ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 сентября 2013 г.

ჭაობში ჩაკარგული გვამი.

ქრისტიანთა დევნა მთელი სისასტიკით გააგრძელა იმპერატორმა დეციუსმა, რომელმაც ვერ შეძლო კრიზისული სატკივრებით დასნებოვნებული იმპერიის განკურნება.
შინა აჯანყებებს გოთებთა შემოსევებიც დაერთო. თანდათან მძლავრდებოდნენ სხვადასხვა ვარიაციების რელიგიური მიმდინარეობები. ახალ საფეხურზე ადიოდა ქრისტიანობის სიმძლავრეც. დეციუსის ხელისუფლება უაღრესი სისასტიკით დაუპირისპირდა ქრისტიანულ მიმდინარეობას.

დეციუსის ბრძოლა გოთებთანაც გრძელდებოდა. ერთ-ერთი შეტაკებისას ისრით განგმირეს იმპერატორის ვაჟი. ბრძოლები ჭაობიან ადგილებში მომდინარეობდა.
იმპერატორი დეციუსი ამ ბრძოლებში დაიღუპა. იგი ჭაობმა ისე დაისაკუთრა, რომ ჭაობიან ველზე მისი გვამიც ვერ იპოვეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий