ღმერთი

ღმერთი

четверг, 4 мая 2017 г.

აპოკალიფსი(გამოცხადება). ვერსია.

..ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეორე

31. აჰა, ხედავდი, მეფეო, ერთ დიდ კერპს; უზარმაზარი იყო ეს კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე; საშინელი შესახედავი იყო.

32. ამ კერპს თავი წმინდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები - ვერცხლისა, მუცელი და ბარძაყები - სპილენძისა,

33. წვივები - რკინისა, ფეხები ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ - თიხისა.

34. შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს, და შემუსრა იგი.

35. მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.

36. სიზმარი ეს იყო. ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.

37. მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალა და დიდება უბოძა.

38. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი.

39. შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება - სპილენძისა, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს.

40. მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა ყველაფერს ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც ყოვლისშემმუსრავ რკინასავით დააქუცმაცებს და შემუსრავს.

41. როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ - რკინისა. ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება. მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხას შერეული რკინა.

42. როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ - მყიფე.

43. შენ რომ მეთუნის თიხაში შერეული რკინა დაინახე, ნიშნავს, რომ ისინი კაცის მოდგმის ძალით შეერევიან ერთმანეთს; მაგრამ ვერ შეერწყმიან, რადგან რკინა თიხას არ ერწყმის.

44. იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება.

45. როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-2.htm

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეშვიდე

1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;

3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.

7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.

12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm

ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა. 
ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება. 


I.ბაბილონის იმპერია.605 — 562 წწ.ძვ.წ.



 II. მიდია-სპარსეთის იმპერია. აქიმენიდების იმპერია 550–330წწ.ძვ.წ.

Achaemenid Empire ru.svg

III.საბერძნეთის იმპერია.338 — 309წწ. ძვ.წ.(მაკედონელის)



IV.რომის იმპერია. 27 ძვ. წ — 476 ახ. წ.

 


I.ბაბილონის იმპერია . ნაბუქოდონოსორი. ოქროს კერპი. ლომი.მან დაანგრია იერუსალიმში ღვთის ტაძარი.(სოლომონის ტაძარი).


II.სპარსეთმა(კიროს მეფე) დაიპყრო ბაბილონი და შექმნა მიდია- სპარსეთის უძლიერესი იმპერია. დათვი. მან აღადგინა იერუსალიმის ღვთის ტაძარი.

III.მიდია სპარსეთის იმპერია უმოკლეს დროში დაიპყრო მაკედონელმა და გახდა საბერძნეთის უდიდესი და უძლიერესი იმპერიის მმართველი. ავაზა.(მაკედონიის იმპერია)

IV.რომის იმპერია იყო მეოთხე საშინელი მხეცი, რომელმაც ყოფილი სამივე იმპერიის ძლიერება გადაფარა. მან მეორედ დაანგრია ღვთის ტაძარი იერუსალიმში.

მას_მეოთხე მხეცს_ დანიელ წინასწარმეტყველი საშინელ მხეცად ხედავს. ეს მხოლოდ იმიტომ  არა, რომ რომის იმპერია მსოფლიოში უძლიერესი იყო, არამედ იმიტომ, რომ სწორედ მისი არსებობის ხანაში მოხდა იესოსა და მის მოწამეთა დევნა და კვლა.
დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს , რომ იხილა საშინელი მხეცი როგორ დაწვეს და გაანადგურეს, ხოლო წინა სამ მხეცს_ ლომი, დათვი და ავაზა _ ძალაუფლება წაართვეს , ხოლო სიცოცხლე დრომდე გაუხანგრძლივეს.
სიცოცხლე გაუხანგრძლივეს, ნიშნავს ეს იმას, რომ სამი იმპერია მომავალშიც იარსებებდა(?) , მაგრამ არა ისეთი დიდებით როგორც წარსულში ანუ ისინი არ იქნებოდნენ ყველაზე ძლიერები თავიანთი მმართველობის ხანაში.
მესამე საუკუნეში რომის იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, სატახტო ქალაქად კონსტანტინეპოლი გამოაცხადა. მალე რომის იმპერია ორად გაიყო;დასავლეთ_რომის იმპერია და აღმოსავლეთ _ბიზანტიის იმპერია.
მომავალში ორივე იმპერია დაიშალა. ასე განადგურდა უძლიერესი საშინელი მხეცი.ხოლო სარწმუნოება ქრისტიანობა აგრძელებდა არსებობას.
რომის იმპერია კათოლიკური ქრისტიანობის მიმდევარი იყო. ამიტომ, ის ქვეყნები, რომლებშიც კათოლიკური რომის მისიონერებმა ქრისტიანობა გაავრცელეს, გახდნენ კათოლიკურები.
(ვატიკანი.კათოლიკეთა ცენტრი.....)
ხოლო ბიზანტია იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი და ის ქვეყნები სადაც მისიონერებმა ქრისტიანობა გაავრცელეს გახდნენ მართლმადიდებლები.
(ათონის მთა.მართლმადიდებელთა მთავარი წმინდა მთა)...
 უფლის მთა არის სიონის(სინაის) მთა.

****


12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm



სიცოცხლეგახანგრძლივებული ლომი, დათვი და ავაზა.
ქრისტესშემდგომი ლომი, დათვი და ავაზა. ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, დათვი და ავაზა.(V.VI.VII. იმპერიები)


რელიგია ისლამი..

V.არაბეთის ხალიფატი. (სიცოცხლეგახანგრძლივებული ლომი)
 

 ანტიქრისტიანული რელიგია ისლამი.(ამიტომ არის ის  მეხუთე)
 http://ka.wikipedia.org/wiki/ისლამი
მისი დამაარსებელი იყო არაბი მუჰამედი, რომელიც თავის თავს ალაჰის(ღვთის) წინასწარმეტყველს უწოდებდა.
ყოფილი ბაბილონისა და მიდია სპარსეთის იმპერიების ქვეყნებში თანდათან გავრცელდა ახალი რელიგია. მანამდე კი ისინი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ.
ქრისტიანობა გავრცელდა ევროპაში, რუსეთში, (მოგვიანებით ამერიკაში.ავსტრალიაში)
ახალი რელიგიის წარმოშობის შემდეგ ქრისტიანებსა და მუჰამედის მიმდევრებს_მუსულმანებს_ შორის მუდმივი დაპირისპირება იყო.
აქიმენიდების იმპერია _მან მიიღო ახალი რელიგია_ისლამი. ლომი გახდა ისლამური ქვეყანა.(ახალი ლომი შეიცავდა ბაბილონისა და ისრაელის ტერიტორიებს.)

ლომის შემდეგ დათვი უნდა დაწინაურებულიყო და რადგან ყოფილი ბაბილონისა და მიდიასპარსეთის ქვეყნები ისლამის მიმდევრები გახდნენ მომავალი დათვიც ისლამური იმპერია უნდა ყოფილიყო, რისი დადასტურებაც ჩემი აზრით, იყო ოსმალეთის იმპერია.(VI იმპერია)1299 — 1923წწ.
http://ka.wikipedia.org/wiki/ოსმალეთის_იმპერია

ოსმალეთის იმპერია(სიცოცხლეგახანგრძლივებული დათვი)


 ოსმალეთის იმპერია(სიცოცხლეგახანგრძლივებული დათვი)


ახალი ლომი და დათვი სასტიკად ებრძოდა ქრისტიანობას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჰკლავდნენ ქრისტიანებს, ეწოდნენ ქრისტიანული ქვეყნების იძულებით გამუსულმანებას.(ახალი დათვიც შეიცავდა ყოფილი ბაბილონისა და ისრაელის ტერიტორიებს, როგორც მიდია-სპარსეთის იმპერია.)
კათოლიკური ევროპის ქვეყნები და მართლმადიდებელი ქვეყნები (საბერძნეთი, საქართველო, რუსეთი),ანუ, ქრისტიანული ქვეყნები მუდმივ დაპირისპირებაში იყვნენ მუსულმანებთან.უპირატესობა ისლამის მხარეს იყო, რადგან ის ბატონობდა უფლის მიწაზე- ქრისტეს სამშობლოში, სადაც ქრისტიანობა ,თუმცა ხანდახან არ იყო შევიწროვებული , უმრავლეს შემთხვევაში იყო დევნილი.

ისლამური სახელმწიფოების ისრაელზე ბატონობა დასრულდა (თუმცა არ სრულად) პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და აღორძინება დაიწყო ისრაელმა , რომელმაც სახელმწიფოებრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1948 წელს იზეიმა.
1948 წელს, ახლადჩამოყალიბებულ ებრაულ სახელმწიფოს ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო ეწოდა,

http://ka.wikipedia.org/wiki/ისრაელი

ვიცით, რომ ებრაელთა ნაწილმა, რომელიც იუდაიზმის მიმდევარი იყო არ  ირწმუნა ქრისტე როგორც მესია. ამიტომ, ებრაელების ერთი ნაწილის რელიგია იყო იუდაიზმი ანუ აღიარებდნენ მხოლოდ ძველ აღთქმას. ხოლო მეორე ნაწილმა (უმცირესობამ) მიიღო ქრისტიანობა. ებრაელი ხალხიც თავისთავად დაპირისპირებული იყო ერთმანეთის მიმართ.თუმცა ებრაელ ხალხზე უმეტესად მუსულმანები ბატონობდნენ , იყო პერიოდები_ ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად, როცა ხდებოდა ებრაელი ხალხის მუსულმანების ზეგავლენისაგან განთავისუფლება. ისრაელი კი როგორც სახელმწიფო თითქმის არ არსებობდა.

როგორც ვნახეთ სამი მხეციდან_სამი სამეფოდან_ ლომი, დათვი, ავაზა_პირველი ორი გახდა მუსულმანური.

შემდგომი რიგი ავაზასი იყო.ანუ, უნდა განმეორებულიყო საბერძნეთის იმპერია_ავაზა.
საბერძნეთი ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ გახდა ქრისტიანული სახელმწიფო.(მართლმადიდებელი ქრისტიანი). ესეიგი საბერძნეთს უნდა შეექმნა მართლმადიდებელი ქრისტიანული იმპერია, ყოფილ ორ მხეცზე_ლომზე  და დათვზე ძლიერი. შექმნა ?
ოსმალეთის იმპერიის პარალელურად არსებობდა რუსეთის ქრისტიანული იმპერია. მაგრამ რუსეთის ქრისტიანული იმპერია რატომ უნდა მოიხსენოს უფალმა მხეცად. თუმცა რუსეთის იმპერია უცოდველი ნამდვილად არ იყო, ის მაინც ვერ იქნებოდა მხეცი უფლის თვალში, რადგან ქრისტეს უარმყოფელი არ იყო.

ბიზანტიის იმპერია იყო მართლმადიდებელი, ამიტომაც მასში შემავალი საბერძნეთიც იყო მართლმადიდებელი ქვეყანა. ეს კი ნიშნავს, რომ თუ, მომავალში ავაზა-საბერძნეთის იმპერია_ მოვიდოდა, ის იქნებოდა იმ პერიოდისათვის უძლიერესი მართლმადიდებელი იმპერია.

საბერძნეთი იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი სახელმწიფო.  თუ, ის დაიპყრობდა იმ ტერიტორიებს, რომელიც ადრე მაკედონელმა დაიპყრო, ის ამით ვერ გახდებოდა მხეცი. რომც დაეპყრო, იქ ისლამი ამოეძირკვა და ქრისტიანობა დაემკვიდრებინა ეს არ იქნებოდა უფლის მიმართ ცოდვა.სამეფო მხეცთან მაშინ არის შედარებული თუ ის არის ურწმუნო,ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელი და სხვადასხვა ღმერთების თაყვანისმცემელი და ასევე ქრისტეს მოწმეთა მკვლელი. ანუ, მხოლოდ ტერიტორიების დაპყრობით არ იქნებოდა საბერძნეთი განმეორებული მეშვიდე მხეცი,მას უფლის საწინააღმდეგო ცოდვა უნდა ჩაედინა.ოსმალეთის იმპერიის ნგრევის დროს ერთადერთი უდიდესი მართლმადიდებელ ქრისტიანული სახელმწიფო იყო რუსეთის იმპერია.

როგორც ვხედავთ ტერიტორიული მოცულობა იზრდება. საინტერესოა, ოსმალეთის იმპერიის დაცემა და სსრკს(?) შექმნა თითქმის ერთ პერიოდში მოხდა.

ძალაუფლებას ჰკარგავდა მეექვსე მხეცი და არენაზე უნდა გამოჩენილიყო მეშვიდე მხეცი_ავაზა. რუსეთის იმპერია ვერ იქნებოდა უფლისთვის მხეცი მხოლოდ იმიტომ, რომ ის იმპერია იყო მისი ყველა უარყოფითი მხარით. ქრისტიანულ ქვეყანას სხვა რა ცოდვა უნდა ჩაედინა გარდა იმისა, რომ უარეყო ქრისტიანობა. ესეიგი , რუსეთში უნდა მომხდარიყო რწმენის ლიკვიდაცია, და ასეც მოხდა. რუსეთის რევოლუციის და ათეისტური იდეოლოგიის ლიდერების გამარჯვების შემდეგ დაიწყო დევნა მორწმუნეებზე. შეიქმნა ათეისტური იმპერია სსრკ_ ავაზა, (1922 _1991)
http://ka.wikipedia.org/wiki/საბჭოთა_კავშირი


როგორც ვხედავთ ტერიტორიული მოცულობა იზრდება. საინტერესოა, ოსმალეთის იმპერიის დაცემა და სსრკს(?) შექმნა თითქმის ერთ პერიოდში მოხდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რასაც მსოფლიოში უძლიერესი იმპერიების დაშლა მოჰყვა და  რუსეთის რევოლუციის შემდეგ არენაზე გამოჩნდა ახალი, ქრისტეს უარმყოფელი, იმპერია _სსრკ_ავაზა.საბერძნეთის მემკვიდრეს ვუწოდებ მე მას.(ჩემი აზრია)

 სსრკ .  სიცოცხლეგახანგრძლივებული ავაზა(იგივე_ სხვა მხეცი, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს)
სადაც ათეისტური იდეოლოგიის დამკვიდრებასა და მისი ლიდერების გაბატონებას მილიონობით მსხვერპლი მოჰყვა, მოკლული იქნა უამრავი მორწმუნე,დაანგრიეს ეკლესიები.ათეისტური ქვეყნის ლიდერის ლენინის სიკვდილის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში აღმართეს  მავზოლეუმი(-ზიკურატი, მსგავსი როგორიც ბაბილონში და სხვა კერპთაყვანისმცემელ ქვეყნებში იყო) სადაც სსრკს კერპის_ ლენინის ცხედარი-მუმია მოათავსეს( როგორც ეს ერთ დროს ხდებოდა შუმერ-ბაბილონის მეფეებისა და ეგვიპტის ფარაონათა სიკვდილის შემდეგ).




თუმცა, განსხვავება ალბათ, ის იყო, რომ შუმერ-ბაბილონის მეფეები თუ ეგვიპტის ფარაონები და ასევე, უძველესი კერპთაყვანისმცემელი ქვეყნების მმართველები თავიანთ თავს ღმერთებს, ღმერთის შვილებს უწოდებდნენ და ხალხსაც სჯეროდა მათი, ხოლო, ათეისტური სსრკს ლიდერები თავს ღმერთებს არ უწოდებდნენ, ისინი უზენაესი ღმერთის არსებობას უარყოფდნენ და ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების უპირველესობაში არწმუნებდნენ, რითაც, რა თქმა უნდა, უფლის, როგორც ყოვლის შემოქმედის, იგნორირებას ახდენდნენ.

წესით, საბერძნეთს, როგორც მაკედონელის დროს, უნდა დაეპყრო ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, შემდგომში განმეორებული აქიმენიდების და ოსმალეთის ტერიტორია , მაგრამ ასე არ მოხდა, ავაზა წარმოსდგა სსრკს სახით, ვისი შიშიც და გავლენაც მართლა იგრძნობოდა როგორც ევროპის ასევე აზიის ქვეყნებში.

რატომ მიმაჩნია მე, რომ რუსეთის იმპერია, შემდგომში სსრკ არის განმეორებული ავაზა? იმიტომ, რომ სამი მხეციდან _ლომი, დათვი და ავაზა, ავაზის მხოლოდ ის ტერიტორია გახდა(და შეინარჩუნა) მართლმადიდებელი რომელზეც საბერძნეთია. ეს მოხდა ბიზანტიის მმართველობის ხანაში. საბერძნეთმა შეინარჩუნა მართლმადიდებლობა. ამიტომ, ავაზა თუ განმეორდებოდა, ის იქნებოდა იმ დროის ძლიერი მართლმადიდებელი იმპერია  და ეს მოხდა რუსეთის იმპერიის სახით,რომლის სახელმწიფო რელიგია იყო მართლმადიდებლობა.
რა უნდა ჩაედინა მართლმადიდებელ იმპერიას ისეთი რომ დაემსახურებინა უფლის თვალში მხეცის წოდება? უნდა უარეყო ღმერთი, ქრისტე.


