ღმერთი

ღმერთი

понедельник, 29 апреля 2013 г.

„თქვენ რომის პაპი ხართ? ნაპოლეონი გისმენთ!“

რომის პაპმა, რომელმაც გლახაკთა მეოხის - ფრანცისკ ასიზელის სახელი დაირქვა, ვატიკანში ყოფისა და ცხოვრების უბრალო და მარტივი ფორმები შემოიღო. რეზიდენციის დათვალიერებისას პაპს წამოუძახია: „აქ 300 კაციც განთავსდება“. პაპი მივიდა დასკვნამდე, რომ მისი რეზიდენცია მეტისმეტად დიდი ფართობის არის და მოითხოვა ოთახების რიცხვის შემცირება. პაპმა მესაზე დასასწრებად მოამზადებინა 3 ათასი სპეციალური უფასო ბილეთი რომის ღარიბი მოსახლეობისათვის; 28 მარტს პაპი ჩაატარებს მესას საპატიმროში არასრულწლოვანთათვის. მისი მიბაძვით ეპისკოპოსებიც ცდილობენ არ ჩამორჩნენ პაპს ცხოვრების ასკეტურ ნირში - ისინიც უარს ამბობენ სასახლეებსა და წარმომადგენლობით მანქანებზე.

პაპის შემოტანილ სიახლეებს ზოგჯერ სრულიად გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, მოხდა ასეთი შემთხვევა: პაპმა გადაწყვიტა თავისი ძველი მეგობარი, იეზუიტების ორდენის გენერალი ადოლფო ნიკოლასი მოეკითხა; არ შეაწუხა მდივანი და თვითონ დარეკა:

„ალო, ეს რომის პაპია“, - წარუდგა ოპერატორს.

ოპერატორმა, ანდრეასმა, რომელმაც ვერც კი წარმოიდგინა, რომ პაპს შეეძლო მდივნის დახმარების გარეშე დაერეკა, არც აცია, არც აცხელა და „ხუმრობას“ ხუმრობითვე უპასუხა:

„რომის პაპი ხართ? ნაპოლეონი გისმენთ!“

რომის პაპს არც შეტყობია შეცბუნება. მოთმინებით აუხსნა ოპერატორს: „მე ნამდვილად რომის პაპი ფრანცისკი ვარ. ანდრეას, ნუ აღელდებით, გეთაყვა. შემაერთეთ, თუ შეგიძლიათ, ორდენის გენერალთან; მე მინდა მადლობა გადავუხადო წერილისათვის“.

ალბათ ძნელი არ უნდა იყოს ანდრეასის სახის გამომეტყველების წარმოდგენა ამ დაზუსტების შემდეგ.


http://news.ge/ge/news/story/49569-tqven-romis-papi-khart-napoleoni-gisment

Комментариев нет:

Отправить комментарий