ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 сентября 2013 г.

სალომეას თავი ყინულის ლოდებმა წარკვეთეს.

ხომ გახსოვთ, იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით რომ მოკვეთეს (ეს სურვილი კი, მისი უკანონო მეუღლის - ჰეროდიადასგან მოდიოდა).

ისიც გაიხსენეთ, ბორკილგაყრილ ქრისტეს ჰეროდე როგორ დასცინოდა.
იოანე წინასწარმეტყველისა და ქრისტეს შეურაცხმყოფელთ უფალმა თავს რისხვა დააყენა - ჰეროდე არაბეთის მეფესთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც მეფობა დაკარგა. რომის კეისარმა ჰეროდე, მისი ცოლი და ასული ჯერ დააპატიმრა, მერე გადაასახლა. ბილწმა ცოლ-ქმარმა სიცოცხლე საშინლად დაასრულა (ამბობენ, რომ ისინი მიწამ ცოცხლად შთანთქა), თუმცა, მანამდე სალომიას სიკვდილი საკუთარი თვალით იხილეს.

ზამთრის ერთ დღეს, სალომია მდინარეზე გადადიოდა, ყინული ჩატყდა და წყალში ჩავარდა. თავი ყინულს ზემოთ დარჩა, სხეული წყალში ჩაეკიდა. განწირული სხეულს ისე ამოძრავებდა, როგორც როკვისას. ყინულის ბასრმა ნატეხმა ყელი გადაუჭრა. სხეული წყალში დარჩა, თავი კი, ჰეროდეს და ჰეროდიადას მიუტანეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий