ღმერთი

ღმერთი

четверг, 24 апреля 2014 г.

სამშობლოსთვის წამებული პატრიარქი

23 აპრილს არის წმიდა მოწამე გრიგოლ V-ის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხსენების დღე. მას სამგზის ეკავა კათედრა (1797 - 1799, 1806 - 1808, 1819 - 1821). ამ პერიოდში საბერძნეთი იმყოფებოდა თურქეთის მძიმე უღელქვეშ. ბევრი პატრიოტი ბერძენი იმედოვნებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ისინი ჰპოვებდნენ ქმედითსა და ავტორიტეტულ თანადგომას საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიარქის სახით. მისი კავშირი ბერძენ პატრიოტებთან გაირკვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სულთან მაჰმუდის წინააღმდეგ ამხედრებულმა ალექსანდრე იფსილანტმა თავისი ლაშქრით გადალახა მდინარე პრუტი. მეგობარი ურჩევდა მას, დაეტოვებინა კონსტანტინოპოლი და გაქცეულიყო მორეაში. წმინდანი პასუხობდა: „მე გული მიგრძნობს, რომ ბოსფორის თევზები შეჭამენ ჩემს სხეულს, მაგრამ მე მშვიდად მოვკვდები ჩემი ხალხის გადარჩენის სამსხვერპლოზე!“

მართლაც, 1821 წლის 10 (23) აპრილს წმიდა პატრიარქი შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს საპატრიარქოს ჭიშკარზე, ხოლო მისი სხეული ზღვაში გადააგდეს.


georoyal.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий