ღმერთი

ღმერთი

среда, 3 мая 2017 г.

სტალინი და ეკლესია: ხუთი ფაქტი

  1. არ არსებობს არავითარი სარწმუნო წყარო იმის შესახებ, რომ სტალინი ოდესმე შეხვედროდა კეთილმსახურ მატრონა მოსკოველს. ლეგენდა მათი შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც წმინდანმა, თითქოსდა დალოცა სტალინი, წარმოიშვა 1993 წელს გამოცემულ ზ. ვ. ჟდანოვას წიგნის წყალობით. კანონიზაციის სინოდიალურმა კომისიამ დეტალურად შეისწავლა არსებული წყაროები და საბუთები, რითაც უარყო ეს ვერსია წმინდანის ცხოვრების აღწერაში. კომისიის დავალებით შედგა კანონიკური ტექსტი კეთილმსახურ მატრონას ცხოვრებისა, საიდანაც ამოღებულ იქნა არა სარწმუნო და ღვთისმეტყველურად დამახინჯებული ცნობები, მათ შორის მისი სტალინთან შეხვედრისაც.

  1. სტალინი არასდროს შეხვედრია ლიბანის მთიანეთის მიტროპოლიტ ილიას (კარამი), თუმც შესაძლებელი იყო, რომ ეს შეხვედრა მომხდარიყო 1947 წელს. მაშინ მიტროპოლიტი ილია ჩავიდა სსრკ-ში როგორც ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელი და მოლაპარაკებებს აწარმოებდა პატრიარქ ალექსეი პირველთან და საბჭოთა ხელმძღვანელობასთან ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრების მიზნით, რომელიც საბოლოოდ 1948 წელს შედგა. ერთია რომ,მიუხედავად მიტროპოლიტის თხოვნისა სტალინთან შეხვედრაზე, მას უარი უთხრეს.

  1. ვერსია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტ ილიას გამოეცხადა ღვთისმშობელი და მას ჰსურდა გადაეცა საბჭოთა მთავრობისათვის თხოვნა, რომ აუცილებელია სტალინგრადისა და ლენინგრადის გარშემო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის შემოტარება (რომელიც თითქოსდა აღსრულებული იქნა – ესე იგი, თვითმფრინავმა ხატით შემოიფრინა ამ ქალაქებზე, ეს ეხება ასევე ლეგენდას მოსკოვის გარშემო შემოფრენასაც), პირველად გაჩნდა მოთხრობაში „ყაზანის ღვღისმშობლის სასწაულები“. 1990-იანი წლების დასაწყისში ეს არავითარ საარქივო წყაროებითა და დოკუმენტებით დამტკიცებული ტექსტი ხშირად ქვეყნდებოდა პერიოდიკაში სხვადასხვა ავტორების მითითებით, მაგრამ ნამდვილი ცნობადობა მოიპოვვა ს. და ტ. ფომინების კრებულით „რუსეთი მეორე მსოფლიო ომის წინ“.

  1. „1943 წლის შემობრუნების“ სრულყოფისათვის საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა რაციონალური მიზეზები და არა სასულიერო და მისტიური ხასიათისა. მსოფლიო საზოგადოებასთან მიმართვის აუცილებლობამ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად საბჭოთა ლიდერებს გაუღვიძეს რუსულ ეკლესიასთან თანამშრომლობის გააქტიურება, რომელსაც თავისი სამწყსოები ჰქონდა საზღვარგარეთაც, მათ შორის აშშ-ში, როგორც იმ დროისათვის სსრკ-ს მოკავშირესთან. 1941 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობის წინაშე იდგა ამოცანა, რომ რაც შეიძლებოდა სასწრაფოდ მიეღწიათ ლენდ-ლიზით არმიისათვის საჭირო შეიარაღების მიწოდება, 1942 წლისათვის კი მოკავშირეების მხრიდან ანტიჰიტრელური კოალიციის მეორე ფრონტის სასწრაფო გახსნას. საბჭოთა კავშირში ეკლესიის დევნის შეწყვეტის საკითხი მოკავშირეების მოლაპარაკებებში არ იყო საკვანძო, მაგრამ დოკუმენტაციის კეთილსინდისიერი კვლევაც არ გვაძლევს საშუალებას მას მეორეხარისხოვანი ვუწოდოთ (იხ. Болотов С.В. Русская Православная Церковь и международная политика СССР в 1930-е – 1950-е годы. М., 2011). 1943 წლის 4 სექტემბრის სტალინის შეხვედრა ეკლესიის ხელმძღვანელობასთან და ეკლესიისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯები, ისეთები, როგორიცაა პატრიარქის არჩევა, არ გამხდარა აღსავლის წერტილი, არამედ საბჭოთა ხელისუფლების თვალსაწიერით კანონზომიერი შედეგი მოსკოვის საპატრიარქოს „გამოყენებისა“, როგორც 1940-იანი წლების სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტის
tablica050313[1]
  1.  „1943 წლის შემობრუნება“ საბჭოთს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებში არ ნიშნავდა ეკლესიის დევნის სრულ შეწყვეტას. 1943 და შემდგომ წლებში სასულიეროების დაპატიმრებები და დახვრეტები მართლაც საგრძნობლად შემცირდა, რაც არ ნიშნავდა ქრისტიანთა დევნის შეწყვეტას. საბჭოთა ბანაკებში კვლავ იხოცებოდნენ რწმენისათვის გასამართლებული სასულიერონი და საერონი, თავისუფლებაში მყოფ მორწმუნეთა წინააღმდეგ გრძელდებოდა სისიხლის სამართლის საქმეების შეთითხვნა, სახელმწიფო იდეოლოგია და საშინაო პოლიტიკა რჩებოდა მკვეთრად ათეისტური.


ავტორი: სერგეი ბოლოტოვი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი


iberiana2

Комментариев нет:

Отправить комментарий