ღმერთი

ღმერთი

пятница, 9 августа 2013 г.

მეოთხე მაკაბელთა. თავი მეათე.

ძველი აღთქმა

მეოთხე მაკაბელთა


თავი მეათე


1. ამანაც გაუძლო წამებას და სახელოვანი სიკვდილით აღესრულა. გამოიყვანეს მესამე. მრაგალგზის ურჩევდნენ მრავალნი: შეჭამე და გადარჩებიო.

2. მაგრამ მან წამოიძახა: განა არ იცით, რომ სიკვდილისთვის ჩამსახა მამაჩემმა და გამაჩინა დედამ და ამ მოძღვრებით ვარ აღზრდილი?

3. არ გავტეხ ძმობის კეთილშობილურ ნათესაობას.

4. მოაყენეთ ჩემს სხეულზე, თუ რამ საწამებელი იარაღი გაქვთ; ჩემს სულს კი ვერაფერს დააკლებთ, რაც უნდა ეცადოთ.

5. ამ კაცის სიმხნევით განმძვინვარებულებმა საწამებელი იარაღებით ხელ-ფეხი დაულეწეს.

6. გადაუმტვრიეს თითები, მკლავები, წვივები, იდაყვები.

7. ვერაფრით რომ ვერ აიძულეს აზრის შეცვლა, სკვითური წესით თავიდან ფეხებამდე მანქანებით გააძრეს ტყავი.

8. შემდეგ ბორბალზე აიყვანეს, საიდანაც საკუთარი თვალებით ხედავდა თავისსავე დაგლეჯილ ხორცსა და შიგნეულობიდან ამომსკდარ სისხლის ნაკადებს.

9. სიკვდილს მიწურულმა თქვა,

10. ჩვენ, უწმიდურო მტარვალო, აღზრდისა და ღირსების გამო ვიტანთ წამებას,

11. შენ კი უღვთოობისა და სისხლის მსმელობის გამო მარადიული სატანჯველი გელოდება.

12. როცა მოკვდა ეს ღირსეული ძმა, მეოთხე გამოათრიეს და უთხრეს:

13. ნუ აჰყვები შენი ძმების სიგიჟეს, დაუჯერე მეფეს და უშველე თავს.

14. მან კი უპასუხა: უფრო ძლიერად აღაგზნეთ ჩემთვის ცეცხლი, სიმხდალე თუ გამოვიჩინო.

15. ვფიცავ ჩემი ძმების კურთხეულ სიკვდილს და მტარვალის მარადიულ წარწყმედას, ღვთისმოსავთა მარადიულ სიცოცხლეს ვფიცავ, არ ვუღალატებ კეთილშობილურ ძმობას.

16. მოიგონე, მტარვალო, წამებანი, იქნებ მათგან ისწავლო, რომ მე წეღან წამებულთა ძმა ვარ.

17. ეს რომ გაიგო სისხლს მოწყურებულმა და მკვლელმა, უწმიდურმა ანტიოქოსმა, ბრძანა, ენა ამოერთვათ ყმაწვილისთვის.

18. მან კი თქვა: სიკვდილის იარაღითაც ვერ შემაშინებ. მდუმარესაც უსმენს ღმერთი.

19. აჰა, ამომართვი ენა, ამით ჩემს გონებას ვერ დაადუმებ.

20. ხალისით შემიწირავს ღვთისათვის სხეულის ნაწილები.

21. შენ კი მალე სასჯელით მოგეწევა ღმერთი საგალობლებით უფლის განმადიდებელი ენის ამომკვეთელს.

Комментариев нет:

Отправить комментарий