ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 сентября 2013 г.

ავზნიანი და მიზანთროპი კალიგულა.

ახლა კალიგულას გაგაცნობთ! რატომ? - მას ხომ არავითარი ურთიერთობა არა აქვს ქრისტიანობასთან! და მაინც!

კალიგულა ჯარისკაცებმა ჩექმების ტარებისათვის შეარქვეს. იგი, ოცდახუთი წლისას, იმპერატორი გახდა.

პატივმოყვარე, თავნება, ეგოისტი, ეჭვიანი, სისხლისმოყვარე! - ასეთი შერჩა კალიგულა ისტორიას, იმპერატორი, რომელმაც თავი იუპიტერად გამოაცხადა, იმპერატორი, რომელიც სენატის სხდომაზე ცხენით შეჯირითდებოდა. კალიგულამ რომში ყველა ქანდაკებას თავი მოხსნა და საკუთარი თავის გამოსახულება დაადგა. მეტიც: გადაწყვიტა მისი ქანდაკება იერუსალიმის ტაძარში დაედგა, რისთვისაც იუდეიის წინააღმდეგ ომის დაწყებითაც იმუქრებოდა.

იცით, როგორი სურვილით იყო სავსე? ნეტავი მთელ კაცობრიობას ერთი თავი ედგას, ერთის მოქნევით მოვკვეთდი და მოვისვენებდიო.

კალიგულა - ეს ავზნიანი მიზანთროპი, იერუსალიმის ტაძარში თავისი ქანდაკების დადგმის მსურველი, შეთქმულებმა თეატრის დერეფანში მოკლეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий