ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 28 июля 2013 г.

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს..

ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისი ცხოვრების გზა შვეულია
ვისაც არასოდეს გაუმართლა
მაინც სიხარული შეუძლია .
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის
ვინც ამ ქვეყანაზე ეულია
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს
ვისი ცხოვრების გზაც მწუხარეა
ვისაც არასოდეს ეღიმება
სხვისი ღიმილი კი უხარია
ვისაც შეუძლია ატირება
მზით და სიკეთით მდიდარია
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც ერთსულოვნად შეუძლია .







Комментариев нет:

Отправить комментарий