ღმერთი

ღმერთი

вторник, 11 февраля 2014 г.

რუსები მიხვდნენ, რომ იტალიური ნახატები წმიდა ხატები არ არის.

ამის მიუხედავად იტალიურმა ფერწერამ თითქმის ყველა რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში შეაღწია, მას შემდეგ, რაც რუსეთი დასავლეთ-ევროპულ ყაიდაზე გადასხვაფერდა... ჩვენს სამხატვრო აკადემიაში განსწავლულებმა დასავლური ყაიდის განათლება მიიღეს და ტაძრები ისეთი ხატებით აავსეს, რომლებიც სრულიადაც არ არიან ღირსნი ხატებად იწოდებოდნენ. ეს ხატები, რომლებსაც უბიწო ადამიანი თვალს არიდებს, ტაძარში რომ არ იდგნენ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მათ ხატების ღირსება მიეწერება. ყველაფრის მნახველი და დიდი გამოცდილების მქონე ერისკაცი ვერ წარმოიდგენს იმ ზემოქმედებას, რომელსაც ასეთი გამოსახულებები ახდენს ქალწულებრივ ბუნებაზე. ერთი ბერი უდაბნოში ამაღლებულ მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა. მას რაღაც გარემოებათა გამო პეტერბურგში მოუწია ჩასვლა. იქ იგი ერთ საღამოს მოხუცმა მორწმუნე ქალბატონმა მიიწვია სულიერი საუბრისთვის. ამ დროს ამ ქალბატონის ქალიშვილები ზეიმზე წასასვლელად ემზადებოდნენ. როდესაც ჩაიცვეს, უფრო სწორად კი – გაშიშვლდნენ, თანამედროვე მოდის მოთხოვნის შესაბამისად, დედასთან მივიდნენ, რათა ხელზე მთხვეოდნენ და შემდეგ კარეტაში ჩამსხდარიყვნენ. მათ შემხედვარე ბერს (რომელსაც არასოდეს ენახა დასავლური ჩვეულების მიხედვით ურცხვად გაშიშვლებული ქალიშვილები) თავზარი დაეცა. ის ირწმუნებოდა, რომ მის მიერ ნანახი საცდურის შემდეგ შესაცდენად თვით ეშმაკის გამოჩენაც აღარ იყო საჭირო. რა შთაბეჭდილებას მოახდენს ამგვარ ქალწულებრივ თვალზე იტალიური ფერწერით დახატული გამოსახულება, რომელიც აღძრავს არა ლოცვის, არამედ ყველაზე უწმინდურ აზრებს.


ყველა მოძრაობა, ყველა პოზა, ყველა ფიზიონომია იტალიურ ნახატებზე, და საერთოდ დასავლელი მწვალებლების მიერ დახატულ წმიდა საგნების გამომსახველ ნახატებზე, გრძნობისმიერი და ვნებიანია, საძაგელია, თეატრალურია: არაფერია მათში წმიდა, სულიერი. აშკარაა, რომ ფერმწერები სრულიად ხორციელი ადამიანები იყვნენ, მცირედი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ სულიერ მდგომარეობაზე, არავითარი სიახლოვე მასთან, ამიტომაც ვერაფრით შეძლებდნენ თავიანთი ფუნჯით სულიერი ადამიანი გამოესახათ.





წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი










Комментариев нет:

Отправить комментарий