ღმერთი

ღმერთი

суббота, 13 апреля 2013 г.

GMO კაცობრიობის წინააღმდეგ.

GMO კაცობრიობის წინააღმდეგ.

სინიორ პომიდორი, გრაფინია ალუბალი და სხვა მოლაპარაკე-მოსიარულე ხილ-ბოსტნეული ჯანი როდარის ზღაპრიდან ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიყვებოდნენ, რადგან ზღაპრულ სამყაროში ასეთი წესებია.

როგორც ჩანს, იტალიელი მეზღაპრის ფანტაზიებს ახლო მომავალში ახდენა უწერია — გენური ინჟინერია დიდი ხანია მცენარეების და ცხოველების შეჯვარებითაა დაკავებული და თუ კიტრი ან პომიდორი თეფშზე აგილაპარაკდათ, არ გაიკვირვოთ.


შიმშილის პრევენცია,

თუ ბიოლოგიური იარაღი?

ხუმრობა იქით იყოს და, გენური ინჟინერია საზოგადოებისთვის მართლაც თავის ტკივილად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ აზრი ორადაა გაყოფილი. ამა სოფლის ძლიერნი, ერთხმად გვარწმუნებენ, რომ გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენების გარეშე კაცობრიობა ვერ იარსებებს. არგუმენტად დედამიწის მოსახლეობის მკვეთრ მატებას და მათი გამოკვების პრობლემებს ასახელებენ. სინამდვილეში საკვები პროდუქტი დედამიწაზე თავზე საყრელია: პატარ-პატარა ქვეყნებს უხვი მოსავლის გატანას მსხვილ ბაზარზე სავაჭრო გიგანტები უშლიან. გმო მცენარეებს, ტრადიციულ კულტურებთან შედარებით, მეტი მოსავლის მოცემა შეუძლიათ, რადგან მათ ისეთი ახალი თვისებები ახასიათებთ, როგორიცაა მავნებლების მიმართ გამძლეობა. მაგალითად, კოლორადის ხოჭოს, რომელმაც გმო კარტოფილით პირი ჩაიტკბარუნა, დიდხანს სიცოცხლე აღარ უწერია. ასევე გმო მცენარეები გარემოს მკაცრ პირობებს, გვალვას, ყინვას ეგუებიან, რაც მცენარის დნმ-ში რომელიმე ცხოველის გარკვეული გენის ჩანერგვით მიიღწევა. მაგალითად, თეთრი დათვისგან ყინვაგამძლე გენია აღებული, გველისგან — გვალვაგამძლე გენი და ა. შ. ამრიგად, გამოდის, რომ გმო საკვებს ვინც იღებს, გაურკვევლობაშია — არ იცის, ვეგეტარიანულ საკვებს მიირთმევს თუ ცხოველურს, რადგან თევზის გენიანი პომიდვრის, ძაღლის გენიანი ბადრიჯნის, ვირთაგვას გენიანი კომბოსტოს ბიოლოგიური კატეგორიის განსაზღვრა უკვე რთულია.
http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-13-01/15353-gmo-kacobriobis-tsinaaghmdeg.html?lang=ka-GE

***



საფრთხე, რომელიც გენურმა ინჟინერიამ მოიტანა.

სურსათის უვნებლობა დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აქვს ინფორმაცია, თუ რამდენად უვნებელ, ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს მიირთმევს. არადა, დღეს მთელ მსოფლიოში სურსათს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მით უფრო, მას შემდეგ რაც ბოლო წლებში გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის მასშტაბები გაიზარდა.


გმო-ს აკრძალვა და ეტიკეტირება

საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას საზოგადოებაში უკვე სერიოზული შიშით უყურებენ. უკვე აღავინ არის დარწმუნებული, რომ მის სუფრაზე გაშლილი სანოვაგე ეკოლოგიურად სუფრაა და გენური ინჟინერიის წყალობით არ არის რაიმე პროდუქტი მიღებული. პირველ რიგში, კი ეჭვებს პური იწვევს. როგორც ცნობილია, საფუარი, რომლითაც პური მზადდება, დიდწილად სწორედ გენმოდიფიცირებულია. საკმაოდ რთულია, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლოს თავის დაცვა გენმოდიფიცირებული პროდუქციისგან.

საქართველოში გმო პროდუქციის გაკონტროლება საერთოდ არ ხდება. სახელმწიფო ორგანოებს თითქმის არ გააჩნიათ მონაცემები ქვეყნაში რა ტიპის და რა რაოდენობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის. თუმცა, ხელისუფლებაში აცხადებენ, გმო პროდუქციის გასაკონტროლებლად შემოდგომისთვის სპეციალური კანონი იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, კანონპროექტი გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების, ანუ თესლისა და ქვირითის შემოტანის აკრძალვას შეეხება, ხოლო მზა პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში კი მისი მარკირება მოხდება.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეთანხმეული, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს გმო პროდუქცია ქართულ ბაზარზე. საქართველო გამოცხადდეს, ამ ტიპის საქონლისგან სრულიად თავისუფალ ზონად, თუ ეს მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს შეეხოს.
http://www.ambioni.ge/safrtze-romelic-genurma-injineriam-moitana

***



საჭიროა თუ არა გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტი?

მსოფლიო ბაზარზე, გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების ზრდის მიუხედავად, მომხმარებელი მათ მაინც ფრთხილად ეკიდება. 1990 წლების მიწურულს გმ მცენარეებისადმი წინააღმდეგობა ყველა კონტინენტზე გაიზარდა. ბევრმა ქვეყანამ იმ სასურსათო დახმარებაზე, რომელიც გმ საკვებს შეიცავდა უარი თქვა.

http://ekofact.com/2010/06/03/საჭიროა-თუ-არა-გენური-ინჟ/#

***



გენმოდიფიცირებული ორგანიზმები – მარგელონის დაავადება

http://ucnauri.com/205969/გენმოდიფიცირებული-ორგან/

***


მთავრობა გმო-პროდუქციას არ დათმობს

მთავრობა პარლამენტის დავალებას არ ასრულებს. აპრილში მიღებული საგანგებო დადგენილება მთავრობას ავალდებულებს, რომ პარლამენტისთვის საშემოდგომო სესიისთვის წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც გენმოდიფიცირებული (გმო) პროდუქციის შემოტანას, განთავსებას და წარწერის გაკეთებას უზრუნველყოფს, რათა დაცული იქნას მომხმარებელთა უფლებები. მიუხედავად ამისა, მთავრობას დღესაც არ გააჩნია პასუხი, პარლამენტის ამ დავალებას როდის შეასრულებს.

http://presa.ge/new/?m=bp&AID=2281

***



ექიმები გვაფრთხილებენ - თავი აარიდეთ გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტებს.

სულ უფრო მეტი ექიმი აფრთხილებს თავის პაციენტს თავი აარიდოს გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქებს, თუკი ეს შესაძლებელია და ამ გაფრთხილებაში ეყრდნობა საკმაოდ შემაშფოთებელ მეცნიერულ მტკიცებულებებს. ლაბორატორიულ ცხოველებს რომელთაც გენმოდიფიცირებული პროდუქტებით (შემდგომში გმპ - რედ.) კვებავენ, უნაყოფობისა და დაბალი იმუნიტეტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ახასიათებთ; გარდა ამისა, ისინი ძალზედ სწრაფად ბერდებიან, გააჩნიათ ინსულინის დონის რეგულირების პრობლებამ, ცვლილებები უმთავრეს ორგანოებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. და ეს კიდევ ყველაზე საშინელი როდია.

19 მაისს ენვირომენტალური მედიცინის ამერიკული აკადემიის (ემაა) მოუწოდა ექიმებს ასწავლონ თავიანთ პაციენტებს, სამედიცინო საზოგადოებას და მთლიანად საზოგადოებას თავი აარიდონ გმპ-ს, თუკი ეს შესაძლებელია, და გაავრცელონ მასალები ორგანიზმსა და საერთოდ, ჯანმრთელობაზე გმპ-ს უარყოფითი ზემოქმედების შესახებ. ორგანიზაციამ მოითხოვა მორატორიუმი გმპ პროდუქტებზე, ასევე ხანგრძლივი დამოუკიდებელი გამოკვლევების ჩატარება. თავის რელიზში ემაა-მ განაცხადა: "ცხოველებზე ჩატარებულმა რამოდენიმე გამოკვლევამ ცხადყო, რომ გმპ სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის". ის იწვევს უნაყოფობას, იმუნიტეტის დაქვეითებას, აჩქარებს დაბერების პროცესს, არღვევს ინსულინის დონის რეგულაციას ორგანიზმში, იწვევს ცვლილებებს უმთავრეს ორგანოებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ საზოგადოდ მიღებული მეცნიერული კრიტერიუმების თანახმად, "აქ უფრო მეტთან გვაქვს საქმე, ვიდრე ეს არის შემთხვევითი კავშირი გმპ-სა და ჯანმრთელობის პრობლემებთან. აქ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ძალა და მუდმივი კავშირი გმპ-სა და დაავადებებს შორის დადასტურებულია ლაბორატორიულ ცხოველებზე ხანგრძლივი დაკვირვებით".

სადღეისოდ იზრდება იმ ექიმთა რიცხვი, რომლებიც თავიანთ პაციენტებს უწესებენ დიეტას, რომელიც კრძალავს გმპ-ს. დოქტორი ემი დინი, მედიცინის სპეციალისტი მიჩიგანიდან და ემაა-ს წევრი, ამბობს: "მე დაბეჯითებით ვურჩევ პაციენტებს ჭამონ, ოღონდ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტები". სპეციალისტი-ალერგოლოგი, დოქტორ ჯონ ბოილსი ამბობს: "მე ხშირად ჩამიტარებია ტესტები სოიოს ალერგიაზე, მაგრამ ჩვენს დროში მთელი სოიო გენმოდიფიცირებულია და ეს იმდენად საშიშია, რომ მე ადამიანებს არასოდეს ვურჩევ მის ჭამას".

დოქტორი ჯენიფერ არმსტრონგი, ემაა-ს პრეზიდენტი, ამბობს, "ექიმები, როგორც ჩანს, ხედავენ სხვადასხვა ეფექტებს თავიანთ პაციენტებში, მაგრამ ამავე დროს მათ აუცილებლად უნდა შეიგნონ როგორ დასვან სწორი კითხვები". საყოველთაოდ ცნობილი ბიოლოგი პუშპა მ. ბხარგავა კიდევ უფრო შორს მიდის. ექვსასამდე სამეცნიერო ჟურნალის შესწავლის შემდეგ, მან დაასკვნა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები ამერიკელების ჯანმრთელობის გაუარესების ერთ ერთი უმთავრესი მიზეზია.


დიდი რისკის ქვეშ არიან ორსული ქალები და ბავშვები

ბიოლოგი დევიდ შუბერტი სალკას ინსტიტუტიდან გვაფრთხილებს, რომ "ბავშვები ტოქსინებისა და სხვა გენეტიკური პრობლემების არასახარბიელო ზემოქმედების ყველაზე სავარაუდო მსხვერპლს წარმოადგენენ და ეს საშიშროება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან არის დაკავშირებული". მან ასევე განაცხადა, რომ ადეკვატური გამოკვლევების გარეშე, ბავშვები თვითონ ხდებიან "საცდელი ბაჭიები".

ცხოველების გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით კვების ნამდვილი შედეგები მეტად შემაშფოთებელია. როდესაც საცდელ თაგვებს გენმოდიფიცირებული სოიო აჭამეს, მათი უმეტესობის შთამომავლობა სამ კვირაში დაიხოცა - განსხვავებით სხვა საკონტროლო ჯგუფისგან, რომელსაც ჩვეულებრივ, ნატურალურ სოიოს აჭმევდნენ. მოდიფიცირებული სოიოთი გამოკვებილს წრუწუნებს გააჩნდათ ასევე ზრდისა და რეპროდუქციის პრობლემები.

იმ მღრღნელთა ემბრიონები, რომელთა მშობლებლსაც მოდიფიცირებული პროდუქტებით ჰკვებავდნენ, საკმაოდ სერიოზული ცვლილებები აღმოაჩნდათ დნკ-ში. თაგვები, რომელთაც გამოკვლევის დროს გენმოდიფიცირებულ სიმინდს აჭმევდნენ, რომელიც ინიცირებულია ავსტრიის მთავრობის მიერ, ნაკლები შვილები ჰყავდათ, და უფრო მცირე ზომისანი იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივი საკვებით გამოკვებილ საცდელ მღრღნლებს.

რეპროდუქტიული პრობლემები აღმოაჩნდა შინაურ პირუტყვსაც. გამოკვლევები, რომელიც წარმოებდა ინდოეთის ხარიანას შტატში, აჩვენა, რომ კამეჩების უმეტესობას, რომელთაც გენმოდიფიცირებულ საკვებს აძლევდნენ, რეპროდუქტიული გართულებები აღმოაჩნდათ, მაგალითად, ნაადრევი მშობიარობა, მუცლის მოწყვეტა და უნაყოფობა. მრავალი ხბო დაიღუპა. აშშ-ში ოცამდე ფერმერმა განაცხადა, რომ ათასობით ღორი, გენმოდიფიცირებული სიმინდის განსაზღვრული სახეობის მიღების შემდეგ, სტერილური გახდა. ზოგიერთს გამოუვლინდა ყალბი მაკეობა, სხვები წყლით სავსე ბუშტებს შობდნენ. ძროხები და ხარებიც უნაყოფოები გახდნენ ამავე სიმინდის მიღების შემდეგ.

ამერიკულ საზოგადოებაში ნორმაზე ნაკლებწონიანი ჩვილების დაბადება, უნაყოფობა და ყრმათა სიკვდილიანობა სულ უფრო იზრდება.


