- ქალბატონო ნინო, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჩავარდნილა მრისხანების ვნებაში, რადგან ეს ისეთი ვნებაა, რომელიც მიძინებული ვულკანივით იფეთქებს ხოლმე. ერთია, რამდენად ებრძვის ადამიანს ესა თუ ის ვნება, და მეორე, თუ რამდენად შეუძლია მას, ამ ვნების დათრგუნვა და ჩახშობა. თქვენი, როგორც ფსიქოლოგის აზრით, როგორ შეიძლება საკუთარ სულში ჩაბუდებული მრისხანების ვნების დათრგუნვა?
- მართალი ბრძანდებით, ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად ებრძვის მრისხანების ვნება. ეს არის ჩვენი დაცემული ბუნების შედეგი. ვნებებისგან დაცლილნი მხოლოდ ადამი და ევა იყვნენ, რადგან ყველა ვნება მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა ჩვენში. მრისხანებაც ჩვენი დაცემული ბუნებისთვის დამახასიათებელი ვნებაა. მრისხანებას განსაკუთრებით ამძაფრებს ის მომენტი, როცა ადამიანი მუდმივად განკითხვის ცოდვაშია. წმიდა მამების გვასწავლიან, რომ განკითხვის ცოდვას თავისთავად მოჰყვება მრისხანების ცოდვაც, ამიტომ მისი თავიდან აცილების მიზნით ადამიანმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავი სხვისი განკითხვისაგან.
სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, იქნება ეს ოჯახი, სამსახური, ქუჩა თუ სხვა სიტუაცია, ხშირად კონფლიქტურ სიტიაციაში აღმოჩნდება ხოლმე, სადაც მას მიზეზი ეძლევა ამ ცოდვაში ჩავარდნისა. წმიდა მამები გვირჩევენ, რომ მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და მრისხანების ვნების დაძლევისათვის გარკვეული სულიერი საფეხურები გავიაროთ. პირველი საფეხური არის ის, როცა ჩვენ სხვა ადამიანი გვეჩხუბება, პასუხს არ ვცემთ, გულში განვიკითხავთ, ცუდი აზრები, ცუდი ფიქრები მოგვდის, გულში ვპასუხობთ კიდეც, მაგრამ ვახერხებთ იმას, რომ ხმამაღლა არ ვეკამათებით, არ ვეჩხუბებით, არ ვცემთ პასუხს. თუმცა ჩვენი გული ბობოქრობს, მასში ცოდვა და უსჯულოება ტრიალებს, მაგრამ ხმამაღლა არ გამოვხატავთ ამას, არ გამოვთქვამთ საწინააღმდეგო აზრს და შეურაცხყოფას არ ვაყენებთ მოსაუბრეს. შემდეგი საფეხური სულიერების კიბეზე არის უკვე ის, როცა ვახერხებთ იმას, რომ არც ვპასუხობთ და არც გულში განვიკითხავთ ჩვენს თავდამსხმელს, არამედ გულში ვამბობთ ლოცვას. წმიდა მამები გვირჩევენ, რომ ამ დროს გულში ვიმეოროთ იესოს ლოცვა. გვახსენდება ჩვენი ცოდვები და ვთვლით, რომ ამ შეურაცხყოფას უფალი მოგვაგებს ჩვენი ცოდვების სანაცვლოდ, რითაც ბევრი ცოდვა გვეპატიება. სულიერების ბოლო საფეხური ისაა, როდესაც ვინმე შეურაცხყოფას გვაყენებს, ჩვენ მისთვის ვლოცულობთ. ეს არის უმაღლესი საფეხური, რისი მაგალითაც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვიჩვენა: როდესაც მას შეურაცხყოფდნენ, სცემდნენ, ჯვარზე აკრავდნენ, ის ზუსტად იმ ადამიანებისთვის ლოცულობდა, ვინც იმწუთას მას ჯვარზე აკრავდა. იესო ხმამაღლა ლოცულობდა და პირდაპირ მიმართავდა მამა ღმერთს: მამაო, შეუნდე ამათ, რამეთუ არ იციან, რას იქმან. უმაღლესი საფეხური სულიერებისა სწორედ ისაა, როდესაც სწორედ იმ მომენტში, და არა მეორე ან მესამე დღეს, შევუნდობთ შეურაცხმყოფელს, ვლოცულობთ მისთვის და ვთხოვთ ღმერთს, აპატიოს ის საქციელი, რაც ჩვენს მიმართ ამჟამად ჩაიდინა.
