ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 сентября 2013 г.

მზაკვრობა.

ბავშვებს უნდა მივუტევოთ ქარაფშუტობა და უყურადღებობა, და არა - ბოროტება და მზაკვრობა.



ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს.


ცხადად ცუდის გამკეთებელზე უარესია ფარულად ბოროტების ჩამდენი. ამიტომაც, უარესად ისჯება იგი.


მზაკვრობათა მხლართველი და ფარულად ბოროტების ჩამდენი ის „გველია“, რომელიც, თანახმად წერილისა, „გზაში ჩასაფრებულა და ცხენის ქუსლს ჰკბენს“ (შესაქ. 49.17).


ისევე როგორც შეუძლებელია, რომ ერთსა და იმავე ადგილას ცხვრებიც ძოვდნენ და მგლებიც (შდრ. ზირ.13.17), ამგვარადვე შუძლებელია წყალობა ჰპოვოს მოყვასის მიმართ მზაკვრობის ჩამდენმა.


რას გვეტყვით ორპირობისა და ორგულობის შესახებ?
როცა ბაგენი შენი ორპირობით ეფარისევლება მოყვასს და გული ორგულობით ეცბიერება, უწყოდე, რომ სული ქრისტესი განდევნილია შენგან და სული ეშმაკეულებისა, ცბიერებისა და მზაკვრობისა დამკვიდრებულ არს შენ შორის.

sibrdzne.ge







Комментариев нет:

Отправить комментарий