ესეიგი.

ძველი -წარმართული ლომი, დათვი, ავაზა და საშინელი მხეცი =4 ყოფილი იმპერია.
ახალი მუსულმანური ლომი და დათვი და ათეისტური ავაზა + 4 ყოფილი იმპერია = შვიდ მხეც-იმპერიას, რომლებიც უკვე იყვნენ.

უნდა მოვიდეს მერვე შვიდთა რიცხვიდან .......

მეხუთეც, მეექვსეც და მეშვიდეც იყო თავისი დროის ძლიერი იმპერია, მაგრამ არა მსოფლიოში ერთადერთი ძლიერი(როგორიც პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე იყო).პარალელურად არსებობდენენ სხვა ძლიერი იმპერიებიც.


პირევლი მხეცი მეორემ დაამარცხა, მეორე მესამემ, მესამე მეოთხემ.
მეხუთე მხეცი მეექვსემ შეცვალა.
მეექვსე დაიშალა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ(1914-1918წწ)

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D_%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98
და  მეშვიდე მოვიდა(დააარსდა)1919წ.
მეორე მსოფლიო ომის მერე, მრავალი საუკუნის შემდეგ 1948 წ . აღდგა იუდეის -ისრაელის სახელწიფოებრიობა. დანიელის ხილვის მიხედვით ისრაელის აღდგენის შემდეგ იკავებს წმიდა ადგილს გაპარტახების სიბილწე.

მეშვიდე დაიშლა 1991 წელს...
ანუ ,
მერვეც მოსულად ხომ არ უნდა ჩავთავლოთ, რადგან 1991 წლის შემდეგ 20 წელია გასული.თუ, ის ჩამოყალიბების სტადიაშია და ჯერ სრულად არ ავლენს თავს???

მაგრამ, ჯერ სცენაზე  მთავარი ცრუგმირი არ  გამოჩენილა, რომელსაც ნამდვილი გმირი დაამარცხებს...




მერვე შვიდთა რიცხვიდან.....


იოანეს გამოცხადება
თავი მეცამეტე

1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს(ავაზა) მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.

3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.

4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?

5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.

http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm


 უნდა მოვიდეს მერვე ... როგორც ვიცით მეოთხე იყო რომის იმპერია , რომლის დაშლის შემდეგ რამოდენიმე ხანში თავიდან დაიწყო ლომის,დათვის, ავაზას ბატონობა. მერვეში რომი_საშინელი მხეცი უნდა გამეორდეს, მაგრამ, იოანეს ხილულ მხეცში არ არის მეოთხე საშინელი მხეცის ნიშნები. თუმცა, ეს სამი მხეცის ნაერთი მხეცი ისედაც საშინელია, ის არ არის რომის იმპერია. ის არის შვიდთა რიცხვიდან, მაგრამ მასში მხოლოდ სამი მხეცის ნიშნებს ვხედავთ: ფეხები აქვს როგორც დათვის, ტანი მიუგავს ავაზას, ხახა კი აქვს როგორიც ლომს.
?
რადგან შვიდთა რიცხვიდან იქნება ესეიგი ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიებსაც მოიცავდეს იქნება, მაგრამ რომის იმპერია არ იქნება.
განმეორებული ლომი და დათვი ზუსტად იგივე ტერიტორიებს არ მოიცავდნენ, მაგრამ შეიცავდნენ იმ ტერიტორიებს რომლებსაც ერთ დროს წინამორბედი ლომი და დათვი. ავაზა კი აბსოლუტურად სხვა ტერიტორიაზე წარმოჩინდა.ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მომავალი მერვე მოიცავდეს იქნება ყოფილი შვიდი მხეცის ტერიტორიებს და ასევე სხვასაც ? რომელ დანარჩენ(ახალ) ტერიტორიებს მოიცავდეს იქნება მერვე მხეცი ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ, ის რომ ყოფილი შვიდის ტერიტორია იქნება გაერთიანებული ნათელია.თუმცა, ის ისედაც მსოფლიო მებატონე იქნება.

ნატოში გაწვრიანებული არის ქრისტიანული ქვეყნები და ერთი ისლამური ქვეყანა_ თურქეთი , მაგრამ ეს კავშირი არ ჰგავს მხეცს რომელიც იოანემ იხილა.
ნატო არ ბატონობს არც ბაბილონის მიწაზე და არც ისრაელის მიწაზე. ასევე არ ებრძვის ღვთისა და იესოს მოწმეებს, ათეიზმი არ აქვს გამოცხადებული.

მერვე მხეცი სამი მხეცის ნაერთია. ესეიგი, ეს კავშირია სამი მხეცის,სამი სამეფოსი ან სამი იმპერიის. აქედან დღესდღეობით ორი მუსულმანური მხარეა, ერთი ქრისტიანული.
მხეცი რომელიც იოანემ იხილა იქნება მუსულმანური და ქრისტიანული ქვეყნების(მხეცი უკვე არ იქნება არცერთი რელიგიის მიმდევარი, პირიქით ის იქნება ღვთსიმგმობელი) კავშირით შექმნილი იმპერია, ორი ძლიერი მხარის კავშირი და არა ისე, როგორც ეს იყო სსრკს დროს, რომელიც აგრეთვე იყო კავშირი, მაგრამ ერთი(რუსეთი) იყო ძლიერი, დანარჩენი (14 რესპუბლიკა)კი მისი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
იოანეს მიერ ხილული მხეცი სამი(ორი)  ძლიერი მხარის კავშირია. ამას ემატება რომელიღაც 10 მეფის (სახელმწიფოს) გადაწყვეტილება _ ამ მხეცს მისცენ ერთპიროვნული მეფობა მსოფლიოზე.
მოსალოდნელია, ეს მხეცი შეიქმნას რუსეთისა(ქრისტიანული მხარე) და მუსულმანური ქვეყნების(ყოფილი დათვისა და ლომის ტერიტორიაზე მყოფი ან ახლომახლოც) კავშირით. რომლის შემადგენლობაში ასევე იქნებიან უძველესი ბაბილონის ტერიტორია და ისრაელის მიწა, როგორც ეს დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ხილული მხეცების(ლომი, დათვი, ავაზა, საშინელი მხეცი) დროს იყო.
ხოლო, ათი მეფე, რომელიც ერთპირ გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება აუცილებლად გავლენიანი სახელმწიფო(ები)ს ხელმძღვანელი , რადგან მათ გადაწყვეტილებას მეფობა ერთს გადასცენ, ძალა ექნება.
ათის მიერ ძალაუფლების ერთზე გადაცემა ნიშნავს, რომ მსოფლიოს ათი წამყვანი სახელმწიფოც და მეთაურიც ამ მხეცით ახორციელებს გეგმას_ შექმნან მსოფლიოზე მებატონე ერთმმართველი უღმერთო სამეფო_რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს ეს ქვეყნებიც ამ მხეცის ნაწილი იქნება და თავისთავად ამ ათი მეფის ტერიტორიაც ამ კავშირში იქნება. ამიტომაც, ტერიტორიული მოცულობა გაზრდილი იქნება და რაც მთავარია, ამავე ტერიტორიაზე იქნება( მკვლელი მეძავი) ბაბილონი, რომელსაც მხეცი დაანგრევს უფლის ნებით. უძველესი ქალაქი ბაბილონი, როგორც ვიცით, დანგრეულია. ბაბილონური ზიკურატი დგას მოსკოვში , ნუთუ მას დაანგრევს მხეცი?
უფალი ამბობს , რომ ბაბილონი არის ღვთისმგმობელი, კერპთაყვანისმცემელი, დედამიწის სიბილწეთა დედა, ღვთისა და იესოს მორწმუნეთა მკვლელი, ასევე წერია, მასში იქნა პოვნილი დედამიწაზე ყველა მოკულთა სისხლი.

  პირველი ლომი_ ანტიღვთიური.(წარმართული)

  მეორე ლომი_ანტიქრისტიანული.

  პირველი დათვი ანტიღვთიური(წარმართული)

  მეორე დათვი ანტიქრისტიანული.

  პირველი ავაზა. ანტიღვთიური .(წარმართული)

    მეორე ავაზა . წესით უნდა ყოფილიყო ანტიქრისტიანული, მაგრამ რადგან მეორე ავაზა ტერიტორიულად სხვაგან წარმოსდგა ის ერთდროულად იყო როგორც ანტიღვთიური ასევე ანტიქრისტიანული. (მუსულმანური იმპერიებისაგან განსხვავებით).

   საშინელი მხეცი. რომის  იმპერია თავის მმართველობის დასაწყისში იყო ანტიღვთიური, ხოლო ქრისტეს შემდეგ ასევე ანტიქრისტიანულიც.

ანუ,

ლომი იყო როგორც წარმართული(ანტიღვთიური) ასევე ანტიქრისტიანული.(მუსულმანური).

ასევე დათვიც.

ავაზა (მაკედონელის იმპერია) იყო წარმართული.(ანტიღვთიური)

მეორე ავაზა(სხვა) იყო ერთდროულად ანტიღვთიური, ანტიქრისტიანული.(ათეისტური სსრკ)

საშინელმა მხეცმაც თავის არსებობის ხანაში ორივე_ ანტიღვთიური(იყო წარმართული) და ანტიქრისტიანული(იყო ქრისტიანების მკვლელი) ქმედება ჩაიდინა.

ამ შვიდი იმპერიიდან  ოთხის (ორი ლომი და ორი დათვი) მისია (გველური მისია) ამოწურულია.(ანუ იმპერიულ ძალაუფლებას ისინი ვერასოდეს ვერ მიიღებენ).

ასევე მეორე ავაზა(სსრკ) რომელიც ერთდროულად იყო ანტიღვთიური და ანტიქრისტიანული მისია ამოწურა. გველი მას არ მისცემს ძალაუფლებას.

მეოთხე მხეცი (საშინელი მხეცი) რომის იმპერიამაც თავისი გველური მისია დიდი ხნის უკან დაასრულა.


 იმპერია, რომელიც არ ყოფილა ანტიქრისტიანული(არ მოუკლავს ქრისტიანები რადგან მის დროს ისინი არ იყვნენ) , თუმცა იყო წარმართული- ანტიღვთიური, არის პირველი ავაზა(მაკედონელის იმპერია.)

მერვე მხეცი არის ის.
როგორ მოხერხდება ეს მომავალი აჩვენებს. საოცარია , მაგრამ საოცარი იყო ასევე  მაკედონელის მიერ მიდია-სპარსეთის უძლიერესი იმპერიის უმოკლეს დროში დაპყრობა , ასე რომ .... მოსალოდნელია.

როგორ და რა ფორმით...
ალბათ გეგმით.

ამ წესის მიხედვით, მერვე იმპერიის ლიდერი წესით უნდა იყოს ბერძენი,  საბერძნეთის წარმომადგენელი , ანტიქრისტიანი ბერძენი. მერვე მხეცს დათვის ფეხები აქვს,  და მას ბაბილონური პირი(ლომის ხახა) აქვს , ის ეტყობა ეყრდნობა(დაეყრდნობა) უღვთო არაბებს, ირანელებს თუ თურქებს და სხვა.

მაგრამ, ლიდერი აქ ავაზაა(ჯიქი) ანუ, უღვთო-ანტიქრისტიანული საბერძნეთი.ანტიქრისტეც მისი წარმოშობისაა, ეს არ ნიშნავს რომ ის დღეს აუცილებლად საბერძნეთში ცხოვრობს, მაგრამ როცა მერვე მხეცი მოვა, სადაც უნდა იყოს ის, რუსეთში თუ ამერიკა- ევროპაში ის გახდება მერვე მხეცის ლიდერი. ეს უბრალოდ წესია , ლოგიკური წესი. ავაზის იმპერიაში , თუმცა მას დათვის ფეხები და ლომის ხახა აქვს, ლიდერი იქნება ავაზის წარმომადგენელი.

მერვე მხეცი ომს უცხადებს კრავს. კრავი იმარჯვებს მასზე.

**

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეცხრე


26. სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი.

27. იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-9.htm


2012-2015.წ.


ვინ არის ბაბილონი.

შემდეგ თავში.



Комментариев нет:

Отправить комментарий