- გასაგებია, როცა ჩვენ პირადად შეურაცხგვყოფენ, უნდა შევუნდოთ და ღმერთს ვთხოვოთ, აპატიოს ამ ადამიანს, მაგრამ როცა შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ახლობელს, ოჯახის წევრს, მეუღლეს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?
- როდესაც ლაპარაკია პირდაპირ თავდასხმაზე, იქნება ეს ოჯახში მოულოდნელად შემოსული ავაზაკი თუ პირადი მტერი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველანაირი ხერხით დავიცვათ ჩვენი ოჯახი, დავიცვათ ოჯახის სიწმინდე. მაგრამ როცა ოჯახში ხდება კონფლიქტი, ან უსამართლოდ ჩაგრავენ ჩვენს მეგობარს, ან ოჯახის წევრს, როგორ უნდა მოვიქცეთ? მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ გავამწვავოთ იმ წუთას სიტუაცია, რაც შეიძლება, შევარბილოთ კონფლიქტური მდგომარეობა, მრისხანების ვნება კლებისკენ წავიყვანოთ და ვეცადოთ, ჩაქრეს. ხოლო შემდეგ, როცა ადამიანი მრისხანების მდგომარეობიდან გამოვა, ვეცადოთ, დავსხდეთ და ველაპარაკოთ მას წყნარ სიტუაციაში, ყველანაირად ჩავახედოთ საკუთარ გულში და თუ ეს ხელგვეწიფება, სწორ გზაზე დავაყენოთ, სწორი მიმართლება მივცეთ მას. დავეხმაროთ იმაში, რომ არ ჰქონდეს შურისძიების სურვილი, არ ჩაიტოვოს გულში წყენა და არ მოინდომოს სამაგიეროს გადახდა. ძალიან ხშირად ოჯახის წევრებს ეს მოუხერხებიათ შვილთან ან მეუღლესთან მიმართებაში და ისე წარუმართავთ შემგომი სიტუაცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სამაგიეროს გადახდა, ეს შურისძიება გადაუფიქრია და შემდეგ ყველაფერ მშვიდობიანად დამთავრებულა.
- ზოგჯერ როცა ბავშვი ცუდად იქცევა, მშობელს მრისხანება იპყრობს და ამ დროს საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. შეიძლება ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენოს, რაც შემდეგ, ზრდასრულ ასაკში მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახება.
- რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას, მინდა ვთქვა, რომ ეკლესია არ კრძალავს ბავშვის დასჯას, პირიქით, ასწავლის, რომ ბავშვი აუცილებლდა უნდა დაისაჯოს, ოღონდ ეს დასჯა არ უნდა მოხდეს მაშინ, როცა მშობელი თვითონ არის მრისხანების ვნებით შეპყრობილი. ზომიერების დაცვა ძალიან ძნელია, მეც განმიცდია საკუთარ თავზე. როცა ბავშვი გაბრაზებს, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ გინდება მისი დასჯა, მაგრამ თუ მაშინ დასჯი ბავშვს, როცა თავად მრისხანებაში ხარ, ამ დასჯას შედეგი არ მოჰყვება, ბავშვი სამართლიანად არ მიიღებს და სათანადო რეაგირება არ ექნება. მართალია ძნელია, მაგრამ მშობელმა უნდა მოითმინო, დამშვიდდე და როცა მრისხანების განცდა გადაგივლის, როცა სიმშვიდე შემოვა და შფოთის მდგომარეობა გაქრება, შემდეგ უნდა დასაჯო ბავშვი და შესაბამისი ზომები მიიღო.
- ხშირად ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია იქმნება თაობათა შორის შეხედულებათა სხვაობის გამო. ვინ უნდა დათმოს ამ დროს, ვინ უნდა დასძლიოს, პირველ რიგში, მრისხანების ვნება?
- როცა ახალგზარდა და მოხუცი, უფროსი თაობა ვერ უგებს ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ამ დროს იმას უფრო მეტი მოეთხოვება, ვინც უფრო გაიგო ღვთის შესახებ, ანუ ჩვენ უფალი მოგვთხოვს იმის მიხედვით, რაც მოგვეცა. თუ მოგვეცა ცოდნა ღვთის შესახებ, მისი მცნებების, სათნოებების შესახებ, მაშინ აუცილებლად უფალი მოგვთხოვს ამ ცოდნის შესაფერის საქციელს. მაგრამ, თუ ადამიანს შესაბამისი აღზრდა არ მიუღია, წლების მანძილზე მას არ მიუღია არც საიდუმლოებებში მონაწილეობა, აღსარება, ზიარება, მაშინ მას ვერ მოთხოვ გამოიჩინოს სულიერება და თავი შეიკავოს ამ ვნებებისაგან. გაცილებით მეტი მოეთხოვება ახალგაზრდას, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც ბავშვობიდან მოუსმენია ჭეშმარიტ ფასეულობებზე საუბარი და არა მარტო საუბარი, არამედ პირადი მაგალითებიც უნახავს ამისა და სადაც ბავშვობიდან ჰქონდა საშუალება, მიახლებოდა ღვთის მადლს. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს მეტს მოსთხოვს ღმერთი, იმის მიხედვით, რაც მას მიეცა, რაც მისცეს მას მშობლებმა და გარემომ.
უნდა გავაცნობიეროთ, რა მოეთხოვება ახალგაზრდას და რა მოეთხოვება მშობელს. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, როგორც მშობლებმა, რა შევძელით და რა დავაკელით ბავშვს; უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: სწორედ იმის გამო, რომ ბევრი რამ დავაკელით მის აღზრდას, ვიღებთ ასეთ შედეგს. ფსალმუნში არის სიტყვები: ვინც ცრემლით თესავს, ის სიხარულით მოიმკის. აღზრდა ეს არის მუდმივად ცრემლით თესვა, რომლის ნაყოფი იქნება ტკბილი, მკა იქნება ძალიან სასიხარულო, მაგრამ აღზრდის პროცესი ძალიან რთულია, რომელსაც მართლაც ცრემლით თესვას თუ შევადარებდი.
- შეიძლება, ადამიანმა ვერ შეძლოს მრისხანების ვნებისგან გათავისუფლება?
- ეს ვნება წმიდა მამებსაც ჰქონდათ, ძალიან ძლიერი ვნებაა და მისგან არვინ არის დაზღვეული. რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვქონდეს იმედი, რომ მას თავს დავაღწევთ. როგორ შეიძლება ქრისტიანს იმედი არ ჰქონდეს როდესმე რომელიმე ვნებისგან თავის დაღწევისა. უმძიმესი ვნებებისგან გამოსულან ადამიანები. უბრალოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში თანმიმდევრულობას. არ უნდა შევწყვიტოთ საკუთარ თავზე თანმიმდევრულად მუშაობა. დღეს მივაღწიეთ იმას, რომ შეგვიძლია ჩუმად ყოფნა, ხვალ მივაღწევთ იმას, რომ შევძლებთ გულში ლოცვას შეურაცხმყოფელისთვის, იმ ადამიანისთვის, ვინც მრისხანებაში გვაგდებს... ძალიან ხშირად გვაქვს მცდელობა, მაგრამ არ გამოგვდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი ჩვენს მცდელობასაც შეიწირავს. იგი ყოველთვის ხედავს ჩვენს გულს; ხედავს, რომ ძალიან გვინდოდა, ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვდიოდა. ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, მაინც იქნება შეწირული, ეს იქნება ჩვენი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯის წინ წადგმა სულიერების გზაზე, ღმერთისკენ მიმავალ გზაზე. ოდნავადაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, არ ვუთხრათ ჩვენს თავს: არა, ამას მე ვერ შევძლებ, ამ ვნებისგან ვერასდროს გავთავისუფლდები, ამას ვერ დავამარცხებ ჩემს თავში. სწორედ ეს უნდა ბოროტ ძალასაც. როგორც კი ჩვენ ერთხელ მაინც ვიტყვით ამას, ფაქტიურად, ეს ბრძოლა წაგებული გვაქვს. ადამიანი არასდროს უნდა შეეგუოს, არ შეეპუოს ვნებებს. ბრძოლა, მცდელობა არ უნდა შეწყვიტოს. ჩვენი მცდელობა უნდა იყოს თანმიმდევრული, ნელ-ნელა, ნელი ნაბიჯებით უნდა მივიწევდეთ წინ. თუნდაც ეს გარეგნულად ძალიან შესამჩნევი არ იყოს, რაღაც დროის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ რაღაც პატარა შედეგები მაინც გვქონდა და თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი მაინც წავდგათ წინ. არასდროს ვუთხრათ ბავშვს, არაფერი გეშველება, ასე ხშირად გემართება და ა.შ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად უარყოფით შედეგს გამოიღებს. ეს სიტყვები პირდაპირ შთამაგონებელი აღმოჩნდება მისთვის და ბავშვმა შეიძლება მართლაც დაიჯეროს, რომ მთელი ცხოვრება ასე უნდა იქცეოდეს, მართლაც მთელი ცხოვრება ვარდებოდეს მრისხანებაში, ჩხუბობდეს და ეს ამბავი მიიღოს, როგორც მისთვის ჩვეულებრივი დამახასიათებელი მოვლენა. შეიძლებს ეს როლი ისე მოირგოს, რომ ვეღარც გამოვიდეს იქიდან. მშობლის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, თუ მშობელი ხედავს, რომ შვილს განსაკუთრებულად ებრძვის ეს ვნება, მან განსაკუთრებულად უნდა ჩაუსახოს იმედი, უთხრას, რომ ეს დაძლევადია. უთხრას: „მე მესმის, რომ ეს გაწუხებს, შენი სისუსტეა, მაგრამ შენ ამას მოერევი“. სულ უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ ეს მოხდება, ოღონდ ღმერთის დახმარებით, უფლის გარეშე ადამიანი საკუთარ თავში ვერანაირ ვნებას ვერ მოერევა. მხოლოდ ადამიანური ძალებით, ვერც ერთ ვნებას ვერ დაძლევს, თუ ღმერთი არ დაეხმარა. ზუსტად ამის იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ და ზუსტად ეს არის ქრისტიანის დამახასიათებელი ნიშანი. სხვა ადამიანისაგან ქრისტიანი სწორედ იმით განსხვავდება, რომ ჩვენ გვაქვს გამარჯვების იმედი მხოლოდ ღმერთის დახმარებით და ჩვენს ცხოვრებაში სამოქმედო ადგილს ვუტოვებთ უფალს. ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ მთავარ იმედს მაინც ვამყარებთ ღვთის შეწევნაზე და უფალს გამუდმებით ვევედრებით, რომ შეგვიწყალოს და შეგვეწიოს.
ეკლესია გვასწავლის, რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერ ავდგეთ, ეს არის ჩვენი გზა უფლისკენ, ეს არ არის გზა გამარჯვებიდან გამარჯვებამდე, ეს არის სწორედ რომ გზა დაცემიდან შემდგომ დაცემამდე, ოღონდ დაცემა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ადგომას და გზის გაგრძელებას ანუ აბსოლუტურად არავინ არის დაზღვეული ამისგან. ჩვენ თავიდანვე უნდა შევეგუოთ, რომ დავდივართ ამ გზით, დაცემისა და აღდგომის გზით, დაცემაც იქნება, მაგრამ ჩვენ ისევ აღვდგებით. არასდროს უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა საერთოდ დაცემა აღარ გვექნება. მთავარია, შინაგანად არ ვიყოთ მრისხანებაში, ესა თუ ის ადამიანი არ იყოს ჩვენთვის მტრის ხატი, არ გვძულდეს იგი, დანარჩენს კი უფალი მოაწყობს, ღმერთი ხომ ჩვენს გულს ხედავს.
ესაუბრა კახაბერ კაპანაძე
ჟურნალი „დედაეკლესია“, №20, 2005 წ
orthodoxy.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий