დიოკლეტიანეს დიდი უნარი ჰქონდა ადამიანთა გულების მოგებისა. იგი ერთმანეთს ოსტატურად უხამებდა სიამაყესა და ქედდადრეკილობას, სისასტიკეს და გულმოწყალებას, ხელგაშლილობას და ხელმომჭირნეობას, სიმტკიცეს და მოქნილობას. იყო ცრუმორწმუნე და ფატალისტი: უყვარდა ქურუმთა და მკითხავთა შორის ყოფნა.
დიოკლეტიანემ ერთიანი იდეოლოგიური სისტემის შექმნა გადაწყვიტა. მისი მმართველობა ქრისტიანული მოძღვრების აღმავლობის ხანას ემთხვეოდა, მაგრამ იმპერატორმა ახალ, პროგრესული რელიგიის პერსპექტიულ სიმძლავრეს ალღო ვერ აუღო და თავის ტიტულში „ძე იუპიტერისა“ შეიტანა.
დიოკლეტიანე ხედავდა, როგორ იწერდნენ ჯარისკაცები პირჯვარს, როგორ ეფიცებოდნენ ერთგულებას იესუ ქრისტეს.
იმპერატორი ყველა სახის მარცხს ქრისტესა და ქრისტიანთა მიზეზით ხსნიდა. ამიტომ დაიწყო ქრისტიანობის დევნათა სერიები. გამოიცა ედიქტები, რასაც მოჰყვა ეკლესიების ნგრევა, ქრისტიანული წიგნების დაწვა, ქრისტიანებისთვის ჩინის და თანამდებობების ჩამორთმევა, სასტიკი წამება, ეპისკოპოსთა, დიაკონთა საშინელი დევნა, ქრისტიანთა ფიზიკური განადგურება. დიოკლეტიანემ აწამა წმინდანები: გიორგი, კვიპრიანე, იუსტინა და სხვები.
სპარსეთთან ორმოცწლიანი ომი დიოკლეტიანეს გამარჯვებით დამთავრდა. იმპერატორმა რომში ტრიუმფი მოაწყო, რის შემდეგ, იმპერატორობისაგან გადადგა. მან ხელი მიჰყო მებაღეობას და ცხრა წელი თითქოს მშვიდად ცხოვრობდა. მაგრამ, სინამდვილეში ვერც განდეგილობამ მოუტანა ფიზიკური და სულიერი სიმშვიდე.
რომის იმპერია ისევ ირყეოდა. სასახლის კარზე ატეხილ ორომტრიალში დიოკლეტიანეს ცოლ-შვილი მოუკლეს. ექს იმპერატორის სიკვდილი ამ შემთხვევამ დააჩქარა. მისი დაკრძალვა წარმართობის უკანასკნელ აპოთეოსად იქცა. ის ხომ ქრისტიანობის დიდი მტერი იყო.

Комментариев нет:
Отправить комментарий