ბ. პირველყოფილ-თემური წყობილების დარღვევა. საზოგადოებრივი კლასებისა და სახელმწიფოების წარმოშობა.
თანდათან გამოიცვალა ჩვენი წინაპრების პირველყოფილ-თემური ცხოვრება. შემოვიდა ლითონის იარაღი, ჯერ სპილენძის, შემდეგ - ბრინჯაოსი(სპილენძისა და კალის შეანდნობი) და ბოლოს -რკინაც. ქართველმა ტომებმა ძალიან ადრე ისწავლეს ლითონის დამუშავება. ამიტომ ქართველი ტომების ისტორიაში ლითონის იარაღის გავლენა უფრო ადრე გამოჩნდა.
ბრინჯაოს და განსაკუთრებით რკინის იარაღმა ადამიანის შრომა უფრო ნაყოფიერი გახადა. ვისაც ახლა ხელში ასეთი იარაღი ეჭირა, ის ბუნებასთან ბრძოლაშიაც უფრო ღონიერი იყო, ვიდრე ძველად - ქვისა და ხის იარაღების დრო. ამიტომ ხალხი უფრო შეძლებული და მდიდარი გახდა და უფრო ადვილადაც მრავლდებოდა.
ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ კულტურაზე ჩვენ არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვმსჯელობთ.საქართველოს ნიადაგში აუარებელი ძეგლი და ნივთია ჩამარხული, ჩვენი წინაპრების ნახელავი და ნაკვალევი. ზოგი მათგანი საფლავში ჩაუტანებიათ, ზოგი განძად შეუნახავთ, ზოგი სხვა შემთხვევის გამო არის გადარჩენილი. დიდმა გათხრებმა მცხეთაში, გათხრებმა კოლხეთის დაბლობში, თრიალეთში, ჩვენ უმდიდრესი მასალა შეგვძინა. ნივთიერი კულტურის ეს ნაშთები წარსულის უტყუარი მოწმეა.
თრიალეთში, 1936-1939 წწ გათხრების დროს, გახსნილ იქნა სხვადასხვა დროის მრავალი სამარხი. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ყორღანული(ამობურცული) სამარხები ძვ.წ. მეორე ათასწლეულის პირველი ნახევრისა. ამ უზარმაზარ საფლავებში(ზოგჯერ -100-175 კვადრატული მეტრის ფართობის) იმდროინდელი წარჩინებული ხალხია დაკრძალული, შესაძლოა - ბელადები და მათი ოჯახის წევრები. ერთ სამარეში აღმოჩნდა ოთხთვლიანი ხის ეტლი, რომლითაც ,ჩანს, მიცვალებულის ნეშტი იყო საფლავში ჩასვენებული. მიცვალებულისათვის თან ჩაუტანებიათ უძვირფასესი ნივთები - ოქრო, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, იარაღი და სამკაული, თიხის მოხატული ჭურჭელი და სხვა. ლითონისაგან გაკეთებული ნივთები შემკულია ნაირ-ნაირი ორნამენტებით, ფერადი თვლებით(ფირუზით, სარდიონით და სხვა) და რელიეფურად შესრულებული სურათებით, რომლებშიაც ადამიანები, სხვადასხვა ცხოველები და მცენარეებია გამოსახული. თრიალეთში ნაპოვნი როგორც ოქრომჭედლის ნივთები, ისე თიხის ჭურჭელი, ხელოსნობისა და ხელოვნების განსაცვიფრებელი ძეგლებია. ისინი თვალსაჩინოდ ამჟღავნებენ საქართველოს იმდროინდელი მოსახლეობის განვითარების მაღალ დონეს, კერძოდ - ხელოსანთა და ხელოვანთა დახვეწილ ოსტატობას.
ამ ხანაში საქართველოს მოსახლეობა უკვე ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა. მოჰყავდათ სხვადასხავა პურეული - ხორბალი, ქერი, ფეტვი. იმდროინდელი ხორბლის ნაშთები ნაპოვნია ჩვენს ნიადაგში.
მისდევდნენ მევენახეობას - განათხარ მასალებში ყურძნის წიპწაც არის აღმოჩენილი.
ფართოდ იყო განვითარებული მესაქონლეობაც. შინაური პირუტყვებიდან ჰყავდათ - ცხვარი, ზროხა, ღორი ,ცხენი, ძაღლი.
მაღალ დონეზე იდგა ხელოსნობა. უკვე იყვნენ კარგად გაწაფული ოსტატები, რომელნიც აკეთებდნენ მშვენიერ, ზოგჯერ საუცხოოდ მოხატულ, თიხის ჭურჭელს, საუკეთესო ბრინჯაოს იარაღს, ლამაზი ორნამენტებით შემკულ, მატყლისა და სელის ქსოვილებს. ხმარობდნენ ოთხთვალა და ორთავალ ურმებსა და ეტლებს. ორთვალა ეტლი, რომელშიაც ცხენს უბამდნენ, საომარი საშუალება იყო.
განვითარებული ყოფილა იმდროინდელ საქართველოში ხელოვნებაც. თითქმის ყველა ნივთს, განსაკუთრებით კი სამკაულებს, ჭურჭლეულობას, იარაღს, საყოფაცხოვრებო საგნებს(მაგ.სარტყლის ბალთებს)ალამაზებდნენ, რთავდნენ ჩუქურთმებით, ადამიანის, შიანური და გარეული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებით. ნივთების ეს მორთულობა და მოხატულობა მოწმობს იმდროინდელ ხელოვანთა დაოსტატებისა და გემოვნების მაღალ დონე. ამასვე ამჟღავნებს თვით ნივთების ნაკეთობაც.
ხუროთმოძღვრების ყველაზე ძველი ძეგლები ჩვენს ქვეყანაში მეგალითებია. ,,მეგალითი'' ბერძნული სიტყვაა და ,,დიდ ქვას '' ნიშნავს. ასეთი ძეგლები დიდი ლოდებისაგან არის აგებული, მაგრამ უკიროდ და უდუღაბოდ.საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, ბლომად მოიპოვება მეგალითური ციხე-დარბაზები, ნაქალქარები, დოლმენები(ჩვეულებრივად ხუთი ლოდისაგან გაკეთებული ბინაა, მეტწილად _მიცვალებულისათვის; გვხვდება აფხაზეთში), მენჰირები (მიწაში ჩასმული მაღალი ქვის სვეტები) და ,,ვეშაპები''(მიწაში ჩასმული უზარმაზარი სალოცავი თევზის გამოსახულებანი).
მეგალითურ ძეგლებს ციკლოპურსაც ეძახიან, როგორც ვითომც ზღაპრული არსებების -ციკლოპების - მიერ აშენებულთ. ჩვენში ხალხი მათ გმირთ-ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებს, ქვაკაცებს უწოდებს. ეს მეგალითები ბრინჯაოს ხანის ძეგლები უნდა იყოს.
ბრინჯაოს ხანაში ჩვენს წინაპრებს აღებ-მიცემობა ჰქონიათ საკმაოდ შორეულ მხარეებთან - ხმელთაშუა ზღვის, მცირე აზიის, მესოპოტამიის ქვეყნებთან და ეგვიპტესთანაც, ფულად ბრინჯაოს რგოლებიც გამოუყენებიათ.
უკვე იმ დროს ბარის მოსახლეობაში მდიდარი ხალხი განირჩეოდა ღარიბებისაგან.საზოგადოებრივი უთანასწორობაც უკვე გაჩენილი იყო; ჰყავდათ მონები, არსებობდნენ მთავრებიც(ბელადები),მაგრამ სიმდიდრე და სიღარიბე, დიდკაცობა და სიბეჩავე-უუფლებობა განსაკუთრებით გაძლიერდა და გავრცელდა მას შემდეგ , რაც რკინა გაჩნდა.

Комментариев нет:
Отправить комментарий