ყოველი ადამიანის ნებაზე შეიძლება (ამა თუ იმ ხარისხით) გავლენას ახდენდეს სხვა ადამიანთა ნება. ეს გავლენა გადაეცემა არა მხოლოდ სიტყვების მეშვეობით, არამედ მისტიური ურთიერთკავშირის ფარული გზებით.
ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ დაძაბული ფიქრი ვინმეზე, ვინც მახლობლად იმყოფება, ან დაჟინებული მზერა, აიძულებს მას თავი მიაბრუნოს იმ მიმართულებით, საიდანაც უმზერენ.
ურთიერთზემოქმედების მოვლენაზე, კერძოდ, მიუთითებს იოანე კრონშტადტელი. იგი წერს თავის დღიურში: „ჩვენ შეგვიძლია დაჟინებული მზერით სხვა დავაბნიოთ. მე ხშირად მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩემი სახლის ფანჯრებიდან დაჟინებით ვუყურებდი გამვლელებს - და ისინიც, თითქოს რაღაც ძალის გავლენით, იმ ფანჯრისაკენ მოიხედავდნენ, საიდანაც მე ვუყურებდი და ეძებდნენ მასში ადამიანის სახეს; ზოგიერთები კი ერთგვარ დაბნეულობას ავლენდნენ, მოულოდნელად ააჩქარებდნენ ნაბიჯს, ისწორებდნენ ჰალსტუხს, ქუდს და ა.შ. აქ რაღაც საიდუმლო უნდა იმალებოდეს“.
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ვილაპარაკოთ ერთი ადამიანის ნების მიერ მეორე ადამიანის ნების დამორჩილებაზე, რაც განსაკუთრებით თვალნათლივ ჰიპნოზში ვლინდება. ჰიპნოზის დროს ადამიანის ნება პარალიზებულია, თვით ადამიანი კი სხვა ადამიანის - ჰიპნოზიორის გავლენის ქვეშაა.
მასთან ადამიანში მახინჯდება გრძნობათა ორგანოების მიერ გარემომცველი სამყაროს სწორი აღქმისა და ლოგიკური აზროვნების უნარი. ადამიანი ხედავს, ესმის, ყნოსავს და შეიგრძნებს არა იმას, რასაც გრძნობათა ორგანოები უკარნახებენ, არამედ იმას, რასაც ჰიპნოზიორის ნება უბრძანებს. ადამიანები იყოფიან ჰიპნოზის მიმართ არამგრძნობიარეებად და ისეთებად, ვინც ჰიპნოზის ქვეშ ადვილად ექცევა. საინტერესოა, რომ შეუძლებელია 7 წლამდე ასაკის ბავშვების ჰიპნოზირება. უბრალო, გაუნათლებელი ადამიანები ცივილიზაციასთან ნაზიარებ ადამიანებთან შედარებით უფრო ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ჰიპნოზისადმი. ეს იძლევა ჰიპნოზისადმი „მგრძნობიარობის“ ახსნის გასაღებს.
ბავშვის სული - ეს წმინდა სულია, გულისთქმებითა და ცოდვებით დაუმძიმებელი სუფთა გულით. ეს არის მიზეზი იმისა, რომ შეუძლებელია ბავშვის ჰიპნოზირება, რადგან მისი სული თავად ღმერთის ჯერ კიდვ შეუმწიკვლელ ხატებას წარმოადგენს და სხვისი ნებისადმი დამორჩილებისაგან საკუთარი პირველქმნილი სიწმინდითაა დაცული.
ადამინის ზრდისა და ცოდვისადმი მისი დამონების კვალობაზე ადამიანის ნება სუსტდება და იგი უნარს იძენს დაექვემდებაროს ჰიპნოზს. უბრალო, გაუნათლებელი ადამიანები ჩვეულებრივ ნაკლებად გაფუჭებული არიან გულით და უფრო ახლოს არიან ღმერთთან, ვიდრე ცივილიზაციას ნაზიარები ადამიანები; სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ისინი ნაკლებად ექვემდებარებიან ჰიპნოზს.
საეჭვოა, რომ ჰიპნოზს მართლაც მოჰქონდეს ბევრი სარგებლობა ექიმის მიერ თამბაქოს წევისაგან განკურნებაში მისი გამოყენებისას. ჩვეულებრივ, გარკვეული შესვენების შემდეგ, თამბაქოთი გატაცება კვლავ იჩენს თავს.
მაგრამ უეჭველია რომ ჰიპნოზი - ეს საშინელი ძალაა და იმ ადამიანებს, რომლებიც მას ბოროტად იყენებენ - „ჯადოქრებს“, „გრძნეულებს“ და ბნელი ძალის მსახურთ - ბევრი ბოროტება მოაქვთ ამქვეყნად და ადამიანთა სიკვდილის მიზეზიც კი ხდებიან.
არსებითად შეუძლებელია მკვეთრი ზღვრის გავლება ჰიპნოზის მოვლენებსა, ანუ ძილის განსაკუთრებულ („ტრანსისა“ და „სომნამბულიზმის“) მდგომარეობაში ადამიანისათვის იდეების, აზრების ჩანერგვასა და იმ ჩვეულებრივ ურთიერთგავლენასა და ზემოქმედებას შორის, რომელსაც ადგილი აქვს სუსტი ნების ადამიანებისა და ძალაუფლებისმოყვარე და ძლიერი ნების ადამიანების ურთიერთობისას. ეს უკანასკნელნი, ჩვეულებრივ, თავისი გავლენის ქვეშ აქცევენ მათ გარემოცვაში მყოფ სუსტი ნების ადამიანებს.
ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც ცოცხალი რწმენა აქვთ ღვთისა. ასეთი ადამიანები ძლიერი ნების ადამიანების მორჩილებაში არ მოექცევიან, თუკი ეს უკანასკნელნი მათთვის სულიერ ავტორიტეტს არ წარმოადგენენ, ანუ თუ არ ექნებათ რწმენა იმისა, რომ ამ ადამიანებში ღვთის სული მკვიდრობს. აი რატომაა, რომ ცოცხალი სარწმუნოება ადამიანებს „თავისუფლებას“ ანიჭებს, როგორც ამას უფალი ბრძანებდა (იოან. 8.36).
ზოგ ადამიანზე ამბობენ - „მძიმე ადამიანია“. ეს ძლიერი ხასიათისა და ბოროტი ნების ადამიანია, რომელსაც ძალა უფლებისმოყვარეობა - თავმდაბლობის საწინააღმდეგო ნიშანი ახასიათებს. მას სურს გარშემომყოფნი დაუმორჩილოს თავის ნებას, და ვაი მის ირგვლივ მყოფთ, თუ ძალაუფლებისმოყვარეობის გარდა მასში სხვა მანკიერებებისადმი მიდრეკილებებიც ძლიერადაა განვითარებული. მას ბევრი ბოროტება მოაქვს ამქვეყნად.
კიდევ უფრო უარესია, თუ მას ხელთ ექნება ძალაუფლება და მატერიალური ფასეულობანი, რომელთაც ასე ელტვიან მკვიდრნი ამა სოფლისა. ასეთი შემთხვევები კი ხშირად გვხვდება, სატანა მცდელობას არ იშურებს თავის მონათა გასაძლიერებლად.
ქრისტიანები, უეჭველია უნდა განერიდნონ იმ ერისკაცებს, რომელთაც ძალაუფლებისმოყვარე ხასიათი აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ ძალაუფლებისმოყვარეობა ეს იმ ადამიანთა თვისებაა, რომლებიც ღვთისნიერად არ ცხორობენ. ქრისტიანი თავისი ბუნებით ისეთივე სათნო და თავმდაბალია, როგორც ქრისტე. და განა ქრისტეში განუზომლად ძლიერი ნებისყოფა არ იყო! მაგრამ იგი თავმდაბალი იყო და ადამიანებთან ურთიერთობაში სულ უმნიშვნელო ფსიქოლოგიური ძალდატანებაც კი არ დაუშვია.
„არატრადიციული მედიკოსების“ ზნეობრივი პოზიცია ერთსულოვანია და მათ მიერ გარკვევით ჩამოყალიბებულია: სიყვარული ადამიანებისადმი, სიკეთე, კეთილგანწყობილება ყველას მიმართ. განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ მათი მთავარი მიზანი ადამიანის არა ფიზიკური, არამედ სულიერი ჯანმრთელობაა. ისინი ირწმუნებიან, რომ მათ ხელთ არსებული საშუალებებით მონაწილეობას მიიღებენ ადამიანთა სულიერ განახლებაში ყურადღების გარეშე ისინი არც ეკლესიას სტოვებენ.
სკეპტიკოსებს და იმ ადამიანებს ვინც ცდილობს დაანახოს მათ მსგავსი მოღვაწეობის საშიშროება, ისინი გამოჯანმრთელებულ ავადმყოფებზე მიუთითებენ და ამბობენ: „ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ და როგორ ჰკურნავს, მთავარია ადამიანი ჯანმრთელი იყოს“.
ეკლესია ისეთივე დიდი სიხარულით მისცემდა თავის შვილებს ლოცვა-კურთხევას ესარგებლათ მსგავსი მკურნალების ცოდნითა და ხელოვნებით, როგორც მრავალი სხვა სამედიცინო შრომა დაულოცნია, რომ არ იცოდეს რა დიდი სულიერი და ფიზიკური საშიშროება შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ზემოქმედებებს.
მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილებაში, წმინდა მამათა და ქრისტიანობის აპოლოგეტთა თხზულებებში დიდი ხანია ცნობილია ის მოვლენები, რომელთაც ჩვენ ახლა ვიხილავთ, და საკმაოდ კარგადაცაა შესწავლილი იმისათვის, რომ მათ შეფასებაში რაიმე შეცდომა დავუშვათ.
მედიკოსებს ჯერ კიდევ წინა აქვთ ადამიანის ორგანიზმზე ჰიპნოზიორთა, ოკულტურ მკურნალთა და ექსტრასენსების ზემოქმედების შესწავლა. როგორც ეს ისტორიაში ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, დრო გამოაჩენს, სად არის აქ წმინდა წყლის თაღლითობა, სად სავალალო უმეცრება იმ ადამიანებისა, რომლებიც ბრმად იჭრებიან თავიანთი პაციენტების სულიერ სამყაროსა და სულში, და სად ბოროტების შეგნებული მსახურება და სულიერი სამყაროს ბნელი ძალების გამოყენება იმ მიზნებით, რომლებიც ძალიან შორს დგას „ზნეობრიობისაგან“ და „ადამიანებისადმი სიყვარულისაგან“. ყოველ შემთხვევაში, წმინდა სულიერი შედეგების გარდა, რომელთა შესახებ კიდევ იქნება საუბარი, ამგვარი კურნებანი ყოველთვის ეფემერულია, არამყარია, და მათ მიერ მიყენებული ის ზიანი, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება, არ შეიძლება შევადაროთ მათგან მოგვრილ წუთიერ შვებას.
ექსტრასენსები ამტკიცებენ, რომ მათი ზემოქმედება ადამიანზე ბუნებრივი პროცესების ფარგლებში ხორციელდება, რომ მათ მხოლოდ ადამიანის ორგანიზმის ფარული შესაძლებლობები მოჰყავთ მოქმედებაში, თუმცა ამას ფსიქიური ზემოქმედების გზით აკეთებენ. ჩვენი წინაპრებისათვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი სიტყვის სამკურნალო ზემოქმედება. სიტყვით მკურნალობა - ნამდვილი მკურნალობა, იმის მიუხედავად ვის მიერ, ექიმის, მოძღვრისა თუ ახლობელი ადამიანის მიერ წარმოითქვა ეს სიტყვა, ყოველთვის იყო, არის და იქნება. მაგრამ ეს სიტყვა არ შეიძლება ყველასათვის ერთი იყოს, ის უნდა გადაეცემოდეს უშუალოდ გულიდან გულს, ერთმანეთისაკენ მიპყრობილი პირით. როდესაც ადამიანზე ამგვარ ზემოქმედებას თან ახლავს იდუმალად გარკვეული აზრების ჩანერგვა ან დაკავშირებულია ფარულ ირაციონალურ ცოდნასთან, ასეთ შემთხვევებში ეს ზემოქმედება ცალსახადაა დაკავშირებული სულიერი სამყაროს გონიერ არსებებთან, რომელთაც როგორც მართლმადიდებელი მოღვაწენი, ისე სხვა ქრისტიანული კონფესიების მკვლევარები დემონებად აღიარებენ, მათი დახმარებით მიმდინარე ცდებს კი - მედიტაციურ ან ოკულტურ ცდებს უწოდებენ.
არ შეიძლება უაღრესად სერიოზული შეშფოთება არ გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ მილიონობით ჩვენი თანამემამულე პერიოდულად უხსნის საკუთარ თავს მათთვის სრულიად უცნობ ზემოქმედებას, რომლის წარმოშობისა და შედეგების შესახებ მათ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არა აქვთ. ადამიანები საკუთარ თავს ყველაზე უფრო დახვეწილი და შორს მიმავალი ფსიქოლოგიური და ოკულტური ცდების ობიექტად აქცევენ, სულიერი, ფსიქიური სამყაროს ყველაზე საშიში ძალების* ზეგავლენას უქვემდებარებენ. „მისტიურ ნარკომანიაში“ ჩათრეული ადამიანისათვის ამ ცდების შედეგებია: ფსიქიური და ემოციური მოშლილობანი, უმძიმესი დეპრესიები, და ბოლოს, თვითმკვლელობა და დემონური ძალების გავლენით ჩადენილი ბოროტმოქმედებანი. მაგრამ ყველაზე დიდი საშიშროებაა სამუდამო დაღუპვა სულისა, თუ ადამიანი არ შეწყვეტს კონტაქტს ბოროტ სულთან და არ მოინანიებს. ამიტომაა, რომ წმინდა წერილში უმკაცრესადაა აკრძალული კონტაქტები ოკულტურ სამყაროსთან. „არ უნდა იმყოფებოდეს შენთან მისანი, მკითხავი, გრძნეული, მჩხიბავი, სულთა გამომძახებელი, ჯადოქარი, მკვდრების შემკითხავი, რამეთუ ღვთის წინაშე საზიზღარია ყველა, ამის მოქმედი“ (მეორე 18.10-12).
თანამედროვე ოკულტური მოვლენებისადმი მიძღვნილ ამერიკელი ბერ-მონაზვნის სერაფიმ როუზის შესანიშნავ გამოკვლევაში „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“ შეიძლება წავიკითხოთ: მედიუმი ეს არის გარკვეული ფსიქიური სენსიტიურობის მქონე პიროვნება, რაც მას შესაძლებლობას აძლევს იყოს უხილავი ძალების ან არსებების იარაღი, რის გამოც იგი შეიძლება უხილავი ძალების ან არსებების იარაღად ან მათი გამოვლენის საშუალებად იქცეს... (თითქმის ყველა არაქრისტიანული რელიაგია ფართოდ იყენებს მედიუმურ ნიჭის ელემენტებს - ნათელმხილველობას, ჰიპნოზს, „სასწაულებრივ“ განკურნებებს, საგნების გაჩენასა და გაქრობას და მათ გადატანას ადგილიდან ადგილზე“).
ფორმათა მრავალფეროვნების მიუხედავად ყველა მედიუმურ სეანსში არის რაღაც საერთო: კერძოდ მედიუმის პასიურობა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანად მიეცეს მისი ხელმძღვანელი გარეშე ძალის ზემოქმედებას, როგორც არ უნდა იწოდებოდეს იგი: ბუნებრივი უნარი (ნიჭი), „კოსმოსური ფაქტორისა“ თუ უცხოპლანეტელთა გავლენად, „გარდაცვლილთა სულების“ გამოცხადებად თუ ანგელოზადაც კი (სატანა სინათლის ანგელოზის სახესაც იღებს (2 კორ. 11.16).
ასევე სასურველია დამსწრეთა პასიურობა, ამიტომაა, რომ ოკულტური სეანსებისათვის ჩვეულებრივია მოწოდებები - მიჰყვნენ აზრთა მდინარებასა და აიტაცონ ამ დროს აღმოცენებული ყველა შეგრძნება. მაგრამ „წინ წაწეული“ მედიუმისათვის დამსწრეთა პასიურობა არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას. ვარჯიშისა და მისი ხელმძღვანელი სულისადმი სრული დაქვემდებარების გზით მედიუმს შეუძლია მიაღწიოს შედეგს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სეანსს ბევრი სკეპტიკოსიც ესწრება.
მასობრივი შთაგონებების სისტემა ახალი არაა. ჩვენთვის ის კარგადაა ნაცნობი იდეოლოგიური ზემოქმედების ფორმით. ყველა შესაძლო და შეუძლებელი ამქვეყნიური სიკეთის დაპირებით შეზავებული ეს ზემოქმედება გახდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ცნობილი ტრაგედიების მიზეზი. ცრუ აზრებითა და ყალბი სულისკვეთებით შეპყრობილების შედეგები თვალწინა გვაქვს. ამჯერად კი საუბარია ფსიქოლოგიურ-ოკულტური ზემოქმედების ახალ სისტემაზე.
განსაკუთრებით საშიშია ის, რომ მსგავსი ზემოქმედების სისტემა ცდილობს შეაღწიოს ადამიანის წმიდათა წმიდაში - მისი სულის სფეროში. თუ რამდენად სახიფათოა ეს - ჯერჯერობით მხოლოდ ქრისტეანებს შეუძლიათ შეაფასონ.
ღვთის განგებულებით ადამიანის სული, მისი ნება სხვა ადამიანის ნებისათვის შეუღწევადია. მხოლოდ სულიერ არსებებს - ანგელოზებს ან დემონებს შეუძლიათ აღძრან ადამიანის სულში გულისთქმანი, მაგრამ ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული მათი მიღება ან უარყოფა. ამაში მდგომარეობს ღვთის მიერ ბოძებული დიდი ნიჭი - ნიჭი თავისუფალი, ღვთაებრივი ნებისა. მაგრამ თუ ადამიანი თავისი ნებით ექვემდებარება ძლიერ ფსიქიურ ზემოქმედებას შთაგონების, ან ოკულტური ცოდნის გამოცდილების მქონე სენსიტივის მხრიდან, მაშინ ის, ხატოვნად რომ ვთქვათ, სულიერი ზღუდე, რომელიც იცავს სულს სხვისი ნების უშუალო ზემოქმედებისაგან, თანდათანობით ირღვევა და ადამიანი მისაწვდომი ხდება სხვა პიროვნების ფსიქიური და ნებელობითი ზემოქმედებისათვის. ისეთი ზემოქმედებისათვის, რომლის შესახებ თავად ადამიანი შეიძლება ვერც ხვდებოდეს! ყველაზე „უმნიშვნელო“ ჰიპნოზსაც კი შეუძლია ადამიანის სულიერი სტრუქტურის ამ დამცველი სფეროების დაშლა, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო ძლიერ და იდუმალებით მოცულ ზემოქმედებებზე.
„ჩვენ განუხრელად ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც ფართოდ გაიხსნება ასპარეზი მრავალრიცხოვანი ცრუ სასწაულებისათვის, რათა დაღუპვისაკენ უბიძგონ ხორციელი სიბრძნის იმ უბედურ შთამომავლებს, რომლებიც ცთუნებული და გზასაცდენილი იქნებიან ამ სასწაულებით“; - წერდა ჩვენი დიდი მღვდელთმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი. ამ ცრუ სასწაულების მიზანი კი ერთია - განარიდონ ადამიანი ქრისტეს, ერთადერთ და ჭეშმარიტ მხსნელს და მიიყვანონ იგი რასთანაც გნებავთ: „სულიერებასთან“, უცხოპლანეტელებთან, საკუთარ თავთან, ჰურუსთან, დემონთან...
ჭეშმარიტი კურნებები, რაც მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება უფალ იესუ ქრისტესადმი რწმენის კვალობაზე, პირველ რიგში დაკავშირებულია მონანიებასთან და სულის განკურნებასთან. ის მადლისმიერი ცვლილებები, რომლებიც ასეთ კურნებას თან ახლავს ვრცელდება არა მარტო ადამიანის დროებითი სიცოცხლის მანძილზე, არამედ - რაც მთავარია - მარადიულ ცხოვრებაზეც.
უპირველესი ნიშანი ჭეშმარიტი მოღვაწისა, რომელსაც ღმერთმა კურნებისა და სასწაულთქმედების მძიმე ჯვარი განუწესა - ეს უდიდესი სიმდაბლეა, თავმდაბლობაა და პირიქით, ცრუ სასწაულთა მოქმედნი ამპარტავნები, ქედმაღალნი, პატივმოყვარენი, ადამიანთა მიმართ დამცინავი და უგულონი არიან, თუმცა დაუსრულებლად შეუძლიათ ლაპარაკი კაცობრიობის მიმართ სიყვარულზე.
მწიფდება მსოფლიოში ღვთისაგან განდგომილება, რომელიც ხან ფარულ, ხან კი აშკარა ხასიათს ატარებს. თანადათანობით გამოცოცხლდნენ და აქტიურდებიან საიდუმლო სწავლებათა ადეპტები, რადგან ხედავენ რომ სულ უფრო უადვილებდათ თავიანთ ქსელში ქრისტეს რწმენადაკარგული ადამიანების გაბმა. მაგრამ ამავე დროს მათ არ შეიძლება არ ესმოდეთ, რომ მათი კაცთმოძულე ძალა დამარცხდება და განადგურდება ღვთის ძალით. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ერთერთმა ძალზე ცნობილმა ტელემაგმა კითხვაზე - სურს თუ არა მოინათლოს, უარყოფითი პასუხი გასცა და ასე განმარტა, რომ მონათვლის შემდეგ მან შეიძლება დაკარგოს „კურნების“ ძალა.
ბავშვები, რომლებიც აალებენ ყველაფერს, რაც შეიძლება დაიწვას, სახლები, სადაც საგნები დაფრინავენ, ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად „კურნების“ უნარს იძენენ, უცხოპლანეტელები, რომლებმაც ლამის წალეკონ ახლა უკვე მიწაც კი, და რამაც შეძრა პრესა და ადამიანთა ცნობიერება - ეს ყველაფერი ერთი და იგივე სულის გამოვლინებაა, რომელიც ნათლისღებითა და ქრისტესადმი რწმენით ქრება, ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდება...
დასავლეთის ქრისტიანები ჯადოქრობისა და შავმწიგნობრობისათვის სიკვდილით სჯიდნენ. რუსეთშიც იყვნენ ჯადოქრები. იმ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებიც მათ მიმართავდნენ, დიდი ხნით დააყენებდნენ ხოლმე ზიარებისგან.
რა შორსა დგას ჩვენი ცნობიერება ჩვენი წინაპრების ცნობიერებისაგან, რომლებსაც, ესმოდათ რა ასეთი ცდების უდიდესი საშიშროება ადამიანისათვის, აიგივებდნენ მათ მკვლელობასთან და ყველაზე მძიმე ბოროტმოქმედებასთან! გაუნათლებლობა, სიბნელე! - მრავალს აღაშფოთებს დღეს ასეთი მიდგომა. ჩვენ, რასაკვირველია, არავის მოვუწოდებთ იმგვარად გაუსწორდნენ ექსტრასენსებსა და ტელემაგებს, როგორც ეს შუასაუკუნეებში ხდებოდა, მაგრამ ნუთუ ისტორიის ამ ფაქტებში ჩვენ მხოლოდ ჩვენი წიპანრების „სიბნელის“ დადასტურებას ვპოვებთ და არაფერი გვაიძულებს დავფიქრდეთ მოსალოდნელ საშიშროებაზე?
ძალიან დასანანია, როდესაც ვხედავთ რა დაუფიქრებლად გადასცემენ არაეკლესიური ადამიანები საკუთარ სულსა და სხეულს ტელემაგებისა და მათი ხელმძღვანელი სულების განკარგულებაში, მაგრამ გაცილებით მძიმეა და აუტანელი, როდესაც გესმის, რომ ასეთი „კურნებებით“ მართლმადიდებელი ქრისტიანები ცდუნდებიან...
ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა შემოგვთავაზოს ვისარგებლოთ ოკულტური „მკურნალების“ სამსახურით, მართლმადიდებელი ქრისტიანის ერთადერთი დამოკიდებულება მსგავსი „მკურნალებისა“ და ცდებისადმი უნდა იყოს მხოლოდ ცალსახა და მტკიცედ უარყოფითი და განა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა ეძებოს დახმარება სადღაც სხვაგან? ნუთუ აღარა გვყავს უფალი, რომელიც გუშინაც და დღესაც იგივეა? (ებრ. 13.8). რომელიც ჰკურნავდა და ჰკურნავს ყველას, ვინც სარწმუნოებით მიმართავს მას? თუ არა გვყავს შუამდგომელი, მსწრაფლშემწე დედა ღვთისა? ნუთუ აღარ გვყვანან სასწაულთმოქმედნი და დასი წმინდანთა, რომელთაც ძალუძთ ჩვენი დახმარება? თუ აღარ არის ჩვენში მართლმადიდებლური რწმენა, რაკი ჩვენ ვამჯობინებთ ვირწმუნოთ ტელემაგებისა და პირველივე შემხვედრისა, რომლებიც შემოგვთავაზებენ საშუალებას ჩვენი ჯვრის შესამსუბუქებლად?
ყველაფრისათვის საზღაურის გაღებაა საჭირო. ჩვენი ხსნისათვის, აურაცხელი ქრისტიანული სასწაულებისათვის, უფალმა საკუთარი სისხლით ზღო საზღაური. დემონური „სასწაულებისათვის“, ამ ხანმოკლე სიცრუისათვის, საფასურის გადახდა მოუწევთ როგორც თავად მაგებს, ისე მათ მსხვერპლთაც, და ეს საფასური მით უფრო დიდი იქნება, რაც უფრო მეტად განეშორნენ ისინი ქრისტეს და განაშორეს სხვებიც.
ახლა ძნელი სათქმელია, რით დასრულდება მართლმადიდებელი ქვეყნებისათვის ეს ახალი გატაცება: ჩვენს უკიდურესად გაღატაკებულ სულიერ მდგომარეობაში მოვლენათა მიმდინარეობა ღვთის სამსჯავროს უნდა მივანდოთ, რომელიც განგვიცხადებს დაფარულ და მხოლოდ მისთვის ცნობილ დროს. მხოლოდ უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის შეგონება: ნუ იქნებით ბნელეთის უნაყოფო საქმეთა მონაწილენი (ეფ. 5.11).
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართოთ ექსტრასენსებს, ისინი ენერგიას კოსმოსიდან იღებენ, კოსმოსში კი ეშმაკი მეუფებს. მას ასეც უწოდებენ - „თავადი ამ სოფლისა“ „მსოფლიო“ კი ბერძნულად „კოსმოსია“, ე.ი. „კოსმოსის თავადი“. მას შეუძლია მხოლოდ მცირე დროით მისცეს შვება ადამიანს, მაგრამ შემდეგ იგი უარესად შეიქმნება და სულსაც დაიღუპავს.
ყველამ, ვისაც სურს ექიმბაშებთან იმკურნალოს, უნდა იცოდეს: თუ ახლა თქვენ მხოლოდ იმით ხართ ავად, რომ თქვენში დემონი მამლის ხმით ყივის, ასეთი ექიმბაში-დედაბრის შემდეგ ღორივით დაიწყებთ ღრუტუნს. ერთი დემონი სახლობდა თქვენში, „მკურნალობის“ შემდეგ კი ლეგეონი დაიბუდებს. მკურნალობისთვის ეკლესიაში უნდა იაროთ. აუცილებელია: მონანიება, გამოსწორება - ყველა მანკიერების, ვნებების აღმოფხვრა, თავის იძულება კეთილ საქმეთა სამოქმედოდ. ხოლო როდესაც ჩვენ დედაბერთან მივდივართ დახმარებისათვის, მაშინ ქრისტეს ავუვლით გვერდს: „ჩვენ არ გვჭირდება დახმარება ღმერთისაგან, ჩვენ დედაბერი გვიშველის“. ეს დედაბერი ხომ თვითონ უბედურია, რადგან სიკვდილის შემდეგ გეენიისათვისაა განწირული. ასეთი დედაბრები ეკლესიაში არ დადიან, ან თუ დადიან, თვალის ასახვევად, წელიწადში ერთხელ. მათ შეიძლება სახლში ხატებიც კი ჰქონდეთ, რომ ადამიანებმა მეტი ნდობა იქონიონ მათი. ეს დედაბრები თვითონ არიან სულიერად დაავადებულნი - შეპყრობილნი. ბოროტი სული მათი მეშვეობით მოქმედებს.
თარგმნა თინათინ ჯოხაძემ
www.orthodoxy.ge

მამა ამბროსი (იურასოვი)
„მკურნალთა“ მიმართ დამოკიდებულების შესახებ

Комментариев нет:
Отправить комментарий