ღმერთი

ღმერთი

пятница, 26 апреля 2013 г.

კინტო - აკრძალული თემა?

ოლეგ პანფილოვი

ჟურნალისტი,

აღმოსავლეთმცოდნე,

ილიას სახელმწიფო

უნივერსიტეტის პროფესორი

ამ კვლევის ავტორის მიზანი არ ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა ან დამცირება. ეს - ადამიანების ან მოვლენების ისტორია თანამედროვე შეფასების მიღმა, შეიძლება ველური ან უხერხული მოგეჩვენოთ, მაგრამ ის - ისტორიაა.

80-იანი წლების შუახანებში გამიტაცა ვასილი ვერეშჩაგინის, მე-19 საუკუნის რუსი მხატვრის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ. ის საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად იყო აღიარებული "დიდ ჰუმანისტად", მისი შეხედულებების ილუსტრაციად კი საბჭოთა სასკოლო სახელმძღვანელოებში დაბეჭდილი იყო მისი სურათის "ომის აპოთეოზის" რეპროდუქცია. ალბათ გეხსომებათ: [სურათზე გამოსახულია] მთა რამდენიმე ათასი ადამიანის თავის ქალისგან და მინაწერი - "ეძღვნება ყველა დიდ დამპყრობელს - ყოფილებს, ახლანდელებს და მომავლებს". ვერეშჩაგინი ნამდვილად იყო ნიჭიერი და ღირსეული მხატვარი, კლასიკური რეალიზმის მიმდევარი, ბრწყინვალე მკვლევარი, რომელიც სიუჟეტებს წვრილმან დეტალებში აღწერდა.

მწერალზე წიგნის წერას მას შემდეგ დავანებე თავი, რაც მის წიგნში წავაწყდი ფრაზას მხატვრული კრიტიკოსის, ვლადიმირ სტასოვისათვის მიწერილი წერილიდან: "მე თვითონ, ვესროდი ადამიანებს, როგორც კაკბებს." ვერეშჩაგინი წერდა თავისი მონაწილეობის შესახებ სამარყანდის "დაცვაში" 1868 წელს. მე აღარ მქონდა სურვილი მეწერა "დიდ ჰუმანისტზე", მაგრამ ვერეშჩაგინის ნამუშევრებმა სხვა წიგნზე მუშაობისკენ მიბიძგა - პროსტიტუციის ისტორიაზე ცენტრალურ აზიაში. ვერეშჩაგინი კარგი ეთნოგრაფი იყო და თავის თითოეულ სურათს აღწერდა დღიურებში, რომელთა ნაწილი წიგნად გამოიცა. ერთ-ერთ დღიურში წავიკითხე აღწერა სურათისა "ტყვე ბავშვის მონად გაყიდვა." მასზე გამოსახულია 5-6 წლის შიშველი ბიჭი და ვაჭრები აზიურ ხალათებში.

http://24saati.ge/index.php/category/society/2012-02-05/24968

Комментариев нет:

Отправить комментарий