ღმერთი

ღმერთი

вторник, 22 апреля 2014 г.

ალექსანდრე ქანთარია: ამ კანონში საგმირო არაფერია

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
22 აპრილი, 2014.

საპარლამნეტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ქანთარია თვლის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროეტის მიღებით ქვეყანაში არაფერი „საგმირო არ მომხდარა".


„ბევრს უნდა, რომ ეს კანონპროექტი დიდ გმირობად გაასაღოს, მაგრამ არაფერი საგმირო ამ კანონის მიღებაში არ არის! კანონის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარკვული თავისებურებების გამო არავინ არ უნდა დავჩაგროთ. ეს არის და ეს!"
ამის შესახებ ალექსანდრე ქანთარიამ დღეს „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტის არსებობა ქვეყნისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

„არამგონია საქართველოში ის დრო დადგეს, რომ ვინემ თქვას, ჩემი გოგო კაი გოგოზე გათხოვდა, ან ჩემს ბიჭთან ერთად კაი ბიჭი შემოვიდაო ოჯახში, მაგრამ თუ ევროპულ წესრიგში მონაწილეობის მიღება გვინდა - ასეთ დოკუმენტი უნდა გაგვაჩნდეს," - აღნიშნა ქანთარიამ.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=23898

Комментариев нет:

Отправить комментарий