშნავდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც კაცობრიობა განთავისუფლდებოდა ისეთი „ყალბი
ღირებულებებისაგან“ როგორიცაა „ველური, უტოპიური ოცნება საყოველთაო ძმობაზე,
გამრყვნელი გულჩვილობა და ეკლესიურობა“, იგი წერდა: „თანდათან ჩაკვდება ძველი,
ტრადიციული მორალი, რომელიც განსჯიდა უწესო სქესობრივ კავშირებს და მეძაობას.
არასრულფასოვნები განადგურდებიან, ჯანსაღნი კი გააცნობიერებენ თავიანთ სექუალურ
ენერგიას და მას ხშირად გამოიყენებენ. კაცობრიობა მხოლოდ ასე გაკეთილშობილდება და
მიაღწევს უკვდავებას, ამოხსნის მარადიული ცხოვრების საიდუმლოს.“
ზემოთთქმულიდან აშკარაა, თუ ვისგან გადაიღეს
„სექსუალური სამოთხის“ მოიმედე ე. წ. „თავისუფალი სექსის“ კულტის პროპაგანდისტებმა
დედამიწაზე ქრისტიანული მორალის აღმოფხვრის და „სექსუალური სამოთხის“ დამყარების
იდეა. მაგრამ სხვა სატანური იდეების მსგავსად ამ იდეას ახდენა არ უწერია, რადგან
საუკუნეების განმავლობაში მრავალ შეგნებულ თუ შეუგნებელ სატანისტს სურდა
დედამიწაზე ღვთის ეკლესიის და ქრისტიანული მორალის მოსპობა, მაგრამ სადღეისოდ
დედამიწაზე მათი ძვლებიც აღარ არიან, მათი უკვდავი სულები კი სამწუხაროდ, მარადიულ
ჯოჯოხეთში იტანჯებიან. სატანისტების და მათი იდეური შთამომავლების მცდელობების მიუხედავად
ქრისტეს ეკლესიას და მის მორალს ვერასოდეს ვერ დაძლევენ „ჯოჯოხეთის ბჭენი“ (მათე
16: 18), რადგან ეკლესია ადამიანთა ინიციატივით დაარსებული რომელიღაც პარტია ან
ორგანიზაცია კი არ არის, არამედ იგი ღმერთის მიერ არის დაარსებული და თავად
ღმერთი იცავს მას.
სატანისტები და „თავისუფალი სექსის“ მომხრეები
ცდილობენ, ჭეშმარიტი ღმერთი ადამიანის თავისუფლების შემზღუდველ ტირანად
წარმოაჩინონ, მაგრამ ეს პირიქით არის – სწორედ ღმერთმა მისცა ადამიანებს სიცოცხლე და ჭეშმარიტად თავისუფალი ნება,
ღმერთი არავის არ ზღუდავს, არამედ უჩვენებს გადარჩენის გზას, სატანა კი, თავისი აშკარა
თუ ფარული მიმდევრების მეშვეობით ცდილობს ადამიანის
სულის დატყვევებას ყველანაირი გარყვნილების ცოდვით. როგორც ნარკომანს არ შეუძლია
ცხოვრება ნარკოტიკის გარეშე, ასევე მეძავს ან მრუშს არ შეუძლია გაძლოს „თავისუფალი
სექსის“ გარეშე. იგი, ამ ცოდვის მორევში დანთქმული, საკუთარ თავს იტყუებს და
ინუგეშებს, რომ ის არის „თავისუფალი ადამიანი“, რომელიც აკეთებს იმას, რაც მას
სურს, მაგრამ იგი თავად არის ტყვე და მონა ამ ცოდვისა, რადგან მას არ ძალუძს წინააღდეგობა
გაუწიოს მის სულში (ეშმაკის მიერ და მისი ნებით) ჩაჭედილ ამ ბოროტ მოთხოვნილებას.
ამიტომ თავის ამ სისუსტეს და უძლურებას „თავისუფლების“ ნიღაბში მალავს და ამით
სხვებსაც და საკუთარ თავსაც დიდი მონდომებით ატყუებს.
ამ ცოდვასთან ბრძოლა ძნელია, მაგრამ არა
შეუძლებელი. წმ. ეკლესიისათვის ცნობილია ფაქტები, როდესაც ღვთის შეწევნით მრუშობის
უმძიმესი ცოდვით დაავადებული ადამიანები არა თუ განთავისუფლდნენ ამ სულიერი
სენისაგან, არამედ თავიანთი მოღვაწეობით ისე განიწმინდეს თავიანთი სულები, რომ
სიცოცხლეში სასწაულებს ახდენდნენ, ხოლო მათი სიკვდილის შემდეგ ეკლესიამ ისინი
წმინდანებად შერაცხა და დღეს ისინი თავად არიან ღვთის წინაშე მეოხნი ამ ცოდვით
დაცემულებისათვის.
აღსანიშნავია, რომ სადღეისოდ სტრიპტიზ–ბარებში
ყოფნა პირდაპირ არის დაკავშირებული ზემოთმოხსენიებული აშორეთის, იშთარის თუ
ასტარტის კერპების (ანუ დემონების) „მსახურებასთან“. ამის მოქმედი გოგონები
გაუცნობიერებელი კერპმსახურები, ანუ დემონთა ქურუმები არიან, ხოლო მათი შემყურე
მამაკაცები – სატანური რიტუალის შეუგნებელი თანამონაწილეები (მკითხავების და
მათთან სამკითხაოდ მისული ადამიანების მსაგავსად).
თუ ამ ბუკლეტს გაავრცელებთ და სხვებსაც
წააკითხებთ, კარგი იქნება.
ზ. გოგოლაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий