ღმერთი

ღმერთი

понедельник, 22 апреля 2013 г.

წინასწარმეტყველ ისაიაზე.

წინასწარმეტყველ ისაიაზე:
 
მამა ალექსანდრე მენი, წინასწარმეტეყველი ისაია

ისაიას თანახმად რწმენა უპირველეს ყოვლისა არის ზნეობრივი ცხოვრება და შემოქმედისადმი ერთგულება. უზნეო და ორგული ადამიანის ცხოვრება ღმერთის შეურაცხყოფაა.

ისაიას, ტყვეობამდელი კლასიკური პროფეტიზმის უდიდეს წარმომადგენელს როგორც მესიის და მისი სამეფოს წინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველთა მოძღვრების ყველაზე ნათლად გადმოცემს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ყოველთვის. ეკლესია მოციქულთა დროიდან დიდ ყურადღებას აქცევდა მის წიგნს. ახალ აღთქმაში 40-ზე მეტჯერ მიუთითებენ ისაიას წიგნზე და არის 60-ზე მეტი უშუალო ციტატა იქიდან. მამებმა კომენტარები მიუძღვნეს წინასწარმეტყველ ისაიას და წინასწარმეტყველებათა სიტყვები ხშირად ისმის მართლმადიდებელთა წირვაზე.

1. წინასწარმეტყველი ისაიას წიგნი არაა ერთი პირის თხზულება, რამოდენიმე საუკუნის მანძილზე მას ავსებდა და აფართოებდა იერუსალიმელი წინასწარმეტყველის ღვთივშთაგონებულ მოწაფეთა და გამგრძელებელთა მთელი სკოლა.

ავტორობაზე ძველმა წარმოდგენამ ხელი შეუწყო იმას რომ საბოლოო ფორმის მიღების შემდეგ მთელი ისაიას წიგნის ავტორად გამოცხადდა სკოლის დამფუძნებელი, მერვე საუკუნის წინასწარმეტყველი.
პირველად კოლექტიურ ავტორობაზე ალაპარაკდნენ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ХVII-ХVIII საუკუნეებიდან გამოთქვეს აზრი 2-3 ავტორის შესახებ. ეხლა ბიბლეისტთა უმრავლესობა თვლის რომ ისაიას იერუსალიმელის წინასწარმეტყველებები არის წიგნის პირველ ნაწილში. მხოლოდ რამოდენიმე თავია დამატებული შემდეგ.

ძველი აღთქმის ევანგელისტად წოდებული მეორეეისაიას//ძვ.წ. მეექვსე ს.// ტექსტში ანუ წინასწარმეტყველი ისაიას წიგნის მეორე ნაწილში არის ძველი აღთქმის უმთავრესი წინასწარმეტყველებები ქრისტეზე რომლებზეც თვითონ უფალი იესო ამბობდა რომ ისინი განხორციელდა მისი სახით.

ეკლესიის პირველი მაცნეები ისაიას წინასწარმეტყველებებით ხსნიდნენ ტანჯული მესიის საიდუმლოებას. კირილე ალექსანდრიელის თქმით ამ წინასწარმეტყველებებს აქვთ სახარების ქადაგების სიცხადე. ნეტარი იერონიმე კი მათ უწოდებდა ძველი აღთქმის სახარებას...

http://givargi.blogspot.com/2012/08/blog-post_14.html



Комментариев нет:

Отправить комментарий