ღმერთი

ღმერთი

вторник, 30 апреля 2013 г.

ჯვარცმა

ჯვარცმა — სიკვდილით დასჯის უძველესი მეთოდი, რომლის დროსაც დასასჯელს აბამენ ან ლურსმავენ ხის განიერ ჯვარზე და ტოვებენ მასზე ჩამოკიდებულს გარდაცვალებამდე. ეს მეთოდი რომის იმპერიაში სიკვდილით დასჯის საკმაოდ გავრცელებული და განსაკუთრებით დამამცირებელი ფორმა იყო, თუმცა მსგავსი მეთოდები სხვა უძველეს კულტურებშიც არსებობდა. ჯვარცმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარცმულ იქნა, თუმცა მოგვიანებით მკვდრეთით აღსდგა. ამის გამო ჯვარი ან ჯვარცმა ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო გახდა.

ჯვარცმას რომაელები სასჯელის მეთოდად 313 წლამდე იყენებდნენ, როცა ქრისტიანობა დომინირებული სარწმუნოება გახდა რომში, თუმცა სასჯელის ეს ფორმა მოგვიანებითაც გამოიყენებოდა სხვადასხვა ადგილას.
wikipedia.


ბრბო და ბარაბა.

იღვრება სისხლი, თან, იუდას ისმის ხარხარი,
შემოვკრათ ზარი, გზას გვინათებს მაცხოვრის ჯვარი.
ფარისევლები თვალში ისევ ნაცარს გვაყრიან…
აქვთ ვაი-ვიში, მასკარადი, დავიდარაბა.
პილატე ისევ ხელებს იბანს ბილწი ღიმილით,
წუთისოფლად კი ერთად ვლიან ბრბო და ბარაბა.
ჯვარცმაზე მეტი არ არსებობს ჭეშმარიტება,
გვწამდეს სიკვდილი სიკვდილითვე დაითრგუნება.


ვალერიან ვეკუა.

Комментариев нет:

Отправить комментарий