ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 сентября 2013 г.

ნექტარიოს პენტაპოლელი - ქართველები ათონის მთაზე.



წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელი სიყრმიდანვე დაშორდა მშობლებს და ქალაქში წავიდა სამუშაოდ. ძალზე უჭირდა. ერთხელ გამოსავალი ნახა _ ბავშვური სიწრფელით უფალს წერილი მისწერა: `ჩემო ქრისტე, მე არც წინსაფარი მაქვს, არც ფეხსაცმელი, გთხოვ გამომიგზავნო. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ!~ ჩადო კონვერტში, წერილს წააწერა: `უფალ იესო ქრისტეს ზეცაში~ და ფოსტისკენ გასწია. გზად მეზობელი შეხვდა. საით გაგიწევიაო, _ ჰკითხა. პასუხად ბიჭმა რაღაც წაიბუტბუტა. მომეცი წერილი, ფოსტისკენ მივდივარ და გაგიგზავნიო, _ შესთავაზა კაცმა. გახარებული ბიჭი შინ დაბრუნდა. მეზობელმა, საფოსტო ყუთში წერილის ჩაგდებას რომ აპირებდა, თვალი ჰკიდა უცნაურ მისამართს. ცთუნებას ვეღარ გაუძლო და წერილი გახსნა. წერილმა შეძრა კაცი. გადაწყვიტა, ბიჭისთვის მაშინვე პასუხი მიეწერა. კონვერტში ფულიც ჩადო და ბიჭს გაუგზავნა. `უფლის პასუხი~ რომ მიიღო ანასტასიმ (ასე ერქვა ერისკაცობაში წმინდანს), მაშინვე ახალი წინსაფარი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიძინა...

Комментариев нет:

Отправить комментарий