ტოქსინების მწარმოებელი საჭმელი

გენმოდიფიცირებული სიმინდი და ბამბის ბუჩქი ისეა დაპროექტებული, რომ ისინი თვითონ გამოიმუშავებენ საკუთარ პესტიციდს საკუთარი უჯრედის შიგნით. როდესაც მწერი კბენს მცენარეს, ტოქსინი ხვდება მის კუჭში, ანადგურებს მას და ჰკლავს. ბიოტექნოლოგიური კომპანიები ირწმუნებიან, რომ ამ პესტიციდს, რომელსაც Bt-ს უწოდებენ და რომელიც ნიადაგური ბაქტეირიის Bacillus thuringiensis-სგან იწარმოება - უსაფრთხო გამოყენების ხანგრძლივი ისტორია გააჩნია, რადგან ფერმერები უკვე დიდი ხანია ამ ბაქტერიის შემცველ სპრეის მწერების საწინააღმდეგოდ იყენებენ. გენეტიკურმა ინჟინრებმა მხოლოდ ჩანერგეს Bt-ს გენები ბამბის ბუჩქსა და სიმინდში, ასე რომ, ახლა მცენარეები თვითონ კლავენ თავიანთ მავნებლებს.

მაგრამ Bt ტოქსინი, რომელიც მოდიფიცირებულ მცენარეებში გამომუშავდება, ათასჯერ უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე ნატურალური Bt სპრეი, და პროექტირებულია ისე, რომ უფრო ტოქსიკური იყოს. მას გააჩნია ალერგენის თვისებები და სპრეისგან განსხვავებით მისით მცენარეების პკურება დაუშვებელია.

მითუმეტეს, რომ გამოკვლევების მიხედვით, მცირედ ტოქსიკური ნატურალური ბაქტერიოლოგიური სპრეიც კი მავნებელია. თვითმფრინავებიდან მისი დაფრქვევის შემდეგ, რომელიც პეპლების გასანადგურებლად გამოიყენებს, ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით ხუთასამდე ადამიანმა მიმართა სამკურნალო დაწესებულებებს ალერგიისა და გრიპის მსგავსი სიმპტომებით. ზოგიერთს გადაუდებელი სამედიცინი დახმარებაც კი დასჭირდა.

მსგავსი სიმპტომების შესახებ განცხადებების დღემდე შემოდის ინდოეთის ფერმერული მეურნეობების თანამშრომელთაგან, რომლებიც Bt-ბამბის აღებით არიან დასაქმებულნი. 2008 წელს სამედიცინო ჩანაწერების საფუძველზე, გაზეთმა Sunday India-მ განაცხადა, რომ "კანის დაავადებებით დასნეულებულთა რაოდენობამ ამ წელს მკვეთრად იმატა... რაც Bt-ბამბის აღებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული".


გმო პროვოცირებს იმუნურ რეაქციას

ემაა ამტკიცებს, რომ "ცხოველებზე ჩატარებული მრავალრიცხოვანი ლაბორატორიული გამოვკლევები იმუნური სისტემის მნიშვნელოვან განბალანსებას აჩვენებენ" და ამაში შედის ციტოკინების რაოდენობის გაზრდა, რომლებიც "დაკავშირებულნი არიან ასთმასთან, ალერგიასთან, და ანთებით პროცესებთან" - ყველა ეს სიმპტომი საკმაოდ გახშირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გმპ-ს უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის, არპად პუსცაის თანახმად, იმუნური სისტემის ცვლილება მოდიფიცირებულ პირუტყვში "არსებობს ყველა ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით". Monsanto-ს (მსოფლიოში საკვების უდიდესი მწარმოებელი - რედ.) საკუთარი გამოკვლევების მიხედვითაც კი, Bt-სიმინდზე გაზრდილ მღრღნელებს არსებითი ცვლილებები აღმოაჩნდათ იმუნურ სისტემაში. 2008 წლის ნოემბერში იტალიის მთავრობამაც დაადასტურა რომ Bt-სიმინდი მღრღნელებში იმუნური სისტემის დარღვევას იწვევს.

გენმოდიფიცირებული სოიო და სიმინდი შეიცავენ ორ პროტეინს, რომლებსაც ალერგენული თვისებები გააჩნიათ, მაგალითად, მოდიფიცირებული სიოი შვიდჯერ მეტ ტრიპსინის ინჰიბიტორს შეიცავს (სოიოს ცნობილი ალერგენი), ვიდრე ჩვეულებრივი. კანის მრავალმა ტესტებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ადამიანი მკვეთრად რეაგირებს მოდიფიცირებულ სოიოზე, ხოლო ჩვეულებრივზე არა. ძალიან მალე, დიდ ბრიტანეთში გმ-სოიოს შეტანის შემდეგ, ალერგიით დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა და მიაღწია 50%-ს. შესაძლოა, საკვებით გამოწვეული ალერგიებისა და ასთმის ეპიდემია აშშ-ში, ასევე გამოწვეული იყოს საკვებ პროდუქტებში დაშვებული გენეტიკური მანიპულაციებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий